Showing 141–175 of 8335 resultsSorted by latest

ფრანგი ქალები არსუქდებიან

50,00 

მირეი გილიანო ნამდვილი ფრანგი ქალია, რომელიც მსოფლიოს უმხელს ცნობილ პარადოქსს: რატომ რჩებიან მისი თანამემამულენი ყველის, და არა ვარჯიშისა და დიეტების მოყვარულები, სიბერემდე კი – გამხდრები და ენერგიულები.

იგი პარიზში „ვევ კლიკოს“ შამპანურის სახლის პრეს-ატაშეობიდან ამ კორპორაციის ამერიკული ფილიალის პრეზიდენტობამდე დაწინაურდა. და, უნდა ითქვას, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, შესანიშნავ ფორმაშია.

თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ახალგაზრდობაში მან ერთი წელი შეერთებულ შტატებში გაატარა, მიეძალა სწრაფ კვებას და სამშობლოში ისეთ არასასიამოვნო ფორმაში დაბრუნდა, რომ მამამისმა შეხვედრისას კარტოფილის ტომარა უწოდა. სორბონაში შემდგომმა სწავლამ, უფრო სწორად, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე საკონდიტროებმა კვლავ შეუშალა მას ხელი ძველი ფიგურის დაბრუნებაში. შემდეგ მირეის დაეხმარა ექიმი მაიერი (რომელსაც ექიმ-სასწაულს უწოდებს). მან შესთავაზა წონის დაკლების პროგრამა, რომლის წყალობითაც დაუბრუნდა თავის ადრინდელ წონას და ფიგურას. გილიანო ამ წესებს მუდმივად იცავს. მან ცხოვრების მანძილზე დააგროვა საკუთარი საიდუმლოებები და ხრიკები (როგორც თვითონ უწოდებს), პირადი დაკვირვებები ფრანგი ქალების ყოფა-ცხოვრების თაობაზე და გაუზიარა მსოფლიოს თავის წიგნში „ფრანგი ქალები არ სუქდებიან“. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

წიგნში მარტივი ტექნიკისა და დახვეწილი, იოლი რეცეპტების გამოყენებით შეგიძლიათ სამუდამოდ მოიცილოთ ზედმეტი წონა ცხოვრების სიხარულისა და გასტრონომიული სიამოვნებების შეწირვის გარეშე…

სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი

50,00 

ადიტი ნერურკარი გახლავთ ექიმი, ტელეჟურნალისტი და სპიკერი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მან სტრესისა და გადაწვის მართვის კლინიკური მიდგომა შექმნა მას შემდეგ, რაც საკუთარ კვლევაში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სტრესი ექიმთან ვიზიტების თითქმის 80%-ში მონაწილეობს, ექიმების მხოლოდ 3% გვთავაზობს სტრესის მართვას. დოქტორ ნერურკარის ნაშრომი ამ ხარვეზს ავსებს.
თავისი ოცწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე, პაციენტებში სტრესის დონის ცვალებადობაზე დაკვირვების შედეგად დოქტორმა ნერურკარმა შექმნა მიდგომა, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით, დასაბუთებული, ეფექტური, პრაქტიკული და შეუფასებელია.
სტრესისა და გადაღლისადმი დოქტორ ნერურკარის მიერ გადამუშავებული მიდგომა ახლა უკვე ხელმისაწვდომია მის წიგნში „სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი“. წიგნი ხაზს უსვამს მის ხუთ მცირე, მაგრამ ძლიერ ცვლილებას აზროვნებისა და თხუთმეტ სტრატეგიას მათთვის, ვისაც სტრესისა და გადაწვის სამუდამოდ დაძლევა სურს.

გახდი ზებუნებრივი

65,00 

რას ნიშნავს, გახდე ზებუნებრივი? რა მოხდებოდა, თუკი შეძლებდით მატერიალური რეალობის მიღმა არსებულ სიხშირეებთან თანაზიარობას… თუ გარდაქმნიდით საკუთარი ტვინის ქიმიურ პროცესებს, რათა მისწვდომოდით ცნობიერების ტრანსცენდენტულ დონეებს… თუ შექმნიდით ახალ, წინასწარ განუსაზღვრელ მომავალს და შეცვლიდით საკუთარ ბიოლოგიურ სტრუქტურას, რათა ღრმა და საფუძვლიანი განკურნება შესაძლებელი გამხდარიყო?

