წიგნების კატალოგი
გაცნობიერებული ცხოვრების საფუძვლები – ცხოვრება ტანჯვის გარეშე
40,00 ₾რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა? მე მიყვარს ადამიანები და პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვამჩნევ იმას, რომ ისინი იტანჯებიან, როცა ტანჯვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ცხოვრება არ არის ტანჯვა, თუმცა ის სწორედ ასეთ სახეს იღებს, თუ ადამიანი გაუცნობიერებლად ცხოვრობს. ზოგჯერ რაკურსის მცირე ცვლილებაც კი საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანმა ტანჯვა წარსულს მიაბაროს და აღმოაჩინოს, რომ თურმე მის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელი და მეტსაც გეტყვით, ბუნებრივი ყოფილა. თავისი არსით, ემოციები ბუნებრივია, ტანჯვა – არაბუნებრივი, თუმცა ტანჯვა გაუცნობიერებლად ცხოვრების ბუნებრივი შედეგია.
რეალობა მრავალკომპონენტიანია. რაც უფრო ნაკლებ კომპონენტს ხედავს ადამიანი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის დაიტანჯება ან მინიმუმ, უკმაყოფილო იქნება საკუთარი ცხოვრებით.
წიგნის მიზანია, მკითხველში განავითაროს ის შტრიხები, აქცენტები და ხედვა, რომლებსაც ის შემდგომში, ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებს და გააფართოებს იმისთვის, რომ მეტი გაცნობიერებულობა შეიტანოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე & წერილი შემწყნარებლობის შესახებ
28,50 ₾წიგნში შევიდა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632-1704) ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაშრომი.
პირველი (მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე), აყალიბებს ძირითად პრინციპებს, რასაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება.
მეორე უფრო მცირე ზომის (წერილი შემწყნარებლობის შესახებ), ასაბუთებს სეკულარიზმს, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობას როგორც გამართული სახელმწიფო წყობის, ისე ქრისტიანული (ან სხვა) რელიგიისთვის.
My Georgian Flavors
67,00 ₾“წიგნში თავმოყრილია 40-ზე მეტი საოჯახო რეცეპტი. კულინარიის სიყვარული დედისგან და ბებიებისგან გადმომეცა. რეცეპტები დაყოფილია სექციებად – სტარტერები, ცხელი კერძები, სოუსები, სალათები და ა.შ. წიგნი ილუსტრირებულია როგორც ფოტოებით, ასევე პატარა, ხელით შესრულებული ილუსტრაციებით.” – ირმა ლაღაძე
წერილები
20,00 ₾,,ლევანი ღრმად მორწმუნე ადამიანია; მისი მსოფლხედველობა, ერისა და კაცობრიობის ისტორიის ხედვა, განმსჭვალულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ბიბლიური კონცეფციით. ამიტომ ის ვერ ხედავს ერის გადარჩენის სხვა გზას, გარდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და ხელახლა დამკვიდრებისა.
სწორედ ესაა მისი პოეზიის, პუბლიცისტიკის, ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებების, დღიურების, მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამჭოლი ხაზი.
მსოფლიოსა და საქართველოში ნორმად დამკვიდრებული ყალბი პოლიტკორექტულობა, რომლის უკან სულიერი სიცარიელე, აგრესიული ათეიზმი და ჰედონიზმი იმალება, სპობს და ანადგურებს ადამიანის სულიერი განვითარების, მისი განღმრთობის შესაძლებლობას.” – სოსო მანჯავიძე
სულხან – საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე
19,95 ₾„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.
პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.
შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.
გალაკტიონი
19,95 ₾ჩვენი სერია ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს ეძღვნება.
ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი და არაა გადატვირთული სოფისტიკით, მეცნიერული წიაღსვლებით ან გალაკტიონის ბგერწერაზე, მეტრიკასა და მეტაფორისტიკაზე ამომწურავი საუბრებით.
წიგნში შევეცადე, წარმომედგინა ჩემი პირადი დამოკიდებულება გალაკტიონისადმი.
და როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩვენი პოეზიის უკანასკნელი გენიოსისადმი?
