Showing 491–525 of 8189 resultsSorted by latest

დაამხე პატრიარქატი

29,90 

ანტიკური დროიდან მოყოლებული, საზოგადოება პატრიარქალური წესრიგით იმართება. პატრიარქატი „მამათა ბატონობას“ ნიშნავს და იგი კაცს, გენდერული ნიშნის გამო უპირატესობას ანიჭებს – აძლევს მართვის სადავეებს, უნაწილებს მეტ ფულს, ხდის პრივილეგირებულსა და მორალურად უპირატესს, წვდომას აძლევს მეტ დროზე ინტელექტუალური თუ კულტურული სიკეთის შესაქმნელად.

მაგრამ სად წარმოიშვა ეს წყობა და როგორ განვითარდა ის სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში? რატომ ამყარებდნენ ამდაგვარ რწმენა-წარმოდგენებს არისტოტელე, ნიცშე, ვუდი ალენი თუ სხვა „პატივსაცემი მოაზროვნეები?“ რა ბედი ეწიათ იმ ქალებს, რომლებიც ამ წესრიგს დაუპირისპირდნენ?

წიგნის ავტორები სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის საძიებლად გვიწვევენ. ისინი სარკასტულად და გაბედულად ააშკარავებენ კულტურის ისტორიის შემზარავ დანაშაულებს – საჯარო შერცხვენებსა თუ ნაძალადევ სამედიცინო გაკვეთებს, მკვლელობებსა და დაპატიმრებებს – შედეგად კი ქმნიან იუმორითა და თანაგრძნობით სავსე კომიქსს, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და თვალის ამხელ ნიმუშს, რომელიც დღეს მრავალი დასავლური სკოლის კლასგარეშე საკითხავსაც წარმოადგენს.

ყოვლისმომცველი, დროული და შთამაგონებელი წიგნი“

– THE GUARDIAN

უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

34,90 

უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს.

და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს – “გადავრჩები თუ არა?”

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, კულტურის ისტორიის მკვლევარმა და ჟურნალისტმა მარიამ ნაიემმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის მოეთხრო, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2014-ში. ეს ამბავი საუკუნეების წინ იწყება.

ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე, მიმოიხილავს კაზაკთა პერიოდს, მოგვიანო პერიოდის ენის გენოციდს, ჰოლოდომორს, პოსტ-საბჭოთა და თანამედროვე პერიპეტიებს. მწერლის მონათხრობს კი უფრო ცხადსა და გამჭოლს ხდის იულია ვუსის და ივან კირიბიდას ულამაზესი, ორფეროვან ტონში გადაწყვეტილი ნამუშევრები, რომელიც უკრაინული საილუსტრაციო სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

“უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია” ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია, რომელიც უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ქართველი მკითხველი ამ წიგნში ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ გარემოებებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აგრესორის ბუნება და მეთოდები საუკუნეებია უცვლელია. შესაბამისად ეს წიგნიც ქართველი მკითველისთვის გადაიქცევა სამაგიდო წიგნად, რომელიც არამხოლოდ წარსულზე, არამედ აწმყოზეც გვიქმნის წარმოდგენას და მასთან მიბრუნება მუდმივად მოგვიწევს.

ჰილდა და კლდის ტროლი

16,90 

გაიცანით ჰილდა – მოუსვენარი და თავგადასავლების მაძიებელი გოგონა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე კომიქს-სერია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე.

მოხეტიალე ზღვის სული, დაკარგული გოლიათი თუ ტყის უცნაური ბინადარი ბატონი მერქანა – მიუხედავად იმისა, რომ ჰილდას სამყარო უჩვეულო ამბებითა და არსებებითაა სავსე, კლდის ტროლთან გადაყრა მაინც მოულოდნელი და ხიფათიანი რამაა. მაგრამ როგორც თავად ჰილდა ამბობს “ასეთია თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრება!“

ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის, ლუკ პირსონის კომიქსების სერია ჰილდა გამოსვლისთანავე იქცა პატარების საყვარელ საკითხავად და მსოფლიო ბესტსელერად. მოუსვენარი გოგონას თავგადასავლები უდიდესი სიყვარულით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.

„ჰილდას სამყარო დიდებული, ამაღელვებელი და ხიფათებით სავსე ადგილია, რომლისკენაც ბავშვები მთელი გულით მიილტვიან“

– NEW YORK TIMES

პატარა პრინცი

32,90 

ფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს ყველა ასაკის მკითხველს.

