წიგნების კატალოგი
მცურავი სამყაროს სევდა
16,95 ₾ეს პატარა წიგნი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავს, მკითხველო, დაწერილია ადამიანის მიერ, რომლისთვისაც კარგა ხანია, ღამე წასულია და დღე დამდგარია. ის გაცდენილია საზღვრებს, მიჯნებს, ლიტერატურულ ბორკილებსა და ნაირ-ნაირსა და თავსმოხვეულ ჩარჩოებს. მასზე ვერ იტყვი, რომ ქართველი მწერალია. მერე რა, რომ ქართულად წერს და ქართულ სიტყვასთან ჭიდილში ძერწავს თავის სათქმელს. ავტორი ამ დედამიწის შვილია და მისი შემოქმედება ეკუთვნის ამ სამყაროს, რომლის შვილები ჩვენ ყველანი ვართ: სხვადასხვა რასობრივი, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების წარმომადგენლები. „გვაქვს უთვალავის ფერითაო“ არც ამისი მთქმელი იყო მარტო ქართული კულტურის შვილი. ისიც ყველასი იყო და ყველასი არის.
მელიას კუდი
14,95 ₾„თამარ ჟღენტის ლირიკულ ხილვებში ერთმანეთში გადაედინება სიყვარულის მიწიერი და ზეციური ბუნება, მძაფრი დრამატიზმი მიწიერებისა, ღვთიური ნათელით რომ უნდა განელდეს და გაცისკროვნდეს და ჩააცხროს ხოლმე დროდადრო ამოხეთქილი ფორიაქი და მღელვარება:
„როგორც ზეცაში ამაღლებულს,
სიტყვას, რული
არ ეკიდება,
ისე სიყვარულს – ყოფის მტვერი,
თითქოს არ იცი!“
როგორც ამ სტრიქონებში შემოდის დიდი სიფაქიზით მისტიკური ფონი, ისე მთელ კრებულში და მისგან ამოიზრდება ის იმედი, საშველად რომ უნდა მოევლინოთ ყველასაგან მიტოვებულ ან ვერავისგან ვერშეცნობილ შეყვარებულებს, იმედი, რომელიც უნდა გარდაისახოს ლექსად – შეყვარებულ სულთა უცნაურ მესაიდუმლედ.“ – როსტომ ჩხეიძე
ნახევარქალი
19,95 ₾2015 წელს ტამილელმა მწერალმა პერუმალ მურუგანმა ლიტერატურული თვითმკვლელობა ჩაიდინა. „მწერალი პერუმალ მურუგანი მკვდარია“, დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, „თავი დაანებეთ“. მან მითითება მისცა თავის გამომცემლებს, მისი წიგნების გაყიდვა შეეწყვიტათ და მკითხველებს კი მათი დაწვა სთხოვა.
თვეების განმავლობაში მასზე ნადირობდნენ მემარჯვენე ინდუსების ჯგუფები, რომლებმაც მიზანში ამოიღეს მისი ძველი რომანი „ნახევარქალი“ (2013 წ.), მასში აღწერილი რელიგიური დღესასწაულის გამო, რომლის დროსაც უშვილო ქალებისთვის, დაფეხმძიმების მიზნით, ნებადართული იყო დაწოლა სხვა კაცებთან. არავითარი დამღა – ერთი ღამით ყველა კაცი ღმერთად იყო მიჩნეული და თითოეული ჩასახული ბავშვი ნახევარღმერთად. მიუხედავად იმისა, რომ მურუგანი ირწმუნებოდა, ამ ჩვეულების კვალს მის მშობლიურ მხარეში, ტამილ ნადუში მიაგნო, ფუნდამენტალისტებმა მასშტაბური კამპანია მოუწყვეს და ინდუსი ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. წიგნს წვავდნენ ქუჩებში და ითხოვდნენ მის აკრძალვას. ხელისუფლებამ აიძულა ავტორი ჯერ ბოდიში მოეხადა, შემდეგ კი საკუთარი სოფლიდანაც გაქცეულიყო. მისი თქმით, იგი „მოსიარულე გვამად“ იქცა.