სწორედ ამ შესაძლებლობათა გააზრებასა და პრაქტიკულ განხორციელებას სთავაზობს მკითხველს დოქტორი ჯო დისპენზა ამ რევოლუციურ ნაშრომში: იგი წარმოგვიდგენს ცოდნის სისტემურ ერთობასა და ქმედით ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინდივიდებს, მათ შორის – თქვენნაირ ადამიანებს აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად მიაღწიონ არსებობის ახალ, უჩვეულოდ მაღალ მდგომარეობებს.

დოქტორი ჯო ეყრდნობა ნეირომეცნიერების, ეპიგენეტიკისა და კვანტური ფიზიკის უახლეს კვლევებს, რათა წარმოაჩინოს, თუ როგორ ხდება ამგვარი ტრანსფორმაცია და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ჩვენი ცხოვრებისთვის.

წიგნის ფარგლებში მკითხველი გაეცნობა შემდეგ საკითხებს:

l როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის შემზღუდველი გავლენისგან და როგორ მოვარგოთ სხეული ახალ ცნობიერებას;

l როგორ ქმნის შინაგანი „სიხშირის“ ცვლილება წინაპირობას, შევქმნათ რეალობა ე.წ. „კეთილშობილ“ აწმყო მომენტში;

l ეპიფიზის საიდუმლო მეცნიერებას და მის როლს რეალობის მისტიკურ განზომილებებთან წვდომაში;

l როგორ გადაიტანოთ თქვენი ცნობიერება შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრული მატერიალური რეალობის მიღმა და შეაბიჯოთ უსასრულო შესაძლებლობათა კვანტურ ველში;

l და სხვა მრავალ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს.

ტვინის ვიზუალიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით (მათ შორის ისეთი სავარჯიშოებისა, როგორიცაა სიარულის მედიტაცია) დოქტორი ჯო გვთავაზობს პროგრამას, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გადალახოს ფიზიკური რეალობის საზღვრები და შეაბიჯოს თვისებრივად ახალ განზომილებაში. „სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება, – წერს იგი, – და ჩვენი მომავალიც, რომელსაც მე ვქმნი – მომავალი, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ზებუნებრივ შესაძლებლობებს ეზიარება.“

ჰერმეტიზმი – ეგვიპტელების იდუმალი ფილოსოფია

18,00 

დიმიტრი სტრანდენის ეს ნაწარმოები, რომელიც განსაკუთრებით ღირებულია ეზოთერული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება მათთვის, ვინც დღეს დასავლურ ოკულტურ მაგიასა და ტრადიციებს ეცნობა, რადგანა ამ უკანასკნელის საფუძველი, სწორედ ჰერმეტული სწავლებებია.

მრავალი თვალსაზრისით, ჰერმეტიზმი, რომელიც თავისი არსით ფილოსოფიური სისტემააა, თანამედროვე მაგიური და მისტიკური ტრადიციების წინამორბედს წარმოადგენს, მისი წარმოშობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე თარიღდება. ჰერმეტული ტექსტები ნეოპლატონიზმის, გნოსტიციზმისა და ადრეული ქრისტიანობის კვალდაკვალ გაჩნდა, რომლებიც ღვთაებრივ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ალქიმიის, ასტროლოგიის, სიკეთისა და ბოროტების ბუნების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას.

ჰერმეტიზმი, რომელსაც ჰერმეს ტრისმეგისტუსის სწავლებას უწოდებენ, ორ ნაწილად იყოფა: პირველი გახლავთ ტექნიკური ნაწილი, რომლის მეშვეობითაც, მკითხველისთვის იოლდება სამყაროს სტრუქტურის არსის (ალქიმია, ასტროლოგია და თეურგია (ღვთაებრივი მაგია)) გაგება. ხოლო მეორე, „ფილოსოფიური“ ნაწილი, ზემოთ აღნიშნული ტრადიციის ძირითად იდეებს ავლენს, სადაც არაერთ ღირებულ დებულებას აღმოაჩენთ.

უარყოფილი მეცნიერებების კვლევა

18,00 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში „უმაღლესი მაგიის“ მიმდევრები იკვლევდნენ იმ ინტელექტუალურსა და რელიგიურ ტრადიციებს, რომლებიც ჯერ მიივიწყეს და უარყვეს, ხოლო მოგვიანებით, ბიბლიოფილური პრაქტიკისა და სპეციფიკური ცოდნის წყალობით, ხელახლა აღმოაჩინეს. წინამდებარე ნაშრომში განვიხილავთ ცნობილი „მაგის“ – სტანისლას დე გუაიტას (1861–1897) გარშემო შემოკრებილ მოაზრეთა წრეს.

გუაიტამ აზროვნების იდუმალი მხარე რენესანსისა და მოდერნის ეპოქის ტექსტების მდიდარი კოლექციის დახმარებით შეისწავლა და გაითავისა. მისი გარემოცვის თითოეული წევრი იზიარებდა ამ წიგნების ხელახალი გააზრების აუცილებლობას; მათ თანაბრად იზიდავდათ სხვადასხვაგვარი ნიშნები თუ სიმბოლოები, და საბოლოოდ, არაერთი ორდენისა თუ საიდუმლო საზოგადოების დამფუძნებლებადაც მოგვევლინენ.

სიცოცხლის იმ ფორმათა აღდგენას, რომელთაც „უმაღლესი მაგია“ განასხვავებდა, მივყავართ იმ რიტუალური როლების გადახედვისკენ, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ხელახალ შეფასებას. ეს გამოცემა ფასეული გზამკვლევია ყველასთვის, ვისაც დასავლური ეზოტერიზმის ისტორია, იდუმალი ტრადიციები და ინტელექტუალური საზოგადოებების ფორმირების პროცესი აინტერესებს.

იმპერია

19,00 

თანამედროვე შვეიცარიელი მწერლის, კრისტიან კრახტის რომანი „იმპერია“ მე-20 საუკუნის დამდეგს მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს გერმანელი ნატუროპათისა და ნუდისტის, აუგუსტ ენგელჰარდტის ფათერაკიან თავგადასავალზე. რაც ნაწარმოებში ამქვეყნიური სამოთხის ძიებით იწყება, თანდათან იძენს გროტესკულ, ხშირად კომიკურ განზომილებას და იქცევა ამბად ფანატიზმისა და სიგიჟის, გულუბრყვილობისა და სიხარბის, კოლონიალიზმისა და სისასტიკის შესახებ. როგორც გერმანელი მწერალი დანიელ კელმანი აღნიშნავს, „კრახტის ტექსტები სავსეა მელანქოლიური კომიზმით და მუდამ შეიცავს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი.“

მღვდლის ქალიშვილი

29,00 

„1984“-ისა და „ცხოველების ფერმის“ ავტორის, ჯორჯ ორუელის ადრეული რომანი „მღვდლის ქალიშვილი“ მოგვითხრობს პროვინციელი ანგლიკანელი კლერიკოსის ახალგაზრდა ასულის, დოროთი ჰეარის ცხოვრებაზე.

1935 წელს დაწერილი ეს ნაწარმოები მკვეთრად განსხვავდება ზემოხსენებული ორი წიგნისგან. მასში ორუელი ფსიქოლოგიური რეალიზმის ოსტატად გვევლინება. რომანის გმირი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ქალია, რომლის ცხოვრებაც მამისა და ეკლესიის მსახურებით, მოხუცებულთა დახმარებით შემოიფარგლება.

უბედური შემთხვევის შედეგად დოროთი მეხსიერებას კარგავს, რის შემდეგაც იწყება მისი ოდისეა სრულიად ახალ, უცხო გარემოში: უსახლკაროებსა და ქურდბაცაცებს შორის. საკუთარი თავისა და სამსახურის ძიებაში დოროთი ხან სვიის პლანტაციაზე ცდილობს ლუკმაპურის შოვნას, ხანაც მასწავლებლად მოეწყობა ერთ კერძო სკოლაში. საკუთარი თავის მოპოვების შემდეგ, ანუ მეხსიერების აღდგენისა და სარწმუნოების დაკარგვის შედეგად, იგი უბრუნდება ჩვეულ საცხოვრებელს, ჩვეულ გარემოს, ჩვეულ ვალდებულებებს; კვლავ გრძელდება უწყვეტი ჯაფით აღსავსე ყოფა, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე სხვაგვარი გამხდარა – იმედისა და რწმენის გარეშე.

კოღო ქალაქში

19,00 

ქვა, რომელიც ეძებს თავის შეყვარებულ ქვას, დიდი ხნის წინათ გაჩერებული საათი, რომელიც „რომელიღაც წარსულს სისხლივით ამოანთხევს“, თავისით ფეხადგმული წერტილი, რომელიც არ ემორჩილება არც კალამს არც მწერალს, – გავადევნოთ თვალი უდროოდ დასმული წერტილის მოძრაობა-თავგადასავალს…

მაცხოვარი

10,00 

დეკანოზ ალ. მენის წიგნში ,,მაცხოვარი“ მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება და სწავლება. იგი სახარებას ემყარება. ავტორი მკითხველს სახარების სამყაროს აზიარებს და სახარების მიხედვით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მართებულად გადმოსცემს მსოფლიოში უდიდესი რელიგიის – ქრისტეანობის შემქმნელის მიწიერ ცხოვრებას და სულიერ სწავლებას ისე, როგორადაც შეიძლება რომ ხედავდეს მას ქრისტეს მიმდევარი.

სიყვარული

15,95 

სარა მესას ყველაზე ცნობილი რომანი „სიყვარული“ მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია, მათ შორის სათაურითაც, რომელიც კონტრასტია იმისა, რასაც ეს სიტყვა გვპირდება – თითქოს თბილი, კლასიკური რომანტიკული ისტორიისათვის გვამზადებს, სინამდვილეში კი აღმოვაჩენთ მის არარსებობასა და აბსოლუტურ გაუფასურებას.

რომანის მთავარი გმირი, ნატი, საკუთარი სურვილით ქალაქიდან გადადის პატარა, თითქმის დაცარიელებულ სოფელში, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი წარსული დაივიწყოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

„გაქცევა“, რომლითაც სიმშვიდის პოვნას ცდილობდა გმირი, რეალურად იწვევს მის იზოლაციას, უცნაურ ურთიერთობებს ადგილობრივებთან და დაუძლეველ შინაგან დაძაბულობას.

სოფელი, რომელიც თავიდან არაფრით გამორჩეული, წყნარი და უბრალოებით მიმზიდველი ჩანს, თანდათანობით ავლენს თავის მძიმე, გაუგებარ და ზოგჯერ შემაშფოთებელ სახეს. მკითხველი ხვდება, რომ ამ გარემოში ბევრი რამ რიგზე არ არის, თუმცა ბოლომდე უჭირს გააზრება, რა აღძრავს ამ განცდას – ზედაპირული საუბრები, ურთიერთობები, დაუწერელი და გაუგებარი წესები, უხილავი „სოციალური კონტროლი“ თუ კიდევ სხვა რამ.

ამ რომანში გადმოცემული სიყვარულის ისტორია არ ჰგავს ტრადიციულ რომანტიკულ ურთიერთობას – ესაა რთული, არაკომფორტული, ასიმეტრიული, მტკივნეული ურთიერთობა, ზოგჯერ კი ძალაუფლების, დამოკიდებულებისა და დომინაციის გამოვლენის ფორმა. გაუგებარი რჩება, რას ეძებს ქალი – სითბოს, აღიარებას, სტაბილურობას თუ მარტოობიდან თავის დაღწევის გზას. სწორედ ამ არამკაფიო მდგომარეობაში იბადება სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც თავიდან თითქოს შვებას ჰგავს, მაგრამ ცოტა ხანი სჭირდება იმის გააზრებას, რომ აქაც ერთგვარ მსხვერპლად იქცევა.

შავი ქვიშა

15,95 

ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება. რომანში გადმოცემუხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია, ეს არის გაფრთხილება, რომ წარსული არასოდეს კვდება, ადრე თუ გვიან, ჩვენი სურვილითა თუ ნების გარეშე გვიწევს მასთან პირისპირ შეჯახება.

რომანში გადმოცემულია მამის ოჯახიდან გაქცევა და მისი თანმდევი მოვლენები ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახის მაგალითზე. ეს, ერთი შეხედვით, ბანალური ღალატის ან მიტოვების ტრაგედია ტექსტში ბევრად უფრო ღრმა განზომილებას იძენს.

შვილი ცდილობს გაიგოს მამის კვალი, ჩასწვდეს მისი გადაწყვეტილების არსს. ეს ძიება ნელ-ნელა იქცევა დაუსრულებელ პროცესად – შეცდომებთან, ტკივილებთან, მორალურ თუ ნაკლებად მორალურ გადაწყვეტილებებთან თანაცხოვრებად. თუმცა, გარკვეულწილად, მამის გაგება საკუთარი თავის გაგებასაც ნიშნავს, ამიტომაც ღირს, თუნდაც ეს ძიება უშედეგო აღმოჩნდეს.

ნაწარმოებში გადმოცემული დრო „მარადიული აწმყოა“, ძველი შეცდომები ყოველდღიურად მეორდება, ოღონდ ადამიანის ფიქრებსა და მოგონებებში.

დაბოლოს, რას უნდა ნიშნავდეს შავი ქვიშა და ზღვა? რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ? ნაწარმოებში რომ გარემო არ არის მხოლოდ ფონი, ცალსახაა.

ზღვას ერთდროულად შეუძლია ყველაფერი წაშალოს, გადარეცხოს, თუმცა, ამავე დროს, შეუძლია ნაპირზე გამორიყოს სიმართლე, რომლის დამალვასაც ადამიანი საგულდაგულოდ ცდილობს.

ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო

24,95 

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მექსიკელი მწერლის დავიდ ტოსკანას მოთხრობებსა და რომანებში ერთმანეთს ერწყმის აბსურდი, ირონია და ფილოსოფიური განსჯა.

რომანი „ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომლის გმირებიც უჩვეულო, ექსცენტრიკული ადამიანები არიან, თუკი მოდურ სიტყვას ვიხმართ – მარგინალები, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს ნანგრევებად ქცეული ვარშავის ქუჩებში მიედინება.

მწერალი ცდილობს, რომ იპოვოს, სად გადის ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას, რეალობასა და წარმოსახვას შორის. თუმცა, ომით განადგურებულ ქალაქსა და, რაც მთავარია, ადამიანებში ეს ზღვარი იმდენად მყიფეა, რომ რეალურად არც კი არსებობს.

რომანის გმირები ცდილობენ, ჯერ ნაცების, ხოლო შემდეგ საბჭოელების მიერ ოკუპირებულ ნაქალაქარში ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ადგილი და ცხოვრების არსი.

მკითხველის თვალწინ არაერთი ტრაგედია თუ ტრაგიკომედია ვითარდება, მწერალი ზოგჯერ შავი იუმორით, თუმცა თანაგრძნობითა და სიყვარულითაც კი აღწერს ქალაქისა და მის მცხოვრებთა მცდელობას, გაუმკლავდნენ ყოფიერების სისასტიკეს, ყოველი სასიყვარულო ისტორია, მოლხენა და თავდავიწყება „ჟამიანობის დროს“ ამის მიღწევის საშუალებაა.

კატის თვალი

25,00 

ნათია შაორშაძის სადებიუტო პროზაული ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო რომანია, რომელშიც მკითხველი დაუვიწყარ გმირებთან ერთად საოცრებებით სავსე სამყაროში იმოგზაურებს.

მდოგვის მარცვალი

42,00 

რა ხდება, როც მარცვალი ხედ იქცევა? ესეც იგივე ნაწილია. მარცვალი უნდა მოკვდეს – მხოლოდ ასე გადაიქცევა ის ხედ. ღმერთი მოკვდა სამყაროში. მას არ შეუძლია განზე დარჩეს, ის მასშია, ის ჩაიკარგა მასში. აი, რატომ არ შეგიძლიათ ღმერთის მოძებნა. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ჰიმალაიში, მექაში, კაშში, ანდა სადაც გნებავთ, მაგრამ ვერსად იპოვით მას, რადგან ის აქ არის, ყოველთვის! – ზუსტად ისე, როგორც მარცვალი ცოცხლობს მთელ ხეში. ახლა უკვე მარცვლის მოძებნა შეუძლებელია, რადგან იგი მოკვდა ამ ყოფიერებაში და კოსმოსი გახდა. ის არ არის განყენებული რამ. ის არ ჰგავს დურგალს, რომელიც რაღაცას ქმნის და ხდება განყენებული. ეს შეუძლებელია, ღმერთი მარცვალს ჰგავს, მისგან ხე იზრდება, მაგრამ ის ხეში ქრება. თქვენ ღმერთის პოვნა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ხე გაქრება.

ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ

25,00 

…გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმა მეორეს უთხრას: „ირწმუნე ის, რისიც მწამს, და რაც არ შეგიძლია, რომ ირწმუნო, თორემ მოკვდები… „ირწმუნე, თორემ მოგიძულებ; ირწმუნე, თორემ ყველანაირად გავნებ, როგორც შემეძლება; ურჩხულო, ჩემი რელიგიისა არა გწამს, მაშასადამე, რელიგია არ გაგაჩნია: ღირსი ხარ საშინლად მოგეპყრან სამეზობლოში, ქალაქში, პროვინციაში.“

ამგვარი საქციელი რომ ადამიანური სამართლიდან მომდინარეობდეს, მაშინ იაპონელი ჩინელს უნდა მტრობდეს, ჩინელი სიამელს ვერ იტანდეს; სიამელი დევნიდეს განგელს, ეს უკანასკნელი კი თავს ესხმოდეს ინდოელს; მონღოლი პირველსავე შემხვედრ მალაბარელს მკერდიდან გულს აგლეჯდეს, მალაბარელი სპარსელს ყელს ჭრიდეს, სპარსელი თურქს აღუვლენდეს წირვას: ხოლო ყველანი ერთად მუსრს ავლებდნენ ქრისტიანებს, რომლებიც მათ გარეშეც დიდი ხანია ერთმანეთს ჟლეტენ.

დიდი უცხოელი

25,00 

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად, დღეს ჩვენ აღარ გვჯერა პოლიტიკური თავისუფლების, და ოცნება, ყბადაღებული ოცნება ბორკილახსნილ ადამიანზე დღეს უკვე სასაცილოდ იქცა. მრავალ ქიმერას შორის, რა დაგვრჩა ჩვენ? რამდენიმე სიტყვის ნაცარი. და ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობას, უკვე აღარ ვანდობთ არც საგნებს, არც ადამიანებს, არც ისტორიას, არც ინსტიტუციებს, ჩვენ მას ნიშნებს ვანდობთ.

სამყაროში, სადაც ღმერთი საბოლოოდ მკვდარია და სადაც იციან, მიუხედავად დაპირებებისა, მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან, რომ ვეღარ იქნებიან ბედნიერები, ენა იქცევა ჩვენს ერთადერთ რესურსად, ერთადერთ წყაროდ. ჩვენი მეხსიერების ორმოში, და ჩვენს ყოველ სიტყვაში, ყოველ სიტყვაში, რომელიც ჩვენს თავში დაჭენაობს, გიჟად ყოფნის დიდებული თავისუფლება გვიბრუნდება. და შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზაციაში შეშლილობის გამოცდილება გამორჩეულად მწარეა და გარკვეულწილად, ჩვენი ლიტერატურის საზღვარსაც წარმოადგენს, რომლის მიღმაც უღრანი ტყეა.

ტყუილია, რომ ენა საგნებს მიემართება იმისთვის, რათა ისინი თარგმნოს; საგნები, პირიქით, ენაში შეცულან და შეხვეულან ჩაძირული განძივით, ჩუმად, ზღვის დიად გრგვინვაში. სიტყვები, მათი შემთხვევითი შეხვედრა, მათი არევა, მათი პროტოპლაზმური ტრანსფორმაციები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთდროულად ნამდვილი და ფანტასტიკური სამყარო იშვას, ჩვენს ბავშვობაზე ბევრად ძველი…“

მიშელ ფუკო

შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური

135,00 

წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

Treasures of Medieval Georgian Christian Art

135,00 

წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

Georgian Manuscript Heritage/ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა

135,00 

წიგნში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური კოლექცია, რომელიც ასახავს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ქართველი ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ხანგრძლივ გზას, მხატვრული თუ მსოფლმხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ეტაპებს. მკითხველი აქ გაეცნობა ქრისტიანული მწერლობის, მხატვრული ლიტერატურის თუ საისტორიო მწერლობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ეს უნიკალურ მემკვიდრეობა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მნიშვნელოვანი საგანძურია. სამეცნიერო-პოპულარული წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

ქრისტეს მეგობრები

135,00 

ქრისტეს მეგობრები არის პოპულარულ ენაზე გადმოცემული წმინდანების ცხოვრება.

ტყის ბაღის ზღაპრები

20,00 

3 წლის წინ, მოულოდნელად, ტყის საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგად ანუ ტყედაგოგად. ამ წიგნით ტყეში ნანახი ამბების გაზიარება მოვინდომე, ცოტა ფანტაზიაც დავამატე და ამ მომენტისთვის ეს გამოვიდა. ალბათ კიდევ გავაგრძელებ…

მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი პატარა მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ტყის ბაღის სამყაროს არსებობისთვის ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდია. ასაწყობი ფაზლივით სულ ნაწილებად ვაგროვებდი ყველა სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ტყის ბაღის ,,ველური ბავშვებისგან“ იფრქვეოდა.