2025
გამოგონილი საყვარელი
13,95 ₾,,გამოგონილი საყვარელი” წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის ონორე დე ბალზაკის (1799-1850) ფსიქოლოგიურ მოთხრობას კრებულიდან ,,ადამიანური კომედია”.
უსიხარულო მეფე
14,95 ₾ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს. საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა. და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!
თეთრი ღამეები
11,95 ₾ფიოდორ დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ სენტიმენტალური რომანია ახალგაზრდა მეოცნებე კაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნარი, ოთხ ღამეში შეიგრძნოს ცხოვრების მთავარი საზრისი — სიყვარული, ამ დროის განმავლობაში განცდილი ბედნიერება კი დარჩენილი ცხოვრების საგზლად აქციოს. “განა ცოტაა ნეტარების თუნდაც ერთი წუთი ადამიანის სიცოცხლისთვის?” — სვამს კითხვას მთხრობელი, პასუხს კი თავად ნაწარმოები სცემს.
მალინა
16,95 ₾“მალინა“ სულის შემძვრელი და დაუვიწყარი პორტრეტია ქალისა სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ერთდროულად უჩვეულო სასიყვარულო ისტორია და ფსიქოანალიტიკური ძიება ასე შეიძლება დახასიათდეს დიდი ავსტრიელი პოეტის ერთადერთი რომანი, რომელიც მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში დაწერა. ომისშემდგომ ვენაში ცხოვრობს ქალი, რომელიც მტკივნეულ გაორებას განიცდის და კონფლიქტი აქვს ყველაფერთან, მათ შორის, საკუთარ თავთან. ორი მამაკაცის, ორი პოლარულად განსხვავებული ხასიათის ადამიანის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა თანდათან სრულიად ფიტავს და ძალას აცლის მას და აშიშვლებს მის ვნებებითა და იარებით დასერილ სულს. ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა. თომას ბერნჰარდი როგორც მარადიულ, ასევე ახალ ჰარმონიზაციის ტრფიალ მწერლებსა და სიმშვიდის შენარჩუნების ინსტრუქტორებს ვუპირისპირებ მწერალ-ჭრილობას, ინგებორგ ბახმანს. ელფრიდე იელინეკი”
ქართული მოდა
100,00 ₾თქვენ წინაშეა ქართული მოდის შესახებ ყველაზე სრული გამოცემა, რომელშიც შეჯერებულია ქართული სამოსის შესწავლის ვრცელი და საინტერესო ისტორია – ძველი სწავლულების თხზულებებიდან დაწყებული, თანამედროვე მეცნიერ – მკვლევართა ფუნდამენტური ნამუშევრებით დასრულებული. ძველ და ახალ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა ‘’ქართული მოდის“ წინამდებარე გამოცემა, რომელიც ამ სფეროს შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ წარმოდგენას შეგიქმნით.
ბედნიერი ადგილი
16,95 ₾“ჰარიეტმა და უინმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევენ, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება — შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან. უცნაური ამ ამბავში კი ის არის, რომ მათი დაშორების შესახებ მეგობრებმა არაფერი იციან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჰარიეტი და უინი ერთ ოთახში ბინავდებიან კოტეჯში, კურსელების შეკრებაზე, რომელმაც ერთ კვირას უნდა გასტანოს. ესაა მათი ბოლო ზაფხული „ბედნიერ ადგილას“, რადგან ზღვისპირა კოტეჯი, სადაც წლების განმავლობაში ისვენებდნენ, იყიდება. მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, საინტერესოა, შეძლებს თუ არა წყვილი, კვლავ წყვილად მოაჩვენოს თავი მეგობრებს.”
