Showing 1–35 of 118 resultsSorted by latest

365 სავარჯიშო ქართულ ენაში

13,90 

ეს წიგნი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე ისწავლეს და ამ ცოდნის განმტკიცება სჭირდებათ. წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის: კროსვორდები, ასოების ცხრილში სიტყვების ამოცნობა, ნახატების გაფერადება, შესაბა­მისი წინადადებების დაწერა, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტების გააზრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა, გამოტოვებული ასოების ჩაწერა, სიტყვე­ბის გამოცნობა, ბგერითი შედენილობით ერთნაირი სიტყვების გააზრება და სხვადასხვა კონტექსტში სწორად გამოყენება, მხოლობით რიცხვში მოცე­მული სიტყვების მრავლობით რიცხვში გადაყვანა და პირიქით, არასწორად მოცემული წინადადებების გააზრება და გასწორება და სხვ.

„365 სავარჯიშო ქართულ ენაში“ ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და შემდეგი უნარების განვითარებას:

ნატიფი მოტორიკა
მეტყველება
წარმოსახვა
ყურადღება
აზროვნება
მეხსიერება

ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო

34,95 

შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.

საქართველოს რესპუბლიკა სამაგიდო თამაში 12+

50,00 

სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“, რომლის შექმნის იდეა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 2021 წელს, XI კლასის ისტორიის გაკვეთილზე დაიბადა, საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვისაც, რამდენადაც საქართველოში წარსულის ცოდნა ბევრისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თამაშის მიზანი ამ ცოდნის სკოლის გარეთ გატანა და ისტორიის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა.

კონცეფციის მიხედვით, თამაში იმ 73 წელს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო. სწორედ ამიტომ, სათამაშო დაფაზე მოცემულია 73 უჯრა, ხოლო შეკითხვები, რომელთაც მოთამაშეებმა უნდა უპასუხონ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება. თამაშს თან ახლავს წიგნი, რომელიც მკითხველს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი აღდგენის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეახსენებს. შესაბამისად, თამაშის სახელიც სწორედ ამ მოვლენებზე მიანიშნებს და მასში საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები განგებ არის გამოტოვებული.

თამაშის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტინე მაღლაკელიძემ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა.

მაგნიტური რიცხვები

42,90 

თუ სკოლისათვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; მათემატიკის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.

ყუთში დაგხვდება:

მაგნიტური უჯრედებიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
8 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
52 მაგნიტური რიცხვი და მათემატიკური სიმბოლო;
32-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით.

დინოზავრების სამყარო

24,95 

ამ არაჩვეულებრივი ნაკრების საშუალებით ცნობისმოყვარე პატარები იმოგზაურებენ პრეისტორიულ ხანაში, გაეცნობიან დინოზავრების სამყაროს და ერთმანეთს შეუთავსებენ სწავლასა და გართობას. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული სავარჯიშოების 2 წიგნში შეასრულებენ სახალისო და საინტერესო დავალებებს, ყუთში კი აღმოაჩენენ დინოზავრების თემაზე შექმნილ ფერად სტიკერებს, მაგნიტურ დაფასა და 30 მაგნიტურ დინოზავრს

ტოპო-ტიპი ვისწავლოთ და ვითამაშოთ ერთად (3 წლიდან)

12,90 

ახლა უკვე შეგიძლია ისწავლო და ითამაშო ტოპო-ტიპთან ერთად!

ეს სახალისო თავსატეხების კრებული მრავალფეროვან სავარჯიშოებს აერთიანებს: დააწყვილე, შემოხაზე, გააფერადე, დაითვალე, დააკავშირე, გაიარე ლაბირინთი, გადახაზე განსხვავებული, შემოავლე კონტური…

ამ დავალებების შესრულებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები მათემატიკურ, ლოგიკურ და მოტორულ უნარებს გაიუმჯობესებენ.

დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული

8,90 

ყურადღება, ყურადღება!

ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.

აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?

მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!

ჩემი პირველი სახელმძღვანელო 6 წელი

13,90 

დაწყებითი კლასის პედაგოგთა რჩევებისა და კონსულტაციების შედეგად შეიქმნა ეს წიგნი, რომელშიც თავმოყრილია პირველკლასელის შესაძლებლობებზე გათვლილი სახალისო შემეცნებითი სავარჯიშოები,ღია და დახურული რებუსები, დასრულებული და დაუსრულებელი ტექსტები, აგრეთვე, მათემატიკური და მართლწერის სავარჯიშოები. ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შეფასების სკალა, რომელიც პედაგოგს (მშობელს) მოსწავლის მიერ ათვისებული მასალის შეფასებაში დაეხმარება.

სტივ ჯობსი

24,95 

ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.

ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.

ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.

მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.

წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.

„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი

ვინსენტ ვან გოგი

24,95 

სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!

მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.

მითები და ლეგენდები

29,95 

ამ წიგნში ღმერთების, სულებისა თუ გმირების თავგადასავლები, მითური ამბები და ლეგენდური არსებები გელოდებათ. მსოფლიოს ხალხთა მითები, მოთხრობები, ზღაპრები და ლეგენდები თავშესაქცევი ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებიაა წარმოდგენილი… ინფორმაციულად დატვირთული ეს შთამბეჭდავი წიგნი ბავშვებს მარადიულ ფასეულობებს აზიარებს.