ქართული
საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ
20,00 ₾მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ისტორიული ფიგურაა, საკუთრივ საქართველოს ბედზე მის გავლენაზე ყურადღება ჯერაც არ გამახვილებულა. დღემდე არ არსებობს ამ ტიპის არც სამეცნიერო, არც სამეცნიერო – პოპულარული და არც თუნდაც მხატვრული ნაშრომი; არ გადაღებულა ფილმი, არ გამართულა კონფერენცია. ეს წიგნი ქართულ დისკურსში მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა.
ამ წიგნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა აშკარა გახდა, რომ, სტალინის ფიგურის პოპულარობის ზრდასთან ერთად, რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში მისი მნიშნვნელობა სულ უფრო წინ იწევდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, რასაც ეყრდნობა კიდეც წიგნი. ესაა კოლაბორაციული პროექტი სოვლაბსა და ტექსტის ავტორ მწერალ ლაშა ბუღაძეს შორის, რომელიც აქტიურად მუშაობდა სოვლაბის გუნდთან ერთად.
სიუჟეტი პარალელური თხრობის პრინციპით ვითარდება – ერთი მხრივ, სტალინის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა, ხოლო, მეორე მხრივ, მოდერნული და დემოკრატიული საქართველოს პროექტი, რასთან შეუთავსებლობა და კონფლიქტი სტალინის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და, ამავე დროს, დრამატული ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომს, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მნიშვნელოვანი მემუარები, სადაც ავტორები პირად გამოცდილებას ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა.
The Billion Dollar Spy
30,00 ₾January 1977. While the chief of the CIA’s Moscow station fills his gas tank, a stranger drops a note into the car.
In the years that follow, that stranger, Adolf Tolkachev. becomes one of the West’s most valuable spies. At enormous risk, Tolachev and his handlers conduct clandestine meetings across Moscow, using spy cameras, disguises, and secret codes to elude the KGB in its own backyard – until a shocking betrayal puts them all at risk.
Drawing on previously classified CIA documents and interviews with first-hand participants, ‘The Billion Dollar Spy is a brilliant feat of reporting and a riveting true story from the final years of the Cold War.
“Non-fiction as rich and resonant as a spy novel by John Le Carre or Graham Greene.” – Mail on Sunday
“An astonishingly detailed picture of espionage in the 1980s, written with pacey journalistic verve and an early contemporary feel.”
– Brian Macintyre, The Times
Wild nights out
32,00 ₾Learn how to call for owls, walk like a fox and expand your sensory perceptions. Wild Nights Out is a wonderful new hands-on guide for those who wish to take kids (of all ages) outdoors for fun, thrilling nighttime nature adventures.
Parents, grandparents, teachers and nature educators alike will discover a wealth of unique activities to explore the natural world from dusk till dawn. Alongside games, walks and exercises to expand our senses, storyteller and outdoor educator Chris Salisbury will bring this unexplored nocturnal dimension to life with lore about badgers, bats and minibeasts as well as tales of the constellations and planets to share around the campfire.
In Wild Nights Out you can expect to find:
25 fun and informative games and activities
Practical information on how to conduct night walks safely
Animal facts and stargazing stories
Beautiful black-and-white illustrations throughout
Nature has so much to offer at night, so let Wild Nights Out be your guide to the dark. It will boost the resilience and self-confidence of children and adults, and instill a lifelong love of having fun in the outdoors when the sun goes down.
საშიში იდეალისტები
18,00 ₾ძვირფასო მკითხველო, მადლობა, რომ “საშიში იდეალისტების წაკითხვა გადაწყვიტე. რაზეა, ვისზეა წიგნი? ჩემი მოკრძალებული აზრით, “პირველად იყო სიტყვა” უბრალოდ სიტყვები არ არის, სიტყვა იდეაცაა. სახელმწიფოს კი იდეალისტები ქმნიან და აშენებენ. ამიტომ წიგნი იდეალისტებზეა; ის ჩემზეა, შენზეა, მასზეა – ადამიანებზეა, რომლებიც არ იღლებიან და მუდმივად იბრძვიან პროგრესისთვის.
მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი
33,00 ₾,,მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი,,
არის ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი მზის ბილიკების ძიებაში გადაიკარგა და სამი ვარდი(სული, გული და გონება) ერთ ჰარმონიაში ვერ მოიყვანა.
წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად: გულის ხმა, სულის ხმა , გონების ხმა , და მზის ბილიკებზე გადაკარგული.
