2022
7-9 პინოკიოს თავგადასავალი
9,90 ₾იყო და არა იყო რა…
– იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები.
არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა,
იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~
მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
ქართული ანდაზები
15,00 ₾მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე უდიდეს ყურადღებას უთმობდა ქართულ ზეპირსიტყვიერებას, განსაკუთრებით კი – ხატოვან თქმებსა და ანდაზებს. ამ წიგნში სწორედ ავტორის მიერ ერთად თავმოყრილი ქართული ანდაზებია შესული.
ხეების იდუმალი ცხოვრება
15,00 ₾“ამ მსოფლიო ბესტსელერში გერმანელი მეტყევე და მკვლევარი, პიტერ ვოლებენი გვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს ტყის მიმართ და გვიხსნის სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების გასაოცარ, ჩვენთვის აქამდე უცნობ პროცესს. ხეების მეგობრობის, ცხოვრების წესის, მათი თანაცხოვრებების შესახებ შეძენილი ცოდნა მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ტყეს და ძირფესვიანად შეუცვლის ამ იდუმალი სამყაროს აღქმას.
პეტერ ვოლებენი დაიბადა 1964 წელს, ბონში, გერმანიაში. სატყეო მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მან ოც წელზე მეტხანს იმუშავა ტყის მართვის უწყებებში. დღეს კი გერმანიაში მისსავე დაარსებულ ტყის აკადემიას უძღვება და გამოსცემს ჟურნალს სახელწოდებით “”ვოლებენის სამყარო”” (Wohllebens Welt). ბუნებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციების მრავალი ჯილდოს მფლობელი ვოლებენი ხშირად მონაწილეობს ტელეგადაცემებში და სისტემატურად კითხულობს ლექციებს ბუნების დაცვის საკითხებზე.
ეს წიგნი 2015 წელს გამოვიდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და ბევრ ქვეყანაში გახდა ბესტსელერი. წიგნის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2020 წელს ნეტფლიქსის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა.
“
დავითი და გოლიათი
20,00 ₾“მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“.
მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.
გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ – წერდნენ კრიტიკოსები.”
კანარის ჩიტი
15,00 ₾ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია.