საბავშვო ლიტერატურა
ადამიანის სხეული – წიგნი მოძრავი ჩანართებით
19,95 ₾აწიეთ გადანაკეცები და აღმოაჩინეთ ფარული სამყარო. გაიგეთ, რას წარმოადგენს თქვენი სხეული თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და რა ხდება კანქვეშ. წიგნში უამრავი საინტერესო ფაქტი და ნახატია, რომელთა გაცნობითაც გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული.
დინოზავრები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი
12,95 ₾გაფერადებული დინოზავრები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!
ცალრქები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი
12,95 ₾გაფერადებული ცალრქები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!
ფიფქია და შვიდი ჯუჯა – 3D
11,95 ₾ეს ლამაზად ილუსტრირებული, მოძრავნახატებიანი წიგნი საოცარ ზღაპარს გააცოცხლებს. ფიფქიასთან ერთად დაემალე ბოროტ დედინაცვალს და შვიდ ჯუჯასთან ერთად იმხიარულე მათ კოხტა ქოხში!
თოვლის გუნდას დომინო
19,95 ₾დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება შენთვის, რადგან ამჯერად სათამაშო ფიგურებზე შენი საყვარელი გმირები – თოვლის გუნდა და მისი მეგობრები – გელოდებიან!
1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი
14,90 ₾კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.
მაქსისტორიები
12,90 ₾მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია.
მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!
იყო და არა იყო რა ქართული ხალხური ზღაპრები
30,90 ₾ამ წიგნში უამრავი ქართული ხალხური ზღაპარია თავმოყრილი. ეს ის საგანძურია, რომელზეც მრავალი თაობა გაიზარდა და კიდევ უამრავი გაიზრდება.
ვინ აღარ იყო ქართულ ზღაპრებში: მოხერხებული ხუთკუნჭულა, შეუპოვარი გვრიტი, ბედისმაძებარი კაცი, ცბიერი მელია, ერთგული წიქარა, საწყალი კონკია, მატყუარა ბატონი, ზარმაცი ნაცარქექია… სად არ მოგზაურობენ, რა არ გადახდებათ თავს, ვის არ გადაეყრებიან; და ჩვენც, დიდი თუ პატარა მკითხველები, თვალს ვადევნებთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს, დავყვებით აღმა-დაღმა და გვჯერა, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს, ბოროტება კი დამარცხდება.
მონტესორი დედამიწა სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
დახატე;
დააკავშირე;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.
მონტესორის მეთოდით აგებულიეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, უკეთ გაიცნონ ჩვენი პლანეტის შემადგენელი ნაწილები: კონტინენტები და ოკეანეები, ქალაქები და ქვეყნები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.
მონტესორი სახლი სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
დააკავშირე;
დახატე თითებით;
გააფერადე…
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ საოჯახო ნივთებისა და ინვენტარის ამოცნობა და დასახელება; ისწავლონ საკუთარ ნივთებ ზე, პირად ჰიგიენასა და სახლის სისუფთავეზე დამოუ კიდებლად ზრუნვა.
მონტესორი რიცხვები სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკ ში. მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ რაოდენობების გააზრება და დათვლა, ციფრების ამოცნობა, ჩაწერა და რაოდენობასთან დაკავ შირება; ასევე – ნულის, როგორც „არცერთის“ გააზრება.
მონტესორი ფერები სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუკიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს ფერების, ფერთა ტონებისა და ელფერების უკეთ აღქმაში, დასახელებასა და დამახსოვრებაში.
ადამიანის სხეული 100 რამ რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ
სასარგებლო რჩევები
კოსმოსი 100 რამ რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
მოკლე, ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები კოსმოსი შესახებ
სასარგებლო რჩევები
ხელმარჯვე კასტორი
19,90 ₾ხელმარჯვე თახვი კასტორი და მისი უმცროსი მეგობარი ფრიპე ამ წიგნის გმირები არიან. მათ უსაქმოდ ვერავინ ნახავს – ხან აცხობენ, ხან ღებავენ, ხანაც მებაღეობენ. კასტორი ფრიპეს და მასთან ერთად პატარა მკითხველებსაც ასწავლის, როგორ შეღებონ ხის კარადა, გამოაცხონ გემრიელი ნამცხვარი, დათესონ ლობიო, გაბერონ დაშვებული საბურავი…
ეს ყველაფერი დეტალურად, ბავშვებისთვის გასაგებად არის ახსნილი წიგნში, მხიარულ ამბებს კი ბოლოს კასტორის რჩევები მოჰყვება.