გალაკტიონი არის მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეტი. როგორც რომაელი დრამატურგი, ტიტუს მაკკიუს პლავტუსი ამბობდა, Nomen est omen „სახელი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, გალაკტიონი არის გალაქტიკა, კოსმოსური პოეტი. შედევრების რიცხვით მას, ალბათ, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუტოლდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ეს განძი მსოფლიოს ვაჩუქოთ. დიახ, გალაკტიონი მსოფლიოს ეკუთვნის და მსოფლიო მას საერთოდ არ იცნობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კეთილმოსურნემ მსოფლიოს გალაკტიონი უხსენა ან გაახსენა, ან შეახსენა (ვგულისხმობ ბორის პასტერნაკის მაღალ შეფასებას, როდესაც ნობელიატმა პოეტმა ბრძანა, ბარათაშვილს, შექსპირსა და გოეთეს შევბედე თარგმნა და გალაკტიონს ვერ შევბედეო; ბულატ ოკუჯავას მიერ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გალაკტიონის მსოფლიოს ნომერ პირველ პოეტად დასახელებას; ასევე ბელა ახმადულინას ყველაზე უფრო ადეკვატურ თარგმანებსა და მშვენიერ სიტყვას გალაკტიონზე ნიუ-იორკში), მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ის ამბავი, რომ ზოგიერთ კულტურაში გალაკტიონი ცნობილია მხოლოდ როგორც ტიციანის ბიძაშვილი, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმ სამუშაოთა მოცულობაზე, რომელიც დღევანდელი თაობის გასაკეთებელია.
ლევან ბერძენიშვილი
ქათქათა კბილების თავგადასავალი
19,95 ₾„იმ საღამოს როცა უფლისწული დაიბადა, სამეფო მამალს ყივილი დაავიწყდა, სათონეში ცომი არ გაღვივდა, მზემ კი საერთოდ ჭკუა დაკარგა: სამჯერ ამოვიდა, ორჯერ ჩავიდა, ბოლოს ისევ ამოვიდა და თქვა: „ამ ბავშვს სპეციალური განათლება სჭირდება!“. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გადაიფიქრა და ასე გადავურჩით დამატებითი მზის არსებობას.“
ფსიქოტროპი
15,00 ₾“დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს. დიდი ხნის წინ, ამ საქმეში
გამოუცდელს სრული ნდობა გამომიცხადეს და პიესის დაწერა მთხოვეს. წერის და ფიქრის
პროცესშიც ჩემს გვერდით იყვნენ და ის შიშიც გადამალახინეს, რაც საერთოდ, პირველად
მომხდარ ამბებს ახლავს. ასე დაიბადა „ბამბაზიის სამოთხე“ და ჩემი მეგობრები კი –
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და რეჟისორი (და იმ დროს მსახიობიც) იოანე ხუციშვილი,
თეატრის ჯადოსნურ და ურთულეს სამყაროში ჩემს მუდმივ მეგზურებად იქცნენ. ამ კრებულში
შესული პიესების უმრავლესობა სწორედ სხვადასხვა თეატრის დაკვეთითაა დაწერილი,
შესაბამისად, ისინი დაიდგა კიდეც სცენაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგი
სიხარულიძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა – ჩვენ თითქმის ათ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და
ერთად გავიარეთ ის ძნელი და საინტერესო გზა, რაც პირველი რემარკიდან იწყება და
ფიცარნაგის ზღურბლთან მთავრდება. ეს იყო (და არის) დიდი თანამოაზრეობის,
თავისუფლების და საერთო იდეალების მიმართ ერთგულების ვნებით დამუხტული
შემოქმედებითი დრო, რის გამოც მუდმივად მადლიერი ვიქნები ღვთისაც და ამ
ადამიანებისაც.- ნინია სადღობელაშვილი
ქართული პოეზიის ანთოლოგია – 12 ქალი პოეტი
30,00 ₾წინამდებარე კრებული 12 ქართველი თანამედროვე პოეტი ქალის ლექსებს აერთიანებს. პოეზიის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში პოეტების სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა ნებისმიერი ახალი კრებული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხოლმე ქართული პოეზიის სივრცეებს, მის აქტუალობას და მარადისობის მძლავრ ანარეკლებს მასში. 12 პოეტი ქალი – სხვადასხვა თაობის, განსხვავებული ხმისა და სათქმელის, თვითმყოფადი მხატვრული სამყაროს შემოქმედია. მათი ფიზიკური და მეტაფიზიკური სამშობლო საქართველო და ქართული ენაა. სწორედ ამ წიაღიდან იშლება მათი მხატვრული აზროვნების ჰორიზონტები, რომლებიც თანამედროვე გლობალური სამყაროს ტკივილებს ირეკლავს.
ხიდი ტერაბითიაში
12,95 ₾ერთი თოკი, ერთი ნახტომი და შენ უკვე ტერაბითიაში ხარ! ჯეს აარონსს ეგონა, რომ მისი ზაფხული მხოლოდ სირბილში ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, სანამ მეზობლად უცნაური გოგონა, ლესლი ბერკი არ დასახლდა. მათ ერთად შექმნეს სამყარო, სადაც ჯადოქრობა რეალურია, ხოლო შიშები თითქმის არ არსებობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა მოულოდნელად იჭრება ზღაპარში? ეს არის ამბავი დიდ დანაკარგზე, გამბედაობასა და იმ უხილავ ხიდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის გულებამდე ვაგებთ. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, მეგობრის ხელი და ფანტაზიის უნარი გადაგვარჩენს, და შეგვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ბავშვობის პირველი, ყველაზე გულწრფელი ემოციები. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2007 წლის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა.
