Showing 1–35 of 418 resultsSorted by latest

მხოლოდ სიმართლე! – თვითმხილველისა და მონაწილის ჩანაწერები

34,00 

“ძვირფასო მკითხველო! აი, ახლა თქვენ, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და იურისტის, ვახტანგ გვარამიას მემუარების წიგნს გაეცნობით”

შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური

135,00 

წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

Treasures of Medieval Georgian Christian Art

135,00 

წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

Georgian Manuscript Heritage/ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა

135,00 

წიგნში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური კოლექცია, რომელიც ასახავს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ქართველი ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ხანგრძლივ გზას, მხატვრული თუ მსოფლმხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ეტაპებს. მკითხველი აქ გაეცნობა ქრისტიანული მწერლობის, მხატვრული ლიტერატურის თუ საისტორიო მწერლობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ეს უნიკალურ მემკვიდრეობა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მნიშვნელოვანი საგანძურია. სამეცნიერო-პოპულარული წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

ქართული უტოპია – საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა

20,00 

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ქართულ მწერლობაში საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოჩნდა და მჭიდროდ დაუკავშირდა სოცრეალისტურ ლიტერატურას. სწორედ ეს გარემოება აქცევს ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებსა და მოთხრობებს ღირებულ ისტორიულ წყაროდ, რადგან მათი მეშვეობით ქვეყნის უახლოეს წარსულს უნიკალური პერსპექტივიდან შეგვიძლია შევავლოთ თვალი.

მშენებლობა ძველ საქართველოში

39,95 

ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“. ავტორმა მასზე მუშაობა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, შეაგროვა დიდძალი მასალა, თუმცა, ნაშრომის სრულად დამთავრება და გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა.

ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული საერო და საკულტო არქიტექტურული ნაგებობების სახეობანი: საცხოვრებელი სახლები, სასახლეები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, გზები, ხიდები, საეკლესიო არქიტექტურა და სამონასტრო კომპლექსები. შესწავლილი და აღწერილია თითოეული მათგანის სტრუქტურა და ხასიათი, აგრეთვე მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები.

წიგნს ერთვის სამშენებლო ტერმინთა განმარტებები და საძიებელი, ასევე ნაშრომში განხილული სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშის ფოტომასალა.

ნაპოლეონის მამლუქი (მეორე გამოცემა)

15,95 

1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაბადებული რუსტამ რაზას მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა.

დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს.