2025
ტელევიზორთან
6,90 ₾ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.
რაკრაკ–რუკრუკა ამბები
6,90 ₾რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.
ჯაყოს ხიზნები
9,90 ₾მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შემოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რომელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრადიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებელია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწერალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გამართლება.
ცერცვისტოლა ამბები
8,90 ₾მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, …
წაუკითხე შენს პატარას 2 წელი
15,00 ₾ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ ზღაპრებში გათვალისწინებულია ორი წლის ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს არის ხუთი სახალისო თავგადასავალი, რომელიც თქვენს პატარას ასწავლის სხვადასხვა თამაშს, ზრდილობას, დროულად დაძინებას, გააცნობს ცხოველებს. გარდა ამისა, ამ წიგნით ბავშვი ისწავლის ბევრ ახალ სიტყვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში ადაპტაციისათვის.
კუკარაჩა და სხვა მოთხრობები
9,90 ₾ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ამ კრებულში შესულია 16 მოთხრობა, რომლებიც შედარებულია მწერლის ხელნაწერთან და დაიბეჭდა ცენზურის გარეშე. კრებული მოიცავს როგორც საბავშვო, ისე საყმაწვილო საკითხავ მოთხრობებს: ძაღლი, ხაზარულა, ბოშები, დიდრო, დედა, უმადური, მონატრება, თემურლენგი, ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!, ნუ გააღვიძებ, სასაფლაო, სისხლი, HELLADOS, ჭინკები, გული და კუკარაჩა. ნოდარ დუმბაძის უნიკალური წერის სტილისა და გამორჩეული, სევდანარევი იუმორის წყალობით, ყველა ასაკის მკითხველი სიამოვნებას იღებს მისი შემოქმედებით, თუმცა, სიამოვნებასა და ღიმილთან ერთად დუმბაძის მოთხრობებს მუდმივად თან გასდევს სევდა, ნაღველი და ცრემლი. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია სიყვარულით, თანაგრძნობით და ყველა სხვა ადამიანური სიკეთით.
სპილო ბაბარის თავგადასავალი
5,90 ₾ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.
ბიძია ტომის ქოხი
10,90 ₾ამ წიგნით ვეცნობით აფრო-ამერიკელების მონობის საშინელ წლებს, რომელიც აშშ-ს ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. მტკიცე ხასიათის ბიძია ტომი გამძლეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის განსახიერებაა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ შემგუებლობისა და მორჩილების გამო. ტომმა კარგად იცის, რომ მას იყიდიან ან გაყიდიან, აწამებენ, მაგრამ მტკიცე სულს ვერავინ შეუბღალავს. ალბათ, ამიტომაც 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დასახელდა.
შექსპირი ბავშვებისათვის
7,90 ₾შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.
საშობაო სიმღერა
7,90 ₾1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….
საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები
8,90 ₾ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.
უვიცი ფილოსოფოსი
16,95 ₾ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო და რთულ თემებს აერთიანებს, იოლი და სახა- ლისო საკითხავია. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და სატირა, მსჯელობები რელიგიასა და სიკეთეზე და ასევე, რაც ყველაზე მნი- შვნელოვანია, ცოცხალი და საინტერესო მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შესახებ, რომლებიც ამდენი საუკუნის შემდეგაც არ კარ- გავს აქტუალობას. კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ ვოლტერის ფილოსოფიური მო- თხრობების ყველაზე სრული გამოცემაა ქართულად. ამ წიგნით შეივ- სება ის სიცარიელე, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომა- დგენლის, ვოლტერის, ტექსტების არარსებობა ქმნიდა. მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია შეეცადა, ქართულად გადმოეტანა ვოლტერის ლაღი და დინამიკური თხრობა, სარკაზმი და იუმორი და, ამასთანავე, შეენარჩუნებინა ორიგინალის სულისკვეთება.
ფსიქოთერაპია ღირსებით
16,95 ₾ვიქტორ ე. ფრანკლის მიერ შექმნილი ლოგოთერაპია ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ომისა თუ მშვიდობის პერიოდში, ცხადყო მეთოდის ეფექტიანობა – ადამიანისთვის უბედურების შემცირებისა და საზრისის აღმოჩენა-რეალიზების შედეგად მოპოვებული ბედნიერების თვალსაზრისით. ლოგოთერაპია ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მოქნილობის შენარჩუნებასა და ცხოვრების საზრისი პოვნაში ეხმარება, ახალ ფართო შესაძლებლობებს უხსნის. მისი დახვეწილი მეთოდები ისეთი პიროვნების ხელშეუვალ ღირსებას ემყარება, რომელსაც ენდობიან და რომელიც ესწრაფვის განვითარებას თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ჰარმონიული შერწყმით, საკუთარი პრობლემებისა და სისუსტეების გადალახვით. ამ წიგნში ლოგოთერაპიის ორი ექსპერტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. პაციენტების რეალური ისტორიებისა და პროფესიული განხილვების მეშვეობით მკითხველს თავად შეუძლია აღმოაჩინოს, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ფსიქოთერაპიის ეს ფორმა.
