Showing 1016–1050 of 7608 resultsSorted by latest

პოლიტიკური გაკვეთილები

17,00 

წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.

რას გვიამბობს სახლი

Original price was: 55,00 ₾.Current price is: 36,00 ₾.

ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.

ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.

ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.

ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის

ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი

10,00 

რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.

ჩემი ფეხბურთი

100,00 

„ჩემი ფეხბურთი“ — ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ვარლამ (ვალიკო) გენგიურის არქივიდან შერჩეული კადრებია. მისი, როგორც ქართველი ფოტოხელოვანის, პროფესიული ბიოგრაფია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1961 წლიდან მუშაობს პრესაში და XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ფოტომემატიანეა.

ალბომში თავმოყრილია ვარლამ გენგიურის თბილისის „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული დაახლოებით 300 უნიკალური საავტორო ფოტო. წიგნს ახლავს ტექსტები — ავტორის ბიოგრაფია, შემოქმედების მიმოხილვა, კოლეგების მოგონებები.

წიგნი-ალბომი „ჩემი ფეხბურთი“ ინახავს სტადიონის ხმაურს, ემოციებსა და ეპოქის განწყობას — ესაა სპორტის, ფოტოგრაფიისა და მეხსიერების ისტორია, რომლის ნახვა ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ფოტოხელოვნება, ქართული სპორტი და კულტურა.

ლაიბნიცის ფილოსოფია

30,00 

ბერტრან რასელის „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“ (1900) წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის ორიგინალურ-კრიტიკულ ინტერპრეტაციას.

ამ წიგნის გამოჩენამდე დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, ლაიბნიცის ფილოსოფია მასში წარმოდგენილია როგორ ლოგიკურად ორგანიზებული და პრინციპულად ერთიანი პროექტი. იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც რასელის ამ კვლევას მოჰყვა, დღემდე ფართოდ არის აღიარებული, რომ სწორედ ამ ნაშრომმა შეუწყო ხელი ლაიბნიცის როგორც ნაწილობრივ მივიწყებული და არასათანადოდ შეფასებული მოაზროვნის შემდგომ რეცეფციას; მის არჩევას არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, არამედ დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.

აბსოლუტური სიკეთის პირობები

30,00 

თქვენს წინაშეა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, ინტუიტივიზმისა და პერსონალისტური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლის, ნიკოლაი ლოსკის „აბსოლუტური სიკეთის პირობები“ (პარიზი, 1949), რომელიც ეძღვნება, მისივე თქმით, „ქრისტიანული ეთიკის სისტემას“.

პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია

30,00 

წინამდებარე მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გაანალიზებდა.

მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის.

ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600 -ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ.

ბეთლემის შეშლილები

19,95 

თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას, რომანი “ბეთლემის შეშლილები” პირველად 2013 წელს გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ, ისე დასავლურ ლიტერატურულ წრეებში. რომანმა 2015 წელს შეიხ ზეიდის წიგნის პრემია მოიპოვა – არაბულ ლიტერატურულ სამყაროში პრესტიჟული ჯილდო.

წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ შეკრებილ და გადმოცემულ, ადგილობრივთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალ, რამდენიმესაუკუნოვან ნარატივებს – რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს – “შეშლილთა” უცნაურ ისტორიებს ზოგჯერ ანეკდოტების, ზოგჯერ კი შიშისმომგვრელი, მისტიკური თქმულებების სახით; ეგზოტიკურ ამბებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ – პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები თუ სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს…

რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის, წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა – საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული, ისევე როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.

მკითხველს წიგნი თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის და პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ ქარტეხილებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთანხმების შემდგომ, 2012 წლამდე – იმ დრომდე, როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა.

ქვიდან ნაჟური სისხლი

19,95 

მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე

იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი არაბულენოვანი მწერალია. მან ბავშვობა უდაბნოში გაატარა, ასე აღმოჩნდა ეს სამყარო მის ნაწარმოებებშიც ღრმად ფესვგადგმული. “ქვიდან ნაჟური სისხლი“, როგორც ალ-ქუნის რომანების უმეტესობა, იკვლევს ადამიანებისა და უდაბნოს ბუნებას, მათ ფუნდამენტურ ურთიერთობას, რასაც გარდაუვალი ბედისწერა მართავს. აქ ერთმანეთში იხლართება მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიება და ეგზისტენციალური კითხვები.

