არტანუჯი
ლიონელ მესის ამბავი
15,95 ₾„თუ გსურს, რომ საუკეთესო იყო, სხვებზე მეტი უნდა იშრომო“, — ასეთია ლიონელ მესის საფეხბურთო ფილოსოფია.
თუ ბუნებამ ნიჭიც დაგამადლა, გაგიმართლა და დაიბადე არგენტინაში, მოხვდი „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადე მიაში,შეგიძლია მესიდ იქცე.
დიახ, დღეს სიტყვა „მესი“ მხოლოდ გვარი არ არის — საუკეთესოობის ეპითეტია, რომელსაც როსარიოელმა მორცხვმა ბიჭმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლო ბაში მიაღწია.
როგორ მიაღწია? — ამ კითხვაზე პასუხს წიგნის გაცნობისას მიიღებთ, რომელიც ეკუთვნის ლუსიანო ვერნიკეს, არგენტინელ მწერალს, ლიონელ მესის ბიოგრაფიას ბევრ სხვა ავტორზე უკეთ რომ იცნობს, არგენტინისა და ლეოს გულშემატკივრებისთვისაც კი უამრავ უცნობ და საინტერესო ამბავს გვიამბობს.
არგენტინა. ნაკრების ისტორიები
16,95 ₾დედამიწის ვერც ერთმა ადგილმა ვერ შეითვისა ფეხბურთი ისე სწრაფად და მტკიცედ, როგორც არგენტინამ. „არგენტინის ნაკრების უჩვეულო ისტორიები“ არ გთავაზობთ წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ზუსტ ქრონოლოგიას და არც რიცხვებით დაგახვევთ თავბრუს. ეს წიგნი ბევრ, ასზე მეტ ისტორიას მოგითხრობთ „ალბისელესტეს“ შესახებ; სააშკარაოზე გამოიტანს როგორც უცნაურ, ისე სახალისო ამბებს.
გაგახსენებთ დღეს, როცა არგენტინელ მოთამაშეებს ეცვათ უცნაური ყვითელი მაისურები. აქ ნაამბობი ბევრი ისტორიის მთავარი მოქმედი პირები იქნებიან დიეგო მარადონა, ლიონელ მესი, მარიო კემპესი, კარლოს ბილარდო და სესარ მენოტი, მაგრამ გამოჩნდებიან უცნობი გმირებიც. წიგნი დაგეხმარებათ 2022 წელს ყატარში გამარჯვებული ნაკრების სიღრმისეულად გასაცნობად. იმედია, ისიამოვნებთ!
მშენებლობა ძველ საქართველოში
39,95 ₾ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“. ავტორმა მასზე მუშაობა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, შეაგროვა დიდძალი მასალა, თუმცა, ნაშრომის სრულად დამთავრება და გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა.
ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული საერო და საკულტო არქიტექტურული ნაგებობების სახეობანი: საცხოვრებელი სახლები, სასახლეები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, გზები, ხიდები, საეკლესიო არქიტექტურა და სამონასტრო კომპლექსები. შესწავლილი და აღწერილია თითოეული მათგანის სტრუქტურა და ხასიათი, აგრეთვე მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები.
წიგნს ერთვის სამშენებლო ტერმინთა განმარტებები და საძიებელი, ასევე ნაშრომში განხილული სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშის ფოტომასალა.
ნაპოლეონის მამლუქი (მეორე გამოცემა)
15,95 ₾1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაბადებული რუსტამ რაზას მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა.
დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს.
Georgia’s Road to Freedom. A Contemporary’s Notebook
24,95 ₾ნიკა რურუა, განათლებით კინორეჟისორი, ფილმის გადაღებს ფიქრობდა, ნატოს წევრი რომ გავხდებოდა საქართველო. ვინც მას იცნობდა, იმის მიხვედრაც არ გაუჭირდებოდა, რაზე იქნებოდა ეს ფილმი. რა თქმა უნდა, ასი წლის წინანდელ რუსულ ოკუპაციაზე და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველების თავგანწირვაზე.
