ახალი წიგნები
პერუს დღიური
13,90 ₾„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.
ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.
წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.
ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.
საუკუნო უკუნი
29,90 ₾მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი
ქინდერლენდ
39,90 ₾1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.
მალინა
16,95 ₾“მალინა“ სულის შემძვრელი და დაუვიწყარი პორტრეტია ქალისა სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ერთდროულად უჩვეულო სასიყვარულო ისტორია და ფსიქოანალიტიკური ძიება ასე შეიძლება დახასიათდეს დიდი ავსტრიელი პოეტის ერთადერთი რომანი, რომელიც მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში დაწერა. ომისშემდგომ ვენაში ცხოვრობს ქალი, რომელიც მტკივნეულ გაორებას განიცდის და კონფლიქტი აქვს ყველაფერთან, მათ შორის, საკუთარ თავთან. ორი მამაკაცის, ორი პოლარულად განსხვავებული ხასიათის ადამიანის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა თანდათან სრულიად ფიტავს და ძალას აცლის მას და აშიშვლებს მის ვნებებითა და იარებით დასერილ სულს. ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა. თომას ბერნჰარდი როგორც მარადიულ, ასევე ახალ ჰარმონიზაციის ტრფიალ მწერლებსა და სიმშვიდის შენარჩუნების ინსტრუქტორებს ვუპირისპირებ მწერალ-ჭრილობას, ინგებორგ ბახმანს. ელფრიდე იელინეკი”
ფიროსმანი – წიგნი-ალბომი (სამენოვანი)
150,00 ₾“სამენოვანი წიგნი-ალბომი: “”ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება””, ავტორი: თემო ჯაფარიძე.
წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.
ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, “”ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი – აი, ასეთია ფიროსმანი”
თბილისის ინტერიერები – ოთხენოვანი
70,00 ₾“… თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობამ განაპირობა კიდეც მისი განუმეორებელი ეკლექტური ესთეტიზმი. არტნუვო, ნეობაროკო, ფსევდომავრიტანული სტილი, საბჭოთა პერიოდის ფუნქციონალიზმი – მცირე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული მიმდინარეობებისა, რომლებიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და თბილისის მთლიანობას ქმნის. ეს ფოტოალბომი ათი წლის მანძილზე მოძიებული და თავმოყრილი მასალის საფუძველზე შეიქმნა. იგი გვაძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, შევიხედოთ ამ უძველესი ქალაქის სახლებში, ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ თბილისელები, შევიგრძნოთ ისიც, თუ რას ნიშნავს თბილისური ინტერიერი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით, ექსტრავაგანტურობით, სისადავითა და ზომიერი პათოსით”.
მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან
29,90 ₾ამ კრებულით დევიდ ფოსტერ უოლესი უშიშრად და სრული თავდაჯერებით არღვევს მხატვრული ლიტერატურის ყველა შესაძლო საზღვარს. წიგნის სათაური თითქოს საკმარის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ ის ბევრად მეტია – მის ყველა კუთხეში აბზაცებს შორის ჩამალულ მოულოდნელობებს ვაწყდებით.
მოკლე ინტერვიუებში დახატული „ამაზრზენი“ პორტრეტები ხშირად ძალიან ნაცნობია და ფამილარულისა და გამაოგნებლის ზღვარზეც გადის. აღსარებითი გულწრფელობით გამოძერწილი უზუსტესი დეტალები ზომიერადაა გაზავებული ავტორის იუმორით, რაც ტექსტებს დამატებით გემოს სძენს. ის, რასაც ფოსტერ უოლესი ამ კრებულით აღწევს, დიდი მწერლის ნიჭისა და შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლინებაა, რომელიც მკითხველისთვის რთული, მაგრამ შეუდარებელი საჩუქარია.
„და ისიც არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, საკუთარი განსხვავებულობის ასე რომ სჯერათ, მაგიტომაც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.“
დიქტატორის ზარი
14,90 ₾ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.
მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.
„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.
ტალღების ხმაური
12,90 ₾იუკიო მიშიმა (ნამდვილი სახელი სახელია კიმიტაკე ჰირაოკა) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონელი მწერალია. მისი ცხოვრებაცა და შემოქმედებაც დრამატიზმითაა სავსე. მიშიმას სტილი განსაკუთრებულია – ესთეტიზმი, სულიერება, სიკვდილი თუ სუიციდი, იაპონური ტრადიციები და გმირული სულისკვეთება, სიყვარულისა თუ პიროვნული ძიებები მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია…
„ტალღების ხმაური“ მიშიმას შემოქმედებისათვის უჩვეულოდ ნათელი რომანია. მოქმედება ვითარდება შემოსაზღვრულ გარემოში, კუნძულ უტაჯიმაზე, რომლის მიკროსამყაროც თითქოს უფრო სუფთა და დაცულია ბოროტებისგან.
მთავარ გმირს, ახალგაზრდა მეთევზეს, კუნძულზე ახალდაბრუნებული მყვინთავი გოგო უყვარდება. მეთევზე ბიჭი მამით ობოლი და ღარიბია, მყვინთავი მდიდარი ოჯახის შვილია. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორიაა, მაგრამ სიუჟეტი ღრმა და საინტერესო განვითარებას იძენს.
