ხელოვნება
Live with Color
40,00 ₾This book is for anyone who loves art, beginners, hobbyists, or curious creators.
ამბავს გეტყვი
100,00 ₾თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას არაერთი შესანიშნავი არტისტი ჰყავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნანა ყაულაშვილია. ამ შემოქმედმა საკუთარი ხელოვნება იმ ჯადოსნურ სამყაროდ აქცია, რომელში მოგზაურობაც ყველა ასაკის ადმიანს ხიბლავს. მისი თოჯინები უსულო ფიგურები არ არიან, ისინი მხატვრის შემოქმედებითი სულისკვეთების პატარა ნაპერწკალებს ატარებენ და ამიტომაც მათ გამოხედვაში, გრაციოზულ მოძრაობასა თუ ფერად ტანსაცმელში სიცოცხლე აშკარად იგრძნობა. წიგნი, მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ფიროსმანი – წიგნი-ალბომი (სამენოვანი)
150,00 ₾“სამენოვანი წიგნი-ალბომი: “”ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება””, ავტორი: თემო ჯაფარიძე.
წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.
ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, “”ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი – აი, ასეთია ფიროსმანი”
სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა – დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში
85,00 ₾თსუ-ს პროფესორის, დავით მაზიაშვილის ახალ მონოგრაფიაში “სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა” შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები და ამ ტექსტების ქორეოგრაფიული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმები. კერძოდ, ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების; ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016-2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში; “შექსპირი.სიყვარული”, “მეტამოროზები”, “მარიჯანის ოთახი”, “ლუჩიას ოთახი”, “12 პაემანი”, “ბეატრიჩე”, და “მედეა”./ Professor David Maziashvili’s new work Word as Music and Movement offers an in-depth analysis of the great world literary samples adapted by Mariam Aleksidze, the first Georgian female choreographer of contemporary ballet. More specifically, the book presents a multifaceted study of the European writers and philosophers, among them: Euripides, Ovid, Boethius, Dante, Shakespeare, James Joyce and Marijan, one of the first Georgian female poets, offering the insight into the reception-adaptation approach and their interpretation in Mariam Aleksidze’s contemporary Georgian ballet and choreography of 2016-2024 performances, namely: Shakespeare: Love, Metamorphoses, Marijan’s Room, Lucia’s Room, 12 Visits, Beatrice and Medea. The Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet dancers will perform fragment from Mariam Aleksidze’s performances as part of the book presentation.