ჯიადი
24,95 ₾ადამ მიცკევიჩის აზრით, ადამიანი მხოლოდ სიყვარუ- ლისთვის კი არ არის შექმნილი, მან სიყვარული ჯერ დედამიწაზე უნდა განიცადოს – რა თქმა უნდა, მისთვის შესაძლებელი ფორმით – რომ სიკვდილის შემდეგ სამოთ- ხე დაიმსახუროს. სიყვარული ისევე ამზადებს ყველას ხსნისათვის, როგორც – ტანჯვა. მისი პოემა „ჯიადი“ სამი დამოუკიდებელი – ერთმანე- თისაგან განსხვავებული, თუმცა ერთმანეთს მორგებული დრამისაგან უფრო შედგება, ვიდრე ფაბულის ძაფით შეკრული სამი ნაწილისაგან. ამის მიუხედავად, თუ ემოციებისა და სიმბოლოების ლო- გიკას მივყვებით და არა მოვლენებისა, იგი ისე იკითხება, როგორც თანამიმდევრულად მოთხრობილი ამბავი. თუმ- ცა ავტორი აცნობიერებს, რომ პოემის სიმბოლური შრე აბსტრაქტულ ორნამენტად ან თეორიულ ტრაქტატად იქ- ცეოდა, თუ ფაქტებში არ იპოვიდა დასაყრდენს. ეს არის დრამატული პოემა ოთხ ნაწილად, რომელსაც დამატებით წინ უძღვის ლექსი ,,ყარიბი“ და ლექსების ციკლი, რომელსაც შესავლის ფუნქცია აქვს. პოემა იწე- რებოდა ჯერ 1821-22 წლებში, ხოლო გარკვეული შუალე- დის შემდეგ – 1831 წლის პირველ ნახევარში. მიცკევიჩის შემოქმედება პოლონური სულიერების გამოხატულებად მიიჩნევა – იმგვარი იდეოლოგიური და ემოციური ფორმის გამოხატულებად, როგორადაც ისტორიამ ჩამოაყალიბა. „ჯიადი“ კომპილაციაა პიესებისა, რომლებსაც იდეის გარ- კვეული ევოლუცია აერთიანებს. ამ იდეას, ჩვეულებრივ, მესიანიზმად მოიხსენიებენ. პოლონურ მესიანიზმს გან- საკუთრებული ფორმა აქვს, თუმცა ევროპული რომან- ტიზმის მიმდინარეობაში განცალკევებით კი არ დგას, უფრო მისი თავდაპირველი ვერსიაა.
არქიპელაგი გულაგი
39,95 ₾„არქიპელაგი გულაგი“ რუსი მწერლისა და პუბლიცისტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. მისი პირველი ნაწილი 1973 წელს გამოიცა პარიზში, საბჭოთა კავშირში კი, სადაც სოლჟენიცინის ნაწარმოებთა დაბეჭდვა-გავრცელება კანონით ისჯებოდა, იატაკქვეშა გამომცემლობებში – სამიზდატებში იბეჭდებოდა, ან ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. წიგნი სამი ტომისგან შედგება. პირველ ტომში აღწერილია ის გზა, რომელსაც ადამიანები გადიოდნენ დაპატიმრებიდან გულაგში მოხვედრამდე. „ჩემი თაობის ადამიანების ნაწილი, და მათ შორის მეც, ალექსანდრ სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგს“ მის ხელში ჩაგდებამდე და წაკითხვამდე ბევრად ადრე დეტალურად ძალიან კარგად ვიცნობდით, რადგან ჩვენ იგი… მოსმენილი გვქონდა. დიახ, მოსმენილი! საქმე ისაა, რომ ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ, 1974 წლის იანვარში „რადიო თავისუფლების“ რუსულმა რედაქციამ დაიწყო „არქიპელაგი გულაგის“ პირდაპირ ეთერში კითხვა. კითხულობდნენ ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში. პარალელურად, „ამერიკის ხმა“ რომანიდან ნაწყვეტებსა და ახალ-ახალ რეცენზიებსაც კითხულობდა. წიგნის გამოცემა ბირთვულ აფეთქებას ჰგავდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მთელი მსოფლიოსთვის