არასერიოზული კაცი

19,00 

კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლისა და კინოდრამატურგის ერლომ ახვლედიანის (1933-2012) ორი კინოსცენარი („ყველი და პური“, „არასერიოზული კაცი“) და პიესა „ბაბუა და შვილიშვილი“. წინასიტყვაობაში ზაირა არსენიშვილი აღნიშნავს: „[ერლომ ახვლედიანის] პიროვნულმა თვისებებმა და მსოფლმხედველობამ განსაზღვრა მისი შემოქმედება და სტილი: უაღრესად ლაკონიური, აღწერებისა და წიაღსვლებისგან თავისუფალი, იგავურად სიტყვაძუნწი, დიდაქტიკური და ‘კვიმატი’, სიკეთისა და სიავის, თეთრისა და შავის, ნათელისა და ბნელის მუდმივი დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ეს სცენარები და პიესაა.“

ტრაგედიები

18,90 

„ტრაგედიები“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.

ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.

ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.

ლევან ბერძენიშვილი

ჯიადი

24,95 

ადამ მიცკევიჩის აზრით, ადამიანი მხოლოდ სიყვარუ- ლისთვის კი არ არის შექმნილი, მან სიყვარული ჯერ დედამიწაზე უნდა განიცადოს – რა თქმა უნდა, მისთვის შესაძლებელი ფორმით – რომ სიკვდილის შემდეგ სამოთ- ხე დაიმსახუროს. სიყვარული ისევე ამზადებს ყველას ხსნისათვის, როგორც – ტანჯვა. მისი პოემა „ჯიადი“ სამი დამოუკიდებელი – ერთმანე- თისაგან განსხვავებული, თუმცა ერთმანეთს მორგებული დრამისაგან უფრო შედგება, ვიდრე ფაბულის ძაფით შეკრული სამი ნაწილისაგან. ამის მიუხედავად, თუ ემოციებისა და სიმბოლოების ლო- გიკას მივყვებით და არა მოვლენებისა, იგი ისე იკითხება, როგორც თანამიმდევრულად მოთხრობილი ამბავი. თუმ- ცა ავტორი აცნობიერებს, რომ პოემის სიმბოლური შრე აბსტრაქტულ ორნამენტად ან თეორიულ ტრაქტატად იქ- ცეოდა, თუ ფაქტებში არ იპოვიდა დასაყრდენს. ეს არის დრამატული პოემა ოთხ ნაწილად, რომელსაც დამატებით წინ უძღვის ლექსი ,,ყარიბი“ და ლექსების ციკლი, რომელსაც შესავლის ფუნქცია აქვს. პოემა იწე- რებოდა ჯერ 1821-22 წლებში, ხოლო გარკვეული შუალე- დის შემდეგ – 1831 წლის პირველ ნახევარში. მიცკევიჩის შემოქმედება პოლონური სულიერების გამოხატულებად მიიჩნევა – იმგვარი იდეოლოგიური და ემოციური ფორმის გამოხატულებად, როგორადაც ისტორიამ ჩამოაყალიბა. „ჯიადი“ კომპილაციაა პიესებისა, რომლებსაც იდეის გარ- კვეული ევოლუცია აერთიანებს. ამ იდეას, ჩვეულებრივ, მესიანიზმად მოიხსენიებენ. პოლონურ მესიანიზმს გან- საკუთრებული ფორმა აქვს, თუმცა ევროპული რომან- ტიზმის მიმდინარეობაში განცალკევებით კი არ დგას, უფრო მისი თავდაპირველი ვერსიაა.

ლომგულები

29,95 

ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.

„ლომგულები საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.

მეცამეტე თვე

19,95 

მანანა დოიაშვილის პიესა – მსახიობი ბიჭისა და დრამატურგი გოგოს ურთიერთობა, მათი მოგზაურობა ახალ საკაცობრიო ინტერნეტ-თამაშში, რომელსაც ვირტუალური სამყაროს ღმერთი ქმნის მინისტრთა კაბინეტთან ერთად. მთავარი გმირების შეგრძნებათა პალიტრა და გონების ციხიდან თავის დაღწევის მცდელობა; გაზრდის უმწეო სურვილი და სხეულის უარყოფა ვირტუალურ რეალობაში, სადაც დრო ენერგიაა და სიტყვები – გემრიელი ვახშამი; მეცამეტე თვის მისტერია, რომელსაც არ აქვს სასრული…

2022 წელს, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“, მანანა დოიაშვილის „მეცამეტე თვე“ პრემია „საბა“-ს გამარჯვებული გახდა.

კომედიები

14,95 

აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.