წიგნი აღწერს თითეოულის სათქმელს ადამიანითვის მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
წიგნი შექმნის მოტივი იყო, ადამიანებისთვის ლექსების სახით მიმეწოდებინა სიცოცხლის მამოძრავებელი სამი ძალის:სულის, გულის და გონების ხმა.
ტიბეტური საგანძური
33,00 ₾ტიბეტური საგანძურის წაკითხვისას გმირებში ამოიცნობთ სხვადასხვა რამეს, ზოგიერთი ვიღაცებს განასახიერებენ. ამასთანავე, ოლივერი სრულიად შემთხვევით შეიქმნა. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ბიჭში გავაიდეალე ყოველივე, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ავტორი ვარაუდობს, რომ ერთ დღეს ეყოფა გამბედაობა და იტყვის ვის პორტრეტებს წარმოადგენს ორი მთავარი პერსონაჟი.
ნაკურთხი ბომბი
25,00 ₾ძიების დაუცხრომელი ჟინი, ექსპერიმენტატორობა ერთ-ერთი არსებითი ნიშანია ჯანო ჯიქიძის შემოქმედებითი ბუნებისა და სტილური არჩევანისა, ყოველივე ძალდაუტანებლად რომ მოედინება მისი დაუშრეტელი ფანტაზიის წყალობით და მკითხველს ახალ და ახალ სიურპრიზებს უმზადებს, არამარტო გარეგნულად ეფექტურს, არამედ სიღრმისეულსაც, თამაშ-თამაშით რომ აზიარებს ცხოვრებისეულ სიბრძნეებს. “ნაკურთხი ბომბი” კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა ჯანო ჯიქიძის მრავალფეროვანი წარმოსახვისა, იუმორით განათებული და შინაგანი სიმძაფრით დამუხტული, ეს ყოველივე ბუნებრივად რომ გადადის ერთიმეორეში და განსაზღვრავს თხრობის დინამიზსმა და ექსპრესიას. ნახატები მხოლოდ ილუსტრაციები არ არის, უშუალო მონაწილეა სიუჟეტისა, მისი განუყრელი ნაწილი და მკითხველის დამკვალიანებელი იმ მჩქეფარე გარემოში, “ნაკურთხი ბომბის” უჩვეულო მხატვრული რეალობა რომ შემოგვთავაზოს.
ჭიტა აი რას ხედავს ჩვილი
10,90 ₾„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.
პირველი წიგნი, აი რას ხედავს ჩვილი
11,90 ₾,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.
წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან,რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.
დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო
10,90 ₾ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.
ცხებული და შერისხული
20,00 ₾ანო ტვილდიანი თავის წიგნში – “ცხებული და შერისხული” სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო თემას ფილოსოფიური კუთხით ეხება. რომანში წამოჭრილია, როგორც სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოებრივი ფორმების საკითხები, ისე განკერძოებით ადამიანური ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ერთმანეთთან პერსონაჟების მეშვეობით აკავშირებს. რომანი გამოგონილ სახელმწიფოში განვითარებულ პროცესებზე მოგვითხრობს, სადაც სახელმწიფო ხელისუფალნი და მმართველობის ფორმები ერთმანეთს ენაცვლებიან…
1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება
20,00 ₾1924 წლის ეროვნული აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზიარი“ გთავაზობთ ერიკ ლის ახალ წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება – საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.
ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.
პენელოპიადა
14,95 ₾„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.
საქართველოს არქეოლოგიისთვის
39,95 ₾წინამდებარე წიგნში საქართველოს იბერია-კოლხური პერიოდის (ძვ. წ VI ს – ახ.წ. IV ს.) ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებია განხილული.
ნაშრომში ახალი არქეოლოგიური მასალისა და წერილობითი წყაროების ურთიერთშედარებისა და კვლევის საფუძველზე, გარკვეულწილად, ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიის მეტ-ნაკლები აღდგენა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მითხველისთვის. ის ახალ, საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის სკოლის მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი
38,00 ₾სლოვენი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი სლავოი ჟიჟეკი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოაზროვნეა. იდეოლოგიის და სუბიექტის თემის გააზრებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი “იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი”. ამ წიგნმა ჟიჟეკს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.
