Showing 1–35 of 792 resultsSorted by latest

ქათქათა კბილების თავგადასავალი

19,95 

„იმ საღამოს როცა უფლისწული დაიბადა, სამეფო მამალს ყივილი დაავიწყდა, სათონეში ცომი არ გაღვივდა, მზემ კი საერთოდ ჭკუა დაკარგა: სამჯერ ამოვიდა, ორჯერ ჩავიდა, ბოლოს ისევ ამოვიდა და თქვა: „ამ ბავშვს სპეციალური განათლება სჭირდება!“. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გადაიფიქრა და ასე გადავურჩით დამატებითი მზის არსებობას.“

ხიდი ტერაბითიაში

12,95 

ერთი თოკი, ერთი ნახტომი და შენ უკვე ტერაბითიაში ხარ! ჯეს აარონსს ეგონა, რომ მისი ზაფხული მხოლოდ სირბილში ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, სანამ მეზობლად უცნაური გოგონა, ლესლი ბერკი არ დასახლდა. მათ ერთად შექმნეს სამყარო, სადაც ჯადოქრობა რეალურია, ხოლო შიშები თითქმის არ არსებობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა მოულოდნელად იჭრება ზღაპარში? ეს არის ამბავი დიდ დანაკარგზე, გამბედაობასა და იმ უხილავ ხიდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის გულებამდე ვაგებთ. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, მეგობრის ხელი და ფანტაზიის უნარი გადაგვარჩენს, და შეგვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ბავშვობის პირველი, ყველაზე გულწრფელი ემოციები. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2007 წლის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა.

როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრება წიგნად

12,90 

კატინკას ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივია – სკოლა, ვარჯიში, მამა, ძმა. მაგრამ როცა გადაწყვეტს, მწერალი გახდეს, ის, რაც ჩვეულებრივი ეგონა, არაჩვეულებრივი ხდება.
რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად? – რა თქმა უნდა, მწერლებივით წერა უნდა ისწავლოს. ვინ იცის ეს საქმე ყველაზე კარგად? – რა თქმა უნდა, მწერალმა. და კატინკაც დაემოწაფება მეზობელ ლინდას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბესტსელერების ავტორია.
კატინკა სწავლობს და აღმოაჩენს, რომ წერა მხოლოდ სიტყვების დაწყობა კი არა, სამყაროს დანახვის, საკუთარი გრძნობების გაგებისა და გადმოცემის ხელოვნება ყოფილა. შეგიძლია მკითხველს შენი სამყარო აჩვენო და გარშემომყოფები პერსონაჟებად გადააქციო.
აი, ეს ყოფილა წერა.
ასე რომ, ამბავი იმაზე, თუ როგორ აქცია კატინკამ თავისი ცხოვრება წიგნად, მათთვისაა, ვისაც გულწრფელი ისტორიები უყვარს; ვისაც არ შეეშინდება, საკუთარ თავგადასავალს მოჰყვეს, საკუთარი განცდები აჩვენოს, გზადაგზა შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი სათქმელი და ხმა იპოვოს.

ჩვენი ცხოვრების ფილმი

12,90 

12 წლის ოლივია ბარსელონაში, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. თავად რომ ჰკითხოთ, მისი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული; როგორც ყველა მისი თანაკლასელი, თვითონაც საღამოობით საშინაო დავალებებს ასრულებს. თუმცა, ერთ საღამოს, როდესაც ოლივიას საკლასო პროექტისთვის ინტერნეტ-სტატია აქვს წასაკითხი, სახლში ელექტროენერგია ითიშება და კომპიუტერიც ირთვება. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბის შემდეგ, ოლივიას და მისი ოჯახის „არაფრით გამორჩეულ“ ცხოვრებაში მოულოდნელი ამბები იწყება, რაც ოლივიას ნამდვილ გმირად აქცევს.
ოლივიას ტელევარსკვლავი დედა ჰყავს, თუმცა ბოლო დროს არც სერიალებში და არც რეკლამებში აღარ იწვევენ. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ მალე მათ პატარა ოჯახს ბინიდან გამოსახლება დაემუქრება. როგორ უნდა მოიქცეს 12 წლის გოგონა იმისათვის, რომ პატარა ძამიკო ვერაფერს მიხვდეს? საგონებელში ჩავარდნილ ოლივიას გენიალური იდეა დაებადება – კინოში ხომ ყველაფერი ხდება და მათი ცხოვრებაც ფილმივითა…

ტყის ბაღის ზღაპრები

20,00 

3 წლის წინ, მოულოდნელად, ტყის საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგად ანუ ტყედაგოგად. ამ წიგნით ტყეში ნანახი ამბების გაზიარება მოვინდომე, ცოტა ფანტაზიაც დავამატე და ამ მომენტისთვის ეს გამოვიდა. ალბათ კიდევ გავაგრძელებ…

მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი პატარა მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ტყის ბაღის სამყაროს არსებობისთვის ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდია. ასაწყობი ფაზლივით სულ ნაწილებად ვაგროვებდი ყველა სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ტყის ბაღის ,,ველური ბავშვებისგან“ იფრქვეოდა.