რომანი მოგვითხრობს მარტოხელა ბედუინის, ასუფის, ამბავს. ის უდაბნოში განდეგილივით ცხოვრობს, თხებს მწყემსავს და ხანდახან კლდეზე ამოკვეთილი ნახატების სანახავად უცხოელები დაჰყავს. ასუფს სულიერი კავშირი აქვს უდაბნოსთან და განსაკუთრებით, მის ბინადარ ჯიხვსა და ქურციკთან, ადგილობრივ მითოლოგიაში წარმართულ ღმერთებსა და წმინდა რიტუალებთან რომ ასოცირდება. და როდესაც ორი მონადირე ჩამოდის და ასუფისგან მოითხოვს, რომ ჯიხვის საპოვნელად გაჰყვეს, ის ყველაფერს აკეთებს ამ არსებების დასაცავად. აქედან მოყოლებული, მკითხველი თვალს ადევნებს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას – ერთ-ერთი მონადირე, სიმბოლური სახელით კაენ ადამი, გაუმაძღარი ხორცისმჭამელია; ასუფი ვეგე-ტარიანელი. ერთი უდაბნოში დაუნდობლად დაშლიგინებს, მეორე თავმდაბლად ცხოვრობს გარემოსთან შერწყმული.

მისტიციზმის, სუფიზმის, ისლამის, ძველი აღთქმისა და ტრადიციული შეხედულებების უბადლო შერწყმა რომანს განუმეორებელს ხდის.

კრებულში, ასევე, შესულია ნოველა “ენა“. ამ ნოველაშიც ალ-ქუნი უდაბნოს ცხოვრების გარშემო ტრიალებს; ასახავს, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის ძალაუფლებასა და ადამიანისავე დაუცველობას. ამასთან, ეს არის ამბავი მეტყველე- ბის ტვირთთან გამკლავებაზე.

იანვრის ლოცვები

19,00 

წინამდებარე წიგნი მოიცავს ავტორის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილ ლექსებს. მანამდე გამოიცა ია ხასაიას პოეტური კრებულები – „ლექსმა თქვასო“ (2002), „სულ მო სათქმელად“ (2017), „იყო, არადა“ (2019).

ზოგადად ია ხასაიას პოეზიისთვის დამახასიათებელია სათქმელის გარეგნულად ლაკონურ, ამავდროულად ძალიან ტევადი ფრაზებით გადმოცემა. მსუბუქი, თვითმყოფი ტაეპები ხშირად სულ რამდენიმე სიტყვაში იტევს ღრმად ფილოსოფიურ-ესთეტიკურ მსოფლაღქმას.

ერთი მოგზაური კატის ამბავი

21,95 

„ერთი მოგზაური კატის ამბავი“ თანამედროვე იაპონელი მწერალი ქალის, ჰირო არიკავას, ბესტსელერია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო.

ეს გახლავთ ახალგაზრდა კაცის, სატორუს, და მისი საყვარელი კატის, ნანას, ისტორია, რომელიც ცხოველისა და ადამიანის გასაოცარი მეგობრობისა და ერთგულების შესახებ მოგვითხრობს. ამბავს, ძირითადად, კატა გვიყვება და თავისი თვალით დანახულ სამყაროს გვიხატავს.

ნანა ქუჩის კატაა, რომელსაც სატორუ თავისი ავტომობილის კაპოტზე პოულობს და უმეგობრდება. ერთ დღესაც, როცა აღმოაჩენს, რომ კატა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულა, შეიფარებს და მასზე ზრუნვას იწყებს. ხუთწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ სატორუ ნანასთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, რათა მისთვის ახალი, სანდო პატრონი იპოვოს, რადგან მისი ცხოვრების გარემოებები მათ შემდგომ ერთად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ამ მომენტიდან მოყოლებული, მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან იაპონიის ულამაზესი, საინტერესო ხედები, სატორუს ბავშვობის ტკბილ­მწარე მოგონებები და ძვირფასი ადამიანები, რითაც, საბოლოოდ იქმნება ისტორია, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პატრონისა და მისი კატის მოგზაურობის ქრონიკა.

დენს დენს დენს

30,90 

მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში. მისი ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც ‒ რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს… “

საქართველოს რესპუბლიკა სამაგიდო თამაში 12+

50,00 

სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“, რომლის შექმნის იდეა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 2021 წელს, XI კლასის ისტორიის გაკვეთილზე დაიბადა, საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვისაც, რამდენადაც საქართველოში წარსულის ცოდნა ბევრისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თამაშის მიზანი ამ ცოდნის სკოლის გარეთ გატანა და ისტორიის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა.