წიგნის მიხედვით შეუქმნიათ თამაშები და ანიმაციები, 2008 წელს კი ფრანგული კომიქს-სცენის ნამდვილმა სუპერ-ვარსკვლავმა ჯოან სფარმა ეგზიუპერის რომანი კომიქსად გადააქცია. გამოცემამ მაშინვე მიიპყრო მკითხველების, მხატვრებისა და საერთაშორისო გამომცემლების ყურადღება და წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომიქს ფესტივალის, ანგულემის ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო წიგნი“

ჯოან სფარის მხატვრობა „პატარა პრინცს“ახალ სიცოცხლესა და ძალას მატებს. ის არ რჩება ავტორისეული სტილისტურ ჩარჩოში და გვთავაზობს ილუსტრირების პირად მასტერკლასს – თანამედროვეს, დინამიკურსა და ემოციურს.

გამოსარჩევი გრაფიკული რომანიც ტექსტის ადაპტირების ნაწილშიც. ჯოან სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი და სწორედ ასე ახერხებს მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით.

„ჯოან სფარი არ ღალატობს ეგზიუპერის ორიგინალს და ისე გვთავაზობს თავის უკვე პირად ნაწარმოებს, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე გვაგრძნობინებს, რომ მხატვარი ბავშვობას არასოდეს მიუტოვებია. უმშვენიერესი საკითხავი და საჩუქარი”
-LA CROIX MAGAZINE

„სფარის მიერ ადაპტირებული “პატარა პრინცი” მომნუსხველი შედევრია, რომელიც ნაწარმოების ფილოსოფიის შესაბამისად ხელახლა აცოცხლებს უფროსში შინაგან ბავშვს, ბავშვებს კი ეგზისტენციალური შეკითხვების სამყაროში, საიმედო მეგზურად მიუძღვება.“
-მელოდი რუ

„ყველამ ვიცით, რომ ეგზიუპერის ნაწარმოები შედევრია; აი, მისი შეწყვილება ჯოან სფარის ფაქიზ მხატვრობასთან კი პატარა პრინცისა და მფრინავის ამბავს გადააქცევს არამხოლოდ გრაფიკული ლიტერატურის მშვენიერ ნიმუშად, არამედ თავად წიგნიც, როგორც საგანი თვისთავად ხდება რაღაც ჯადოსნურის მატარებელი“
– ფაბიენ ჟარდელი

მაუს

42,90 

არცერთ ავტორს არ მოუხდენია კომიქს-ლიტერატურაზე იმხელა გავლენა, როგორც არტ შპიგელმანს. არცერთი კომიქსი არ აკრძალულა იმდენ ქვეყანასა და რეგიონში, როგორც ეს მაუსს არგუნა ბედისწერამ.

არტ შპიგელმანი ხელმოცარული ანდერგრაუნდ მხატვარი იყო, როდესაც „ყველასთვის უინტერესო“ წიგნზე დაიწყო მუშაობა. მას სურდა მამამისის პირით მოეთხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ II მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ეს წიგნი, რომელიც რევოლუციური აღმოჩნდა მსოფლიო ლიტერატურისთვის და რომელიც დღემდე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, 13 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მან გამოსვლისთანავე შეძრა არა მხოლოდ მკითხველი, არამედ გამოწვევების წინაშე დააყენა მაშინდელი საგამომცემლო ინდუსტრიაც.

მაუს პირველი კომიქსია, რომელსაც პრესტიჟული პულიცერის პრემია მიენიჭა. მისი სულისშემძვრელი ილუსტრაციები ამბავს ჯორჯ ორუელისეულ იგავურ განზომილებას ანიჭებს, ფორმატი და თხრობის შეულამაზებელ სტილი კი პირადი დღიურისთვის დამახასიათებელ სიღრმესა და სიმძიმეს.

მაუსით დღემდე სწავლობენ და ხსნიან არა მხოლოდ ჰოლოკოსტს, არამედ ჩვენი დროის გენოციდებსაც; არტ შპიგელმანის გავლენას კი განიცდის უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი, ვინც კი კომიქსის მედიუმს შესჭიდებია: მარჯან სატრაპი, ჯო საკო, ემანუელ გილბერი, კრეგ თომპსონი და სხვა მრავალი.