რომანი სიყვარულისა და სიწმინდის ამბავია, რომელშიც ტრადიციები, შინაგანი ბრძოლა და ადამიანური ღირსება ერწყმის ერთმანეთს.
თეთრი მაგნოლია
14,95 ₾“აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია.”
მარო მაყაშვილის დღიური
14,95 ₾მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
კაცი მოთამაშე
31,00 ₾გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.
ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.
ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.
პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება
16,60 ₾წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.
მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.
ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.
შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული
20,90 ₾პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.
ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.
ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.
ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში
23,90 ₾მონა თოთხმეტი წლისაა და იმ ჯადოქრებს სულაც არ ჰგავს, ქალაქის დაცვა რომ აბარიათ. არც ელჭექის მართვა შეუძლია და არც წყალზე მისნობა. მაგიური ნიჭი მხოლოდ ცომის ამოსაყვანად და თაფლაცუნების ასაცეკვებლად თუ ჰყოფნის, მაგრამ ბედს ნამდვილად არ უჩივის.
აი, როცა დეიდას საცხობის იატაკზე გვამს პოულობს — მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ქალაქში ჯადოსნების მკვლელი დაძრწის და, როგორც ჩანს, მისი მომდევნო სამიზნე სწორედ მონაა. თუმცა ეს მისი პრობლემების მხოლოდ დასაწყისია… ქალაქის კედლებისთვის მტერს შემოურტყამს ალყა, მის ქუჩებში კი ინკვიზიციის ცეცხლი ღვივდება.
*
თ. კინგფიშერი არის ჰიუგოს, ნებულასა და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი. “ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში” კი 2020 და 2021 წლებში დასახელდა საუკეთესოდ ნებულას, ლოუდსტარის, დრაკონის, ლოკუსისა სხვა ცნობილი დაჯილდოების საყმაწვილო წიგნების კატეგორიებში.
ციხე-კოშკი ღრუბლებში
24,90 ₾დაიანა უინ ჯონსის ჰაულის ტრილოგიის მეორე წიგნში მოქმედება ინგარის სამეფოსგან შორს, სამხრეთით მდებარე რაშპუტის სასულთნოში ხდება.
ხალიჩების ახალგაზრდა ვაჭარი, აბდულა, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და თავის ფარდულში, გასაყიდ ხალიჩებზე გაშოტილი ოცნების კოშკებს აგებს, სანამ უდაბნოს მწირი მფრინავ ხალიჩას არ მიჰყიდის. ამის შემდეგ იწყება აბდულას თავგადასავალი, მაგრამ ის მარტო არ არის. წინაღობების დაძლევაში მას ხან ეხმარებიან, ხანდახან კი ხელს უშლიან, გაქუცული ხალიჩა, ჭირვეული ჯინი, გაიძვერა ჯარისკაცი და თავნება შავი კატა. ამ ჭრელ საზოგადოებასთან ერთად, იფრითების, მოჯადოებული არსებების, ხალხმრავალი ბაზრების, უდაბნოში მოთარეშე ყაჩაღებისა და სულთნების სამყაროში იმოგზაურებთ.
დატრიალებულ ამბებში ჩვენს საყვარელ მოკინკლავე წყვილსა და ცეცხლის ბურთსაც აღმოაჩენთ.
Dandelion Wine
27,00 ₾An endearing classic of childhood memories of an idyllic midwestern summer from the celebrated author of ‘Farenheit 451’. “He stood at the open window in the dark, took a deep breath and exhaled. The street lights, like candles on a black cake, went out. He exhaled again and again and the stars began to vanish. Douglas smiled. He pointed a finger. There, and there. Now over here, and here. . .Yellow squares were cut in the dim morning earth as house lights winked slowly on. A sprinkle of windows came suddenly alight miles off in dawn country. ‘Everyone yawn. Everyone up.'” In the backwaters of Illinois, Douglas Spaulding’s grandfather makes an intoxicating brew from harvested dandelions. ‘Dandelion Wine’ is a quirky, breathtaking coming-of-age story from one of science fiction’s greatest writers. Distilling his experiences into “Rites & Ceremonies” and “Discoveries & Revelations”, the young Spaulding wistfully ponders over magical tennis shoes, and machines for every purpose from time travel to happiness and silent travel. Based upon Bradbury’s own experiences growing up in Waukegan in the 1920s, ‘Dandelion Wine’ is a heady mixture of fond memory, forgiveness, magic, the imagination and above all, of summers that seemed to go on forever.
Niko Pirosmanasvili
450,00 ₾Niko Pirosmanashvili comprehensively tells the story of the life and work of elusive Georgian painter Niko Pirosmanashvili (c.1866-1918), popularly known as Pirosmani, during one of the most interesting epochs in the history of Georgia. Key essays, both recollections by those who knew him and contemporary scholarship, explore his life as an impoverished artist living in Tbilisi. Charting his influence on the Georgian and Russian avant-gardists to the Modernists, including Picasso, and the parallels he holds with Henri Rousseau and Vincent Van Gogh, the artist’s wider cultural impact is also examined from Georgian and international perspectives, past and present. Illustrations of his artwork, alongside a wealth of photographs from Georgia from the beginning of the twentieth century, make this a richly visual resource. With a foreword by Orhan Pamuk, this evocative book is the result of a meticulous process of assemblage by two artists dedicated to broadening Pirosmanashvili’s legacy and has been information for almost fifty years.