მონტესორი 8 წლიდან აღმოაჩინე ხელოვნება
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მსოფლიო შედევრები და სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი აქტივობები ხელოვნების ისტორიის გაცნობაში დაეხმარება 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
გაიცნობს ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულ მიმდინარეობებს/ჟანრებს და მათი განვითარების ისტორიულ კონტექსტებს პრეისტორიული ხანიდან თანამედროვე ურბანულ ხელოვნებამდე, ანუ სტრიტ-არტამდე.
გაიცნობს და დააკვირდება 100-მდე ხელოვნების ნიმუშს და გაიგებს თითოეული მათგანის შესრულებისას გამოყენებულ ტექნიკურ ხერხებს.
ქრონოლოგიური სკალის დახმარებით, მსოფლიო შედევრებს მიუსადაგებს შესაბამის მიმდინარეობასა თუ ისტორიულ პერიოდს.
საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით, თავადაც შეეცდება შემოქმედებითობის გამოვლენას.
რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მსოფლიო შედევრების ნიმუშებით
მონტესორი 7 წლიდან ლოგიკა მომავალი პროგრამისტებისათვის
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 50-ზე მეტი სახალისო აქტივობის წყალობით 7 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები გაეცნობიან ორობითი ენისა და პროგრამირების საწყისებს.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
მონტესორის პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომის თანახმად, ყველაზე ბუნებრივი გზით – ყოფითი აქტივობებით (ნამცხვრის მომზადება, მცენარის მოვლა, სუფრის გაშლა…) გაიაზრებს, რომ ალგორითმი რიგითობის ზუსტი დაცვით შესასრულებელი მოქმედებებია, რის შედეგადაც სრულდება დავალება ან გადაიჭრება პრობლემა; შემდეგ თავადაც მოიგონებს „სახალისო ალგორითმებს“ და „გამოასწორებს ხარვეზს“ მარტივ ალგორითმებში.
რობოტ ჰეიოს მაგალითზე გაეცნობა პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს.
ნახატებისა და მარტივი მითითებების დახმარებით გაიცნობს თვლის ორობით სისტემას და ბულის ლოგიკურ ოპერატორებს.
მონტესორის მეთოდით შთაგონებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით (ოღონდ – გაჯეტების გარეშე) განივითარებს ლოგიკურ აზროვნებას და გაიაზრებს კოდის წერის უმარტივეს პრინციპებს.
რვეულში დაგხვდებათ:
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მარტივი ალგორითმებით
მონტესორი 6 წლიდან აღმოაჩინე კოსმოსი
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
საინფორმაციო გვერდებისა და თავსატეხების წყალობით, გამოიკვლევს მზის სისტემასა და
ციურ სხეულებს, მათ შორის – ჩვენს ლურჯ პლანეტას.
გაეცნობა ასტრონავტებისა და კოსმოსში გაგზავნილი სხვადასხვა მოწყობილობის მიღწევებს.
მიღებული ცოდნის გადამოწმებისა და განმტკიცების მიზნით, უპასუხებს ყოველი თავის ბოლოს მოცემული თემატური ვიქტორინის შეკითხვებს.შექმნის მუყაოს სათამაშოებს.
რვეულში დაგხვდებათ:
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები პლანეტებისა და თანავარსკვლავედების გამოსახულებით
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვისთვის
საინტერესო იდეები კოსმოსის სიღრმისეული გამოკვლევისთვის
მონტესორი 5 წლიდან ლოგიკა მათემატიკა
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.
აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:
კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს.
წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ.
აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.
რვეულის დახმარებით, ბავშვი:
აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს.
განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით.
გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.
მონტესორი 4 წლიდან აღმოაჩინე სამყარო
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები 4 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოჩენაში დაეხმარება.
რვეულის პირველ ნაწილში ბავშვი თამაშ-თამაშით შეისწავლის ცოცხალ სამყაროს, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის აგებულებას; მცენარის სასიცოცხლო ციკლს; ყოვლისმჭამელი ცხოველების კვებით რაციონს.
რვეულის მეორე ნაწილში ბავშვი დედამიწისა და სამყაროს გასაცნობად მთელ მსოფლიოსა და კოსმოსში „იმოგზაურებს“.
აქტივობები მონტესორის მიერ შემუშავებულ პროგრესირებადი პედაგოგიკის საფუძვლებს ემყარება.
რვეულს თან ერთვის ბარათები ადამიანის სხეულის ნაწილების, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებით, გეოგრაფიული რუკები და სხვა.
