Showing all 35 resultsSorted by latest

ბახტრიონი დახატული ლეგენდა

25,00 

ვაჟა-ფშაველას პოემის “ბახტრიონი” მიხედვით შექმნილი ილუსტრირებული პოემა. “ბახტრიონის” წინამდებარე ტექსტი ემყარება 1956 წლის გამოცემას. ილუსტრაციების ავტორი – ჟუჟა ქემოკლიძე

დაამხე პატრიარქატი

29,90 

ანტიკური დროიდან მოყოლებული, საზოგადოება პატრიარქალური წესრიგით იმართება. პატრიარქატი „მამათა ბატონობას“ ნიშნავს და იგი კაცს, გენდერული ნიშნის გამო უპირატესობას ანიჭებს – აძლევს მართვის სადავეებს, უნაწილებს მეტ ფულს, ხდის პრივილეგირებულსა და მორალურად უპირატესს, წვდომას აძლევს მეტ დროზე ინტელექტუალური თუ კულტურული სიკეთის შესაქმნელად.

მაგრამ სად წარმოიშვა ეს წყობა და როგორ განვითარდა ის სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში? რატომ ამყარებდნენ ამდაგვარ რწმენა-წარმოდგენებს არისტოტელე, ნიცშე, ვუდი ალენი თუ სხვა „პატივსაცემი მოაზროვნეები?“ რა ბედი ეწიათ იმ ქალებს, რომლებიც ამ წესრიგს დაუპირისპირდნენ?

წიგნის ავტორები სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის საძიებლად გვიწვევენ. ისინი სარკასტულად და გაბედულად ააშკარავებენ კულტურის ისტორიის შემზარავ დანაშაულებს – საჯარო შერცხვენებსა თუ ნაძალადევ სამედიცინო გაკვეთებს, მკვლელობებსა და დაპატიმრებებს – შედეგად კი ქმნიან იუმორითა და თანაგრძნობით სავსე კომიქსს, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და თვალის ამხელ ნიმუშს, რომელიც დღეს მრავალი დასავლური სკოლის კლასგარეშე საკითხავსაც წარმოადგენს.

ყოვლისმომცველი, დროული და შთამაგონებელი წიგნი“

– THE GUARDIAN

უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

34,90 

უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს.

და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს – “გადავრჩები თუ არა?”

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, კულტურის ისტორიის მკვლევარმა და ჟურნალისტმა მარიამ ნაიემმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის მოეთხრო, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2014-ში. ეს ამბავი საუკუნეების წინ იწყება.

ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე, მიმოიხილავს კაზაკთა პერიოდს, მოგვიანო პერიოდის ენის გენოციდს, ჰოლოდომორს, პოსტ-საბჭოთა და თანამედროვე პერიპეტიებს. მწერლის მონათხრობს კი უფრო ცხადსა და გამჭოლს ხდის იულია ვუსის და ივან კირიბიდას ულამაზესი, ორფეროვან ტონში გადაწყვეტილი ნამუშევრები, რომელიც უკრაინული საილუსტრაციო სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

“უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია” ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია, რომელიც უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ქართველი მკითხველი ამ წიგნში ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ გარემოებებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აგრესორის ბუნება და მეთოდები საუკუნეებია უცვლელია. შესაბამისად ეს წიგნიც ქართველი მკითველისთვის გადაიქცევა სამაგიდო წიგნად, რომელიც არამხოლოდ წარსულზე, არამედ აწმყოზეც გვიქმნის წარმოდგენას და მასთან მიბრუნება მუდმივად მოგვიწევს.

ჰილდა და კლდის ტროლი

16,90 

გაიცანით ჰილდა – მოუსვენარი და თავგადასავლების მაძიებელი გოგონა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე კომიქს-სერია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე.

მოხეტიალე ზღვის სული, დაკარგული გოლიათი თუ ტყის უცნაური ბინადარი ბატონი მერქანა – მიუხედავად იმისა, რომ ჰილდას სამყარო უჩვეულო ამბებითა და არსებებითაა სავსე, კლდის ტროლთან გადაყრა მაინც მოულოდნელი და ხიფათიანი რამაა. მაგრამ როგორც თავად ჰილდა ამბობს “ასეთია თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრება!“

ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის, ლუკ პირსონის კომიქსების სერია ჰილდა გამოსვლისთანავე იქცა პატარების საყვარელ საკითხავად და მსოფლიო ბესტსელერად. მოუსვენარი გოგონას თავგადასავლები უდიდესი სიყვარულით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.

„ჰილდას სამყარო დიდებული, ამაღელვებელი და ხიფათებით სავსე ადგილია, რომლისკენაც ბავშვები მთელი გულით მიილტვიან“

– NEW YORK TIMES

პატარა პრინცი

32,90 

ფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს ყველა ასაკის მკითხველს.

