ჰობიტი

24,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

326

ISBN

9789941381041

მარაგში

აღწერა

ჯ.რ.რ. ტოლკინის ჯადოსნური ზღაპარი, რომელსაც მკითხველი საოცარ სამყაროში შეჰყავს და ჰობიტის ოდისეის მეგზურად აქცევს. „ჰობიტი“ პირველად 1937 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავდაპირველად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, შეუდარებელმა თხრობამ და საინტერესო ფოლკლორულმა ელემენტებმა ყველა ასაკის მკითხველის გული დაიპყრო. ბილბო აბგელს, ამ მორიდებულ, მაგრამ გაბედულ ჰობიტს, ჯადოქარი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში იწვევენ: დატყვევებული ტროლები, მიწისქვეშა გვირაბებში მობინადრე გობლინები, მომხიბვლელი, მაგრამ საშიში ელფები და, რა თქმა უნდა, ბნელი, უძირო მღვიმე, სადაც ჰობიტი ისეთ განძს გადააწყდება, რომელიც მთელ სამყაროს შეცვლის. „ჰობიტი“ არის მოგზაურობის, სიმამაცის, მეგობრობისა და პიროვნული ზრდის ისტორია. ეს წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა არსება, უბრალო, შეუმჩნეველი ცხოვრებიდან, დიად გმირად იქცეს. „ჰობიტი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ზღაპარი. ეს არის წიგნი, რომელმაც ახალ, ტოლკინისეულ, სამყაროს დაუდო სათავე.