Showing 211–245 of 501 resultsSorted by latest

დაამხე პატრიარქატი

29,90 

ანტიკური დროიდან მოყოლებული, საზოგადოება პატრიარქალური წესრიგით იმართება. პატრიარქატი „მამათა ბატონობას“ ნიშნავს და იგი კაცს, გენდერული ნიშნის გამო უპირატესობას ანიჭებს – აძლევს მართვის სადავეებს, უნაწილებს მეტ ფულს, ხდის პრივილეგირებულსა და მორალურად უპირატესს, წვდომას აძლევს მეტ დროზე ინტელექტუალური თუ კულტურული სიკეთის შესაქმნელად.

მაგრამ სად წარმოიშვა ეს წყობა და როგორ განვითარდა ის სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში? რატომ ამყარებდნენ ამდაგვარ რწმენა-წარმოდგენებს არისტოტელე, ნიცშე, ვუდი ალენი თუ სხვა „პატივსაცემი მოაზროვნეები?“ რა ბედი ეწიათ იმ ქალებს, რომლებიც ამ წესრიგს დაუპირისპირდნენ?

წიგნის ავტორები სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის საძიებლად გვიწვევენ. ისინი სარკასტულად და გაბედულად ააშკარავებენ კულტურის ისტორიის შემზარავ დანაშაულებს – საჯარო შერცხვენებსა თუ ნაძალადევ სამედიცინო გაკვეთებს, მკვლელობებსა და დაპატიმრებებს – შედეგად კი ქმნიან იუმორითა და თანაგრძნობით სავსე კომიქსს, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და თვალის ამხელ ნიმუშს, რომელიც დღეს მრავალი დასავლური სკოლის კლასგარეშე საკითხავსაც წარმოადგენს.

ყოვლისმომცველი, დროული და შთამაგონებელი წიგნი“

– THE GUARDIAN

უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია

34,90 

უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს.

და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს – “გადავრჩები თუ არა?”

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, კულტურის ისტორიის მკვლევარმა და ჟურნალისტმა მარიამ ნაიემმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის მოეთხრო, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2014-ში. ეს ამბავი საუკუნეების წინ იწყება.

ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე, მიმოიხილავს კაზაკთა პერიოდს, მოგვიანო პერიოდის ენის გენოციდს, ჰოლოდომორს, პოსტ-საბჭოთა და თანამედროვე პერიპეტიებს. მწერლის მონათხრობს კი უფრო ცხადსა და გამჭოლს ხდის იულია ვუსის და ივან კირიბიდას ულამაზესი, ორფეროვან ტონში გადაწყვეტილი ნამუშევრები, რომელიც უკრაინული საილუსტრაციო სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

“უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია” ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია, რომელიც უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ქართველი მკითხველი ამ წიგნში ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ გარემოებებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აგრესორის ბუნება და მეთოდები საუკუნეებია უცვლელია. შესაბამისად ეს წიგნიც ქართველი მკითველისთვის გადაიქცევა სამაგიდო წიგნად, რომელიც არამხოლოდ წარსულზე, არამედ აწმყოზეც გვიქმნის წარმოდგენას და მასთან მიბრუნება მუდმივად მოგვიწევს.

ჰილდა და კლდის ტროლი

16,90 

გაიცანით ჰილდა – მოუსვენარი და თავგადასავლების მაძიებელი გოგონა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე კომიქს-სერია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე.

მოხეტიალე ზღვის სული, დაკარგული გოლიათი თუ ტყის უცნაური ბინადარი ბატონი მერქანა – მიუხედავად იმისა, რომ ჰილდას სამყარო უჩვეულო ამბებითა და არსებებითაა სავსე, კლდის ტროლთან გადაყრა მაინც მოულოდნელი და ხიფათიანი რამაა. მაგრამ როგორც თავად ჰილდა ამბობს “ასეთია თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრება!“

ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის, ლუკ პირსონის კომიქსების სერია ჰილდა გამოსვლისთანავე იქცა პატარების საყვარელ საკითხავად და მსოფლიო ბესტსელერად. მოუსვენარი გოგონას თავგადასავლები უდიდესი სიყვარულით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.

„ჰილდას სამყარო დიდებული, ამაღელვებელი და ხიფათებით სავსე ადგილია, რომლისკენაც ბავშვები მთელი გულით მიილტვიან“

– NEW YORK TIMES

პატარა პრინცი

32,90 

ფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს ყველა ასაკის მკითხველს.

წიგნის მიხედვით შეუქმნიათ თამაშები და ანიმაციები, 2008 წელს კი ფრანგული კომიქს-სცენის ნამდვილმა სუპერ-ვარსკვლავმა ჯოან სფარმა ეგზიუპერის რომანი კომიქსად გადააქცია. გამოცემამ მაშინვე მიიპყრო მკითხველების, მხატვრებისა და საერთაშორისო გამომცემლების ყურადღება და წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომიქს ფესტივალის, ანგულემის ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო წიგნი“

ჯოან სფარის მხატვრობა „პატარა პრინცს“ახალ სიცოცხლესა და ძალას მატებს. ის არ რჩება ავტორისეული სტილისტურ ჩარჩოში და გვთავაზობს ილუსტრირების პირად მასტერკლასს – თანამედროვეს, დინამიკურსა და ემოციურს.

გამოსარჩევი გრაფიკული რომანიც ტექსტის ადაპტირების ნაწილშიც. ჯოან სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი და სწორედ ასე ახერხებს მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით.

„ჯოან სფარი არ ღალატობს ეგზიუპერის ორიგინალს და ისე გვთავაზობს თავის უკვე პირად ნაწარმოებს, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე გვაგრძნობინებს, რომ მხატვარი ბავშვობას არასოდეს მიუტოვებია. უმშვენიერესი საკითხავი და საჩუქარი”
-LA CROIX MAGAZINE

„სფარის მიერ ადაპტირებული “პატარა პრინცი” მომნუსხველი შედევრია, რომელიც ნაწარმოების ფილოსოფიის შესაბამისად ხელახლა აცოცხლებს უფროსში შინაგან ბავშვს, ბავშვებს კი ეგზისტენციალური შეკითხვების სამყაროში, საიმედო მეგზურად მიუძღვება.“
-მელოდი რუ

„ყველამ ვიცით, რომ ეგზიუპერის ნაწარმოები შედევრია; აი, მისი შეწყვილება ჯოან სფარის ფაქიზ მხატვრობასთან კი პატარა პრინცისა და მფრინავის ამბავს გადააქცევს არამხოლოდ გრაფიკული ლიტერატურის მშვენიერ ნიმუშად, არამედ თავად წიგნიც, როგორც საგანი თვისთავად ხდება რაღაც ჯადოსნურის მატარებელი“
– ფაბიენ ჟარდელი