პორნოგრაფია
14,95 ₾“ვიტოლდ გომბროვიჩის რომანი „პორნოგრაფია“ ფილოსოფიური რეალიზმის ნიმუშია, რომლის თხრობაც მეორე მსოფლიო ომის ფონზე, პოლონეთში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ორი შუახნის მამაკაცი დგას. ვიტოლდი და ფრედე რიკი ახალგაზრდა კაროლსა და ჰენიას შორის „ეროტიკული ინტრი გის“ ინსცენირებას ცდილობენ. ფრედერიკი, ნიჰილიზმით შეპყრო ბილი ათეისტი, პროცესის აქტიური მაკონტროლებელია, ვიტოლდი კი მთხრობელი, რომელიც რომანში მოქმედი პირიცაა და მოვლენე ბის მორალური შემფასებელიც. მათი ქმედებები, ერთი მხრივ, ავ ლენს ობსესიურ ლტოლვას ახალგაზრდობისა და ცხოვრების ვნებია ნობისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფს ძალაუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მანიპულაციის გზით ხორციელდება. რომანი არ გვთავაზობს მზა პასუხებსა და „მორალურ დასკვნებს“, ის ირონიითა და შიშით მიგვანიშნებს ჩვენში არსებულ იმ ბნელ წერტი ლებზე, რომლებიც ხშირად კულტურის, ეთიკისა და სიყვარულის სახელში ინიღბებიან.”
ის, რაც ჩვენ შორისაა
16,95 ₾დედის უკიდეგანო სიყვარული, მარწუხივით სულისშემხუთავი; სიყვარული, რომელიც ყოველივე იმას გიკრძალავს და გაკარგვინებს, რაც გახარებს და გიყვარს; და მეამბოხე გოგონა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს დედის ყოვლისმომცველ კონტროლს, მაგრამ მარცხდება. მარცხდება ორივე, დედაც და შვილიც… და ერთხელაც დგება შურისძიების დღე _ სასტიკი და წარმოუდგენელი, მაგრამ არის რაღაც, რაც ქალიშვილმა არ იცის და არც არასოდეს გაუმხელს დედა, რადგან სიმართლე მათ სახლში სიცრუეზე სახიფათოა.
ოლივ კიტერიჯი
16,95 ₾“ამერიკელმა მწერალმა ელიზაბეტ სტრაუტმა „ოლივ კიტერიჯისთვის“ პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის მოკლე მოთხრობების კრებული, რომელთაგანაც თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება მენში მცხოვრებ მკაცრ, მომთხოვნ და მტკიცე ნებისყოფის ქალს, ოლივს. ეს არის პორტრეტი უბრალო და, იმავდროულად, შთამბეჭდავი ყოველდღიურობის, ადამიანების, დანაკარგების და იმ აზრთა ნაკადის, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველდღიურად ირევა. ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სირთულეების მიმართ მედეგობა აერთიანებთ. თუმცა ოლივი ყველაზე ღრმად ჩადის პრობლემის არსში და გულწრფელი ძალისხმევით ცდილობს მათთან გამკლავებას. აქ არ გველოდება მოულოდნელობები — ოლივ კიტერიჯი არ გადაინაცვლებს ნათელ მხარეს, არ ხდება უკეთესი ადამიანი კლასიკური გაგებით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მის თანაგრძნობას და, რაც ყველაზე უცნაურია, ვხედავთ საკუთარ თავს მასში. მოთხრობების ზოგიერთი გმირი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, მაგრამ სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ოლივი, რომლის სახელიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთ წინადადებაში ისმოდეს, მუდმივად იქაა. შუახანს მიტანებული ქალი იმ სივრცის ნაწილი ხდება, რომელშიც მისი ენერგია, დრო და ცხოვრება ირევა. “
შუა ზაფხულის საიდუმლოები
15,95 ₾შუა ზაფხული… პაპანაქება სიცხე და უცნაურად მომძლავრებული ბოროტმოქმედებები… ისინი ყველგან არიან: საფრანგეთის რივიერაზე, საბერძნეთში, დელფოს ტაძრების ნანგრევებში, ეგვიპტეში, ნილოსზე მოგზაურობისას, თუ რესპექტაბელურ ინგლისურ ოჯახში, მაგრამ რას გახდებიან ცნობილ მაძებრებთან?! ვინ რას გამოაპარებს გონიერ მოხუცს, მის მარპლს, პარკერ პაინს ან შეუდარებელ პატარა ბელგიელს, სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს! კიდევ ერთხელ გაჰყვეთ მათ სახიფათო თავგადასავლებში და დატკბით დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის უბადლო მწერლური ოსტატობით.
სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა – დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში
85,00 ₾თსუ-ს პროფესორის, დავით მაზიაშვილის ახალ მონოგრაფიაში “სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა” შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები და ამ ტექსტების ქორეოგრაფიული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმები. კერძოდ, ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების; ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016-2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში; “შექსპირი.სიყვარული”, “მეტამოროზები”, “მარიჯანის ოთახი”, “ლუჩიას ოთახი”, “12 პაემანი”, “ბეატრიჩე”, და “მედეა”./ Professor David Maziashvili’s new work Word as Music and Movement offers an in-depth analysis of the great world literary samples adapted by Mariam Aleksidze, the first Georgian female choreographer of contemporary ballet. More specifically, the book presents a multifaceted study of the European writers and philosophers, among them: Euripides, Ovid, Boethius, Dante, Shakespeare, James Joyce and Marijan, one of the first Georgian female poets, offering the insight into the reception-adaptation approach and their interpretation in Mariam Aleksidze’s contemporary Georgian ballet and choreography of 2016-2024 performances, namely: Shakespeare: Love, Metamorphoses, Marijan’s Room, Lucia’s Room, 12 Visits, Beatrice and Medea. The Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet dancers will perform fragment from Mariam Aleksidze’s performances as part of the book presentation.
კვენტინ ტარანტინო – ინტერვიუები
25,00 ₾ტარანტინო იმ გამორჩეულად შემოქმედებით ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ერთი და იმავე აზრის გადმოცემაც კი განსხვავებული, მსმენელისთვის დახვეწილი და დამატყვევებელი ფორმით შეუძლიათ. ამასთან, ეს ინტერვიუები მრავალთაგან სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ისინი ყველაზე ღრმა, ინფორმაციული და გამომხატველობითია. ტარანტინო ინარჩუნებს ნამდვილი კინომოყვარულის ღრმა მგრძნობელობას და ხელშესახებ, თითქმის ბავშვურ რწმენას კინოს მიმართ, რაც მას თავისუფლებას ანიჭებს.
ვაჟა-ფშაველა დროისა და სივრცის მიღმა – Vazha Pshavela Outside time and space
25,00 ₾ვაჟამ ქართულ ფოლკლორულ ტრადიციას თანამედროვე ლიტერატურული ფორმა შესძინა. მე-19 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი ქართველი პოეტი ისეთი ეპიკური ნაწარმოებების ავტორია, როგორიცაა; ”ალუდა ქეთელაური” (1888), სტუმარ-მასპინძელი (1893) და გველისმჭამელი (1901), მასვე ეკუთვნის არაერთი მოთხრობა, მცირე ზომის ლექსი თუ პუბლიცისტური წერილი. / A new era in Georgian culture was created by the poetry of Vazha Pshavela. Vazha became more than just another poet great enough to be known by his first name alone. Heroes in his poems are not just self-personifications. Aluda Ketelauri (1888) introduces the theme of conflict between individual morality and the commune’s imperative. His poetry reached a zenith with Host and Guest (1893), where the clash between laws of blood feud and laws of hospitality drives the protagonists to isolation and death. In the 1970s, Aluda Ketelauri, Host and Guest, and The Snake-Eater were merged into one stark and terrifying Symbolist film by Tengiz Abuladze, Invocation.
UNLOCKING THE DOOR კარს მიღმა
25,00 ₾ორენოვანი გამოცემა, რომელიც პირველას 2018 წელს დაიბეჭდა, მოიცავს ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა, და აკა მორჩილაძის მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ითარგმნა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. This bi-lingual edition first published in 2018 includes
works by Erlom Akhvlediani, Guram Rcheulishvili, Lasha Tabukashvili, Goderdzi Chokheli and Aka Morchiladze and their English translations made by students
studying Georgian at Oxford University.
გზაზე
24,95 ₾ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.
დჰარმის მაწანწალები
22,95 ₾„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია – გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.
აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა
20,95 ₾როგორია სინამდვილეში რეალობა? როგორც ქმნის ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობები რეალობის ცრუ აღქმას? სად მთავრდება საზოგადოება და სად იწყება პიროვნება?
ალან უოტსი ამ სკანდალურ ლექციათა კრებულში დასავლური ცივილიზაციის ყველაზე წმინდად მიჩნეულ ცნებებს თავდაყირა აყენებს და თხრობის, ერთდროულად, პროვოკაციული და მხიარული მანერით მკითხველს უბიძგებს, გათავისუფლდეს თავიანთივე შექმნილი ილუზიებისგან, იცხოვროს უფრო ღრმა და, ამავე დროს, მშვიდი, მარტივი ცხოვრებით.
ალან უოტსი დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტატორია. უოტსი საოცარი სიცხადით გვიამბობს იმ აღმოსავლური ფილოსოფიების შესახებ, რომლებმაც თანამედროვე ადამიანის სულიერების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უოტსის თქმით, ადამიანი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც, მისი აზრით, ღმერთებმა გასართობად შექმნეს.
თუ მზად ხართ, ამოყოთ თავი ისეთი კითხვების მორევში, რომლებსაც მზა პასუხები არ აქვს, ჩაეფლოთ დროის მიღმა არსებულ ცნებებში და თქვენს ცნობიერებას ოდნავ გაფართოების შანსი მაინც მისცეთ (რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს), “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” სწორედ თქვენთვისაა.
საქმიანობა, სახელად ცხოვრება – ჩეზარე პავეზე
24,95 ₾„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.
პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა – წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე…
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.
ანბანის თაიგულის გასაფერადებელი წიგნი
14,00 ₾თქვენთვის მოვამზადეთ გრიგოლ ტატიშვილის “ქართული ანბანის თაიგულის” (1902 წელი) მიხედვით გამოცემული ანბანის ასოების გასაფერადებელი წიგნი.
ირინკას დღიური
20,00 ₾“ირინკას დღიური” წარმოადგენს თხუთმეტი წლის მოზარდის სულიერი სამყაროს ამსახველ დოკუმენტს, სადაც 1989-1990 წლების პირადი განცდები და ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანები ჰქმნიან ეპოქის სურათს. მოზარდი გოგონა ირინკა გამოგონილ მეგობარს, სახელად პაკოს, წერილების საშუალებით უზიარებს თავის ფიქრებს და ემოციებს. ის განსაკუთრებული სიფაქიზით აღწერს პირველი სიყვარულის განცდას, მეგობრობის ფასს და ოჯახური ურთიერთობების სირთულეებს. ირინკა ასევე აანალიზებს საკუთარ გრძნობებს და ურთიერთობებს, წერილებში განსაკუთრებული სიზუსტით აღწერს ყოველდღიურ მომენტებს – სკოლიდან სახლში დაბრუნებას, მეგობრებთან შეხვედრებს, ოჯახურ საუბრებს, რაც მის ჩანაწერებს განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს. დღიურში აღწერილი პირადი განცდები – მონატრება, სიყვარული, იმედგაცრუება, სიხარული – წარმოადგენს იმ ემოციურ ფონს, რომელზეც იხატება მოზარდის ფსიქოლოგიური პორტრეტი. საკუთარი გრძნობების ანალიზი და რეფლექსია – მოვლენების გააზრება, ჰქმნის მოზაიკას, სადაც ყოველი წვრილმანი დეტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი სურათის შექმნაში. ეს დღიური წარმოადგენს არა მხოლოდ მოზარდის პირად ჩანაწერებს, არამედ ტექსტს, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ადამიანის სულიერ ზრდას, მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან. წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ აისახება საზოგადოებრივი ცვლილებები ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ირინკას მგრძნობიარე დამოკიდებულება სოციალური პრობლემებისადმი, მისი ინტერესი თანამოქალაქეების ბედის მიმართ და თანაგრძნობის უნარი წარმოაჩენს მას, როგორც მოაზროვნე ახალგაზრდას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ეს არის წიგნი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება პიროვნების სოციალური ცნობიერება მოზარდობის ასაკში.
