Showing 1–35 of 99 resultsSorted by latest

ჩვენი კავკასია

39,95 ₾

ეს წიგნი პირველი მხატვრულ-შემეცნებითი ნაწარმოებია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთლიანად კავკასიას, მის ხალხებს, კულტურასა და ბუნებას რომ ეძღვნება. წიგნის მთავარი გმირები, და-ძმა პაულა და ალექსი, ბერლინიდან კავკასიაში მიემგზავრებიან, რათა ბრძენი იორგ იორანდოს უცნაური სურვილი შეასრულონ და იპოვონ იდუმალი „ოქროს შემცველი მდინარე“. მათთან ერთად მოგზაურობენ ყველგანმავალი მანქანა იოჰენი და წიგნი-ნავიგატორი აჰმა, რომლებიც ბავშვებს კავკასიის საოცარ სამყაროს აცნობენ. მოგზაურობისას ისინი სტუმრობენ კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასა და კუთხეს, იძენენ ახალ მეგობრებს, ეცნობიან ხალხურ ტრადიციებს, ლეგენდებს, მუსიკას, ხელოვნებასა და ბუნების უნიკალურ სილამაზეს.

ეს არის წიგნი მეგობრობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და კავკასიის ხალხების უკეთ გაცნობაზე. საინტერესო თავგადასავლების ფონზე მკითხველი აღმოაჩენს, რომ ამ რეგიონის ყველაზე დიდი სიმდიდრე ოქრო კი არა, მისი ხალხები, მათი კულტურა, ენები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებია. წიგნი ბავშვებსა და მოზარდებს ჩაუნერგავს კავკასიის სიყვარულს და აჩვენებს, რომ განსხვავებული ხალხები მშვიდობით, მეგობრობითა და საერთო მომავლის რწმენით შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.

ხიდი ტერაბითიაში

12,95 ₾

ერთი თოკი, ერთი ნახტომი და შენ უკვე ტერაბითიაში ხარ! ჯეს აარონსს ეგონა, რომ მისი ზაფხული მხოლოდ სირბილში ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, სანამ მეზობლად უცნაური გოგონა, ლესლი ბერკი არ დასახლდა. მათ ერთად შექმნეს სამყარო, სადაც ჯადოქრობა რეალურია, ხოლო შიშები თითქმის არ არსებობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა მოულოდნელად იჭრება ზღაპარში? ეს არის ამბავი დიდ დანაკარგზე, გამბედაობასა და იმ უხილავ ხიდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის გულებამდე ვაგებთ. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, მეგობრის ხელი და ფანტაზიის უნარი გადაგვარჩენს, და შეგვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ბავშვობის პირველი, ყველაზე გულწრფელი ემოციები. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2007 წლის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა.

კოსმოსი მეცნიერება და მითი

27,95 ₾

ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…

რას გვიამბობს სახლი

55,00 ₾

ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.

ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.

ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.

ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის

იშმაელი არ დამიძახოთ!

14,90 ₾

„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“

იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.

საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.

კაპიტან გრანტის შვილები 2 ნაწ.

6,90 ₾

“კაპიტან გრანტის შვილები” ჟიულ ვერნის ტრილოგიის პირველი წიგნია (მეორე – “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, მესამე – “იდუმალი კუნძული”). რომანში აღწერილი მიმზიდველი, უჩვეულო, გმირობის ტოლფასი მოგზაურობებისადმი ინტერესი დღემდე არ შენელებულა, რადგან მასში დასმული პრობლემები ჩვენს საუკუნეშიც არ არის გადაჭრილი. ამ წიგნით ქართველი მოზარდი, მის თანატოლ რობერტთან ერთად, აღმოაჩენს 37-ე პარალელზე მდებარე სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სხვა კუნძულებს; …

კნოსოსის სასახლეში

24,95 ₾

რა არის თავისუფლება, თუ არა უმაღლესი სიკეთე?
ნიკოს კაზანძაკისის საბავშვო რომანი „კნოსოსის სასახლეში“ 1940 წელს დაიწერა, ის ცნობილი მითების რეფლექსიაა.
ეს რომანი უპირველესად შინაგან თავისუფლებაზეა, რომელიც ერთნაირად სჭირდება უფლისწულსაც, მეფის ასულსაც და მათ ქვეშევრდომებსაც. მთავარი გმირი ათენის უფლისწული თეზევსია, რომელიც საკუთარი თავისა და დანიშნულების ძიების გზაზე დგას. კაზანძაკისი ქმნის მინოსური კრეტისა და კნოსოსის სასახლის შთამბეჭდავ სურათებს, თუმცა გვაჩვენებს, რომ არაფერია ამ ქვეყნად სამუდამო, მათ შორის, არც საუკუნეების განმავლობაში ძლევამოსილი კრეტის დიდებულება.
მინოსურ სამყაროში განვითარებული ურთიერთობები სამეფოებსა თუ ადამიანებს შორის, პერსონაჟების ამაღელვებელი მოგზაურობა, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა და ავტორიტეტების მსხვრევა რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია. და მაინც, რა ფასი აქვს თავისუფლების მოპოვებას? რა ფასი აქვს მეგობრობასა და სიყვარულს? ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს ნიკოს კაზანძაკისი, რომელიც ირონიითა და ამავე დროს, დაძაბულობით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს.
„კნოსოსის სასახლეში“ რეალიზმსაც აერთიანებს და პოეზიასაც, მწერალი ახერხებს ერთდროულად დაგვანახოს უძველესი ცივილიზაციის სიბრძნე და დიდებულებაც, მაგრამ ისე, რომ არც ერთი წუთით არუგულებელყოს ის იდეალები, რომლებზეც მთელი
კაცობრიობა დგას.

