ფსიქოლოგია და ალქიმია
34,95 ₾
| ავტორი | კარლ გუსტავ იუნგი |
|---|---|
| მთარგმნელი | მაია ბადრიძე |
| გამომცემლობა | დიოგენე |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2022 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 324 |
| ISBN | 9789941117800 |
მარაგში
„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მის მიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს.
ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელი ადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
