ჩვენი სამხრეთი

12,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

132

ISBN

9789941307188

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 15295 კატეგორია:
აღწერა

„ჩვენი სამხრეთი“ მოგვითხრობს მეგობრობის, სიყვარულის, გულწრფელობისა და სიმართლის მნიშვნელობაზე; გვაჩვენებს, თუ რა ძალა აქვს ადამიანის წარმოსახვის უნარს. მკითხველს საოცრად საინტერესო არდადეგები ელის ინასთან და ვილმერთან ერთად.

ინას კლასელები არდადეგებისთვის ემზადებიან. ბოლო გაკვეთილზე ერთმანეთს ზაფხულის გეგმებს უზიარებენ. ყველა საზღვარგარეთ მიდის: ზოგი – სამოგზაუროდ, ზოგიც – უბრალოდ, ზღვაზე დასასვენებლად. ინასაც უნდა, არ ჩამორჩეს თანაკლასელებს, ამიტომ ამბობს: სამხრეთით მივდივარო. თუმცა, „სამხრეთი“ ხომ არცერთ ქვეყანას არ ჰქვია! ინას ახალი კლასელი, ვილმერი, კარგად ხვდება, რატომაც ამბობს გოგო, სამხრეთით მივდივარო, ამიტომ ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ… სამხრეთში…