ხასიათები
24,95 ₾თეოფრასტოსის „ხასიათები“ 30 ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული, განზოგადებული პორტრეტისაგან შედგება და ბერძნულ ყოველდღიურ ყოფას ასახავს. ამ პატარა ნაწარმოებების კითხვისას თვალწინ წარმოგვიდგება ცოცხალი პერსონაჟი ანტიკური ყოველდღიურობიდან, ადამიანური ნაკლოვანებებით, ზოგჯერ უკულტურო ჩვევებითა და ქცევით, თუმცა ჩვენ არ გვაშფოთებს თეოფრასტოსის უხეში ნატურალიზმი, რადგან ეს ცოცხალი ადამიანის ჩვენებაა – ჩანახატი ნატურიდან.
თეოფრასტორი არისტოტელეს მოწაფე იყო და, როგორც მწერალი, უეჭველად აგრძელებს არისტოტელეს ხაზს, თუმცა, მასწავლებლისგან განსხვავებით, რომლის სტილიც მკაცრი და მეცნიერულია, მოწაფის სტილი რაღაც საშუალოა მეცნიერულსა და მხატვრულს შორის.
წიგნში აღწერილ თითოეულ განზოგადებულ პორტრეტს შესაბამისი ილუსტრაცია ახლავს, ეს კი მკითხველს ეხმარება, კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ წარმოიდგინოს თეოფრასტოსის მიერ დახასიათებული ამა თუ იმ თვისებების მქონე ადამიანი.
ძალაუფლება და პროგრესი
29,90 ₾კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყოველგვარი ტექნოლოგიური ცვლილება – იქნება ეს შუა საუკუნეებში სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება, ინდუსტრიული რევოლუცია თუ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი – განიხილებოდა კეთილდღეობის უპირველეს მამოძრავებელ ძალად, რომელსაც საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს. თუმცა, სინამდვილეში, ტექნოლოგია ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა სურთ და რის სჯერათ ძლევამოსილ ადამიანებს – გამორჩეულებს სიმდიდრით, სოციალური სტატუსითა თუ პოლიტიკური გავლენით. დანარჩენებისთვის – ანუ უმეტესობისთვის – პროგრესი ილუზიაა.
დარონ აჯემოღლუ და საიმონ ჯონსონი, ეკონომიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები, გვთავაზობენ ეკონომიკისა და ისტორიის გაბედულ ინტერპრეტაციას, ძირს უთხრიან მიღებულ აზრს იმის შესახებ, როგორ მუშაობს ეკონომიკა და აღწერენ, ვინ სარგებლობს კეთილდღეობით და ვინ რჩება კეთილდღეობის მიღმა.
ავტორები გვთავაზობენ ხედვას, როგორ უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს ტექნოლოგიების განვითარების გზა, რათა ნამდვილი, საყოველთაო კეთილდღეობით მთელმა საზოგადოებამ ისარგებლოს.
მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან
29,90 ₾ამ კრებულით დევიდ ფოსტერ უოლესი უშიშრად და სრული თავდაჯერებით არღვევს მხატვრული ლიტერატურის ყველა შესაძლო საზღვარს. წიგნის სათაური თითქოს საკმარის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ ის ბევრად მეტია – მის ყველა კუთხეში აბზაცებს შორის ჩამალულ მოულოდნელობებს ვაწყდებით.
მოკლე ინტერვიუებში დახატული „ამაზრზენი“ პორტრეტები ხშირად ძალიან ნაცნობია და ფამილარულისა და გამაოგნებლის ზღვარზეც გადის. აღსარებითი გულწრფელობით გამოძერწილი უზუსტესი დეტალები ზომიერადაა გაზავებული ავტორის იუმორით, რაც ტექსტებს დამატებით გემოს სძენს. ის, რასაც ფოსტერ უოლესი ამ კრებულით აღწევს, დიდი მწერლის ნიჭისა და შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლინებაა, რომელიც მკითხველისთვის რთული, მაგრამ შეუდარებელი საჩუქარია.
„და ისიც არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, საკუთარი განსხვავებულობის ასე რომ სჯერათ, მაგიტომაც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.“
ტოპო-ტიპი ვისწავლოთ და ვითამაშოთ ერთად (3 წლიდან)
12,90 ₾ახლა უკვე შეგიძლია ისწავლო და ითამაშო ტოპო-ტიპთან ერთად!
ეს სახალისო თავსატეხების კრებული მრავალფეროვან სავარჯიშოებს აერთიანებს: დააწყვილე, შემოხაზე, გააფერადე, დაითვალე, დააკავშირე, გაიარე ლაბირინთი, გადახაზე განსხვავებული, შემოავლე კონტური…
ამ დავალებების შესრულებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები მათემატიკურ, ლოგიკურ და მოტორულ უნარებს გაიუმჯობესებენ.
ქარიყლაპიას ზაფხული
9,90 ₾ანა ძმების, დანიელისა და ლუკასის მეზობელია. ბავშვები ერთად იზრდებიან, ერთად ატარებენ ზამთარ-ზაფხულებს. თუმცა ის ერთი, ყველაზე ცხელი და გრძელი ზაფხული მათთვის ბავშვობასთან გამოთხოვების მტკივნეული ხანა აღმოჩნდება, რასაც ამძაფრებს ბიჭების დედის ავადმყოფობა, პასუხგაუცემელი კითხვები, იმედგაცრუება… თუმცა ეს ტკივილი მათში ახალ უნარებს აღვიძებს – თანადგომას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.
გერმანელი ავტორის, იუტა რიხტერის ეს შესანიშნავი წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, თანაგრძნობასა და ნუგეშზე, რაც ესოდენ აუცილებელია ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან გასამკლავებლად.
დიქტატორის ზარი
14,90 ₾ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.
მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.
„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.
ჩიკი გაქცევა ბერლინიდან
12,90 ₾ერთი მოპარული მანქანა, ორი „უვარგისი“ ბიჭი და გზა, რომელსაც, სინამდვილეში, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული…
ვოლფგანგ ჰერნდორფის რომანი „ჩიკი“ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოებისგან გარიყული ორი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მაიკ კლინგენბერგს სკოლაში ვერავინ ამჩნევს. არც მაგარია, არც პოპულარული. უბრალოდ – არის, სანამ ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს მის სახლს მოპარული თუ ნათხოვარი „ლადით“ ჩიკი, უცნაური და თავნება თანაკლასელი, არ მოადგება და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ბიჭები გზას არ დაადგებიან. არც ზუსტი გეგმა აქვთ, არც რუკა, არც ნებართვა და არც მიზანი. მიდიან და გზად მხოლოდ უცხო ადგილებს, უცხო გზებსა და უცხო ადამიანებს კი არა, უპირველესად, საკუთარ თავს ეცნობიან.
