ხიდები

8,30 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

152

ISBN

2426

მარაგში

SKU: 2426 კატეგორია:
აღწერა

გოგონები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. უდს თავი მაღლა შეემართა, როგორც მანამდე, ან ეგებ უფრო მაღლაც კი. ვალბორგს უჩვეულო სიმშვიდით შეხედა. მზად იყო, თავი დაექნია და ჩაევლო. ის კი, ალბათ, გზას დაშტერებული გაცდებოდა. მაგრამ რა მოხდა რეალურად? მოულოდნელი რამ: ვალბორგმა გულითადი მზერა დაუბრუნა. ეს შოკივით იყო. ორივემ ნაბიჯს ოდნავ უნელა და ერთმანეთს თვალებში მტკიცედ და უშიშრად შეხედა. განსაცვიფრებელი მომენტი იყო, თავბრუდამხვევად ხანმოკლე, მაგრამ უკიდურესად საგულისხმო. არცერთი სიტყვა არ თქმულა:
ორივემ თავი ოდნავ დააქნია. თითქოს რაღაცით ზეაწეულნი მიაბიჯებდნენ და პირდაპირ თვალებში შეხედეს ერთმანეთს. მერე კი ორივე თავ-თავის გზას გაუყვა. რა მოხდა? რაღაც მოხდა.
უდმა ნაბიჯს აუჩქარა. ვერ ამჩნევდა, როგორ უყურებდნენ ადამიანები და როგორ სიამოვნებდათ მასთან შეხვედრა.