ასევე:
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებზე
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან დასახატი მასალა
რჩევები სამყაროს უკეთ გასაცნობად
მონტესორი 3 წლიდან -კონცენტრაცია დაკვირვება მეხსიერება
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-ზე მეტი აქტივობა 3 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს კონცენტრაციის, დაკვირვებისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„ეძებე და იპოვე“-ს ტიპის აქტივობები ბავშვს მრავალში განსხვავებულის გამორჩევას ასწავლის.
საგნების შედარება, ერთნაირების დაკავშირება და თითქმის ერთნაირებში წვრილმანი განსხვავებების პოვნა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
მეხსიერების გასავარჯიშებელი აქტივობების შესრულებისას ბავშვს ეტაპობრივად სთხოვეთ ჯერ ერთი ნახატის დამახსოვრება, შემდეგ –
რამდენიმესი; ასევე, დამახსოვრებული ნახატის დახატვა მეხსიერებით; თავისი ნახატის შედარება „ორიგინალთან“, შეცდომის პოვნა და შესწორება..
დაბოლოს, მიმდევრობების შევსება, ზედმეტი დეტალების პოვნა და სხვადასხვა ტიპის ლაბირინთში გზის გაკვლევა თქვენს პატარას ლოგიკური ანალიზის უნარს გაუუმჯობესებს.
ასევე:
ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
მეხსიერების შესამოწმებელი მუყაოს
ბარათები
მონტესორი 2 წლიდან – ყველაზე პატარებისათვის
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.
საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
„ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:
ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები
კომბლე
14,95 ₾მე კომბლე ვარ, ასე ხალხმა შემარქვა, რადგან კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ. ჩემი თავგადასავალი უნდა გიამბო, ერთხელ შეთქმულება მომიწყეს და მომატყუეს, მაგრამ კუდით ქვა ვასროლინე. მერე დათვმა მოინდომა ჩემი გაბითურება, მაგრამ არც იმას დაადგა კარგი დღე. ბოლოს გულბოროტი მეფეც კი განვარისხე, მაგრამ მასთანაც გავიმარჯვე და სამეფო ტახტიც დავათმობინე. რა არ გადამხდა, მაგრამ დღესაც კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ, ვინც ჩემს ცხვრებს ხელს ახლებს, თავში ჩავცხებ, ალალ-მართალსა და გულკეთილს კი ვწყალობ.
სტუმარ მასპინძელი
10,95 ₾ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოსა და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციის – სტუმარ-მასპინძლობის ამბავს გვიამბობს. ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური ნადირობისას შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა ვერ იცნობს თავის ძმის მკვლელს, ქისტების რისხვას – ზვიადაურს, დაუმეგობრდება მას და შინ ღამის გასათევადაც მიიპატიჟებს. ეს ამბავი არ გამოეპარებათ ქისტებს, ისინი კარგად ცნობენ მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და გადაწყვეტენ ჯოყოლას სახლშივე შეიპყრონ იგი.
ჭიტა აი რას ხედავს ჩვილი
10,90 ₾„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.
პირველი წიგნი, აი რას ხედავს ჩვილი
10,90 ₾,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.
წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან,რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.
დილა მშვიდობისა
10,90 ₾ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.
დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო
10,90 ₾ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.
დილა მშვიდობისა პატარა ცხოველებო
10,90 ₾ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.
A Book of Nonsense
56,00 ₾From the benighted Old Man with a Beard to the erudite Perpendicular Purple Polly, Edward Lear’s world is inhabited by a bewildering variety of oddities. One of the world’s most loved writers, Lear’s verse has delighted whole generations of readers. Here, after 140 years, is the original edition of A Book of Nonsense, from the original publishers. Complete with Lear’s own remarkable illustrations, this treasure trove of nonsense is guaranteed to hold readers spellbound for generations more!
თეთრი ქალაქი
29,95 ₾ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრის გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს. ასე შეიქმნა ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობებზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე და გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე. მართალია, ზღაპრის ბოლო კეთილია, ცხოვრება კი არ ჰგავს გამოგონილ, ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ მუდამ ფასეულია ზნეკეთილობა და სათნოება…
პოლინკა
19,90 ₾პატარა პოლინკას მშობლები სოფელში, ბებოსთან და ბაბუასთან ჩაიყვანენ.
იმ რამდენიმე დღეში პოლინკა მზაკვრულ მზაკვრადაც იქცევა, წერა-კითხვას და ანგარიშსაც ისწავლის და ნამდვილ მეგობარსაც გაიჩენს.
წაიკითხეთ უკარაინელი ავტორის ეს მხიარული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ
პატარა, ჭკვიანი, ცელქი პოლინკა
პეტსონი და ფინდუსი
19,90 ₾თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება.
იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო.
მოს შვიდი დღე
12,90 ₾მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.
სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!
მამა მუმინის მემუარები
11,90 ₾„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“