სიყვარულსა და სხვა დემონებზე

27,95 

გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში. „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე. ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც. იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა. და თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.
დათო გორგილაძე

ლომგულები

29,95 

ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.

„ლომგულები საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.

მისნის სიმღერა

24,95 

პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.

ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით.

ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას.

ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

პირანიები

14,95 

შემთხვევითი არ არის, რომ ნათელა ჯანელიძის პოეტური კრებული “არყოფნის” ლექსით იწყება, რადგან ეს წიგნი თავიდან ბოლომდე არყოფნის წიგნია.

აჰორნალეეს 3

12,95 

ცოტნე ჩიქოვანის რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი თავად დროა, რომელიც ისე ულმობლად, სწრაფად გაიქცა, რომ ავტორთან ერთად თითქოსდა სხვა პლანეტაზე, პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდით. ნამდვილი მთავარი გმირი კი საკუთარ წარსულს იკვლევს : მიზნები, ოცნებები, შეცდომები, სურვილები კი ერთ სიბრტყეში ლაგდება. წარსული, აწმყო და მომავალი ერთ წამში, ერთ ზმანებაში ექცევა.

სხვების თბილისი

19,95 

„თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკში,როცა ჩემი ლიტერატურული ნიჭი აღმოვაჩინე,მაშინვე მივხვდი,რომ ცხოვრებაში ბევრი ფული არასოდეს მექნებოდა“ – წერს მირიან რჩეულიშვილი, ახალგაზრდა ავტორი, თავის სადებიუტო წიგნში. წიგნს შევუყევი თუ არა, ვიგრძენი, რომ ამ მოკლე, ქრონიკული ბმის ჩანახატებს შესანიშნავი კომპოზიციური თვისება აქვთ, ნოველისებური, თავისი საწყისით და სასრულით. ყოველი მათგანი ერთ ძარღვზეა აგებული და წიგნის მთლიანობას კრავს. ყოველი მოთხრობა ერთმანეთს მოასწავებს და უფრო და უფრო კარგად გვიხატავს მთლინ სურათს.

მხოლობითი რიცხვი

14,95 

რთულია, ერთი წიგნის ამბავი ორ აბზაცში ჩაატიო და მკითხველიც დააჯერო, რომ წიგნს გულგრილად არ ჩაუაროს. მით უფრო, რომ ეს წიგნი პოეზიაა. “მხოლობითი რიცხვი” ძალიან ჰგავს ავტორს. თამთა დოლიძე მხოლობითი რიცხვის პოეტია.

ემპუსების ნადიმი

24,95 

1913 წლის სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ქვემო სილეზიის დაბა გიორბერსდორფში, სადაც იმ დროისათვის მთელ ევროპაში ცნობილი სანატორიუმი ფუნქციონირებს, ჩადის ლვოვის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მეჩისლავ ვოინიჩი და თან დიდი საიდუმლო ჩააქვს. ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა სწრაფი განკურნების იმედით მამაკაცთა პანსიონატში ჩერდება. ამავე სნეულებას ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დანარჩენი სტუმრებიც, რომლებიც სამკურნალო პროცედურებისგან თავისუფალ დროს ადგილობრივი სასმლის, შვემერაის, …

ჟურნალი ქართული მწერლობა – თებერვალი #4

6,00 

ჟურნალის „ქართული მწერლობა“ თებერვლის ნომერი პოლონური ლიტერატურის სულში იხედება. პოლონურ-ქართული ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა, პოლონელებისა და ქართველების მუდამ უცვლელი ურთიერთსიმპათია, პოლონელთა გავლენა ქართულ კულტურაზე, პოლონური ლიტერატურის არსებობა საქართველოში, ეს ყველაფერი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავაცნოთ ქართველ მკითხველს პოლონეთის რჩეული ლიტერატურული მემკვიდრეობა. ნომრის ავტორები შემთხვევით არ არიან შერჩეულნი, …

ჟურნალი ქართული მწერლობა – დეკემბერი #2

6,50 

ჟურნალის დეკემბრის ნომერში შესულია: საუბარი ბესიკ ხარანაულთან; ნათია გიორგაძის ლექსები; თეა თოფურიას ნოველა; დიალოგი ხათუნა ცხადაძესა და ნატა ლომოურთან; ბანანა იოშიმოტოს მოთხრობა; ზაბინე შიფნერის „პრუტის საძებნად“;