ზოდიაქალური მაგია
29,95 ₾სამყაროში ყველაფერი ენერგიის მიმოცვლასთანაა ჰარმონიაში. ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენც ამ საოცარი პროცესის ნაწილი ვართ. ასტროლოგია ინსტრუმენტია, რომლის წყალობით შეგვიძლია ჩავწვდეთ ჩვენს ცხოვრებაზე ციური სხეულების გავლენას. ამ წიგნის წყალობით შეიტყობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებზე. გაიგებთ, რით არის მნიშვნელოვანი მთვარესავსეობა ან პირიქით, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ ცხოვრების თანამგზავრად, თანამშრომლად ან მეგობრად. შეძლებთ შეიცნოთ თქვენი ხასიათი და საკუთარი უკეთესი მომავლის შემოქმედი გახდეთ.
მეტამორფოზი
11,95 ₾წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას. ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა. რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ, მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება. კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი სათქმელი ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანია:”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.
თომას ზღაპრები
19,95 ₾ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.
გორა მბორგალი 5ტ
20,00 ₾„გორა მბორგალი“ — ჭაბუა ამირეჯიბის რომანი, რომელსაც მწერალი ათი წლის განმავლობაში (1984–1994) წერდა. პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს. რომანი ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი (მთხრობელი) გორა კარგარეთელია, რომელიც საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და შესაბამისად, გადასახლებაში პატიმრობით ისჯება. თავგადასავალიც აქედან (გადასახლებიდან) იწყება: გორა რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე, იწყება მარბენლისა და მდევრის რბოლა.
გალაპაგოსი
14,95 ₾კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.
აივნიანი ქალაქი
29,95 ₾“აივნიანი ქალაქი” ვალერიან (ნიკოლოზ) გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.
ასტროლოგია
29,95 ₾რაც არის ზემოთ – ის არის ქვემოთ. რაც არის შიგნით – ის არის გარეთ“ რამაზ გიგაურის ყოვლისმომცველი კვლევა ასტროლოგიის სამყაროს გარშემო მკითხველს კოსმიური გავლენების ღრმა ანალიზს სთავაზობს და აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ადამიანის ცხოვრებაზე. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თითოეული ზოდიაქოს უნიკალურ მახასიათებლებზე, პიროვნულ თვისებებსა და შესაძლო სიცოცხლის გზებზე. წიგნში ვრცლად არის განხილული ზოდიაქოს ნიშნების ურთიერთქმედება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ისტორიული კვლევებისა და ასტროლოგიის ღრმა ცოდნა იდეალური სინთეზია. ეს წიგნი წარმოადგენს საინტერესო სახელმძღვანელოს როგორც დამწყები მოყვარულებისთვის, ასევე გამოცდილი ასტროლოგებისთვის, რომლებიც ეძებენ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ შექმნილ დეტალურ გზამკვლევს. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებსა და ახლობლებს, გაიგეთ, როგორ უნდა აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პროფესია, როგორ იზრუნოთ ჯანმრთელობასა თუ ოჯახურ კეთილდღეობაზე, ამოიცნოთ სიყვარული.
მკვდარი სულები
16,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „მკვდარი სულები“ ნიკოლაი გოგოლმა 1842 წელს გამოაქვეყნა. „მკვდარი სულების“ სათაური, რუსეთის იმპერიაში დომინანტური იდე- ოლოგიის თანახმად, ოქსიმორონია – სული მაშინ უკვდავად ითვლე- ბოდა და ამიტომაც ცენზურა კარგა ხანს არ აძლევდა მწერალს რომა- ნის გამოქვეყნების უფლებას. თუმცა, ამ სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ჩიჩიკოვი მართლაც გარდაცვლილი გლეხების სუ- ლების საყიდლად ჩადის ქალაქ N-ში, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ….
ჟამთაძვრა
14,95 ₾კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!
მოახლე
16,95 ₾ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?
მონა
23,95 ₾მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.
Воспоминания о военной службе на Кавказе и плене у Шамиля 1844-1854
34,95 ₾“პოლონელი კაროლ კალინოვსკის ბედ-იღბალი, ერთი მხრივ, სრულად ემსგავსებოდა ათეულობით თანამემულის ბედისწერას, 1840-იან წლებში საკუთარი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის მიზეზით რომ დაისაჯნენ რუსეთის იმპერიისგან: თავისუფლებისმოყვარე ერის შვილები აიძულეს, რუსული სამხედრო მუნდირი მოერგოთ და ამავე მიზნისთვის მებრძოლი კავკასიელების დასაპყრობად დაეღვარათ სისხლი. მეორე მხრივ, მისი ათწლიანი ცხოვრება თავისუფლებისმოყვარე მთიელ ხალხთა შორის სრულიად განსაკუთრებულად წარიმართა.
მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო
9,95 ₾XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო ეტაპობრივად დაიპყრო და ძალმომრეობით შეეცადა მის ადმინისტრაციულ მართვასა და რუსულ იმპერიულ სისტემასთან შერწყმას. მიდგომა შეიცვალა 1845 წლიდან, მას შემდეგ, რაც კავკასიაში მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი გამოგზავნეს.
წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის სწორედ ამ გარდამტეხი მომენტის, აგრეთვე მეფისნაცვლის ინსტიტუტისა და რუსული იმპერიული მმართველობის დამყარების პროცესის შესწავლას ინსტიტუციონალიზმის თეორიების მიხედვით.
ჯაყოს ხიზნები – პერსონაჟთა პროტოტიპები
8,95 ₾მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.