კონცეფციის მიხედვით, თამაში იმ 73 წელს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო. სწორედ ამიტომ, სათამაშო დაფაზე მოცემულია 73 უჯრა, ხოლო შეკითხვები, რომელთაც მოთამაშეებმა უნდა უპასუხონ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება. თამაშს თან ახლავს წიგნი, რომელიც მკითხველს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი აღდგენის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეახსენებს. შესაბამისად, თამაშის სახელიც სწორედ ამ მოვლენებზე მიანიშნებს და მასში საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები განგებ არის გამოტოვებული.

თამაშის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტინე მაღლაკელიძემ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა.

გან-ქორწინების ფსიქოლოგია

20,00 

ეს წიგნი წარმოადგენს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის, დაკვირვებების და შთაბეჭდილებების პირველ მცირე ილუსტრაციას. აქ მოყვანილი საქმეები, სიტუაციები და პერსონაჟები არ არის გამოგონილი,თუმცა წარმოდგენილია სახეცვლილი და კონფიდენციალობის სრული დაცვით.

ძარცვა ერთი სიყვარულის ამბავი

16,95 

“არც ვიცი, არის ვითომ ჩემი ამბავი ისეთი მნიშვნელოვანი, ტრაგედიად რომ ჩაითვალოს? ისე, რა აღარ შემემთხვა. რის მოყოლასაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიყვარულის ამბავია, მაგრამ ეგ რომ დაიწყო, ჩემი უბედურებების ნახევარი უკვე დატრიალებული იყო. იმ დროისთვის მარტო ჩემი რვა წლის ბიჭი კი არ მყავდა დაკარგული; სიდნეიში, სადაც ოდესღაც ისეთი სახელი მქონდა, ბევრი მხატვარი რომ ვერც იოცნებებს, სახლიც დავკარგე და სახელოსნოც”, — ასე იწყება ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ავსტრალიელი მწერლის პიტერ კერის რომანი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საოცარ სიყვარულის ამბავზე, ქალისა და მამაკაცის, ძმების, ხელოვნების სიყვარულზე. ერთ დროს ცნობილი მხატვარი მაიკლ ბოუნი და მისი აუტისტი ძმა გვიამბობენ იმ თავგადასავალს, მათ ცხოვრებაში ერთი ქალის გამოჩენას რომ მოჰყვა.

ცვილის ფიგურები

14,95 

საკმაოდ პოლიტიკური კრებულია. ავტორი კაცობრიობის ის ტორიასა თუ მომავალზე ნაფიქრალს სხვადასხვა ყალიბში აქ ცევს. ეს ხან შუა საუკუნეების ვენეციელი ვაჭრის ამბავია, ხან ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტი, ხანაც ერთგვარად ესე ისტური ყაიდის მონათხრობი ოთხ კედელზე — ჩინეთის, ბერლინის, იერუსალიმისა და ტრამპის. პოლიტიკური თემატიკა სოციალურსაც ეჯაჭვება და ხშირად მთავარ მოთამაშედ გამოდის ფული, როგორც ინდიკატორი, როგორც სოციალურ ბრძოლაში თავგანწირვით ჩაბმული ადამიანების ერთადერთი სტიმულატორი. წიგნში ბევრია ფიქრი კულტურულ ფენომენებსა და ლიტერატურაზეც. აქ თითქმის ყველაფერი ნაჩვენებია სამშობლოს მოცილებული ადამიანის თვალთახედვით და, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მოთხრობაში რეალიები არ ვითარდება საქართველოში, საქართველო მაინც მკაფიოდ იკვეთება პერსონაჟთა მენტალურ ილუსტრაციები. შოთა იათაშვილი

ვერ გამტეხ

29,95 

დევიდ გოგინსისთვის ბავშვობა კოშმარი იყო. სიღარიბე, სტერეოტიპები და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ თვითდისციპლინის, ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და შრომის მეშვეობით, გოგინსმა საკუთარი თავი – დეპრესიაში ჩავარდნილი, ჭარბწონიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მომავალი არ გააჩნდა – აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიმბოლოდ და ერთერთ საუკეთესო სპორტსმენად აქცია. წიგნში „ვერ გამტეხ”” გოგინსი თავისი ცხოვრების გასაოცარ ისტორიას გვიზიარებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. „40%-ის წესისა”” და მისი ცხოვრების მაგალითზე განხილული სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით გოგინსი გვასწავლის, როგორ უნდა გავუძლოთ ტკივილს, გავანადგუროთ შიში და დავუპირისპირდეთ ბედისწერას – ჩვენი სრული პოტენციალის მისაღწევად.