Showing 1–35 of 161 resultsSorted by latest

ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში

15,95 

XX საუკუნის ქართულ თხრობაში საბჭოთა ოკუპაცია, დაკარგული და შემდეგ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა – ცენტრალური მოვლენებია. ამ გარდამტეხ მომენტებს აერთიანებს ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და დემონსტრაციების ისტორია. თითოეული საპროტესტო მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავდება მიზნით, მასშტაბით, მონაწილეთა წრით, ფორმებითა და შედეგებით, მაგრამ მათ შორის საერთო ნიშნებიც იკვეთება. სწორედ ამ მსგავსებათა და განსხვავებათა გააზრება აყალიბებს წიგნის მთავარ კვლევით საკითხს: არის თუ არა ეს საპროტესტო დემონსტრაციები ხანგრძლივი ისტორიის მქონე წარსულის გაგრძელება, თუ ისინი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობებია?

წიგნი 1921-1989 წლების ქრონოლოგიურ ჩარჩოში ოთხ ძირითად აჯანყებას განიხილავს. ქრონოლოგია აქ მხოლოდ მეთოდური ჩარჩოა. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, მოვლენების ურთიერთშედარებით გამოიკვეთოს საერთო ნიშნები და განსხვავებები. ამგვარად, XX საუკუნის ქუჩის ანტოსაბჭოთა წინააღმდეგობა აერთიანებს ოთხ უმთავრეს ეპიზოდს, რათა მკითხველს შესთავაზოს ანალიზი იმისა, როგორ ყალიბდებოდა და იცვლებოდა უწყვეტ წარსულთან დამოკიდებულება – მასთან კავშირის გაწყვეტა თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობები.

თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები ინტერვიუები, II

34,95 

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.

თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.

მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.

თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ინტერვიუები, I

39,95 

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.

თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.

მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.

დიდი საჭადრაკო დაფა

24,95 

„დიდი საჭადრაკო დაფა“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომია თანამედროვე გეოპოლიტიკის შესახებ, რომელშიც ავტორი აანალიზებს ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას და ევრაზიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გლობალური ძალთა ბალანსის განსაზღვრაში. ზბიგნევ ბზეჟინსკი ამტკიცებს, რომ სწორედ ევრაზიაა ის სტრატეგიული სივრცე, სადაც წყდება მსოფლიო პოლიტიკის ბედი და სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან დიდი სახელმწიფოები.

წიგნში დეტალურადაა განხილული ამერიკის შეერთებული შტატების როლი როგორც ერთადერთი ზესახელმწიფოსი და მისი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპას, რუსეთს, ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და კავკასიას, აღწერს მათ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და აფასებს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს ძალთა განაწილებაზე ამ ფართო სივრცეში.

ბზეჟინსკის ანალიზი აერთიანებს ისტორიულ გამოცდილებას, სტრატეგიულ ხედვასა და პრაქტიკულ პოლიტიკურ ცოდნას. წიგნი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური გზამკვლევია საერთაშორისო ურთიერთობების, გეოპოლიტიკისა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის და დღემდე რჩება ერთ-ერთ ძირითად ტექსტად გლობალური სტრატეგიისა და ევრაზიის პოლიტიკის გააზრებისათვის.

რა არის თავისუფლება

41,00 

ხშირად ფიქრობთ თავისუფლებაზე? როგორ განსაზღვრავთ მას? რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?
თავის ახალ წიგნში „რა არის თავისუფლება?“ ტიმოთი სნაიდერი ჩვეული სიღრმითა და ორიგინალობით განსაზღვრავს თავისუფლებას, არა როგორც ბოროტების, ძალადობის ან ჩაგვრის არარსებობას, არამედ როგორც პოზიტიურ ღირებულებას;
ფილოსოფოსებისა და პოლიტიკური დისიდენტების ნამუშევრებზე დაყრდნობით, თანამედროვე მოაზროვნეებთან საუბრებისა და საკუთარ გამოცდილების საფუძველზე, სნაიდერი აღწერს, რა გვჭირდება თავისუფლებისათვის და რისი მიღწევა შეგვიძლია, თუ თავისუფალნი ვიქნებით.
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ხატია დეკანოიძემ.

The Political Unconscious

68,00 

In this ground-breaking and influential study Fredric Jameson explores the complex place and function of literature within culture. At the time Jameson was actually writing the book, in the mid to late seventies, there was a major reaction against deconstruction and poststructuralism. As one of the most significant literary theorists, Jameson found himself in the unenviable position of wanting to defend his intellectual past yet keep an eye on the future. With this book he carried it off beautifully. A landmark publication, The Political Unconscious takes its place as one of the most meaningful works of the twentieth century.

