რბილი
რაკრაკ–რუკრუკა ამბები
6,90 ₾რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.
ჯაყოს ხიზნები
9,90 ₾მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შემოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რომელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრადიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებელია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწერალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გამართლება.
ცერცვისტოლა ამბები
8,90 ₾მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, …
კუკარაჩა და სხვა მოთხრობები
9,90 ₾ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ამ კრებულში შესულია 16 მოთხრობა, რომლებიც შედარებულია მწერლის ხელნაწერთან და დაიბეჭდა ცენზურის გარეშე. კრებული მოიცავს როგორც საბავშვო, ისე საყმაწვილო საკითხავ მოთხრობებს: ძაღლი, ხაზარულა, ბოშები, დიდრო, დედა, უმადური, მონატრება, თემურლენგი, ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!, ნუ გააღვიძებ, სასაფლაო, სისხლი, HELLADOS, ჭინკები, გული და კუკარაჩა. ნოდარ დუმბაძის უნიკალური წერის სტილისა და გამორჩეული, სევდანარევი იუმორის წყალობით, ყველა ასაკის მკითხველი სიამოვნებას იღებს მისი შემოქმედებით, თუმცა, სიამოვნებასა და ღიმილთან ერთად დუმბაძის მოთხრობებს მუდმივად თან გასდევს სევდა, ნაღველი და ცრემლი. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია სიყვარულით, თანაგრძნობით და ყველა სხვა ადამიანური სიკეთით.
კაპიტან გრანტის შვილები 1 ნაწ.
6,90 ₾“კაპიტან გრანტის შვილები” ჟიულ ვერნის ტრილოგიის პირველი წიგნია (მეორე – “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, მესამე – “იდუმალი კუნძული”). რომანში აღწერილი მიმზიდველი, უჩვეულო, გმირობის ტოლფასი მოგზაურობებისადმი ინტერესი დღემდე არ შენელებულა, რადგან მასში დასმული პრობლემები ჩვენს საუკუნეშიც არ არის გადაჭრილი. ამ წიგნით ქართველი მოზარდი, მის თანატოლ რობერტთან ერთად, აღმოაჩენს 37-ე პარალელზე მდებარე სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სხვა კუნძულებს; შეიძენს ახალ ცოდნას, ისწავლის სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, მოყვასის სიყვარულს; მიხვდება, რაში გამოიხატება ადამიანის სიმამაცე და გამბედაობა, უდრეკი ნებისყოფა, საქმისადმი ერთგულება… ამ უკვდავი რომანის ახალი, თანამედროვე ლიტერატურული ენით დაწერილი თარგმანი – მნიშვნელოვანი კომენტარებით, ჟიულ ვერნის მიერ შედგენილი რუკე-ბითა და მისი თანამედროვე მხატვრის, ედუარდ რიოს ილუსტრაციებით – თვით “კომპიუტერის” ბიჭებსაც დააინტერესებს და მათ ახალი იდეებისა და ოცნებებისაკენ უბიძგებს.
80 დღე დედამიწის გარშემო
7,90 ₾,80 დღე დედამიწის გარშემო” სათავგადასავლო ჟანრის ფუძემდებლის , ჟიულ ვერნის ერთ–ერთი საუკეთესო რომანია. ნაწარმოებში აღწერილია ლონდონელი ექცენტრიკული მამაკაცის, ფილეას ფოგის უჩვეულო მოგზაურობის ისტორია დედამიწის გარშემო, თავის ფრანგ მსახურ, ჟან პასპარტუსთან ერთად. წიგნში იგრძნობა ფრანგი მწერლის ცოცხალი, დახვეწილი იუმორი და თხრობის არაჩვეულებრივი სტილი.
სპილო ბაბარის თავგადასავალი
5,90 ₾ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.
ბიძია ტომის ქოხი
10,90 ₾ამ წიგნით ვეცნობით აფრო-ამერიკელების მონობის საშინელ წლებს, რომელიც აშშ-ს ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. მტკიცე ხასიათის ბიძია ტომი გამძლეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის განსახიერებაა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ შემგუებლობისა და მორჩილების გამო. ტომმა კარგად იცის, რომ მას იყიდიან ან გაყიდიან, აწამებენ, მაგრამ მტკიცე სულს ვერავინ შეუბღალავს. ალბათ, ამიტომაც 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დასახელდა.
შექსპირი ბავშვებისათვის
7,90 ₾შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.
საშობაო სიმღერა
7,90 ₾1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….
საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები
8,90 ₾ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.