„არცერთ კომიქსს არ შეუძლია ისე მიიზიდოს და მიაჯაჭვოს ე.წ. „სერიოზული“ მკითხველი, როგორც ამას შპიგელმანის ეს პარადიგმების შემცვლელი წიგნი ახერხებს“

– THE GUARDIAN

ფაზლი – თბილისური საღამო (500 ნაწილი)

40,00 

“Spring Puzzles” (გაზაფხულის ფაზლები) ფაზლებისა და ხელოვნების სიყვარულს აერთიანებს. საქართველოში ფაზლის პოპულარიზაციასთან ერთად, ჩვენი ბრენდის მიზანია, ქართველი ხელოვანებისა და ნამუშევრების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.”- Spring Puzzles

ფაზლი – გაზაფხულის ყვავილები (500 ნაწილი)

40,00 

“Spring Puzzles” (გაზაფხულის ფაზლები) ფაზლებისა და ხელოვნების სიყვარულს აერთიანებს. საქართველოში ფაზლის პოპულარიზაციასთან ერთად, ჩვენი ბრენდის მიზანია, ქართველი ხელოვანებისა და ნამუშევრების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.”- Spring Puzzles

ფაზლი – მარტი (500 ნაწილი)

40,00 

“Spring Puzzles” (გაზაფხულის ფაზლები) ფაზლებისა და ხელოვნების სიყვარულს აერთიანებს. საქართველოში ფაზლის პოპულარიზაციასთან ერთად, ჩვენი ბრენდის მიზანია, ქართველი ხელოვანებისა და ნამუშევრების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.”- Spring Puzzles

სამი სხეულის ამოცანა

34,90 

სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში პირველად, აზიელმა ავტორმა მსოფლიო ლიტერატურული ელიტა სრულად დაიმორჩილა. საუკეთესო რომანისთვის მინიჭებული „ჰიუგოს“ პრემია მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ლიუ ცისინის საგა ჟანრის ახალი ეტალონია – წიგნი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი გენიისთვის საზღვრები არ არსებობს. სიუჟეტი 1960-იანი წლების ჩინეთში, კულტურული რევოლუციის სასტიკი რეპრესიების ფონზე იწყება. გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზა „წითელ სანაპიროზე“ ახალგაზრდა ასტროფიზიკოსი, იე ვენძიე, კოსმოსში საბედისწერო და სარისკო სიგნალს აგზავნის. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ დედამიწის მომავალი სამუდამოდ შეცვალა. იდუმალი ვირტუალური თამაში „სამი სხეული“ მხოლოდ გასართობი არაა – ეს არის პორტალი სამყაროში, სადაც სამი მზე სიცოცხლეს ყოველ წამს ქაოსურად ანადგურებს. ვანმა უნდა გაარღვიოს „მეცნიერების საზღვრების“ შეთქმულება, რათა გაიგოს, ვინ არიან ადამიანთა მოდგმის მოღალატეები და რა ელის დედამიწას, როდესაც კოსმოსური უკუთვლა ნულს მიაღწევს. „გელოდებით ჩვენთან! მე დაგეხმარებით ჩვენი სამყაროს დაპყრობაში. ჩვენს ცივილიზაციას აღარა აქვს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. თქვენი ჩარევა ძალიან გვჭირდება“ – ერთი ქალის შურისძიებამ კოსმოსში უპრეცედენტო ექსპედიცია დაძრა. ადამიანთა ტირანია უნდა დასრულდეს, რადგან სამყარო უკვე ტრისოლარს ეკუთვნის. ოთხ-ნახევარი საუკუნე განკითხვის დღემდე – ათვლა უკვე დაწყებულია.

განათლებული

34,90 

ტარა და მისი და-ძმები აიდაჰოს მთებში გაიზარდნენ, ღრმად მორწმუნე მორმონების ოჯახში. გოგონა ცხრა წლის ისე გახდა, სახელმწიფოსთვის არ არსებობდა – დაბადების მოწმობა არ გააჩნდა, ექიმი თვალით არ უნახავს, სკოლაში ფეხი არ შეუდგამს, მეგობრები არ ჰყოლია…

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

ფანატიკოსმა მშობლებმა საგულდაგულოდ იზრუნეს, შვილები უფლისგან განდგომილი, ბილწი საზოგადოების დამღუპველი გავლენისგან დაეცვათ და მოემზადებინათ „ზიზღის დღეებისთვის“, „სამყაროს აღსასრულისთვის“, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მორმონები გაუძლებდნენ.