ორი მოწვევის პარლამენტის წევრობისას და კულტურის მინისტრად მოღვაწეობის დროს უამრავი პროექტი განახორციელა, მათზე საუბარს, თხრობას და ახსნა განმარტებას ალბათ ცალკე კრებული დასჭირდება, თუმცა განსაკუთრებულიც არსებობს. თბილისის ცენტრში ოლუპაციის მუზეუმის დაარსება, დავითისა და გოლიათის ბრძოლისა და მარადიული გამარჯვების სიმბოლო.
ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამართალმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა და ასევე განსაკუთრებული ხარისხის დიპლომი, რომლითაც მოსამართლედ ან პროკურორად შეეძლო წარმატებული კარიერის გაგრძელება. სამშობლოში დაბრუნებულს ვარდების რევოლუციის ავანგარდში მოუწია ჯერ ბრძოლა, შემდეგ კი გამარჯვება. როდესაც საპარლამენტო სიაში ჩაწერაზე თანხმობა განაცხადა მწვანე ბარათი დათმო, მალე მოქალაქეც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ბრძოლა და პასუხისმგებლობა არჩია.
ეს კრებულიც ამ ბრძოლის თვალაჩინო მაგალითია.
Georgia: 50 Albums that snuck freedom in
24,95 ₾დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.
Soviet Georgia
24,95 ₾This book is a reflective journey by Irakli Laitadze into the recent past. The author is a witness of the events that laid the foundation of the Soviet Union’s essential qualities—absurdity, deceit, and cruelty. He explores and ponders the policies of the totalitarian regime, its oppressive reforms, and methods of human destruction. Drawing on his personal experiences, Irakli Laitadze depicts the monstrous force that removed individuals further from civilization.
Yet, a few episodes highlight moments of light—instances where glimpses of humanity briefly shone amidst the darkness. For those who lived through these times, the memories will resurface vividly and some of them might re-evaluate the present, which is inevitably formed by the past. For younger generations fortunate enough to be born later, this will serve as a history – perhaps some parts of which they have yet to hear.
ქართველი – მოგზაურობა დროსა და კოსმოსში
29,95 ₾ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) მსოფლიო ავიაციის ისტორია შეცვალა. მისი შექმნილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო, ასევე კორეისა და ვიეტნამის ომებში. ქართველი მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიონერად ითვლება და მას ხშირად ყველაზე დიდი და ცნობილი ავიატორების ათეულში მოიხსენიებენ.
მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ ერთ ინჟინერზე არ არის, ეს ორი პარალელური მოგზაურობის ისტორიაა.
პირველი იწყება XX საუკუნის 20-იან წლებში – ახალგაზრდა ქართველი ოფიცრის ამბით, რომელიც საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდა და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში. ეს არის ალექსანდრე ქართველის გზა – თბილისიდან ამერიკის ცამდე.
მეორე მოგზაურობა ბევრად გვიან იწყება: გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პატარა ბიჭი, რამაზ ბლუაშვილი, თბილისის აეროპორტის ცივ რკინის ღობესთან იდგა და პირველად ხედავდა აფრენილ თვითმფრინავს. იმ წამმა ძლიერი გავლენა იქონია მასზე და განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება. 2005 წელს, რამაზმა დაიწყო ოცწლიანი ძიება – მუზეუმებში, დავიწყებულ დოკუმენტებსა და სხვადასხვა არქივში – იმის გასარკვევად, ვინ იყო ადამიანი, რომელსაც მსოფლიო ავიატორების ათეულში მოიხსენიებდნენ.
ამ ძიებისას ისტორია ავიაციის ფარგლებს სცდება და კოსმოსს სწვდება. მკითხველი აღმოაჩენს, როგორ აღმოჩნდა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ NASA-ს Voyager-ის „ოქროს ფირფიტაზე“, როგორც დედამიწის გზავნილი უსასრულო სამყაროსთვის.