პურმარილი

16,60 

კონსტანტინე კაპანაძის მოთხრობათა კრებული “პურმარილი” წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული პროზის განსხვავებულ ხედვას. ავტორი, ერთის მხრივ, ჰქმნის მრავალშრიან ტექსტს, სადაც სამბრანოსეული “ცხოვრების მეტაფიზიკა” ხორცშესხმულია პერსონაჟთა ყოველდღიურობაში, მეორეს მხრივ კი – უილიამ ოკამის “მარტივი გადაწყვეტის” პრინციპით – არ ტვირთავს თხრობას ზედმეტი დეტალებით.

დევნილი

19,95 

ალეხო კარპენტიერის „დევნილი“ მათთვისაა, ვინც ძლიერმოქმედ, გამორჩეული სტილით დაწერილ ლიტერატურას ეტანება, ვისაც ლათინოამერიკელი მწერლები უყვარს და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვის ოსტატობა აღაფრთოვანებს. ნაწარმოებში 1930-1933 წლების, კუბაზე ხერარდო მაჩადოს დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდგომი მოვლენებია აღწერილი. რომანის მთავარი გმირი კი პროვინციელი სტუდენტია, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი, თავისდაუნებურად, ტერორისტი რომ გამხდარა…

ფაცერი

25,00 

გია დანელიას დღემდე გამოქვეყნებული წიგნებია: „ასკინკილა“; „ფიქრი,

მქროლავი წამისა“; „100 ლექსი და… დრო!“; „ძახილი სიყრმის“;

„შემოდგომისპირის მოთხრობები“ და „სარკმელს მიღმა“.

რომანი „ფაცერი“ გურიის ერთი ჩვეულებრივი, შეძლებული გლეხის

ოჯახში დაბადებული ორი ძმის ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს.

კოლია გასაბჭოებისა და რევოლუციის მოწი ნააღმდეგეა, გრიშა –

კომუნისტური იდეო ლოგიის აპოლოგეტი, ცხოვრების ქარტეხილებმა

კი მათი მსო ფლმხედველობა დიამეტრულად შეცვალა.

წიგნში ასახულია შესაბამისი ეპოქა ბოლშევიკური რევოლუციებითა და

გადასახლებებით, მსოფლიო ომებითა და საბჭოთა ტერორით…

ავტორს გამოყენებული აქვს ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და დღი –

ურები, რაც უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის ნაწარმოებს

გონების პარაზიტები

19,95 

გიორგი ხარაიშვილის მოთხრობები მძაფრად ატმოსფერულია – თითქოს თვალები დახუჭეთ და ერთიანად გადაეშვით სივრცეში, რომელიც თან საშიშია, მაგრამ თან საოცრად მომნუსხველი. შეიძლება ეს ცივი ჰაერი ოთახში ნელ-ნელა იგრძნოთ და ავეჯსაც თითქოს შეუმჩნევლად დაედოს მკვდრისფერი.

კედელს მიღმა

19,95 

“კედელს მიღმა” ავტორის მესამე წიგნია – მოთხრობებისა და ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, რომელშიც დოკუმენტური სურათები და მხატვრული სახეები ერთმანეთს ოსტატურად ცვლის და ერწყმის, მკითხველის წინაშე კი მთელი ეპოქის დამტევი უზარმაზარი პანო ცოცხლდება.

თიბათვის ნისლი

17,95 

კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.

უპირატესობათა სია

12,95 

„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.

ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.

კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი

სტალინის გამბიტი

19,95 

ლაშა ტუღუში ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნი­ერებებში, გახლდათ ფულბრაიტის სტიპენდიატი, ასევე მოწვეული მეცნიერი ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. იყო ყოველდღიური ქართული გაზეთის „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალის Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორი. ამჟამად არის ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექ­ტორი, თანათავმჯდომარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამო­ქა­ლაქო საზოგადოების ფორუმს“, ასევე კითხულობს ლექციებს თბი­ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორი­საა სამეცნიერო კვლევები და ანალიტიკური ნაშრომები. „სტალინის გამბიტი“ მისი დებიუტია ლიტერატურაში.

