ჰუმანიტარული მეცნიერებები
წერილები
20,00 ₾,,ლევანი ღრმად მორწმუნე ადამიანია; მისი მსოფლხედველობა, ერისა და კაცობრიობის ისტორიის ხედვა, განმსჭვალულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ბიბლიური კონცეფციით. ამიტომ ის ვერ ხედავს ერის გადარჩენის სხვა გზას, გარდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და ხელახლა დამკვიდრებისა.
სწორედ ესაა მისი პოეზიის, პუბლიცისტიკის, ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებების, დღიურების, მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამჭოლი ხაზი.
მსოფლიოსა და საქართველოში ნორმად დამკვიდრებული ყალბი პოლიტკორექტულობა, რომლის უკან სულიერი სიცარიელე, აგრესიული ათეიზმი და ჰედონიზმი იმალება, სპობს და ანადგურებს ადამიანის სულიერი განვითარების, მისი განღმრთობის შესაძლებლობას.” – სოსო მანჯავიძე
სულხან – საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე
19,95 ₾„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.
პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.
შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.
გალაკტიონი
19,95 ₾ჩვენი სერია ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს ეძღვნება.
ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი და არაა გადატვირთული სოფისტიკით, მეცნიერული წიაღსვლებით ან გალაკტიონის ბგერწერაზე, მეტრიკასა და მეტაფორისტიკაზე ამომწურავი საუბრებით.
წიგნში შევეცადე, წარმომედგინა ჩემი პირადი დამოკიდებულება გალაკტიონისადმი.
და როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩვენი პოეზიის უკანასკნელი გენიოსისადმი?
გალაკტიონი არის მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეტი. როგორც რომაელი დრამატურგი, ტიტუს მაკკიუს პლავტუსი ამბობდა, Nomen est omen „სახელი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, გალაკტიონი არის გალაქტიკა, კოსმოსური პოეტი. შედევრების რიცხვით მას, ალბათ, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუტოლდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ეს განძი მსოფლიოს ვაჩუქოთ. დიახ, გალაკტიონი მსოფლიოს ეკუთვნის და მსოფლიო მას საერთოდ არ იცნობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კეთილმოსურნემ მსოფლიოს გალაკტიონი უხსენა ან გაახსენა, ან შეახსენა (ვგულისხმობ ბორის პასტერნაკის მაღალ შეფასებას, როდესაც ნობელიატმა პოეტმა ბრძანა, ბარათაშვილს, შექსპირსა და გოეთეს შევბედე თარგმნა და გალაკტიონს ვერ შევბედეო; ბულატ ოკუჯავას მიერ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გალაკტიონის მსოფლიოს ნომერ პირველ პოეტად დასახელებას; ასევე ბელა ახმადულინას ყველაზე უფრო ადეკვატურ თარგმანებსა და მშვენიერ სიტყვას გალაკტიონზე ნიუ-იორკში), მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ის ამბავი, რომ ზოგიერთ კულტურაში გალაკტიონი ცნობილია მხოლოდ როგორც ტიციანის ბიძაშვილი, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმ სამუშაოთა მოცულობაზე, რომელიც დღევანდელი თაობის გასაკეთებელია.
ლევან ბერძენიშვილი
ქართული უტოპია – საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა
20,00 ₾სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ქართულ მწერლობაში საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოჩნდა და მჭიდროდ დაუკავშირდა სოცრეალისტურ ლიტერატურას. სწორედ ეს გარემოება აქცევს ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებსა და მოთხრობებს ღირებულ ისტორიულ წყაროდ, რადგან მათი მეშვეობით ქვეყნის უახლოეს წარსულს უნიკალური პერსპექტივიდან შეგვიძლია შევავლოთ თვალი.
იატი განხორციელების კოდი დაა სინათლის ალქიმია
34,00 ₾ავტორი იკვლევს უძველეს დამწერლობებსა და სიმბოლურ სისტემებს, განსაკუთრებული აქცენტით დავიწყებულ ასო „იატიზე“ (Ѣ), რომელიც უკავშირდება შვიდი მუდრის ბეჭდურ სისტემას. წიგნში გაანალიზებულია კავშირი ასოებს, ბგერებს, ჩაკრებსა და რიცხვებს შორის, როგორც ერთიანი სიმბოლური კოდის ნაწილები. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას დაინახოს უხილავი კავშირები სხეულს, ცნობიერებასა და მატერიას შორის.
წერა
16,95 ₾„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.