წიგნი არის ავიაციასა და კოსმოსზე, მეხსიერებასა და დავიწყებული სახელების დაბრუნებაზე. ორი მოგზაურობა და ამბავი, რომელიც ვრცელდება ომის დროინდელი ძრავების გუგუნიდან კოსმოსის უსასრულო სიჩუმემდე.
ქეთევან წამებული
24,95 ₾ქეთევან წამებული – ასე დამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში სახელი XVII საუკუნეში მოღვაწე კახეთის დედოფლისა, რომელიც ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა.
იმდენად დიდი და შთამბეჭდავია მისი მოწამებრივი ღვაწლი, რომ საქრისტიანოში არსებული უამრავი წმინდა მოწამისგან განსხვავებით, მხოლოდ ქეთევანი იხსენიება „წამებულის“ ეპითეტით.
ნაშრომში თავმოყრილია არა მხოლოდ ქეთევან დედოფლის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი – ტყვეობისა და 1624 წლის 26 სექტემბერს შირაზში მოწამებრივი აღსასრულის პერიპეტიები, – არამედ მისი ბიოგრაფიიდან ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები და დოკუმენტები, რომლებიც ასახავს კახეთის სამეფოს მმართველობაში დედოფლის აქტიურ მონაწილეობას, დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობას, სპარსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას და ა. შ.
წიგნი-ალბომი უხვადაა ილუსტრირებული ქეთევან წამებულის ფრესკული და მინიატიურული გამოსახულებებით, მის სახელთან დაკავშირებული ადგილების ფოტოებითა და უცხოური გრავიურებით.
გამოცემა ეძღვნება დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის 400 წლისთავს.
გამოიცემა გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „შატო მუხრანის“ თანამშრომლობით.
ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში
15,95 ₾XX საუკუნის ქართულ თხრობაში საბჭოთა ოკუპაცია, დაკარგული და შემდეგ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა – ცენტრალური მოვლენებია. ამ გარდამტეხ მომენტებს აერთიანებს ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და დემონსტრაციების ისტორია. თითოეული საპროტესტო მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავდება მიზნით, მასშტაბით, მონაწილეთა წრით, ფორმებითა და შედეგებით, მაგრამ მათ შორის საერთო ნიშნებიც იკვეთება. სწორედ ამ მსგავსებათა და განსხვავებათა გააზრება აყალიბებს წიგნის მთავარ კვლევით საკითხს: არის თუ არა ეს საპროტესტო დემონსტრაციები ხანგრძლივი ისტორიის მქონე წარსულის გაგრძელება, თუ ისინი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობებია?
წიგნი 1921-1989 წლების ქრონოლოგიურ ჩარჩოში ოთხ ძირითად აჯანყებას განიხილავს. ქრონოლოგია აქ მხოლოდ მეთოდური ჩარჩოა. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, მოვლენების ურთიერთშედარებით გამოიკვეთოს საერთო ნიშნები და განსხვავებები. ამგვარად, XX საუკუნის ქუჩის ანტოსაბჭოთა წინააღმდეგობა აერთიანებს ოთხ უმთავრეს ეპიზოდს, რათა მკითხველს შესთავაზოს ანალიზი იმისა, როგორ ყალიბდებოდა და იცვლებოდა უწყვეტ წარსულთან დამოკიდებულება – მასთან კავშირის გაწყვეტა თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობები.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები ინტერვიუები, II
34,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ინტერვიუები, I
39,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
КАВКАЗ. Политическое и этнографическое описание (II половина XVIII века)
24,95 ₾Полковник Степан Бурнашев был специальным представителем Екатерины II при дворе Эрекле II и Соломона I и одновременно в 1783-1787 годах командующим русскими войсками, прибывшими в Грузию по Георгиевскому трактату. Во время службы в Грузии, он создал три аналитико-описательных труда о Картли-Кахетинском царстве, странах Адребижана и горских народах.