„ეს არის პოლიტიკური რომანი. მასში ვითარდება ამბავი, რომელიც ან უკვე მოხდა, ან უნდა მოხდეს. მერე ფიქრობ, თუ უკვე მოხდა, აწი რაღა უნდა მოხდეს; მერე ხვდები, რომ ის, რაც აქ ხდება, სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა და მსჯელობას იწყებ, რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს.

ეს არის კინომოთხრობა. კადრები სწრაფად იცვლება. მოქმედება დინამიკურია. გახსოვს პერსონაჟების სახელები, გვარები, თანამდე­ბობები, გავლენები. მერე ფიქრობ, ნამდვილად გახსოვს თუ არა; მერე იხსენებ, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები; მერე კითხულობ, რა უნდათ ცოცხლებს გარდაცვლილებისგან; მერე აღმოაჩენ, რომ ისინი არც არსებობდნენ და ჩვენ ვქმნიდით – მათივე სახელებით, გვარებით, თანამდებობებით.

ეს არის საგაზეთო რომანი. არა იმიტომ, რომ საგაზეთო ქრონიკის­თვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი, არამედ იმის გამო, რომ გაზეთისთვის ჩვეული დინამიკურობით ვითარდება; კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება პოლიტიკური მოვლენები; ხვდები, რომ მანიპულა­ცია მარტივი კომბინაციაა – ამბავი არც არსებობს, მას ჩვენ ვქმნით ან ჩვენთვის ქმნიან. ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, „სტალინის გამბიტი“ პოლიტიკური რომანია თუ ანტირომანი?“

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

ჟურნალი ქართული მწერლობა – ნოემბერი #1

6,00 

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ: ლევან ბერძენიშვილი, რუსთაველი და ჰომეროსი;დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან; გიორგი კაკაბაძე, ფრაგმენტი დოკუმენტური რომანიდან: „დაწყევლილი დღესასწაული“;ეკა ქევანიშვილი, პოეზია; ნანა აბულაძე, პროზა, ნეტავ ბულბულად მაქცია…უცხო – საუბარი ელა გოჩიაშვილთან (ესაუბრა ირაკლი კაკაბაძე);თათია ჯგუშია, „რატომ ვთარგმნიდი, რა დროს ვწერდი“ დავით წერედიანის „შედევრები“;ნინო ხარატიშვილი, კატა და გენერალი (თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა).

მარილი ქვეყნისა

19,95 

ყოველ ახალ დროს თუ უდროობას თავისი აღმწერი სჭირდება. ძნელია რაიმე ისეთი გამორჩეული წარუდგინო მკითხველ საზოგადოებას, რაც მანამდე სხვას არ შეუთავაზებია, მაგრამ სხვა ვერავინ დაწერს იმას, რის თქმასაც შენ აპირებ, რაც დაინახე და შენში დაილექა.

გიმძაფრდება განცდა იმისა, რაც ქვეყნად ხდება. არც იმან უნდა შეგაჩეროს, რომ დამაჯერებელი პასუხები სულ უფრო იშვიათია, უპასუხო კითხვები კი – ხშირი. მაგრამ „განზე გადგომა განხიბლულთა და შეშინებულთა ხვედრია“ (ჭაბუა ამირეჯიბი).

კოტე ჯანდიერი ნამდვილად სხვა შემთხვევაა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება: „საზოგადოება ღრმად უნდა დაფიქრდეს, სამომავლოდ როგორი სამშობლო უნდა, რა თვისებების მქონე მოქალაქეები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის სხეულს და რა ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სახელმწიფოს ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში, ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ – სხვათა მიღწევებისა და მათი დაგროვილი დოვლათის რიგითი მომხმარებლები, სხვების მიერ გაკვალული გზის მტკეპნელები თუ საკუთარი მომავლის შემოქმედნი და ცივილიზაციის საგანძურში, სხვებთან ერთად, რაიმე ღირებულის შემტანნი“.

