დოგმენი ველურ გარემოში (წიგნი მეექვსე)

14,90 

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.

ომი

14,90 

„ომის“ პერსონაჟი ყოფილი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა საკუთარი თავის ტყვეობას ვერსად გაურბის. „დეპუტატი“ ბევრს ესაუბრება ორ მეგობარს, ორ განსხვავებულ არქეტიპს – „ავაზაკსა“ და „მწერალს“. მათთან დიალოგებში წარმოჩნდება ქვეყნის უახლესი ისტორია, მსოფლიოს მიმდინარე ომები, მორალური დილემები და ჰუმანიზმის კრიზისი.

„არჩილ ქიქოძის რომანში ომი უხილავია. საზოგადოებას დამაკავშირებელი ძაფები გაუწყდა. ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გადასარჩენი თითქოს არაფერი ხდება.

რომანის მთავარი პერსონაჟი მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს. „ომს“ გმირები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სამი ნიღაბი, როგორც ძველ დრამებში ან კომედია დელ არტეში – დეპუტატი, მწერალი და ავაზაკი.

ძველად ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება კი დღეგრძელი; რომ არსებობს მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება. „ომში“ ეს უთუობა შერყეულია. გადარჩება თუ არა ეს ფასეულობები? და თუ გადარჩება, როგორ და ვის ხელში? – ესაა „ომის“ მთავარი შეკითხვა.

ძველ თეატრში ნიღაბი ორი იყო – ტრაგიკული და კომიკური. „ომსაც“ ეს ორი სახე აქვს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ შესძლებია ვინმეს, ასე ზუსტად აღეწერა ის, რასაც მათეს სახარებაში დღის სიბოროტე ჰქვია. არჩილ ქიქოძე ამ სიზუსტეს წყვეტილი, ფრაგმენტული, მოზაიკური აღწერით ახერხებს. გროტესკი და რეალიზმი განურჩეველი ხდება.“

საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა

25,00 

წინამდებარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, სრულად წარმოაჩინოს საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა

შიდა სამზარეულო

30,90 

25 წლის წინ „შიდა სამზარეულოს“ გამოცემას დიდი ხმაური მოჰყვა. ავტორს არც კი უცდია მკითხველის მადის დანდობა და ყველაფერი გამოამზეურა, რაც კი სამზარეულოს კარს მიღმა ხდება. დღეს უკვე საკულტო ნაწარმოები მაშინვე იქცა ბესტსელერად და დღემდე ინარჩუნებს წარმოუდგენელ პოპულარობას. შესაძლოა, კულინარია ვიღაცისთვის მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ „შიდა სამზარეულო“ მკითხველისთვის ის კერძია, რომელიც თავის გემოს არასდროს დაგავიწყებს.

ამერიკელმა შეფმა, მწერალმა და სამოგზაურო დოკუმენტალისტმა ენტონი ბურდეინმა, რომელიც საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა თავისი ტელეშოუების, დოკუმენტური ფილმებისა თუ ლიტერატურის საშუალებით, კულინარია სოციალური დაკვირვების, ანთროპოლოგიური კვლევისა თუ ფილოსოფიური განსჯის მედიუმად აქცია. მისი ტექსტები ისეთივეა, როგორიც თვითონ იყო – გონებამახვილური, დაუღალავი და ბასრი.

