ათასი გემი

18,95 

ბერძნებმა ტროა უნდა დააქციონ — უფლისწულ პარისის მოტაცებული მშვენიერი ჰელენე კანონიერ ქმარს, მენელაოსს უნდა დაუბრუნონ… მაგრამ ჰელენეს გარდა იქ დიდძალი სიმდიდრეა. იქნებ სწორედ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რომ ბერძენთა ათასგემიანი ფლოტილია მიემართება ხანგრძლივი, სისხლიანი ომისთვის, რომელშიც გამარჯვებას არავინ გაუბედნიერებია — მხოლოდ უამრავი მეომრის ბრძოლის ველზე დაცემა, მკვლელობები, ზიზღი და შურისძიება მოიტანა. ყველაზე მძიმე ხვედრი ქალებს ერგოთ — საყვარელი ადამიანების დაკარგვა, დამცირება, მონობა, შიმშილი და სასტიკი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირვა.

ფილმებზე უკეთესი

16,95 

რომანტიკული კომედიური ფილმების მოყვარულ, თავადაც გამოუსწორებელ რომანტიკოსსა და მეოცნებე ლიზს ბავშვობის მეგობარი უყვარს…ასე ჰგონია… და როცა ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, გადაწყვეტს, როგორმე თავი მოაწონოს, მისი გული მოინადიროს კიდევ ერთი, მაგრამ აუტანელი ბავშვობის მეგობრისა და მეზობლის (თანაც, ძალიან სიმპათიურის) დახმარებით. ეს წიგნი რომანტიკული კომედიაა რომანტიკულ კომედიებზე!