ირინკას დღიური

20,00 ₾

“ირინკას დღიური” წარმოადგენს თხუთმეტი წლის მოზარდის სულიერი სამყაროს ამსახველ დოკუმენტს, სადაც 1989-1990 წლების პირადი განცდები და ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანები ჰქმნიან ეპოქის სურათს. მოზარდი გოგონა ირინკა გამოგონილ მეგობარს, სახელად პაკოს, წერილების საშუალებით უზიარებს თავის ფიქრებს და ემოციებს. ის განსაკუთრებული სიფაქიზით აღწერს პირველი სიყვარულის განცდას, მეგობრობის ფასს და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებს. ირინკა ასევე აანალიზებს საკუთარ გრძნობებს და ურთიერთობებს, წერილებში განსაკუთრებული სიზუსტით აღწერს ყოველდღიურ მომენტებს – სკოლიდან სახლში დაბრუნებას, მეგობრებთან შეხვედრებს, ოჯახურ საუბრებს, რაც მის ჩანაწერებს განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს. დღიურში აღწერილი პირადი განცდები – მონატრება, სიყვარული, იმედგაცრუება, სიხარული – წარმოადგენს იმ ემოციურ ფონს, რომელზეც იხატება მოზარდის ფსიქოლოგიური პორტრეტი. საკუთარი გრძნობების ანალიზი და რეფლექსია – მოვლენების გააზრება, ჰქმნის მოზაიკას, სადაც ყოველი წვრილმანი დეტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი სურათის შექმნაში. ეს დღიური წარმოადგენს არა მხოლოდ მოზარდის პირად ჩანაწერებს, არამედ ტექსტს, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ადამიანის სულიერ ზრდას, მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან. წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ აისახება საზოგადოებრივი ცვლილებები ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ირინკას მგრძნობიარე დამოკიდებულება სოციალური პრობლემებისადმი, მისი ინტერესი თანამოქალაქეების ბედის მიმართ და თანაგრძნობის უნარი წარმოაჩენს მას, როგორც მოაზროვნე ახალგაზრდას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ეს არის წიგნი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება პიროვნების სოციალური ცნობიერება მოზარდობის ასაკში.

ჯაყოს ხიზნები

9,90 ₾

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყო­ველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შე­მოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რო­მელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრა­დიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებე­ლია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწე­რალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გა­მართლება.

ჯასპერ ჯოუნსი

17,90 ₾

ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.

მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…

„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

იდეალური ოჯახი

10,90 ₾

“ჩემი მშობლები და დები იდეალურები არიან.
მე – არა.
ალექსი მქვია. აგრიმენსორის ქუჩაზე ვცხოვრობ და წელს ორ საგანში ჩავიჭერი”.

ალექსის ოჯახი იდეალურია. დედა დეკორატორია, მამა – ფიზიკოსი, უნივერსიტეტში მუშაობს. თითით საჩვენებელი ფრიადოსანი დებიც ჰყავს – დელია და სილვია. მშობლები არ ეწევიან, ოჯახი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, არასდროს ხმაურობს და არასდროს ჩხუბობს. სახლში იდეალური წესრიგია.

აი, ალექსის მეგობრობის, რაფა პანოჩას ოჯახი კი სრულიად საპირისპიროა. მუდამ ხმაურობენ, ყვირიან ან ტელევიზორს აყვირებენ, მადისაღმძვრელი ყუათიანი საჭმელი უყვართ და არც ფრიადოსანი ჰყავთ ვინმე. რაფას არ სჯერა, რომ იდეალური ადამიანები არსებობენ. ალექსის ოჯახის იდეალურობაშიც ეპარება ეჭვი. მათაც აუცილებლად ექნებათ ნაკლი, მაგრამ რა?

ბიჭები გამოძიებას იწყებენ… როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენენ?

გარიყულები

14,90 ₾

სიუზენ ელოიზა ჰინტონის „გარიყულები“ პირველად 1967 წელს გამოიცა, როცა ავტორი მხოლოდ 19 წლის იყო. ოკლაჰომაში დაბადებული მწერალი რომანში მისთვის კარგად ნაცნობ, 60-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს. წიგნი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: თვითგამორკვევის კრიზისი, კლასობრივი უთანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ზრდასრულობის სირთულეები.

რომანი14 წლის პონიბოი კარტისისა და მისი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. პონიბოისთვის სამყარო ორ ბანაკად იყოფა – შეძლებულ სოცებად და ღარიბ გრიზერებად. პონიბოი ამაყობს, რომ გრიზერია და ყოველთვის მზადაა თავისი საძმოს დასაცავად, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ აწუხებს ეგზისტენციალური კითხვა: რა ყოფს და რა აერთიანებს ადამიანებს?

1983 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ეკრანიზაცია (“The Outsiders”), წიგნის მსგავსად, საკულტო ნამუშევრად იქცა და დღემდე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი კინოფილმია.

Le petit prince

14,95 ₾

პატარა პრინცი – ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით (ფრანგული)