წუთისოფლის არალეგალი

19,95 

თეა ხასაია ბავშვობიდან წერს ლექსებს. სასკოლო ასაკში რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ადგილობრივ გაზეთებში, მოგვიანებით კი ალმანახ „პირველ სხივში“, ჟურნალ-გაზეთებში: „გზაჯვარედინი“, „აფინაჟი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული მესხეთი“ და „ლიტერატურული ხორნაბუჯი“.

„წუთისოფლის არალეგალი“ მისი პირველი პოეტური კრებულია. პოეზია მისთვის სულის თავშესაფარია, მის ლექსებში იმედგაცრუებაც იკითხება და მომავლის იმედიც. ის არასოდეს ცრუობს მკითხველთან, არასოდეს ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე არის და, ალბათ, ხარისხიან ლექსთან ერთად, ამ გულწრფელობისთვისაც შეიყვარა მისი პოეზია უამრავმა ადამიანმა.

გამოცდები

34,95 

[კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ… საბჭოთა ტრადიციასთან რევოლუციური წყვეტის ნიშნად, პირველად ქვეყნის ისტორიაში საჯარო სკოლების დირექტორები აირჩიეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სამეურვეო საბჭოებმა. სამეურვეო საბჭოებს აგრეთვე მიეცათ უფლება გაეკონტროლებინათ სკოლის ბიუჯეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება.

ჩვენ ვართ საქართველო

14,00 

ეს არის ძალიან საინტერესო და ღრმა ანალიზი საქართველოს აწმყოსა და მომავალზე. განათლება, მეცნიერება, კანონის უზენაესობა, მთავრობის მკაფიო გეგმა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე – ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც დასმულია ამ წიგნში. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს აქ შევუქმნათ შესაძლებლობები და ემიგრაცია შევაჩეროთ. და რაც მთავარია, შენი ქვეყანა შენს თავზე უფრო უნდა გიყვარდეს!

ძაღლის ვალსი

15,00 

„ძაღლის ვალსი“ ისტორიულ-დოკუმენტალური პროზის ჟანრისაა. ის მოკლედ მიმოიხილავს ძველი საქართველოს ისტორიულ მატიანეს: შუა საუკუნეებს, გასაბჭოების პერიოდს, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციას და საქართველოს ეფექტურ ანექსიას.
წიგნში ასახულია ძველი საქართველოს წარმართული რიტუალები და წესჩვეულებები, აღზევებული ლენინ-სტალინიზმის, ვაიმარის რესპუბლიკის გაჩენა და ნაცისტური პარტიის მიერ განხორციელებული ქმედებები.
ნაწარმოები ასახავს საქართველოს რევოლუციურ და კომუნისტურ მოვლენებს, გარემოებათა უშუალო მომსწრეების და მათი შთამომავლების თვალით, ათავსებს მომხდარ ფაქტებს ისტორიულ და იდეოლოგიურ კონტექსტში.
თხზულების გმირები საბჭოთა პერიოდის ქართული საზოგადოების რეალურ პირებია, ხოლო სცენარები კი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

ღამის სიმღერა

25,00 

წიგნში ლექსებთან ერთად შესულია ფიქრები პოეზიაზე, ლექსები პროზად, მინიატურები. გოჩა სხილაძის ლექსი არ ქადაგებს რამეს, ის აღწერს ადამიანის განწყობას, ეს არის პოეზიის შინაარსი, არა ის რომ რაღაცისკენ მოუწოდოს, რაღაც მის გარეშე იყოს. დარწმუნებული ვარ, ხელოვნება არის ხელოვნებისათვის! ხელოვნება ისეთი რამეა… რას შევადაროთ? ოქროს კალმით რომ დაიწყო რაღაცის თხრა ან ოქროს გუთნით. ოქრო თავისთავად ძვირფასია, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს. – ზურაბ კიკნაძე

მიჰყევი ტაროს

27,95 

ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს – ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ!

ბრეიგელის მთვარე

4,90 

“ბრეიგელის მთვარე”, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი რომანია, მოულოდნელად ერთი ამოსუნთქვით დაიწერა კიდეც. არ ვიცი რამდენად შევძელი ჩანაფიქრის შესრულება, ანუ მხატვრულ ტექსტად ქცევა ჩემი ფიქრისა თუ წარმოსახვისა. ამას, იმედია, მკითხველი განსჯის. სწორედ მას – მკითხველს მინდა ერთი ფრანგი პოეტის სიტყვებით მივმართო, გაჩუქებულ წიგნს რომ წააწერა: ვისურვებდი, ისეთივე სიამოვნებით წაგეკითხოთ ეს წიგნი, როგორითაც მე მას ვწერდი…

როგორ დავამარცხოთ დიქტატორი – მარია რესა

34,95 

რატომ სუსტდება დემოკრატია? რატომ გახდა რთული სიყალბესთან, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაპირისპირება? გააძლიერა თუ არა სოციალურმა ქსელებმა და ციფრულმა პლატფორმებმა ავტოკრატიული რეჟიმები?