გასაგები გახდა საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნამდვილი, გიგანტური მასშტაბები. წიგნმა არა მარტო საბჭოთა კავშირი ამხილა, არამედ სასტიკი სილა გააწნა ცივილიზებულ დასავლეთსაც, რომლის უდიდეს მოღვაწეებს, ჟან-პოლ სარტრიდან დაწყებული და ბერტრან რასელით დამთავრებული, კომუნიზმისადმი სიმპათიაზე უარი მანამდე ვერაფერმა ათქმევინა. დორის ლესინგმა, სხვათა შორის, მანამდე ინგლისის კომუნისტური პარტიის სტაჟიანმა წევრმა, განაცხადა, რომ ამ წიგნმა „დაამხო იმპერია“. ასეთი წიგნი სხვა არ არსებობს. საშინელი სიმართლის ეს გიგანტური მოწმობა ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებასა და 257 პატიმრის წერილებს, მოგონებებსა და ზეპირ მოთხრობებს. ეს გამორჩეული წიგნია. მისი მთავარი იარაღი შიშველი სიმართლეა – ზღაპრულად რეალისტურადაა ნაჩვენები, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ზნეობისა და უზნეობის გზაზე, რა სიმაღლეზე შეიძლება ავიდეს იგი და რა უფსკრულში შეიძლება გადაიჩეხოს“. – ლევან ბერძენიშვილი
მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
24,95 ₾ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი წერდა: მოგზა- ურობა ჩარლისთან ერთად გვიჩვენებს, თუ რამდენად შინაარსიანი შეიძლება აღმოჩნდეს სულ უბრალო ხე- ტიალიც კი – ამერიკის სხვადასხვა მხარეში, მხოლოდ ძაღლის თანხლებით. ესაა გზააბნეულობისა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნის ამბავი. „მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად“ 1962 წელს გამოქვეყნდა, წიგნი სტაინბეკის მოგზაურობის მემუარებია. ერთ დღეს მწერალი გადაწყვეტს ახლიდან აღმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა და თავის პუდელთან, ჩარ- ლისთან ერთად ამერიკის გარშემო დიდ მოგზაურობას იწყებს. ეს მოგზაურობა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ამერიკული ცხოვრების, იდენტობის, კულტურის ღრმა და საინტერესო კვლევას წარმოადგენს, ეს წიგნი არის მწერლისეული დაკვირვება საკუთარი ქვეყ ნის წარსულსა და აწმყოზე. მოგზაურობა ხანგრძლივი და უმისამართოა და ის, რაც წინასწარ განსაზღვრული ან დაგეგმილია, ვერასდროს სრულდება. მწერალი თვეების განმავლობაში შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას უამრავ რამეს აღმოაჩენს, ხოლო ის, რაც კარგად ნაცნობი ეგონა, აღმოჩნდება, რომ სრულიადაც გაუცხოებული და ფერშე ც- ვლილია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საზოგადო- ების ინდიფერენტულობა, უიმედობა და ხანდახან უნ დობლობაც კი, რომელიც ხშირად რასასთან, პოლიტი- კასთან და სოციალურ დაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებთან იგივდება. სტაინბეკის თქმით, მან ნამდვილად არ იცოდა რას ეძებდა და არც იმაში იყო დარწმუნებული, ამ მოგზაურობის შედეგად რა იპოვა, თუმცა ეს წიგნი მკითხველს 60-იანი წლების სრულიად განსხვავებულ ამერიკასა და ამერიკულ საზოგადოებას ნამდვილად აღმოაჩენინებს.
შვილიშვილი
27,95 ₾1964 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ ბერლინში გამართულ ახალგაზრდულ შეკრებაზე, რომელშიც ორად გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილიდან მონაწილეობენ სტუდენტები, აღმოსავლეთ ბერლინელ ბირგიტსა და დასავლეთ ბერლინელ კასპარს ერთმანეთი შეუყვარდებათ. კასპარი ბირგიტს ყალბი საბუთებით დასავლეთ გერმანიაში გაქცევაში ეხმარება. მხოლოდ ბირგიტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენს უკვე სამოცდაათს მიტანებული კასპარი, რა საიდუმლოს ინახავდა მისი ცოლი, რა იყო ფასი, რო- მელიც მან სიყვარულისა და თავისუფლებისთვის გადაიხადა – ბირგიტს გდრ-ში რამდენიმე თვის ქალიშვილი დაუტოვებია. კასპარი ქალიშვილის ძებნას იწყებს; ძებნა კი წარსულში მოგზაურობად, ორად გახლეჩილი გერმანიის ძველ და ახალ ჭრილობებთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოებისა და დაახლოების სიძნელეებთან შეხვედრად ექცევა. მის ცხოვრებაში უეცრად ჩნდება შვილიშვილი – თოთხმეტი წლის ზიგრუნი, რომელიც სრულიად სხვა, უცხო სამყაროში ცხოვრობს. კასპარი მოთმინებით ცდილობს გოგონას გაგებასა და მის გათავისუფლებას ყველაფერ უცხოსადმი მტრულად განწყობილი, მისთვის გაუგებარი მსოფლმხედველობისგან. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი მწერლის, ბერნჰარდ შლინკის 2021 წელს დაწერილი „შვილიშვილი“ ავტორის მესამე რომანია „წამკითხველისა“ და „ოლგას“ შემდეგ, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.
სიყვარულსა და სხვა დემონებზე
27,95 ₾გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში. „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე. ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც. იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა. და თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.
დათო გორგილაძე
ლომგულები
29,95 ₾ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.
„ლომგულები საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.
მისნის სიმღერა
24,95 ₾პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.
ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით.
ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას.
ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ
პირანიები
14,95 ₾შემთხვევითი არ არის, რომ ნათელა ჯანელიძის პოეტური კრებული “არყოფნის” ლექსით იწყება, რადგან ეს წიგნი თავიდან ბოლომდე არყოფნის წიგნია.
აჰორნალეეს 3
12,95 ₾ცოტნე ჩიქოვანის რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი თავად დროა, რომელიც ისე ულმობლად, სწრაფად გაიქცა, რომ ავტორთან ერთად თითქოსდა სხვა პლანეტაზე, პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდით. ნამდვილი მთავარი გმირი კი საკუთარ წარსულს იკვლევს : მიზნები, ოცნებები, შეცდომები, სურვილები კი ერთ სიბრტყეში ლაგდება. წარსული, აწმყო და მომავალი ერთ წამში, ერთ ზმანებაში ექცევა.
სხვების თბილისი
19,95 ₾„თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკში,როცა ჩემი ლიტერატურული ნიჭი აღმოვაჩინე,მაშინვე მივხვდი,რომ ცხოვრებაში ბევრი ფული არასოდეს მექნებოდა“ – წერს მირიან რჩეულიშვილი, ახალგაზრდა ავტორი, თავის სადებიუტო წიგნში. წიგნს შევუყევი თუ არა, ვიგრძენი, რომ ამ მოკლე, ქრონიკული ბმის ჩანახატებს შესანიშნავი კომპოზიციური თვისება აქვთ, ნოველისებური, თავისი საწყისით და სასრულით. ყოველი მათგანი ერთ ძარღვზეა აგებული და წიგნის მთლიანობას კრავს. ყოველი მოთხრობა ერთმანეთს მოასწავებს და უფრო და უფრო კარგად გვიხატავს მთლინ სურათს.
მხოლობითი რიცხვი
14,95 ₾რთულია, ერთი წიგნის ამბავი ორ აბზაცში ჩაატიო და მკითხველიც დააჯერო, რომ წიგნს გულგრილად არ ჩაუაროს. მით უფრო, რომ ეს წიგნი პოეზიაა. “მხოლობითი რიცხვი” ძალიან ჰგავს ავტორს. თამთა დოლიძე მხოლობითი რიცხვის პოეტია.