«Картина Грузии…» является важным историческим источником по социально-экономической и политической истории Грузии 80-х годов XVIII века и истории российско-грузинских политических отношений. По этому описанию становится очевидным, насколько ухудшилось политическое положение Картли-Кахетинского царства после 1783 года.
В «Описании Адребиджанских стран» автор обращается к положению в исламских ханствах Южного Кавказа и южнее: границам и политическому положению ханств, политической ориентации и связям ханов.
ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო
34,95 ₾შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.
კიბე
29,95 ₾ტოლიკმა ახლახან აიხდინა ცხოვრების მთავარი ოცნება: იყიდა სახლი, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა მოეწყო, როგორც სურდა, თანაც თავისი მომაბეზრებელი ოჯახისგან ოთხი ათასი კილომეტრით შორს. თუმცა, ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მას თავს დაესხა მთელი სანათესავო – დედა, ცალფეხა ბიძა, შორეული ნათესავი თავისი ცუგით, რომელსაც მუდამ დორბლი სდიოდა, ტოლიკის და, თავისი დეპრესიული მეგობრით, ფისოებიც კი.
მაშინ, როდესაც უკრაინაში დაბომბვის ტალღები ფანჯრებს ლეწავს და ასობით, ათასობით ადამიანს იწირავს, ტოლიკისთვის ომი სანგრებში კი არა, ადამიანების ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დეტალებშია. ისინი ცდილობენ უცხო ქვეყანაში მოიწყონ დროებითი სამყოფელი, სადაც გამუდმებით პომიდვრის სურნელი იტრიალებს. აქ იმ ადამიანების ყოველდღიურობის აუტანელი სიმარტივეა, რომელთა გულებიც სახლში, უკრაინაში დარჩა, მაგრამ ომი მუდამ თან სდევთ. მათი ცხოვრება კიბესავითაა, რომელსაც მრავალი საფეხური, განზომილება და სიმაღლე აქვს.
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
თბილისი – XVII საუკუნის გზამკვლევი ჟან შარდენის მიხედვით
15,95 ₾1672 წლის 17 დეკემბერს, როცა მთელი დღის განმავლობაში ბარდნიდა და თოვლი მძიმედ ეფინებოდა ქართლის სამეფოს დედაქალაქს, ალბათ, ცოტა თუ შენიშნავდა კაპუცინელ ბერებთან ერთად თბილისში შემოსულ უცხოელ მოგზაურს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას ვიწრო ქუჩებში. ეს იყო ჟან შარდენი, ოცდაცხრა წლის ფრანგი იუველირი და ვაჭარი, რომლის მახვილი თვალი და დაკვირვებული გონება დაგვიტოვებს თბილისის შესანიშნავ აღწერას, თავისი მოსახლეობით, ბაზრებით, ეკლესიებით, სასახლეებითა და რაც მთავარია, თბილისის ხედის საუცხოო ჩანახატით.
ამ უნიკალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ვეცადეთ ხელახლა წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა თბილისი XVII საუკუნის მიწურულს. ეს, ერთდროულად, ისტორიული რეკონსტრუქციაცაა და გზამკვლევიც, რომლის მიზანია, თანამედროვე მკითხველს დროში მოგზაურობისკენ უბიძგოს, რათა ერთად მოვინახულოთ ძველი თბილისი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდგარი ქალაქი – ხალხმრავალი, მრავალფეროვანი და ისტორიით მდიდარი.
საბჭოთა საქართველოს ქრონიკები. 1921-1922
15,95 ₾გერმანელი ვიცე-კონსულის, თეოდორ მუთის ჩანაწერები გადმოსცემს იმ გარემოს, რომელიც დამყარდა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ. ჩანაწერები შედგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ნაწილისგან. პირველში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდი; მეორე ჩანაწერი აღწერს ჩეკას მიერ დაწყებულ ტერორს გასაბჭოებულ საქართველოში; მესამე კი ასახავს ბოლშევიკების უშიშროების ორგანოების მუშაობას გერმანული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ თბილისში.