ფილიპინელი ჟურნალისტი, თავისუფალი სიტყვის დამცველი მარია რესა, თავისი განსაცვიფრებელი ბიოგრაფიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კითხვებზე უაღრესად საინტერესო პასუხებს გვთავაზობს. მარია რესას ისტორია ბევრისთვის კარგადაა ნაცნობი. ესაა სოციალურ ქსელში თავდასხმები, სასამართლოს მიკერძოებულობა, საკუთარი მოქალაქეების ან პარტნიორებისგან მტრის ხატის შექმნა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ა. შ. სოციალური მედიის უპირობო დომინაციის პირობებში რთულია დეზინფორმაციასთან ბრძოლაც. რეჟიმი შეუზღუდავ რესურსს იყენებს, რათა ტროლ-ბოტებით, დაქირავებული, ერთსახოვანი ადამიანებით პარალელური სამყარო შექმნას. თუმცა დემოკრატიების შესუსტებამ და ავტოკრატიების რეპრესიულმა ბუნებამ შინაგანი რწმენა არ უნდა შეგვირყიოს და მთავარი მიზნიდან არ გადაგვახვევინოს. მარია რესამ გვაჩვენა, რომ დიქტატორი დუტერტე სწორედ მორალურმა სიცხადემ, თავისუფლების მოყვარული ადამიანების ერთობამ, დამოუკიდებელმა მედიამ და კონკრეტული მოქალაქეების დაუღალავმა ბრძოლამ შეარყია. მისი ისტორია მყარ იმედს გვაძლევს, რომ დიქტატორების დამარცხება შეგვიძლია. მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ პირველი წიგნია გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი სერიისა „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“. ეს სერია საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, თვალნათლივ დაინახოს დიქტატურის აშკარა თუ ფარული მახასიათებლები და პარალელურად შეაფასოს მნიშვნელობა იმ მთავარი ღირებულებების და ადამიანის უფლებებისა, რაზეც დგას დემოკრატია – მმართველობის ერთადერთი საუკეთესო ფორმა ამჟამინდელ მსოფლიოში .

სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი

10,00 

დევი სტურუა

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჟურნალისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. არაერთი ნაშრომის ავტორი. დაიბადა ქალაქ თბილისში 1931 წელს. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის რედაქციაში („ზარია ვასტოკა“, „კომუნისტი“). იყო საქართველოს კომუნისტური პარ- ტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის მიმართულებით. მონაწილეობა მიიღო ქართული ენციკ- ლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარ- სებაში. 1996-2001 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. ავტორია არაერთი წიგ- ნისა: „ბედისწერა“ (ისტორიული რომანი) „სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი: მოგონებები, პორტრეტები“ – 1995; „არ-დავიწყება მოყვრისა…“; წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, პოლემიკა, ინტერვიუ, ძველი ჩანაწე- რებიდან… – 2000; „ზმანება ბასიანთან“. დევი სტურუა გარდაიცვალა 2001 წელს, 70 წლის ასაკში.

არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე – მიხაილ რუსინეკი

8,95 

მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.

ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.

დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.

ოცნებების კვალდაკვალ

10,00 

იოსებ ახალაიას „ოცნებების კვალდაკვალ (სიყვარულის პარადოქსი)“, ახალგაზრდა მწერლის მეორე რომანია, წიგნი კი მეორე გადამუშავებული ვერსიაა. რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა… კლასიკად ქცეული სასიყვარულო სამკუთხედი ამ რომანში ტრაგიკულად სრულდება და მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.

მე გადმოვცურავ ზღვას

14,95 

ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

სიკვდილი ვენეციაში, ტონიო კრიოგერი

12,95 

თომას მანი თავის ორ მოთხრობაში – „სიკვდილი ვენეციაში“ და ტონიო კრიოგერი“ – შეუდარებელი ოსტატობით განიხილავს მშვენიერების, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სიკვდილ-სიცოცხლის თემებს. ბიურგერულ საზოგადოებას არ შეუძლია ხელოვანის გაგება, ამდენად, ტონიო კრიოგერი მარტოსულია, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც უცხოა საზოგადოებისთვის. ცნობილი ხელოვანი გუსტავ აშენბახიც საზოგადოებას უპირისპირდება. მან მთელი სიცოცხლე ხელოვნებისა და სილამაზის მსახურებას მიუძღვნა და მაინც ვერ გაექცა ხელოვნების დეკადენტურობას. ორივე გმირის ქვეცნობიერი ლტოლვა ჭეშმარიტი ხელოვნებისკენ განაპირობებს კათარზისის განცდის მწველ სურვილს, რამდენადაც მიჩნეულია, რომ ხელოვნება მშვენიერი, თავისუფალი სულისგან იბადება.

იაპონური მოთხრობები

9,95 

იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“.

დეიზი ჯოუნსი და ექვსეული

16,95 

“როკჯგუფი “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია… მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..