ქალები

18,00 

” ქალებიც შეიძლება გმირები იყვნენ! ფრენკისთვის ეს სიტყვები აღმოჩენა იყო. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგონას სამყარო 1965 წელს შეიცვალა, როცა ამერიკა-ვიეტნამის ომი დაიწყო და მისი საყვარელი ძმა ბრძოლის ველზე დაეცა. მას ახლა სულ სხვა მომავალი ელოდა – ომში მედდად წასვლა, ყოველდღე სიკვდილის პირისპირ დგომა და ათასობით დასახიჩრებული თანამემამულე ჯარისკაცების თუ ნაპალმით დამწვარი უდანაშუალო ვიეტნამელი ხალხის გადარჩენა. იქ ყოველი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი იყო, იქ მეგობრობას დიდი ფასი ჰქონდა. ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ომის საშინელებანი ნახა, გამოცადა საყვარელი ადამიანის ღალატი, ალკოჰოლისა და ფსიქოთროპული აბების დამანგრეველი ზემოქმედება და სამშობლოსთვის გაღებული მისი მსხვერპლის უარყოფა, მაგრამ ყველაფერი გადალახა. “

გრძნობათა აღზრდა

16,95 

„გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია. ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც. “

კაცი მოთამაშე

31,00 

გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.

ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.

ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.

პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება

16,60 

წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.

მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.

ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.

დამალული განძი – გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში

34,95 

„დამალული განძი” ვაიოლეტ ოკლანდერის კიდევ ერთი საჩუქარია იმ თერაპევტებისთვის, რომლებიც ბავშვებთან, მოზარდებთან და ოჯახებთან მუშაობენ. ისევე როგორც წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ”, ვაიოლეტი აქაც უამრავი ამბის საშუალებით, თეორიისა და გამოცდილების თანაბარი აღწერით გვახედებს თავის მუშაობაში. ეს წიგნი თვალნათლივ წარმოგვიდგენს, როგორ გამოვიყენოთ გეშტალტ-თერაპიის პრინციპები ბავშვების ცხოვრების შესაცვლელად. კარენ ფრაიდი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია.

თანამგრძნობი

29,90 

„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.

წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასო­წარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.

ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.

უკანონოდ შობილთა ნიშნით

17,90 

რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.

საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.

წრიპა ბიჭის დღიური ტვინის გაუნძრევლად (18)

11,90 

გრეგ ჰეფლის არასდროს ეხალისებოდა სკოლაში სიარული. ამიტომაც არ ადარდებს დიდად, ქალაქის მერია სკოლის დახურვას რომ გადაწყვეტს.

თუმცა მალე იგებს, რომ მასა და მის საუკეთესო მეგობარს, როული ჯეფერსონს სხვადასხვა სკოლაში გაანაწილებენ. შეძლებენ გრეგი და მისი მეგობრები სკოლა სამუდამო დახურვისგან გადაარჩინონ?

თუ ეს გრეგის ცხოვრებაში საერთოდ ახალი თავის დასაწყისია?

წერილი ოქროსფერი მარკით

12,90 

ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.

ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს.

პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.

დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული

8,90 

ყურადღება, ყურადღება!

ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.

აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?

მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!

1Q84

44,90 

თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწე­რალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქ­ტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.

დანიელ ფიფია – ბულათია

14,95 

ეს წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ეს გამარჯვება ისტორიაში შევა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.

ეფუთიში გოშინა

19,95 

გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.

გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.

წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.

ამერიკული კომფორტ ფუდი

39,95 

რომელი საჭმელი ასოცირდება თქვენთვის ამერიკულ კულინარიასთან? ჩემთვის ეს უპირობოდ ბურგერია. ამით გავიცანი ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრებმა. ამერიკელები ყველაზე ხსირად სწორედ ბურგერებს მიირთმევენ. როგორ ამზადებენე, ეგსხვა ამბავია და ამაზე დეტალურად წიგნში წაიკითხავთ. ასევე აღმოაჩენთ სხვა კერძებს, რასაც აქაურები ყოველდღიურად ან დღესასწაულებზე მიირთმევენ,ისტორიებს, თუ როგორც შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა ეს კერძები რაციონში. ზოგი კერძო ოდნავ გადახალისებული და გამარტივებულია.