ტანტრული პულსაცია

25,00 

„ტანტრული პულსაცია“ ენერგიის გამოღვიძებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის უნიკალური გზაა.
ეს წიგნი აერთიანებს ანიშას ოცდაათწლიან გამოცდილებას ნეო-რაიხიანულ ენერგეტიკულ პრაქტიკებსა და მედიტაციის ხელოვნებაში. მასში აღწერილია მისი მეთოდის — „პულსაციის“ — თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიმართულებები. აქვე წარმოდგენილია მისი სამუშაოს ახალი განშტოება — ტანტრული პულსაცია.
ვილჰელმ რაიხი, ზიგმუნდ ფროიდის მოწაფე, მიიჩნევდა, რომ სექსუალური და ემოციური რეპრესია ფსიქოლოგიური პრობლემების ძირითადი მიზეზია. მან აღმოაჩინა, რომ სხეული ამ ჩახშობილ ენერგიას ინახავს კუნთების ქრონიკული დაჭიმულობის — „კუნთოვანი ჯავშნის“ — სახით და შეიმუშავა სუნთქვასა და მოძრაობაზე დაფუძნებული ტექნიკა, რომელიც გვეხმარება ამ დაჭიმულობის მოხსნასა და ჩახშობილი ენერგიის გათავისუფლებაში.
ოშოს სწავლების საფუძველს წარმოადგენს ცხოვრების მიღება, მოდუნება, მედიტაცია და ზეიმი — მისი ხედვა მოიცავს ადამიანის გამოცდილების სრულ სპექტრს: სექსიდან სუპერცნობიერებამდე.
ამ ორი განსხვავებული წყაროდან წარმოშობილი ანიშას მეთოდი ქმნის თვითშემეცნებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის უნიკალურ პროცესს, რომელიც სიღრმით, სიცოცხლით და ეფექტურობით გამოირჩევა.

ჩეჩნეთის ომი ჩეჩენი ქალები

19,90 

2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი. ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს.
მალტური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. მისი დოკუმენტური პროზა გამდიდრებულია დინამიური და ექსპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით, შედეგად, საკოს წიგნებს ხშირად თავზარდამცემი ეფექტი აქვს და მასთან ზიარებისას ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად და კომიქს-ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად.

7-9 პინოკიოს თავგადასავალი

9,90 

იყო და არა იყო რა…

– იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები.

არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა,

იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~

მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

პარიზის ქართული სიზმრები

10,90 

„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა.

ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.

მე და ოსკარი (7-9)

11,90 

ოსკარი და იდა ოდნავ ძველმოდურ, მორყეულ სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. იდა უფროსი დაა და, ერთი შეხედვით, ყველაფერს ის წყვეტს, თუმცა, ვერ წყვეტს იმას, როდის იხვრინოს ოსკარმა.

ხუთი წლის ოსკარი ცელქი, თავნება და ცოტათი აუტანელი ვინმეა. როგორც მამა ამბობს, „ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს~, სკამზე ჯდომა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ვახშმად მაჭკატებია; შეუძლია მარტოდმარტო პირველად წავიდეს მაღაზიაში, როცა მთელი ოჯახი ავადაა; ბატუტი ისე უნდა, საჩუქრად მისი მოთხოვნა უზრდელობა სულაც არ ჰგონია; შეუძლია ყველაფერი ჩააწყოს სკოლის ჩანთაში, რომელიც იმდენად უყვარს, რომ სულ სადღაც რჩება…

იდა ოსკარზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ზოგჯერ გული სწყდება, რომ თვითონ სულ ზრდილობიანად იქცევა, საჩუქრებს კი მაინც ოსკარი იღებს. ზოგჯერ ძალიან ბრაზობს ძმაზე, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მასთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგჯერ კი ერთი შეხედვით დიდურ რამეებზეც ფიქრობს ხოლმე… მაგალითად, იმაზე, თუ რა მოსდით ჩვენს შიშებს, როცა ჩვენზე პატარასა და მშიშარაზე ვიწყებთ ზრუნვას და როგორ შეიძლება იქცეს ბავშვობის პატარა ქოხი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოგონებად.

უკრაინული სექსის საველე კვლევები

12,90 

ოქსანა ზაბუჟკო (დაიბადა 1960 წელს) უკრაინელი პოეტი, რომანისტი და ესეისტია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

90-იანი წლებიდან ოქსანა კითხულობდა ლექციებს პენსილვანიის, ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსი­ტეტებში. ამან მას საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ამ ფონზე საკუთარი, როგორც ქალის, პოეტი ქალის ადგილი ეკვლია, რადგან პირადი ცხოვრება, სექსუალობა, ეროვნული იდენტობა – ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკურ ჭრილში იყრის თავს.