ემპუსების ნადიმი
24,95 ₾1913 წლის სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ქვემო სილეზიის დაბა გიორბერსდორფში, სადაც იმ დროისათვის მთელ ევროპაში ცნობილი სანატორიუმი ფუნქციონირებს, ჩადის ლვოვის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მეჩისლავ ვოინიჩი და თან დიდი საიდუმლო ჩააქვს. ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა სწრაფი განკურნების იმედით მამაკაცთა პანსიონატში ჩერდება. ამავე სნეულებას ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დანარჩენი სტუმრებიც, რომლებიც სამკურნალო პროცედურებისგან თავისუფალ დროს ადგილობრივი სასმლის, შვემერაის, …
ვიდრე ვარ-ხარ
21,60 ₾წიგნი „ვიდრე ვარ ხარ“ ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას აერთიანებს. მის პოეზიაში მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული ყოფიერებითი სევდა და გამოხატულია სხვადასხვა ადამიანური ცნებები სიყვარულთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით. პოეტი თავისი სათქმელის გადმოცემას ალეგორიების მეშვეობით ცდილობს და ხშირად გარდაქმნის განცდებს ბუნებრივ მოვლენებად, როგორებიცაა: ქარი, წვიმა, გაზაფხული და ზამთარი…
საათები
15,95 ₾გენიალურ მაძებარს ერკიულ პუაროს ამჯერადაც წმინდა ინგლისური მკვლელობების გამოძიება მოუწევს და პირველი მართლაც სასტიკია უცნობი მამაკაცი ჯერ ნარკოტიკით გააბრუეს, შემდეგ კი დანა გაუყარეს გულში… რამდენიმე დღეში მბეჭდავი გოგონა მოახრჩვეს შარფით. ამ ერთმანეთთან დაკავშირებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნაში პატარა ბელგიელს დაეხმარება… საათები იატაკზე დასადგამი, კედლის, ბუხრის თაროს, მაგიდის და რატომღაც, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს აჩვენებს
ჩვენ
14,95 ₾ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.
ფარშავანგი და ბეღურა
17,95 ₾აღმოსავლეთი – გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი – ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება – მისდა უნებურად, ის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.
Democratic values in the history of azerbaijan
16,80 ₾Edited by Leila Alieva, Democratic values in the history of Azerbaijan is the latest publication of the Center for National and International Studies.
It details the proceedings of eight round tables which the Centre for National and International Studies completed in 2008-2009 in the regions of Azerbaijan.These conferences were conducted in Sheki, Ganja, Salyan, Shirvan, Guba, Masalli, Balakan and Barda in connection with the 90th anniversary of the first democratic republic of Azerbaijan – the Azerbaijan Democratic Republic – of 1918-1920.
Harry Potter Deathly Hallows Hardcover Ruled Journal
25,00 ₾Years after the final film hit theaters, the blockbuster Harry Potter franchise continues to have a devoted and growing fan base. This finely crafted journal-one of four Harry Potter journals based on this popular franchise-are designed to display the gorgeous concept art created for the Harry Potter films, featuring fan-favorite locations such as Hogwarts School of Witchcraft and Wizardry, and more. Fans can choose among the four journals-Gryffindor, Slytherin, Hogwarts, and Deathly Hallows-or collect them all. With sturdy construction and sewn bindings, this journal lies flat, and the 192 lined, acid-free pages of high-quality, heavy stock paper take both pen and pencil nicely to encourage inspiration. The journals also feature a ribbon placeholder, elastic closure, and a 7.5 x 4.5-inch back pocket, ideal for holding photographs and sketches. The perfect accessory to the beloved Harry Potter film series, this Harry Potter Deathly Hallows Hardcover Ruled Journal invites fans to chronicle their own adventures.
