მატარებელი კომიქს
საუკუნო უკუნი
29,90 ₾მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი
ქინდერლენდ
39,90 ₾1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.