Oppression and Liberty

68,00 

The remarkable French thinker Simone Weil is one of the leading intellectual and spiritual figures of the twentieth century. A legendary essayist, political philosopher and member of the French resistance, her literary output belied her tragically short life. Most of her work was published posthumously, to widespread acclaim. Always concerned with the nature of individual freedom, Weil explores in Oppression and Liberty its political and social implications. Analyzing the causes of oppression, its mechanisms and forms, she questions revolutionary responses and presents a prophetic view of a way forward. If, as she noted elsewhere, ‘the future is made of the same stuff as the present’, then there will always be a need to continue to listen to Simone Weil.

თავისუფლებაზე

24,95 

წიგნში თავმოყრილია ამონარიდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის, „1984“-სა და „ცხოველების კარ-მიდამოს“ ავტორის, ჯორჯ ორუელის რომანებიდან, ესეებიდან, სტატიებიდან… კამილა შამსმა, წიგნის შემდგენელმა, ეს ნაწყვეტები გააერთიანა თავისუფლების თემის გარშემო და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის, აზრის, პოლიტიკური თუ პიროვნული თავისუფლება. „ჯორჯ ორუელი თავისუფლებაზე“ დღევანდელ სისტემურ პროპაგანდასაც პასუხობს, რადგან ენა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, ესაა თავისუფალი აზროვნების საყრდენი. ავტორი გვახსენებს, რომ პრესა, წიგნები და ინტელექტუალური სივრცეები საჭიროებენ თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მწერალს წართმეული ექნება საკუთარი შესაძლებლობის, წარმოსახვისა და აზრის გამოთქმის უფლება

რევოლუციების ეპოქა

29,95 

ფარიდ ზაქარიას “რევოლუციების ეპოქა“ საინტერესო მონაცემებითა და ფაქტებითაა სავსე. ნაშრომში ავტორი ოსტატურად იკვლევს ეპოქებსა და მოძრაობებს, რომლებმაც შეარყიეს დადგენილი ნორმები და თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს. პირველი ნიდერლანდები იყო, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში საბანკო და საზღვაო საქმეებში გარდაქმნებმა ეს პატარა მიწა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახადა და შექმნა ისეთი პოლიტიკა, როგორიც დღეს არის დამკვიდრებული. უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდ ბრიტანეთსა და შემდგომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია კი გვიჩვენებს რადიკალური ცვლილებების საფრთხეს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ არის დაწესებული. ამის საბოლოო შედეგი, რაც მოჰყვა საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციებს, იყო სოციალური ქაოსი და ფართოდ გავრცელებული ძალადობა. ისტორიული მოვლენების პარალელურად, ფარიდ ზაქარია იკვლევს დღევანდელ რევოლუციებს: გლობალიზაციას, ტექნოლოგიასა და იდენტობას. მიუხედავად მათი სარგებლიანობისა, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ღრმა რყევები და შფოთვა გამოიწვია ხალხში. და სულ უფრო მეტად იქცევა იდენტობა იმ ბრძოლის ველად, სადაც ოცდამეერთე საუკუნის პოლარიზებული პოლიტიკა იბრძვის.

ძალა უძალოთა

10,00 

1978 წელს ჩეხმა დრამატურგმა და დისიდენტმა (მოგვიანებით კი ჩეხეთის პრეზიდენტმა) ვაცლავ ჰაველმა დაწერა პოლიტიკური ესე „ძალა უძალოთა“, რომელსაც დღეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ევროპული ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად მიიჩნევენ. ამ ნაშრომში ავტორი მსჯელობს ძალაუფლებაზე, მის სტრუქტურებზე, გავლენასა და დინამიკაზე, იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელისუფალთ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ძალაუფლება, შიშში აცხოვრონ მოსახლეობა, „იცხოვრონ სიცრუეში“. რეპრესიული რეჟიმის ღრმა ანალიზის წყალობით ჰაველი ააშკარავებს ოფიციალური ინსტიტუტების სუსტ მხარეებს, მსჯელობს ერთი შეხედვით უძლური, თავისუფლებაწართმეული ხალხის გაძლიერების შესაძლებლობებზე, რომელთა თავი და თავი „სიმართლეში ცხოვრებაა“. „ძალა უძალოთა“ „ცივი ომის“ პერიოდის დისიდენტური ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და მას შედევრსაც კი უწოდებენ ხოლმე.

პოლონეთის რევოლუცია – სოლიდარობა

25,00 

ტიმოთი გარტონ ეში (დ. 1955) არის ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი. მისი წიგნების უმეტესობა ეხება ევროპის თანამედროვე ისტორიას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს – 1980-იანი წლებიდან დღემდე.