Burmese Days – George Orwell
26,00 ₾Set in the days of the Empire, with the British ruling in Burma, Orwell’s book describes corruption and imperial bigotry. Flory, a white timber merchant, befriends Dr Veraswami, a black enthusiast for the Empire, whose downfall can only be prevented by membership at an all-white club.
Dandelion Wine
27,00 ₾An endearing classic of childhood memories of an idyllic midwestern summer from the celebrated author of ‘Farenheit 451’. “He stood at the open window in the dark, took a deep breath and exhaled. The street lights, like candles on a black cake, went out. He exhaled again and again and the stars began to vanish. Douglas smiled. He pointed a finger. There, and there. Now over here, and here. . .Yellow squares were cut in the dim morning earth as house lights winked slowly on. A sprinkle of windows came suddenly alight miles off in dawn country. ‘Everyone yawn. Everyone up.'” In the backwaters of Illinois, Douglas Spaulding’s grandfather makes an intoxicating brew from harvested dandelions. ‘Dandelion Wine’ is a quirky, breathtaking coming-of-age story from one of science fiction’s greatest writers. Distilling his experiences into “Rites & Ceremonies” and “Discoveries & Revelations”, the young Spaulding wistfully ponders over magical tennis shoes, and machines for every purpose from time travel to happiness and silent travel. Based upon Bradbury’s own experiences growing up in Waukegan in the 1920s, ‘Dandelion Wine’ is a heady mixture of fond memory, forgiveness, magic, the imagination and above all, of summers that seemed to go on forever.
The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism
57,00 ₾Max Weber’s best-known and most controversial work, The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism, first published in 1904, remains to this day a powerful and fascinating read. Weber’s highly accessible style is just one of many reasons for his continuing popularity. The book contends that the Protestant ethic made possible and encouraged the development of capitalism in the West. Widely considered as the most informed work ever written on the social effects of advanced capitalism, The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism holds its own as one of the most significant books of the twentieth century. The book is one of those rare works of scholarship which no informed citizen can afford to ignore.
Doctor Zhivago
32,00 ₾First published in Italy in 1957 amid international controversy, Doctor Zhivago is the story of the life and loves of a poet/physician during the turmoil of the Russian Revolution. Taking his family from Moscow to what he hopes will be shelter in the Ural Mountains, Zhivago finds himself instead embroiled in the battle between the Whites and the Reds. Set against this backdrop of cruelty and strife is Zhivago’s love for the tender and beautiful Lara, the very embodiment of the pain and chaos of those cataclysmic times.
ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია
12,90 ₾ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.
სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?
ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.
ჯასპერ ჯოუნსი
17,90 ₾ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.
მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…
„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
განშორებათა წითელი წიგნი
14,90 ₾ფინელი დრამატურგის, მწერლისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექსტია, რომელშიც სათავისო ბარიკადს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისაც იდეოლოგიური, პოლიტიკური, სექსუალური და, რაც მთავარია, შინაგანი ცვლილება, რადიკალური გარდასახვა და ამით სრული ჰარმონიის მიღწევა უნდა.
თხრობა 2002 წლის აგვისტოს ცხელ დღეს იწყება, თუმცა მალევე ინაცვლებს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ფინეთი იყო წითელი, წითლად აზროვნებდა და სადაც კი წინააღმდეგობას აწყდებოდა, წითელ კვალს ტოვებდა. მაგრამ სწორედ აქ იფურჩქნება ლურჯი ზაფრანების თაიგული – კანონით აკრძალული სიყვარული და ამბავიც კარდიოგრამასავით ცვალებადი, ტეხილი, აღმასვლითა და დაცემით სავსე ხდება.
პირკო საისიო უშურველად გვიყვება საკუთარ ისტორიას, რისთვისაც მესამე პირში თხრობას ამჯობინებს, თუმცა როგორც კი სცენაზე გულის სიღრმეში დაუნჯებული ყველაზე სათუთი ეპიზოდი გამოაქვს, პირველ პირს ისევე იბრუნებს, როგორც ერთ დროს საკუთარი თავი დაიბრუნა და ნახსენებ ჰარმონიასაც მიაღწია.