„უკრაინული სექსის საველე კვლევებში“ სექსი არა მხოლოდ ინტიმური აქტია, არამედ ძალაუფლების, ისტორიული მემკვიდრეობისა და პიროვნული თავისუფლების ძიების საშუალება. ის ერთ-ერთი რევოლუციური წიგნია უკრაინულ ლიტერატურაში. მთავარი გმირი ცდილობს, იკვლიოს საკუთარი, როგორც ქალის ტრავმული გამოცდილებები და ეძიოს მიზეზები. ნელ-ნელა ქალის სხეული ბრძოლისა და ძალადობის ველად იქცევა, რაც მკითხველს უჩენს ქალი-სამშობლოს სახე-სიმბოლოს განცდას, სამშობლოსი, რომელზეც ასევე ცდილობენ ძალადობასა და დომინანტობას.

ოქსანა ზაბუჟკოს რომანი „უკრაინული სექსის საველე კვლევები“ გამოირჩევა ინტენსიური, დაძაბული თხრობით; ის ერთგვარი ინტელექტუალური ექსპერიმენტია, თვითგამოხატვის მძაფრი, გულწრფელი მცდელობებით.

ბაბუაჩემის მაღაზია (7-9)

13,90 

ამ წიგნის მთხრობელი 10 წლის გოგონაა, რომელსაც, როგორც ყველა ბავშვს, ხშირად ეკითხებიან, რა უნდა გამოხვიდეო. ჰოდა, მანაც ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა ბაბუასავით საკუთარი მაღაზია ჰქონდეს. ბაბუას შეგირდობა არცთუ იოლი საქმეა.

ყოჩაღ შეგირდს მუშტრების მოსაზიდად ბრწყინვალე იდეები მოსდის თავში, მაგრამ ჯაჯღანა ბაბუა სულ უკმაყოფილოა. ბებია და დედაც ხშირად საყვედურობენ.

რას ერჩიან ბავშვებს უფროსები? უფროსებთან ურთიერთობის სირთულეებზე თავის დაკვირვებებს გოგონა სახელდახელოდ შექმნილ რვეულში ინიშნავს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენც გიზიარებთ.

შერმინ იაშარი თანამედროვე თურქი მწერალია. ის ამ იუმორით დაწერილ წიგნში 1990-იანი წლების თურქული სოფლის ყოფას გვაცნობს. ნაწარმოების ინსპირაცია ავტორის ბავშვობაა და ნაწარმოებიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია.

პედრო პარამო

12,90 

აგვისტოს მცხუნვარე დღეს, როცა ცხელ ქარს საპნის ხის მყრალი ოხშივარი მოაქვს, მტვრიან გზაზე კაცი მიაბიჯებს. ეს ხუან პრესიადოა, კომალაში მამის, პედრო პარამოს, საძებნელად ჩამოვიდა.

აქ დრო ცნობიერებიდან ცნობიერებაში, სიზმრების, სურვილებისა და მოგონებების ჰიპნოზურ ნაკადში მიედინება, სადაც ყველაფერს პედრო პარამოს აჩრდილი გადაჰფარებია.

ხუან რულფოს მიერ აღწერილი ემოციური მხატვრული სახეების, მძაფრი ვნებებისა და გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლოებების უჩვეულო ნაზავმა უდიდესი გავლენა იქონია ლათინურ-ამერიკელი მწერლების მთელ თაობაზე, მათ შორის, კარლოს ფუენტესზე, მარიო ვარგას ლიოსასა და გაბრიელ გარსია მარკესზე. დღეს ამ ნაწარმოების კითხვისას ისეთივე ემოციები გვეუფლება, როგორიც 1955 წელს, როცა „პედრო პარამო“ მექსიკაში პირველად დაიბეჭდა.

„პედრო პარამო“ მე რომ დამეწერა, მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერზე ვიდარდებდი და აღარაფერს დავწერდი“.

გაბრიელ გარსია მარკესი

იშმაელი არ დამიძახოთ!

14,90 

„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“

იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.

საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.

Soft Machine

27,00 

In this surreal, savage sequel to ‘Naked Lunch’, Burroughs’ famous cut-up technique, the slicing and random folding in of words, was fully developed, transforming the narrative into a new form of prose poetry.

ქართველი ერის სკოლა

36,60 

ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.