წიგნის მიხედვით შეუქმნიათ თამაშები და ანიმაციები, 2008 წელს კი ფრანგული კომიქს-სცენის ნამდვილმა სუპერ-ვარსკვლავმა ჯოან სფარმა ეგზიუპერის რომანი კომიქსად გადააქცია. გამოცემამ მაშინვე მიიპყრო მკითხველების, მხატვრებისა და საერთაშორისო გამომცემლების ყურადღება და წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომიქს ფესტივალის, ანგულემის ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო წიგნი“

ჯოან სფარის მხატვრობა „პატარა პრინცს“ახალ სიცოცხლესა და ძალას მატებს. ის არ რჩება ავტორისეული სტილისტურ ჩარჩოში და გვთავაზობს ილუსტრირების პირად მასტერკლასს – თანამედროვეს, დინამიკურსა და ემოციურს.

გამოსარჩევი გრაფიკული რომანიც ტექსტის ადაპტირების ნაწილშიც. ჯოან სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი და სწორედ ასე ახერხებს მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით.

„ჯოან სფარი არ ღალატობს ეგზიუპერის ორიგინალს და ისე გვთავაზობს თავის უკვე პირად ნაწარმოებს, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე გვაგრძნობინებს, რომ მხატვარი ბავშვობას არასოდეს მიუტოვებია. უმშვენიერესი საკითხავი და საჩუქარი”
-LA CROIX MAGAZINE

„სფარის მიერ ადაპტირებული “პატარა პრინცი” მომნუსხველი შედევრია, რომელიც ნაწარმოების ფილოსოფიის შესაბამისად ხელახლა აცოცხლებს უფროსში შინაგან ბავშვს, ბავშვებს კი ეგზისტენციალური შეკითხვების სამყაროში, საიმედო მეგზურად მიუძღვება.“
-მელოდი რუ

„ყველამ ვიცით, რომ ეგზიუპერის ნაწარმოები შედევრია; აი, მისი შეწყვილება ჯოან სფარის ფაქიზ მხატვრობასთან კი პატარა პრინცისა და მფრინავის ამბავს გადააქცევს არამხოლოდ გრაფიკული ლიტერატურის მშვენიერ ნიმუშად, არამედ თავად წიგნიც, როგორც საგანი თვისთავად ხდება რაღაც ჯადოსნურის მატარებელი“
– ფაბიენ ჟარდელი

მაუს

42,90 

არცერთ ავტორს არ მოუხდენია კომიქს-ლიტერატურაზე იმხელა გავლენა, როგორც არტ შპიგელმანს. არცერთი კომიქსი არ აკრძალულა იმდენ ქვეყანასა და რეგიონში, როგორც ეს მაუსს არგუნა ბედისწერამ.

არტ შპიგელმანი ხელმოცარული ანდერგრაუნდ მხატვარი იყო, როდესაც „ყველასთვის უინტერესო“ წიგნზე დაიწყო მუშაობა. მას სურდა მამამისის პირით მოეთხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ II მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ეს წიგნი, რომელიც რევოლუციური აღმოჩნდა მსოფლიო ლიტერატურისთვის და რომელიც დღემდე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, 13 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მან გამოსვლისთანავე შეძრა არა მხოლოდ მკითხველი, არამედ გამოწვევების წინაშე დააყენა მაშინდელი საგამომცემლო ინდუსტრიაც.

მაუს პირველი კომიქსია, რომელსაც პრესტიჟული პულიცერის პრემია მიენიჭა. მისი სულისშემძვრელი ილუსტრაციები ამბავს ჯორჯ ორუელისეულ იგავურ განზომილებას ანიჭებს, ფორმატი და თხრობის შეულამაზებელ სტილი კი პირადი დღიურისთვის დამახასიათებელ სიღრმესა და სიმძიმეს.

მაუსით დღემდე სწავლობენ და ხსნიან არა მხოლოდ ჰოლოკოსტს, არამედ ჩვენი დროის გენოციდებსაც; არტ შპიგელმანის გავლენას კი განიცდის უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი, ვინც კი კომიქსის მედიუმს შესჭიდებია: მარჯან სატრაპი, ჯო საკო, ემანუელ გილბერი, კრეგ თომპსონი და სხვა მრავალი.

„არცერთ კომიქსს არ შეუძლია ისე მიიზიდოს და მიაჯაჭვოს ე.წ. „სერიოზული“ მკითხველი, როგორც ამას შპიგელმანის ეს პარადიგმების შემცვლელი წიგნი ახერხებს“

– THE GUARDIAN

ლარი ლუზერი ნამდვილი ჩემპიონი

14,90 

გაიცანით ლარი ლუზერი – ბიჭი, რომელსაც დაუდევრობის, ხათაბალაში გახვევის და ქაოსის მოწყობის ნიჭი აქვს. წინ გელოდებათ ბევრი…

კომიქსში შეხვდებით ლარის ოჯახს, შინაურ ცხოველებს, მის საყვარელ მეგობრებსა და არც ისე საყვარელ მტრებს!

გაფრთხილება! მოემზადეთ ბევრი სიცილისთვის..

უკანასკნელი ღამე დედამიწაზე

20,90 

სამი განსხვავებული მოთხრობა სამი სხვადასხვა ქვეყნიდან – სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან – ქალების პერსპექტივით წარმოგვიდგენს უნიკალურ ხედვას ომების რთულ წარსულსა და აწმყოზე. წიგნში მოთხრობილია ქალების გამოცდილებაზე ომის პერიოდში და მათი დასრულების შემდგომ, ასახავს ომის შედეგების გავლენას მათზე. ამ პროექტით ჩვენ გვსურს, ქედი მოვიხაროთ ომის წინა ხაზზე მდგომი ყველა ქალის წინაშე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილე და მსხვერპლია.

ამ პროექტით შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა ომები და კონფლიქტები, რომლებმაც კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე მძიმე გავლენა იქონია და, ამავდროულად, გვესაუბრა მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. წიგნში წარმოდგენილი ისტორიები ასახავს აფხაზეთის ომს საქართველოში (1992-1993), რუსეთ-საქართველოს ომს (2008), მთიანი ყარაბაღის (არცახის) ომებს (1988-2023) და მიმდინარე ომს უკრაინაში (2014-დან დღემდე).

„წიგნში მოთხრობილი ისტორიები ომისა და ჩაგვრის შედეგად დაზარალებული მთავარი გმირების გარშემო არსებულ რთულ ვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას. ისინი გვიზიარებენ გამოცდილებას, თუ რა ხდება მათში, როდესაც მათი სამყარო ნაწილებად იშლება. შესაძლოა, ეს გამოცდილება ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე მეტად დაგვეხმაროს საკუთარი დასკვნების გამოტანაში, რათა დავიცვათ ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს: მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისი ხმაც არ ისმის. სიყვარული“.

– რეინჰარდ კლეისტი

„ეს ამბები საშუალებას გვაძლევს, ომის შედეგები ქალების პერსპექტივიდან განვიცადოთ. ილუსტრაციები მათ ისტორიებს სიცოცხლეს სძენს და გადმოგვცემს ემოციებს – თანაგრძნობას გვიღვივებენ ჩვენთვის უცნობი ადამიანების მიმართ. ასეთია კომიქსების ძალა“.

ჩეჩნეთის ომი ჩეჩენი ქალები

19,90 

2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი. ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს.
მალტური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. მისი დოკუმენტური პროზა გამდიდრებულია დინამიური და ექსპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით, შედეგად, საკოს წიგნებს ხშირად თავზარდამცემი ეფექტი აქვს და მასთან ზიარებისას ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად და კომიქს-ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად.

საუკუნო უკუნი

29,90 

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი

ქინდერლენდ

39,90 

1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.

The Marvel Age of Comics 1961-1978

110,00 

The Marvel Age of Comics was a triumphant era of comic book and pop culture innovation that redefined the superhero genre. This treasure trove of images and exclusive insights reveals the making of such popular characters as the Hulk and Spider-Man, as well as the legends who created them, from Stan “The Man” Lee to Jack “King” Kirby.

Guns N’ Roses: Reckless life. Графический роман

68,00 

Мастера графического романа Джим Маккарти и Марк Оливент представляют новую взрывную книгу о безрассудной жизни группы Guns N’ Roses!
Потрясающая графика Марка Оливента и остроумный текст Джима Маккарти великолепно раскрывают опасный характер Эксла Роуза и рассказывают о первом, каноническом составе Guns N’ Roses и многочисленных изменениях, которые он претерпел за последующие три десятилетия. Это история необузданных перегибов, в которой переплелись вражда между Роузом и Куртом Кобейном и беспорядки на концертах, увлечение Роуза Чарльзом Мэнсоном и самый дорогой за всю историю альбом, неожиданный уход из группы Слэша, наркотики, фанатки и, конечно же, музыка. Только графический роман может в полной мере отразить эпичную историю Guns N’ Roses… и вот он перед вами!

5 დოგმენი რწყილთა ბატონი

14,90 

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!

დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.

1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი

14,90 

კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.

მაქსისტორიები

12,90 

მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია.
მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!