Showing 106–140 of 401 resultsSorted by latest

სევდაპიცა

19,95 

ლაშა მილორავას „სევდაპიცა“ ამბავია რეჟისორზე, „რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ვერ შეეგუა და შეეცადა, დაებრუნებინა“.

ტრაგიკული შემთხვევის გამო დეპრესიაში ჩავარდნილი მთავარი გმირი ცდილობს სულიერ ტკივილს ხორციელი სიამოვნებით გაექცეს. შემდეგ კი დანაკარგის დასაბრუნებლად გარიგებას დებს, თუმცა, ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მას შეეძლო წარმოედგინა.

წიგნში, ერთი მხრივ, მისტიკური ამბები და შემთხვევითობები, მეორე მხრივ – პირადი არჩევანი, კანონზომიერება და ისეთი წონასწორობა თანაარსებობს, რომელსაც მთავარი გმირი ვერსად გაექცევა და, კაცმა რომ თქვას, არც ცდილობს – ყოფის გასამართლებლად ტანჯვას ნებაყოფლობით იხანგრძლივებს, დადებული გარიგების თანახმად კი საკუთარი აღსასრულის დროც თავად უნდა გადაწყვიტოს.

რომანი ერთ რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება – ტრანსგრესიულ, არალინეარულ თხრობაში გვხვდება მისტიკური ეპიზოდები, ეროტიკა, ჰორორი და სასიყვარულო რომანისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც. სიუჟეტში ჩართულია კიდევ ერთი ტექსტი – ფილმის სცენარი – რომელიც მოვლენების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

მზე შენს თვალებში

11,95 

ალექსანდრე ნარსია განწყობათა მოულოდნელი ცვლის პოეტია – სიტყვამახვილი და ამავე დროს მსუბუქი ტექსტები ადვილად აღწევს მკითხველის გულამდე უამრავი შეგრძნების გასაღვიძებლად.

ალექსანდრესთან ყველაზე ხშირად შეხვდებით საქართველოს, მშობლიური კუთხის, ჩხოროწყუს მონატრებასთან დაკავშირებულ მინიმებს. ემიგრაციაშია დაწერილი ეს წიგნიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, ტყესთან ჩაგატარებს, მდინარესთან შეგასვენებს, ყვავილებს დაგაკრეფინებს, პირველ სიყვარულს მოგაგონებს და სასიამოვნოდ აგაფორიაქებს.

ჩვენს დროში ყველა ყოფის რუტინაში ვართ, მათ შორის ალექსანდრეც, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოდან შორსაა – ჰოლანდიაში. მას ყოველდღიურად ენატრება საკუთარი ქვეყანა, მარტო დარჩენილი დედა, მშობლიური კერა ახუთში, მეგობრები, თბილისის ქუჩებში უთავბოლო ხეტიალი და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც წილად კი, პირიქით, ამ ყველაფრის დამსახურებით, მუდმივად წერს და ძიებაშია, როგორც შემოქმედი.

„მზე შენს თვალებში“ უთუოდ იქცევა მკითხველის სამაგიდო წიგნად, რადგან ნებისმიერ გვერდზე გადაშლისას აღმოაჩენთ სიყვარულს, მონატრებას, სითბოს, სიმყუდროვეს, ბავშვობას, სინათლეს, სიწრფელეს, რწმენას, ერთგულებას, სუსხიან ზამთარს და მწველ ზაფხულსაც, ბუნების სრულ ჰარმონიას ადამიანთან. აკი ვთქვი, რომ ის განწყობათა მუდმივი ცვლის პოეტია. წარმატებული დებიუტი ალექსანდრეს ცხოვრების ახალ გამოწვევაში, რომელსაც პოეზია ჰქვია!“ – გიორგი ბალახაშვილი

მე ვარ

27,95 

„ყოველთვის ვოცნებობდი პატარა წიგნზე, რომელსაც გაბედავდნენ და ინტერესით წაიკითხავდნენ კითხვის სირთულეების მქონე ბავშვები. თანაც ეს წიგნი იქნებოდა მათთვის სახალისო და პერსონალურად საინტერესო, ხელს შეუწყობდა მათ თვითდაკვირვებასა და საკუთარი თავის გაგებას.

ეს წიგნი სწორედ ასეთია – კითხვის მოტივაციის გამაძლიერებელი და საკუთარ თავზე დამაფიქრებელი! ეს სწორედ ასეთი წიგნია! და კიდევ, რაც მთავარია, ეს წიგნი მშობლებისთვისაა – რომ გაიგონ, რას ფიქრობს მათი შვილი, როგორ გულმოდგინედ ცდილობს და როგორ განიცდის, როცა რაიმე არ გამოსდის.

ბავშვის ფიქრები ისე ავთენტურად და ოსტატურადაა გახმოვანებული, რომ მშობლები მიხვდებიან, რა ხდება მათი შვილების გულებში, რატომ უქვეითდებათ სწავლის მოტივაცია, თვითშეფასება და დარწმუნდებიან, რომ ისინი არ არიან ზარმაცები“, – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე.

ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვის დაიწერა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი. ის აუცილებელი რესურსია მშობლებისთვის, პედაგოგებისა და ბავშვებთან მომუშავე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის. ამასთანავე, წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვისაც, მათი ცნობიერების ამაღლების, განსხვავებულის შემჩნევისა თუ მიღებისთვის საჭირო უნარების ჩამოსაყალიბებლად.

წუთისოფლის არალეგალი

19,95 

თეა ხასაია ბავშვობიდან წერს ლექსებს. სასკოლო ასაკში რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ადგილობრივ გაზეთებში, მოგვიანებით კი ალმანახ „პირველ სხივში“, ჟურნალ-გაზეთებში: „გზაჯვარედინი“, „აფინაჟი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული მესხეთი“ და „ლიტერატურული ხორნაბუჯი“.

„წუთისოფლის არალეგალი“ მისი პირველი პოეტური კრებულია. პოეზია მისთვის სულის თავშესაფარია, მის ლექსებში იმედგაცრუებაც იკითხება და მომავლის იმედიც. ის არასოდეს ცრუობს მკითხველთან, არასოდეს ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე არის და, ალბათ, ხარისხიან ლექსთან ერთად, ამ გულწრფელობისთვისაც შეიყვარა მისი პოეზია უამრავმა ადამიანმა.

გამოცდები

34,95 

[კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ… საბჭოთა ტრადიციასთან რევოლუციური წყვეტის ნიშნად, პირველად ქვეყნის ისტორიაში საჯარო სკოლების დირექტორები აირჩიეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სამეურვეო საბჭოებმა. სამეურვეო საბჭოებს აგრეთვე მიეცათ უფლება გაეკონტროლებინათ სკოლის ბიუჯეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება.

არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე – მიხაილ რუსინეკი

8,95 

მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.

ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.

დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.

გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …

24,95 

ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით : მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაურ გადაწყვეტილების შესახებ უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო

სასიკვდილო სნეულება

23,95 

სორენ კირკეგორი დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალისა და ეთიკის წარმომადგენელია. მისი “სასიკვდილო სნეულება” არის XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაშრომი, რომელიც განთქმულია ფსიქოლოგიური შეხედულებების სიღრმითა და სიმწვავით.