ფილოსოფია
აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა
20,95 ₾როგორია სინამდვილეში რეალობა? როგორც ქმნის ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობები რეალობის ცრუ აღქმას? სად მთავრდება საზოგადოება და სად იწყება პიროვნება?
ალან უოტსი ამ სკანდალურ ლექციათა კრებულში დასავლური ცივილიზაციის ყველაზე წმინდად მიჩნეულ ცნებებს თავდაყირა აყენებს და თხრობის, ერთდროულად, პროვოკაციული და მხიარული მანერით მკითხველს უბიძგებს, გათავისუფლდეს თავიანთივე შექმნილი ილუზიებისგან, იცხოვროს უფრო ღრმა და, ამავე დროს, მშვიდი, მარტივი ცხოვრებით.
ალან უოტსი დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტატორია. უოტსი საოცარი სიცხადით გვიამბობს იმ აღმოსავლური ფილოსოფიების შესახებ, რომლებმაც თანამედროვე ადამიანის სულიერების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უოტსის თქმით, ადამიანი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც, მისი აზრით, ღმერთებმა გასართობად შექმნეს.
თუ მზად ხართ, ამოყოთ თავი ისეთი კითხვების მორევში, რომლებსაც მზა პასუხები არ აქვს, ჩაეფლოთ დროის მიღმა არსებულ ცნებებში და თქვენს ცნობიერებას ოდნავ გაფართოების შანსი მაინც მისცეთ (რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს), “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” სწორედ თქვენთვისაა.
კაცი მოთამაშე
31,00 ₾გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.
ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.
ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.
პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება
16,60 ₾წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.
მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.
ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.
ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი
50,00 ₾„ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი“ წიგნზე განუზომლად მეტია. იგი „გიტას“ ყველაზე გავრცელებული გამოცემაა დასავლეთის ქვეყნებში. მასში თავმოყრილია ცოდნაც და ღვთისადმი ერთგულებაც; ამიტომაც შესწევს უნარი, უკეთესობისაკენ შეცვალოს ადამიანის სიცოცხლე.
„ბჰაგავად-გიტაში“ გადმოცემულია ხუთი ძირითადი ჭეშმარიტებისა და თითოეული მათგანის დანარჩენებთან ურთიე-რთკავშირის შესახებ ცოდნა. აი, ეს ხუთი ჭეშმარიტება: კრიშნა, ანუ ღმერთი, ინდივიდუალური სული, მატერიალური სამყარო, ამ სამყაროში აღსრულებული საქმენი და დრო. „გიტა“, რომელიც ინდოეთის სულიერი სიბრძნის არსია, ნათლად განმარტავს ცნობიერების, „მე“-ს და სამყაროს ბუნებას; იძლევა პასუხებს საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსთა მიერ დასმულ შეკითხვებზე. „გიტას“ თარგმნის პროცესში ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა მუდამ ერთგული რჩებოდა კრიშნას სიტყვებისა, ამიტომაც გახსნა „გიტას“ უძველესი ცოდნის ყველა საიდუმლოს კლიტენი, გაგვანდო ჩვენ და ამით თვითსრულყოფასა და სულიერ წინსვლაში დაგვეხმარა.
„გიტა“ კრიშნასა და მის ძვირფას მეგობარ არჯუნას შორის საუბარია. ბიძაშვილებსა და მეგობრებთან ომში ჩაბმის წინ დიდ მეომარ არჯუნას ებადება კითხვები: რატომ უნდა იბრძოლოს, რა არის სიცოცხლის აზრი და რა ელის სიკვდილის შემდეგ? პასუხად კრიშნა თავის მეგობარს დაბნეულობის ბურუსს უფანტავს და სულიერად აცისკროვნებს… ყოველ ჩვენგანს კი მოგვიხმობს, იმავე ნათელ გზას შევუდგეთ.