თეოდორ მუთის ჩანაწერებს ერთვის ისტორიკოს გიორგი ასტამაძის სამეცნიერო სტატია, რომელიც ჩანაწერებში გადმოცემულ მოვლენებს საარქივო მასალაზე დაყრდნობით განიხილავს, ამტკიცებს შინაარსის ავთენტურობას, ათავსებს იმ დროის პოლიტიკურ კონტექსტში და ხსნის ბოლშევიკების ქმედებების მოტივებს.
გალაკტიონო – უჩვეულო და ჩვეულებრივი
24,95 ₾გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.
ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.
დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს…
„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.
ნათელი გზა (ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი)
29,95 ₾საპყრობილე, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკი, წამების შემზარავი მეთოდებით, თანამედროვე უკრაინაშია. მისი რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია.
უკრაინელმა ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა წიგნი საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთში თავის გადასარჩენად დაწერა. გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
ქალბატონი იგნორა (პირველი ოთხი ამბავი)
29,95 ₾ქალბატონი იგნორა შუქურაში სრულიად მარტო ცხოვრობს.
ამ წიგნში შეგიძლია წაიკითხო იგნორას შესახებ დაწერილი ოთხი ამბავი:
ქალბატონი იგნორა ფეთქდება;
ქალბატონი იგნორა სკოლის ეზოში;
ქალბატონი იგნორა და ვარსკვლავებიანი ცა;
ქალბატონი იგნორა შეყვარებულია.
ის, რაც გაგვაძლიერებს (150+ მოსაზრება წინსვლისთვის)
14,95 ₾„ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე“.
წიგნმა პირველად 2016 წელს იხილა დღის სინათლე. ეს ხელახალი გამოცემაა. განხილული საკითხების, მოსაზრებებისა და შეხედულებების მიზანი მკითხველის მეტი ფიქრისა და მსჯელობისკენ მიმართვაა, რადგან, ავტორის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „მასში გამოთქმული ყველა პოზიცია ცხადად ოპონირებას საჭიროებს“. ცხოვრების მთავარ ხუთ წესს შორის, რომელიც ნიკა რურუამ თავად შეიმუშავა, უპირველესად კრიტიკულ აზროვნებას მიიჩნევდა ყველაფრის მიმართ – საკუთარი თავის, მოვლენების, ცხოვრებისადმი: „უამისოდ წარმოუდგენელია განვითარება, რომელიც თუ აღმასვლით ტენდენციას არ ინარჩუნებს, დაღმასვლას იწყებს“.
სად მივდივართ? ევროპაში
14,95 ₾წიგნი საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონტების ისტორიას ეძღვნება. გაეცნობით სტატიებს ილია ნანობაშვილის საფეხბურთო გვერდიდან „22 მოთამაშე“ – მამარდაშვილის, კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილის და ევროს მონაწილე სხვა ქართველი ფეხბურთელების შესახებ. ავტორი, დიდი ხანია, აკვირდება მათ კარიერას, იმ დროიდან, როცა მომავალი ევრობიჭები ცხრა-ათი წლისანი იყვნენ.
აქვეა მოყვანილი რამდენიმე ჩანახატი საქართველოს საფეხბურთო წარსულიდან, ევროპის წინა ჩემპიონატებიდან და საინტერესო საცნობარო მასალა.
Воспоминания о военной службе на Кавказе и плене у Шамиля 1844-1854
34,95 ₾“პოლონელი კაროლ კალინოვსკის ბედ-იღბალი, ერთი მხრივ, სრულად ემსგავსებოდა ათეულობით თანამემულის ბედისწერას, 1840-იან წლებში საკუთარი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის მიზეზით რომ დაისაჯნენ რუსეთის იმპერიისგან: თავისუფლებისმოყვარე ერის შვილები აიძულეს, რუსული სამხედრო მუნდირი მოერგოთ და ამავე მიზნისთვის მებრძოლი კავკასიელების დასაპყრობად დაეღვარათ სისხლი. მეორე მხრივ, მისი ათწლიანი ცხოვრება თავისუფლებისმოყვარე მთიელ ხალხთა შორის სრულიად განსაკუთრებულად წარიმართა.
მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო
9,95 ₾XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო ეტაპობრივად დაიპყრო და ძალმომრეობით შეეცადა მის ადმინისტრაციულ მართვასა და რუსულ იმპერიულ სისტემასთან შერწყმას. მიდგომა შეიცვალა 1845 წლიდან, მას შემდეგ, რაც კავკასიაში მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი გამოგზავნეს.
წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის სწორედ ამ გარდამტეხი მომენტის, აგრეთვე მეფისნაცვლის ინსტიტუტისა და რუსული იმპერიული მმართველობის დამყარების პროცესის შესწავლას ინსტიტუციონალიზმის თეორიების მიხედვით.
ჯაყოს ხიზნები – პერსონაჟთა პროტოტიპები
8,95 ₾მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.
უბის წიგნაკებიდან
29,95 ₾საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომლებსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშ- ვილს მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული.
ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.
თანამედროვის ჩანაწერები
12,95 ₾საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია “წითელი 70” სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გააზიარებინოს, რა მასშტაბის სისატიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
გერონტი ქიქოძის “თანამედროვის ჩანაწერები” საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.
დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოზე გვიამბობს ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპილიკაზე, დაკარგული თავისუფლები, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდენიძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწაშვილი…
ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მაშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.
“წითელი 70” სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.
კრიშტიანო რონალდო
11,95 ₾ფეხბურთი მილიონების საყვარელი თამაშია. ის ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაცაა. სპორტის ნომერ პირველი სახეობის მეშვეობით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩენილა. ასე მოხდა ჩვენი გმირის შემთხვევაშიც. სწორედ ფეხბურთმა აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პოპულარულ, წარმატებულ და მდიდარ ადამიანად უბრალო მადეირელი ბიჭი, რომელიც, შესაძლოა საერთოდ არ დაბადებულიყო.
კრიშტიანო რონალდო შექმნა ფეხბურთმა და ამიტომაცაა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ასე უზომოდ, რომ უყვარს მისი უდიდებულესობა. ცხადია, იდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა ახალთაობისათვის, ხვალ და ზეგ დიდი ფეხბურთელობა რომ სურს, რონალდო იდეალურთან მიახლოებული მაგალითია.
ლებრონ ჯეიმსი
11,95 ₾უმამოდ, სიღარიბეში, საეჭვო რეპუტაციის თანატოლების გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭუნამ ტალანტის, თავდადებული შრომის, კალათბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით მთელ სპორტულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, მილიონობით მოზარდის საყვარელ და მისაბაძ ადამიანად იქცა.
ლებრონ ჯეიმსი 40 წლის ასაკშიც ბავშვური მოტივაციითა და ჟინით გადის სათამაშოდ და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას თვალები კვლავინდებურად მიამიტი ბავშვივით უბრწყინავს.
ცხოვრებისეულ-საკალათბურთო კრედო ყველაზე ზუსტად „კალათბურთის მეფის“ ამ გამონათქვამიდან მოჩანს: „ვცდილობ სამაგალითო ადამიანი ვიყო, შვილებს კეთილი საქციელის და საქმისკენ ვუბიძგო. როდესაც, შესაძლებლობის ზღვარს მიაღწევ, ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა სცადო. კალათბურთი ჰორიზონტივითაა – მას ვერ მისწვდები, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა იმოძრაო. იოცნებე, თითქოს მუდმივად იცოცხლებ, იცხოვრე ისე, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებ“.
სტივ ჯობსი
24,95 ₾ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.
ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.
ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.
მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.
წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.
„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი
ვინსენტ ვან გოგი
24,95 ₾სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!
მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.
ფეხბურთის კაცი
16,95 ₾ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.
მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!
პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!
სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!
ფეხბურთი ყველაფერია!
ფეხბურთზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!