ტარამ გააღწია მოჯადოებული წრიდან. ალალბედზე, უსინათლოსავით ხელის ცეცებით შეაბიჯა უცხო სამყაროში. ჯართის თრევასა და ოჯახურ ტირანიაში გაზრდილი, „არარსებული“ ბავშვი, რომელმაც ჰოლოკოსტის შესახებ პირველად ჩვიდმეტი წლისამ შეიტყო, დღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ჰარვარდის მკვლევარია.

თუმცა, დაუჯერებელი პიროვნული ტრანსფორმაცია, პირქუშ წარსულზე უარის თქმა, წყვდიადიდან გამოღწევა, განათლება და თავისუფლება ოჯახის მოღალატედ შერაცხილ, უახლოესი ადამიანების მიერ გარიყულ ტარა ვესტოვერს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ამ ყველაფერზე ის თავად გვიამბობს – გულწრფელად და შეულამაზებლად, რათა გვაჩვენოს, რა ძალა აქვს ადამიანის სულს, რომელიც იბრძვის, იპოვოს საკუთარი ხმა იქ, სადაც მას მიზანმიმართულად ახშობენ; დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის ხელახალი დაბადება, ძირეული სახეცვლა შესაძლებელია.

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

ტოლკინი: ბიოგრაფია

24,90 

მკითხველისთვის „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სილმარილიონის“ ავტორის პირადი ცხოვრებისა თუ შინაგანი ძიებების გაცნობა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა მაიკლ უაითმა მას სანაქებოდ გაართვა თავი და მართლაც გამორჩეული ნაშრომი შემოგვთავაზა.

ჯ.რ.რ. ტოლკინის ბიოგრაფია პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, რაც ნამდვილად გაახარებს პროფესორის მიერ შექმნილი სამყაროს თაყვანისმცემლებს. მკითხველისთვის „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სილმარილიონის“ ავტორის პირადი ცხოვრებისა თუ შინაგანი ძიებების გაცნობა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა მაიკლ უაითმა მას სანაქებოდ გაართვა თავი და მართლაც გამორჩეული ნაშრომი შემოგვთავაზა.

ჩვენ დავინახავთ, რომ ტოლკინის შემოქმედების საძირკვლად სამხრეთ აფრიკაში გატარებული ადრეული წლები, პირველი მსოფლიო ომის სასაკლაო და ოქსფორდის კოლეჯებში სწავლის ათწლეულები იქცა. უძველესი ენების კვლევამ ავტორის მაძიებელ და მითოსში მოგზაურობის მოყვარულ გონებას უბიძგა, შეექმნა სამყარო, რომელმაც მილიონობით ადამიანს სულში იმედის სხივი აუნთო და აღტაცების უშრეტ წყაროდ ექცა. ამ წიგნით თითქოს პირადად ვეცნობით კაცს, რომელმაც წარსულიდან მოღწეული უძველესი მასალით მომავლის ყველაზე პოპულარულ ჟანრს დაუდო დასაბამი. ტოლკინი არ იყო უბრალოდ მწერალი – ის იყო „მეორეული შემოქმედი“, რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობის ახალი, ჯადოსნური განზომილება დაგვანახა.

შრომის ფსიქოლოგია: პროფესიული განვითარებისა და აქტივობების სისტემური ანალიზი

33,50 

სახელმძღვანელო წარმოადგენს მასალებს, რომლებიც ავლენს განსაკუთრებულ და ექსტრემალურ პირობებში სამსახურებრივი საქმიანობის ფსიქოლოგიის საფუძვლებს, შრომის საგნის ფორმირებასა და პროფესიულ განვითარებას, პროფესიულ და პიროვნულ თვითგამორკვევას, მენეჯმენტის ფსიქოლოგიასა და მენეჯერული შრომის საგნებს, შემოქმედების ფსიქოლოგიასა და შემოქმედებითი შრომის საგნებს.

შრომის ფსიქოლოგია, საინჟინრო ფსიქოლოგია და ერგონომიკა

33,50 

სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია შრომის ფსიქოლოგიის, საინჟინრო ფსიქოლოგიისა და ერგონომიკის ძირითადი ტენდენციები, გამოყენებულია შრომითი საქმიანობის შესწავლის თანამედროვე კონცეფციები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ასპირანტებისთვის, სტუდენტებისთვის, კადეტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ასევე შრომის ფსიქოლოგიის, საინჟინრო ფსიქოლოგიისა და ერგონომიკის პრობლემებით დაინტერესებულთათვის.

კოსმოსი მეცნიერება და მითი

27,95 

ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…