ინტერვიუ ტერორისტთან

14,95 

„თამარ ბელქანიას წიგნს „ინტერვიუ ტერორისტთან“ საინტერესოს ხდის ავტორის არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოცდილება, არამედ პედაგოგიური პრაქტიკაც. მისი მთავარი რეციპიენტები სტუდენტები არიან. სწორედ მათ უნდა გაფილტრონ მომავალში ქართული ჟურნალისტიკა მავნე ტენდენციებისგან და დაამკვიდრონ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას ეკადრება. თამარ ბელქანიას გზავნილი სტუდენტებისადმი: „შრომისმოყვარეობა, დაუზარებლობა, გამბედაობა, სწრაფვა ახლის შემეცნებისაკენ“ ზუსტია, ხოლო არგუმენტები – სანდო და დამაჯერებელი, ვინაიდან ისინი ამოკრეფილია პირადი პრაქტიკიდან, რომელთა შორის არის მისი ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტთან“.

ყურსასმენების რევოლუცია

10,95 

ციკო ინაურის „ყურსასმენების რევოლუცია“ ბოროტებაზე გამარჯვების ამბავია. რა თქმა უნდა, სიკეთე და ბოროტება ყოველ ადამიანში თანაარსებობს და ხალხის ბოროტ და კეთილ ადამიანებად დაყოფაც არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს და მხარის არჩევა ხდება საჭირო, ეს ორი პოლუსი თვალსაჩინოდ გამოიკვეთება ხოლმე.

სწორედ ასე ხდება ამ წიგნის ფურცლებზე გამოგონილ სამყაროში, საშიშად რომ ჰგავს ნამდვილს. „ვიღაცას რომ ჰკითხოთ, ამ პატარა ქვეყანაში ომი არ არის“ – ამბობს ავტორი, როცა სისტემის მიერ დასახიჩრებულ, მოკლულ და ღირსებააყრილ ადამიანებზე გვიყვება და შეგვახსენებს, რისთვის არის საჭირო თითოეული ადამიანის შეუპოვრობა.

ლიტერატურას წინასწარმეტყველება შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მისი მაგიური კი არა, სრულიად კანონზომიერი მახასიათებელია. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნის ოპტიმისტურ დასასრულსაც ასეთივე ძალა ექნება.

საუბრები ვეფხისტყაოსანზე

19,95 

ცხოვრებამ რუსთაველის უამრავ ჭეშმარიტ მოყვარულთან შემახვედრა. დიაპაზონი უზარმაზარი იყო – ფილოლოგიდან ფიზიკოსამდე, აკადემიკოსიდან გლეხამდე, ასი წლის ბერიკაციდან სამი წლის ბავშვამდე. პირადად ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ.

ბევრი რამ, რაც რუსთაველზე წამიკითხავს, საინტერესო იყო, ბევრი – გულუბრყვილო, ბევრი – დაუჯერებელი, მაგრამ თითქმის ყველა რაღაცით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სიყვარულით იწერებოდა. რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ მოვლენასაც – ცხოვრების ბოლოს, განურჩევლად პროფესიისა და განვლილი გზისა, ბევრი ქართველი ცდილობს, თავი მოუყაროს და შთამომავლობას დაუტოვოს თავისი აზრები რუსთაველსა და მის პოემაზე, როგორც მთავარ ქართულ მოვლენაზე. მეგონა, რომ ეს ამბავი მე ამცდებოდა. ასე მეგონა დიდხანს, სანამ არ გამიჩნდა რწმენა, რომ ქართველი ლიტერატორი, უბრალოდ, ვალდებულია, რუსთაველზე თავისი ნააზრევი დაგვიტოვოს.

საშიში ინტერპრეტაციები

27,95 

ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად.

ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია.

მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.

დაბრუნება

11,95 

კითხვებზე პასუხების საპოვნელად და საკუთარი თავის დასაბრუნებლად ანა, მეგობრის რჩევით, ფსიქოლოგს მიმართავს. თერაპიის პროცესი საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და წარსულში მომხდარი, ზოგჯერ მტკივნეული ამბების გახსენების აუცილებლობას აჩენს. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ანას მოგონებებს – ბავშვობას, სტუდენტობას, პირველ სიყვარულს, კარიერაში გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებსა და სიხარულს, დანაკარგებსა და სევდას.

ნაიარევი

24,95 

სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთერთობები. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, …