თეთრი ქალაქი
29,95 ₾ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრის გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს. ასე შეიქმნა ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობებზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე და გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე. მართალია, ზღაპრის ბოლო კეთილია, ცხოვრება კი არ ჰგავს გამოგონილ, ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ მუდამ ფასეულია ზნეკეთილობა და სათნოება…
სამი ომი
14,95 ₾„ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა – მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ. ოღონდ, აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს „დნება“ – სამუდამოდ რჩება შენში. ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ნამდვილია. ფაქტებიც და მოვლენებიც ომის რეპორტიორის სიზუსტითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც იწერებოდა (ტექსტის ნაწილი – უშუალოდ ფრონტზე). ამბავი კი რეალურის და ირეალურის ზღვარზეა. ამბის თავიდან გამოგონება პლაცებო ეფექტივითაა: არ კურნავს, მაგრამ შველის. ამ წიგნით დავასრულე ჩემი ომის ამბავი, რომელსაც, როგორც საფლავის ქვას აწერენ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, ისე ვაწერ: „1993-2023.“ – ავტორისგან
პოლინკა
19,90 ₾პატარა პოლინკას მშობლები სოფელში, ბებოსთან და ბაბუასთან ჩაიყვანენ.
იმ რამდენიმე დღეში პოლინკა მზაკვრულ მზაკვრადაც იქცევა, წერა-კითხვას და ანგარიშსაც ისწავლის და ნამდვილ მეგობარსაც გაიჩენს.
წაიკითხეთ უკარაინელი ავტორის ეს მხიარული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ
პატარა, ჭკვიანი, ცელქი პოლინკა
პეტსონი და ფინდუსი
19,90 ₾თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება.
იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო.
ცხოველების ფერმა
15,90 ₾ეს „საადგილმამულო ფერმა“, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია… სანამ ცხოველები უპასუხისმგებლო, ლოთ მფლობელს, მისტერ ჯოუნსს, არ აუჯანყდებიან.
აჯანყებული ცხოველების მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა და ფერმის მობინადრეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. გამჭრიახი ტახების მეთაურობით ისინი ახალი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აჯანყების დიადი მიზნები და იდეალები იცვლება, იერარქია ფერმაში კვლავ ბრუნდება – სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.
ჯორჯ ორუელის ალეგორიული რომანი „ცხოველების ფერმა“ ძალაუფლებაზე, სიხარბესა და მანკიერ სახელმწიფო მმართველობაზეა. წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია; ხოლო ეს გამოცემა, რომელიც კრის მოულდის შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს მოხიბლავს.
ნილოსის ღვთისმშობელი
15,90 ₾რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები ცხოვრობენ, სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები. ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს…
სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად. რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
გაიქეცი რომ გადარჩე
14,90 ₾აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.
უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.
წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.
ნებადართული ჯადოქრობა
14,90 ₾საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის, მიხაილ გორბაჩოვი კი მეტაფორაზე ძველი სპარსული ტრაქტატის მოძიებას ავალებს პარიზში ჩანერგილ კა-გე-ბე-ს ჯაშუშს – სჯერა, რომ ამ დაკარგული ხელნაწერის მეშვეობით შეძლებს განწირული იმპერიის გადარჩენას. ისტორიის შემობრუნება გორბაჩოვს არ დასცალდება, სამაგიეროდ, ჯაშუში იმ მოუხელთებელ, ამოუცნობ სიტყვებს ეზიარება, რომელთა იდუმალი ლანდი მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომლებიც აურაცხელ ქონებას და ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აბსოლუტურ ძალაუფლებას მოაპოვებინებენ. „ესაა მოციმციმე სიტყვები, გამოუძიებელი და გამოუკვლეველი და უფროსღა გამოუთარგმნელი, სამყაროს პირველწყარო. ისმინე მათი ფაქიზი შრიალი, განჭვრიტე მათი ლაღი მოძრაობები, იხარე მათთან ერთად“.
მაგიური რეალიზმისა და ალტერნატიული ისტორიული ჟანრის რომანი ნებადართული ჯადოქრობა ირაკლი მეტრეველის მეორე წიგნია.
მოს შვიდი დღე
12,90 ₾მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.
სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!
მამა მუმინის მემუარები
11,90 ₾„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“
კომეტა მუმინების ხეობაში
11,90 ₾„კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“.
რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან.
ჯადოქრის ქუდი
11,90 ₾მუმინების ხეობა ჯადოქრობის ასპარეზად იქცა. ეს მას მერე მოხდა, როცა მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს.
შვილობილი
8,90 ₾ეს წიგნი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან.
ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა და ხელმოკლეობის გამო უფროსი გოგონებიდან ერთ-ერთი ზაფხულში დროებით საცხოვრებლად შორეულ ნათესავებს მიაბარეს. გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. თავად იდეა ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის უცნაური და სასტიკიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს – ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.
უცხო ოჯახში, უცხო ხალხთან ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე არასდროს ჰქონია და ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს ადამიანებთან, რომლებიც მისი სისხლით ნათესავები არ არიან.
მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.