მდიდარი მამა ღარიბი მამა
19,95 ₾ეს მოტივაციური გზამკვლევი ამსხვრევს მითს, თითქოს სიმდიდრის მისაღწევად აუცილებელია მაღალი შემოსავალი – განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები, რობოტები და გლობალური ეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის; გვასწავლის, რატომ შეიძლება აქტივების შეძენა და შექმნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მომავლისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი – და რა საგადასახადო უპირატესობებით სარგებლობენ ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები; ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, რომ თქვენი სახლი აქტივია – როგორც ეს მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი დაიწყო; გვახსენებს, რატომ არ უნდა ვენდოთ სასკოლო სისტემას, რომ ჩვენს შვილებს ფულის მართვა ასწავლოს და რატომ არის ეს კრიტიკული უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე; ხსნის, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ფულის შესახებ რათა ისინი მზად იყვნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის და იცხოვრონ იმ მდიდარი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.
ძმები ჰოთორნები
18,95 ₾მსოფლიო ბესტსელერი! 4 მლნ-ზე გაყიდული ეგზემპლარი! The New York Times-ისა და USA Today -ს ბესტსელერების ტოპ-ათეულის წიგნი. Amazon-ის ეკრანიზაცია. Good Choice Awards-ის გამარჯვებული. Kirkus Review-ისა დაPublishers Weekly-ს ვერსიით წლის წიგნი. იატაკქვეშა სათამაშო სახლი; ფული, ძალაუფლება და ფსონები. ოთხი ძმა, მემკვიდრე ეივერი და ორი სახიფათო მისია-თამაში. საოცარი თავგადასავლები და ახალი საიდუმლოები, რომლებიც გრეისონ და ჯეიმსონ ჰოთორნებმა უნდა ამოხსნან. თამაშები გრძელდება!
უკანასკნელი გამბიტი
16,95 ₾„უკანასკნელი გამბიტი“ „მემკვიდრეობის თამაშების“ გაგრძელებაა. ეს არის უჩვეულო დეტექტივი-გამოცანა, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევებითა და თავსატეხებით, რომანტიკით, ინტრიგებით, ვერაგობითა და ერთგულებით, სიყვარულის სამკუთხედითა და დაძაბული თამაშით. მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გრძელდება! ეივერის ბოლო თამაში დარჩა, რომ ჰოთორნების მემკვიდრეობა მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მამაც გოგონას ბედი გაუღიმებს თუ ამჯერადაც მისი გონიერება გაიმარჯვებს?! ახლა მას ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ მის გვერდით ძმები ჰოთორნები არიან.
ურჩი
24,95 ₾პეიდინი დევნილია. მას შემდეგ, რაც ილიის სიმშვიდე დაარღვია, მისი ერთადერთი გზა სასტიკ მიწაზე გაქცევაზე გადის. აქ, უცხო და სახიფათო უდაბნოში, გადარჩენა მხოლოდ უდრეკი ნებისყოფითაა შესაძლებელი. თუმცა, პეიდინს კვალდაკვალ მიჰყვება ადამიანი, რომლისგან თავის დაღწევაც ყველაზე მეტად სურს და, ამავდროულად, ყველაზე მეტად უჭირს. როდესაც მონადირე და მსხვერპლი პირისპირ ხვდებიან, ზღვარი მოვალეობასა და ვნებას შორის იშლება. აქ მათ მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ იმ აკრძალული გრძნობების წინააღმდეგ, რომლებიც ორივეს განადგურებით ემუქრება. სასტიკი არჩევანი სამეფოსადმი ერთგულებასა და გულისხმას შორის – ამ სახიფათო თამაშში მხოლოდ ერთი გადარჩება. თუმცა, როდესაც სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთში ირევა, გამარჯვება შესაძლოა ყველაზე დიდ დამარცხებად იქცეს.
ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობები
16,95 ₾ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერალობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომლებიც დამსახურებულად იკავებენ ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს..
მხოლოდ სიმართლე! – თვითმხილველისა და მონაწილის ჩანაწერები
34,00 ₾“ძვირფასო მკითხველო! აი, ახლა თქვენ, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და იურისტის, ვახტანგ გვარამიას მემუარების წიგნს გაეცნობით”
ბახტრიონი დახატული ლეგენდა
25,00 ₾ვაჟა-ფშაველას პოემის “ბახტრიონი” მიხედვით შექმნილი ილუსტრირებული პოემა. “ბახტრიონის” წინამდებარე ტექსტი ემყარება 1956 წლის გამოცემას. ილუსტრაციების ავტორი – ჟუჟა ქემოკლიძე