მედუზა
ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში
23,90 ₾მონა თოთხმეტი წლისაა და იმ ჯადოქრებს სულაც არ ჰგავს, ქალაქის დაცვა რომ აბარიათ. არც ელჭექის მართვა შეუძლია და არც წყალზე მისნობა. მაგიური ნიჭი მხოლოდ ცომის ამოსაყვანად და თაფლაცუნების ასაცეკვებლად თუ ჰყოფნის, მაგრამ ბედს ნამდვილად არ უჩივის.
აი, როცა დეიდას საცხობის იატაკზე გვამს პოულობს — მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ქალაქში ჯადოსნების მკვლელი დაძრწის და, როგორც ჩანს, მისი მომდევნო სამიზნე სწორედ მონაა. თუმცა ეს მისი პრობლემების მხოლოდ დასაწყისია… ქალაქის კედლებისთვის მტერს შემოურტყამს ალყა, მის ქუჩებში კი ინკვიზიციის ცეცხლი ღვივდება.
*
თ. კინგფიშერი არის ჰიუგოს, ნებულასა და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი. “ჯადოქრის გზამკვლევი თავდაცვით ცხობაში” კი 2020 და 2021 წლებში დასახელდა საუკეთესოდ ნებულას, ლოუდსტარის, დრაკონის, ლოკუსისა სხვა ცნობილი დაჯილდოების საყმაწვილო წიგნების კატეგორიებში.
ციხე-კოშკი ღრუბლებში
24,90 ₾დაიანა უინ ჯონსის ჰაულის ტრილოგიის მეორე წიგნში მოქმედება ინგარის სამეფოსგან შორს, სამხრეთით მდებარე რაშპუტის სასულთნოში ხდება.
ხალიჩების ახალგაზრდა ვაჭარი, აბდულა, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და თავის ფარდულში, გასაყიდ ხალიჩებზე გაშოტილი ოცნების კოშკებს აგებს, სანამ უდაბნოს მწირი მფრინავ ხალიჩას არ მიჰყიდის. ამის შემდეგ იწყება აბდულას თავგადასავალი, მაგრამ ის მარტო არ არის. წინაღობების დაძლევაში მას ხან ეხმარებიან, ხანდახან კი ხელს უშლიან, გაქუცული ხალიჩა, ჭირვეული ჯინი, გაიძვერა ჯარისკაცი და თავნება შავი კატა. ამ ჭრელ საზოგადოებასთან ერთად, იფრითების, მოჯადოებული არსებების, ხალხმრავალი ბაზრების, უდაბნოში მოთარეშე ყაჩაღებისა და სულთნების სამყაროში იმოგზაურებთ.
დატრიალებულ ამბებში ჩვენს საყვარელ მოკინკლავე წყვილსა და ცეცხლის ბურთსაც აღმოაჩენთ.
წყვდიადის მარცხენა ხელი
23,90 ₾გენლი აი გეთენზე ელჩად წარგზავნილი ადამიანია, რომელმაც ამ ყინულოვანი პლანეტის “ეკუმენში”, დიდ გალაქტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს. ახალ კულტურასთან კავშირის გაბმას მისი უცხოპლანეტელობა ართულებს — გეთენელებს ფიქსირებული გენდერული იდენტობა არ გააჩნიათ და გარეგან სქესობრივ მახასიათებლებსაც თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღით იძენენ. გენლი გეთენზე ჩაფრენისთანავე გაეხვევა პოლიტიკოსებისა და მეფეების მიერ გაბმული ინტრიგების სახიფათო ქსელში და მოუწევს იმის სწავლა, როგორ გადააბიჯოს ამ ფუნდამენტურ განსხვავებებს… როგორ ენდოს გეთენელ ესტრავენს, რომელიც შესაძლოა ამ არასტუმართმოყვარე მიწაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც კი იყოს.
ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და უცხო პლანეტაზე ადამიანური ემოციების კვლევაში სიღრმისეული წიაღსვლებით, “წყვდიადის მარცხენა” ხელი ამაყად იკავებს კუთვნილ ადგილს ინტელექტუალური სამეცნიერო ფანტასტიკის მონუმენტურ ნაშრომებს შორის.
შეხვედრა რამასთან
23,90 ₾2131 წელს მზის სისტემაში უზარმაზარი ობიექტი შემოიჭრა, რომელიც მეცნიერებს თავიდან პლანეტების მკვლელი ასტეროიდი ეგონათ. მცირეხნიანი პანიკის შემდეგ, დაკვირვებამ გასაოცარ საიდუმლოს ახადა ფარდა: ობიექტი, მეტსახელად რამა, ბუნებრივი წარმოშობის სულაც არ იყო, არამედ გიგანტურ მეტალის ცილინდრს წარმოადგენდა, რომელიც უთუოდ მოაზროვნე არსებების მიერ უნდა ყოფილიყო აგებული. მაგრამ ვინ იყვნენ ეს უძველესი ოსტატები? ან რა მიზნით გამოუშვეს რამა მზისკენ?
ამ შეკითხვებზე პასუხის პოვნა მეთაური ნორტონის და მისი “ენდევორის” ეკიპაჟის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. დრო კი არ ითმენს, მზესთან ჩაქროლების შემდეგ რამა ვარსკვლავთშორის უსასრულეთში ჩაიკარგება… საიდუმლოებები კი, რომლებსაც ის ათასწლეულებია დარაჯობს, კაცობრიობას სამარადჟამოდ შეცვლას უქადის.
სერ ართურ ჩარლზ კლარკი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. იგი იყო გამომგონებელი, წყალქვეშა სამყაროს მკვლევარი, ფუტურისტი და მეცნიერების პოპულარიზატორი.