ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში
22,95 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
214 |
ISBN |
9789941114076 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა – სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.