Showing all 4 resultsSorted by latest

იმპერია

19,00 

თანამედროვე შვეიცარიელი მწერლის, კრისტიან კრახტის რომანი „იმპერია“ მე-20 საუკუნის დამდეგს მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს გერმანელი ნატუროპათისა და ნუდისტის, აუგუსტ ენგელჰარდტის ფათერაკიან თავგადასავალზე. რაც ნაწარმოებში ამქვეყნიური სამოთხის ძიებით იწყება, თანდათან იძენს გროტესკულ, ხშირად კომიკურ განზომილებას და იქცევა ამბად ფანატიზმისა და სიგიჟის, გულუბრყვილობისა და სიხარბის, კოლონიალიზმისა და სისასტიკის შესახებ. როგორც გერმანელი მწერალი დანიელ კელმანი აღნიშნავს, „კრახტის ტექსტები სავსეა მელანქოლიური კომიზმით და მუდამ შეიცავს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი.“

დაბრმავება

35,00 

ელიას კანეტი (1905-1994) ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალია, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატი. „დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 1936 წელს გამოცემულ ამ რომანში წიგნებისადმი სიყვარული კაცს სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიიყვანს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის სინათლე არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული.