Showing 1716–1750 of 7598 resultsSorted by latest

Драконы моря Отчаяния

10,00 

К полуночи в главном магистрате Империэль Таллас людей почти нет.Только гоблины натирают пол тыквенным соком, да малые демоны ползают по стенам, собирая Усталость, Печаль и Боль, что каждый день приносят с собой посетители…Да из канцелярии слышится скрип перьев – это клерки готовятся к Зодиакальному синедрионy, где лучшие астрологи Тысячеградья выберут новые цвета для неба, луны и звезд на каждый из семнадцати месяцев будущего года.Людей почти нет…Есть только я – лорд Шеннон и ведунья Снежана.И нам поручили новое дело – разобраться с бандами пиратов моря Отчаяния…

თანამგრძნობი

29,90 

„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.

წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასო­წარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.

ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.

უკანონოდ შობილთა ნიშნით

17,90 

რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.

საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.

წრიპა ბიჭის დღიური ტვინის გაუნძრევლად (18)

11,90 

გრეგ ჰეფლის არასდროს ეხალისებოდა სკოლაში სიარული. ამიტომაც არ ადარდებს დიდად, ქალაქის მერია სკოლის დახურვას რომ გადაწყვეტს.

თუმცა მალე იგებს, რომ მასა და მის საუკეთესო მეგობარს, როული ჯეფერსონს სხვადასხვა სკოლაში გაანაწილებენ. შეძლებენ გრეგი და მისი მეგობრები სკოლა სამუდამო დახურვისგან გადაარჩინონ?

თუ ეს გრეგის ცხოვრებაში საერთოდ ახალი თავის დასაწყისია?

წერილი ოქროსფერი მარკით

12,90 

ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.

ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს.

პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.

დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული

8,90 

ყურადღება, ყურადღება!

ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.

აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?

მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!

დანიელ ფიფია – ბულათია

14,95 

ეს წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ეს გამარჯვება ისტორიაში შევა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.

ეფუთიში გოშინა

19,95 

გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.

გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.

წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.

ამერიკული კომფორტ ფუდი

39,95 

რომელი საჭმელი ასოცირდება თქვენთვის ამერიკულ კულინარიასთან? ჩემთვის ეს უპირობოდ ბურგერია. ამით გავიცანი ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრებმა. ამერიკელები ყველაზე ხსირად სწორედ ბურგერებს მიირთმევენ. როგორ ამზადებენე, ეგსხვა ამბავია და ამაზე დეტალურად წიგნში წაიკითხავთ. ასევე აღმოაჩენთ სხვა კერძებს, რასაც აქაურები ყოველდღიურად ან დღესასწაულებზე მიირთმევენ,ისტორიებს, თუ როგორც შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა ეს კერძები რაციონში. ზოგი კერძო ოდნავ გადახალისებული და გამარტივებულია.