„ჩიკი“ იმ ჩარჩოების გარღვევის ამბავია, რომლებშიც ცხოვრება გვამწყვდევს. ეს არის ისტორია იმაზე, რომ მეგობარი შეიძლება იპოვო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, და იმაზეც, რომ გზა ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია.
რელიგია მოკლე ისტორია
16,90 ₾თავის წიგნში „რელიგია – მოკლე ისტორია“ რიჩარდ ჰოლოუეი გვთავაზობს ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ფენომენის – რელიგიის მოკლე, გონივრულ და ობიექტურ მიმოხილვას.
ავტორი ახლებურად აანალიზებს მსოფლიოს უმთავრესი რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ჰინდუიზმი და სხვ.) განვითარების ისტორიას, მათ იდეებსა და გავლენას კულტურაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.
ის რელიგიას განიხილავს როგორც სოციალურ-სიმბოლურ ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანებს შიშთან, მარტოობასთან და გაურკვევლობასთან გამკლავებაში ეხმარება.
მიუხედავად თემის სირთულისა, ნაშრომის თხრობის სტილი გამოირჩევა სიმარტივით, ლაკონიურობითა და მოქნილობით. ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად წლების განმავლობაში შოტლანდიური ეკლესიის მსახური იყო, გვერდს არ უვლის რელიგიის ბნელ მხარეებს — ძალადობას, დოგმატიზმს, დევნას, თუმცა არც მის ჰუმანურ ასპექტებს ტოვებს უყურადღებოდ.
სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმავონ ცოდნა.
თეთრი მაგნოლია
14,95 ₾“აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია.”
მარო მაყაშვილის დღიური
14,95 ₾მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
ჰობიტი
24,95 ₾ჯ.რ.რ. ტოლკინის ჯადოსნური ზღაპარი, რომელსაც მკითხველი საოცარ სამყაროში შეჰყავს და ჰობიტის ოდისეის მეგზურად აქცევს. „ჰობიტი“ პირველად 1937 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავდაპირველად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, შეუდარებელმა თხრობამ და საინტერესო ფოლკლორულმა ელემენტებმა ყველა ასაკის მკითხველის გული დაიპყრო. ბილბო აბგელს, ამ მორიდებულ, მაგრამ გაბედულ ჰობიტს, ჯადოქარი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში იწვევენ: დატყვევებული ტროლები, მიწისქვეშა გვირაბებში მობინადრე გობლინები, მომხიბვლელი, მაგრამ საშიში ელფები და, რა თქმა უნდა, ბნელი, უძირო მღვიმე, სადაც ჰობიტი ისეთ განძს გადააწყდება, რომელიც მთელ სამყაროს შეცვლის. „ჰობიტი“ არის მოგზაურობის, სიმამაცის, მეგობრობისა და პიროვნული ზრდის ისტორია. ეს წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა არსება, უბრალო, შეუმჩნეველი ცხოვრებიდან, დიად გმირად იქცეს. „ჰობიტი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ზღაპარი. ეს არის წიგნი, რომელმაც ახალ, ტოლკინისეულ, სამყაროს დაუდო სათავე.
ჰოთორნების მემკვიდრეობა
16,95 ₾“თამაშს წესები აქვს. თამაშს გამარჯვებული ჰყავს. ჯერ კიდევ გუშინ ობოლ გოგონას ძლივს გაჰქონდა თავი, მხოლოდ სტიპენდიის მიღებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა… მაგრამ უეცრად მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე გახდა. მაგრამ მემკვიდრეობა რომ მიიღოს, ახირებული მილიარდერის თავსატეხების ამოხსნა და თამაში უწევს… და კიდევ ბრძოლა… ამჯერად ეივერიმ უნდა გაიგოს, რატომ აირჩია მილიარდერმა სწორედ ის და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეივერ გრემბსი გააერთიანებდა ჰოთორნების გახლეჩილ ოჯახს?! “
მკვდარი სახლის ჩანაწერები
16,95 ₾„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “