დავითი და გოლიათი

20,00 

“მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“.
მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.

გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ – წერდნენ კრიტიკოსები.”

კანარის ჩიტი

15,00 

ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია.

ტრაგედიები

18,90 

„ტრაგედიები“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.

ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.

ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.

ლევან ბერძენიშვილი

არ დაელოდო ანგელოზებს

11,95 

„ძაღლები ყეფენ, რა უნდა ეთქვათ ახლა ძაღლებზე?“ პოეზია კითხვებია და არა პასუხები. თუ პასუხი იცი, რატომღა დაწერ. ეძიებ და აგნებ, მაგრამ „მიგნებული“ ახალი კითხვებით გეძახის ახალ გზაზე.

„გაიხსენე, რომელ სადგურს მიადექი?“ პოეზია გზაა და არა ვიწრო ოთახი. გზას მიუყვები, მაშინაც, როცა ღამით სამზარეულოში წერ. პარიზშიც ხარ, არაბეთშიც და აფრიკაშიც.

„შენ ზიხარ ოთახში, სადაც დღის ამბები გროვდება“. პოეზია სიზმარია და არა ცხადი, მაგრამ ეს სიზმარი ხშირად სიცხადეზე უფრო რეალურია და მკაცრი.

„შენი ცხადიდან ნამსხვრევებს ვიღებ სიზმრებისთვის. სიზმრები უზომოდ ცხადები არიან“. პოეზია ბზარია და არა სიმრთელე, რომლის გამთლიანებასაც უსასრულოდ ცდილობს ლექსი, მაგრამ მხოლოდ ახალ ბზარებს, კითხვებსა და გზებს ბადებს.

„ბზარების შეხორცება ძნელი ასატანია?“ პოეზიაა ნიკა ლაშხიას ახალი კრებული, სადაც ანგელოზებს არ უნდა დაელოდო“. – გაგა ნახუცრიშვილი