გზა ხსნისა
13,30 ₾რამაზ გახოკიძე კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა
მწერლობა, როგორც ხელოვნება
16,95 ₾თუ რომანის შეთხზვა თვითგამოხატვის საშუალებაა, წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას. ამდენად, ჰარუკი მურაკამის „მწერლობა, როგორც ხელობა“ ერთგვარი ავტობიოგრაფიული ესეების კრებულია. რატომ გახდა მწერალი? ყოველდღიურად სასტიკ რეალობას ვაწყდებოდი, ამიტომ მინდოდა ჩემით გამოჩორკნილი კონტა სამყარო, თავშესაფარი მქონოდაო. რატომ დაწერა ეს წიგნი? იმიტომ, რომ მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მომავალ მწერლებს კი მკაფიოდ და პრაქტიკულად უჩვენოს გზა, – გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი, – რომელიც თავად გაიარა. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს შემოქმედებითი აზროვნების ბუნება – როგორ ყალიბდება შინაგანი ხმა სიტყვებად და როგორ იქცევა ყოველდღიური გამოცდილება ხელოვნებად. „მჯერა, ადამიანი იმიტომ არ წერს რომანებს, რომ ეს ვინმემ სთხოვა. ის წერს, რადგან მოთხოვნილება აქვს: ძლიერი შინაგანი მოტივაცია უბიძგებს, წეროს და გაუძლოს ყველა გასაჭირს, რომელიც მწერლობას ახლავს“.
მარჯნად აკინძული აზრები
13,30 ₾წიგნში შესულია რამაზ გახოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები და ამონარიდები.
მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და თანამედროვე გლობალური პრობლემები
20,00 ₾წიგნი გვაცნობს თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებს, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო სივრცის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ადამიანის სულიერ გადაგვარებას, აგრესიულ დამოკიდებულებას ცოცხალი ბუნების მიმართ.
ძენი და წერის ხელოვნება
16,95 ₾„ძენი და წერის ხელოვნება“ შთამბეჭდავი წიგნია, რომელშიც განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ – როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან – როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. „ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. „როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ.“
გალაკტიონო – უჩვეულო და ჩვეულებრივი
24,95 ₾გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.
ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.
დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს…
„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.
საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა
25,00 ₾წინამდებარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, სრულად წარმოაჩინოს საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა
ქართველი ერის სკოლა
36,60 ₾ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.
მკვლელი მწერლები
19,95 ₾მწერალი და მკვლელი თითქოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებები უნდა იყოს, თუმცა ლიტერატურის ისტორიას კარგად ახსოვს მწერლები, რომლებსაც კალმის ნაცვლად იარაღი ხელში არაერთხელ აუღიათ.
შოთა იათაშვილი დოკუმენტური ჰორორის ჟანრში დუელიანტების, სამხედრო დამნაშავეებისა და შურისმაძიებლების, მძარცველებისა და თაღლითების, მანიაკებისა და კანიბალების, შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
“მკვლელი მწერლები” ერთდროულად დოკუმენტური ანთოლოგიაცაა და ინტელექტუალური პროვოკაციაც – ხელოვნების, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეჭყიტვის მეტად წარმატებული მცდელობა.
სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა – დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში
85,00 ₾თსუ-ს პროფესორის, დავით მაზიაშვილის ახალ მონოგრაფიაში “სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა” შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები და ამ ტექსტების ქორეოგრაფიული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმები. კერძოდ, ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების; ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016-2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში; “შექსპირი.სიყვარული”, “მეტამოროზები”, “მარიჯანის ოთახი”, “ლუჩიას ოთახი”, “12 პაემანი”, “ბეატრიჩე”, და “მედეა”./ Professor David Maziashvili’s new work Word as Music and Movement offers an in-depth analysis of the great world literary samples adapted by Mariam Aleksidze, the first Georgian female choreographer of contemporary ballet. More specifically, the book presents a multifaceted study of the European writers and philosophers, among them: Euripides, Ovid, Boethius, Dante, Shakespeare, James Joyce and Marijan, one of the first Georgian female poets, offering the insight into the reception-adaptation approach and their interpretation in Mariam Aleksidze’s contemporary Georgian ballet and choreography of 2016-2024 performances, namely: Shakespeare: Love, Metamorphoses, Marijan’s Room, Lucia’s Room, 12 Visits, Beatrice and Medea. The Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet dancers will perform fragment from Mariam Aleksidze’s performances as part of the book presentation.