წიგნში „პოლონეთი რევოლუცია: სოლიდარობა“ ავტორი წარმოგვიდგება, როგორც თვითმხილველი და ბრწყინვალე ანალიტიკოსი. ის გვიყვება როგორც გარდაიქმნა გდანსკის გემთსაშენის გაფიცვა პროფკავშირად, პროფკავშირი – სახალხო მოძრაობად, რომელსაც მუშათა წიაღიდან გამოსული ლეხ ვალენსა ჩაუდგა სათავეში. გვიყვება უთანასწორო ბრძოლაზე კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად – საბოლოოდ – გამარჯვებით დასრულდა.

პოლიტიკური პიარი და ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები

21,60 

მიმდინარე პოლიტიკურად დაძაბულ, არასტაბილურ გარემოში მწვავე მსჯელობა გლობალურ საფრთხეებზე და კონკრეტულად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვასა და პროპაგანდის გავლენაზე კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მაგდა კოტრიკაძის წიგნში დეტალურად არის ახსნილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ახალი გამოწვევები და რისკები, განხილულია პოლიტიკური პროპაგანდის ზემოქმედება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.

ლიდერობა

34,95 

ჰენრი კისინჯერმა, გამორჩეულმა დიპლომატმა და სახელმწიფო მოღვაწემ, თავის ბოლო წიგნში „ლიდერობა“ მიმზიდველად დახატა მეოცე საუკუნის ექვსი დიდი მოღვაწის პორტრეტი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოების სისუსტე განმაახლებელ ძალაში მოაქციეს, გამოიკვლია მათი სტრატეგია და გააანალიზა, თუ როგორ ჩამოაყალიბეს ამ ლიდერებმა თავიანთი ქვეყნები და მსოფლიო.

კონრად ადენაუერმა კრიტიკული ნაბიჯები გადადგა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის რეპუტაციისა და ლეგიტიმაციის აღსადგენად და ის კვლავ გამოიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე „მორჩილების სტრატეგიის“ მეშვეობით. შარლ დე გოლმა საფრანგეთის ისტორიული სიდიადის დასაბრუნებლად გამოიყენა ძლიერი „ნება, როგორც სტრატეგია“, დაყოფილი ქვეყანა აქცია სტაბილურ და აყვავებულ სახელმწიფოდ და დააყენა გამარჯვებული მოკავშირეების გვერდით. ცივი ომის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, რიჩარდ ნიქსონმა შეერთებულ შტატებს სტრატეგიული უპირატესობა მოუპოვა „წონასწორობის სტრატეგიით“. ანვარ სადათმა თავისი არაბი მოკავშირეებისგან განსხვავებული მიდგომა შეიმუშავა ისრაელთან დაკავშირებით და „გადალახვის სტრატეგიის“ საშუალებით მშვიდობის ხედვა შემოიტანა ახლო აღმოსავლეთში; მან ეგვიპტე ჩამოაშორა საბჭოთა კავშირს და დაუახლოვა აშშ-ს. ლი კვან იუმ კულტურულად მრავალფეროვანი და ღარიბი პატარა კუნძული გარდაქმნა გლობალურ ფინანსურ ცენტრად და „სრულყოფილების სტრატეგიით“ შექმნა ძლიერი ქალაქი-სახელმწიფო – სინგაპური. მარგარეტ თეტჩერმა „დარწმუნების სტრატეგიით“ შეაჩერა დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივი დაცემა, გაზარდა მისი მნიშვნელობა თავისუფალი ბაზრისთვის, აღადგინა თავისი ქვეყნის მორალი და საერთაშორისო პოზიცია.

„ლიდერობის დიადი მაგალითები, – წერს ჰენრი კისინჯერი, – ამაღლებულისა და უაღრესად მიწიერის შეხლა-შეჯახებით იქმნება, ოცნებისა და ქმნადობის ურთიერთშეჯერებით. ამ დროს, ასევე გასათვალისწინებელია პიროვნული ძალისხმევის ფაქტორიც, სიღრმისეული ისტორიული ხედვა, დახვეწილი სტრატეგია და ხასიათის სრულყოფა. დიდი ხნის წინათ, სტოიკოსი ფილოსოფოსი ეპიქტეტე წერდა: ჩვენ არ ძალგვიძს გარეგან ვითარებათა არჩევა, თუმცა მუდამ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ ვითარებებთან გამკლავების გზაო. ლიდერთა დანიშნულებაც სწორედ ისაა, სწორი გეზი მისცენ ამგვარ არჩევანს და მის განსახორციელებლად შთააგონონ საკუთარი ხალხი“.

არქიპელაგი გულაგი

39,95 

„არქიპელაგი გულაგი“ რუსი მწერლისა და პუბლიცისტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. მისი პირველი ნაწილი 1973 წელს გამოიცა პარიზში, საბჭოთა კავშირში კი, სადაც სოლჟენიცინის ნაწარმოებთა დაბეჭდვა-გავრცელება კანონით ისჯებოდა, იატაკქვეშა გამომცემლობებში – სამიზდატებში იბეჭდებოდა, ან ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. წიგნი სამი ტომისგან შედგება. პირველ ტომში აღწერილია ის გზა, რომელსაც ადამიანები გადიოდნენ დაპატიმრებიდან გულაგში მოხვედრამდე. „ჩემი თაობის ადამიანების ნაწილი, და მათ შორის მეც, ალექსანდრ სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგს“ მის ხელში ჩაგდებამდე და წაკითხვამდე ბევრად ადრე დეტალურად ძალიან კარგად ვიცნობდით, რადგან ჩვენ იგი… მოსმენილი გვქონდა. დიახ, მოსმენილი! საქმე ისაა, რომ ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ, 1974 წლის იანვარში „რადიო თავისუფლების“ რუსულმა რედაქციამ დაიწყო „არქიპელაგი გულაგის“ პირდაპირ ეთერში კითხვა. კითხულობდნენ ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში. პარალელურად, „ამერიკის ხმა“ რომანიდან ნაწყვეტებსა და ახალ-ახალ რეცენზიებსაც კითხულობდა. წიგნის გამოცემა ბირთვულ აფეთქებას ჰგავდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მთელი მსოფლიოსთვის გასაგები გახდა საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნამდვილი, გიგანტური მასშტაბები. წიგნმა არა მარტო საბჭოთა კავშირი ამხილა, არამედ სასტიკი სილა გააწნა ცივილიზებულ დასავლეთსაც, რომლის უდიდეს მოღვაწეებს, ჟან-პოლ სარტრიდან დაწყებული და ბერტრან რასელით დამთავრებული, კომუნიზმისადმი სიმპათიაზე უარი მანამდე ვერაფერმა ათქმევინა. დორის ლესინგმა, სხვათა შორის, მანამდე ინგლისის კომუნისტური პარტიის სტაჟიანმა წევრმა, განაცხადა, რომ ამ წიგნმა „დაამხო იმპერია“. ასეთი წიგნი სხვა არ არსებობს. საშინელი სიმართლის ეს გიგანტური მოწმობა ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებასა და 257 პატიმრის წერილებს, მოგონებებსა და ზეპირ მოთხრობებს. ეს გამორჩეული წიგნია. მისი მთავარი იარაღი შიშველი სიმართლეა – ზღაპრულად რეალისტურადაა ნაჩვენები, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ზნეობისა და უზნეობის გზაზე, რა სიმაღლეზე შეიძლება ავიდეს იგი და რა უფსკრულში შეიძლება გადაიჩეხოს“. – ლევან ბერძენიშვილი

Democratic values in the history of azerbaijan

16,80 

Edited by Leila Alieva, Democratic values in the history of Azerbaijan is the latest publication of the Center for National and International Studies.

It details the proceedings of eight round tables which the Centre for National and International Studies completed in 2008-2009 in the regions of Azerbaijan.These conferences were conducted in Sheki, Ganja, Salyan, Shirvan, Guba, Masalli, Balakan and Barda in connection with the 90th anniversary of the first democratic republic of Azerbaijan – the Azerbaijan Democratic Republic – of 1918-1920.

Дональд Трамп. Искусство сделки

30,00 

Дональд Трамп — 45-й президент США, бизнесмен. Человек года по версии журнала «Time» (2016).
«Искусство сделки» — гид по разумному подходу к личным финансам. Трамп, имея за плечами огромный предпринимательский опыт, рассказывает о своем видении правильного бизнеса, вспоминает яркие сделки и делится проверенными временем рекомендациями для успеха. Вы узнаете секреты успешных сделок из первых уст!

Государство

23,00 

Платон – родоначальник европейской философии. Каждый кто собирается читать его диалоги, знает: из них вырос и загадочный неоплатонизм, и средневековая схоластика, и классическая философия. Зачастую древних авторов перестают читать, предполагая, что это потребует особой подготовки, однако диалоги Платона ошеломляют своей неожиданной простотой.
В настоящую книгу входит один из самых знаменитых диалогов Платона “Государство”, давно ставший классикой философской мысли. Сочинение посвящено проблемам устройства идеального государства, основанного на высшей справедливости. В нем также содержится критический анализ шести форм государства, размещенных автором последовательно – от наилучшего к худшему: монархия, аристократия, тимократия, олигархия, демократия и тирания.