Showing 1051–1085 of 7608 resultsSorted by latest

რომეო და ჯულიეტა

14,95 

მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.

წერა

16,95 

„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.

ითაკა

18,95 

ოდისევსი ჩვიდმეტი წლის წინ წავიდა ტროაში საომრად და თან წაიყვანა კუნძულ ითაკის ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი. შინ არავინ დაბრუნებულა და სამეფოს მართვა ქალებმა იკისრეს. სასახლეში პენელოპეს თავხედი საქმროები გაუთავებლად ნადიმობენ და ოდისევსის ქონებას ანადგურებენ. არც ერთი მათგანი არ არის ოდისევსის სწორი, რომ მის ტახტს დაეპატრონოს, მაგრამ მაინც იცდიან, იცდიან… ელოდებიან ქალის არჩევანს… სწორედ მარტოდ დარჩენილი ქალებისა და მათი სათაყვანო ღმერთქალების არჩევანი შეცვლის ამ კუნძულზე მოვლენათა მსვლელობას.

ჯოვანის ოთახი

20,90 

1956 წელს გამოცემულმა “ჯოვანის ოთახმა” დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში გაშლილი იმ თემების გამო, რომლებიც დღემდე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებებს: იდენტობის კრიზისი, გარიყულობა, მასკულინობა, სექსუალობა და თვითგამორკვევა. თუმცა ეს რომანი, პირველ რიგში, სიყვარულზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტექსტია ანაც ყველაზე ტრაგიკული ამბავია სიყვარულის შიშზე.

ჯეიმს ბოლდუინი ერთ-ერთი უდიდესი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში და მის მიღმაც, რომელიც დღემდე ხმამაღლა გაისმის. იგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის შეუცვლელი ფიგურა იყო. მაშინ ცოტა თუ ახერხებდა მასავით ლაპარაკს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, ბოლდუინის საჯარო გამოსვლები კი ისეთივე სიზუსტითა და ხატოვანებით გამოირჩეოდა, როგორც მისი მხატვრული ტექსტები.

ბოლდუინის ნატიფი თხრობის საუკეთესო ნიმუშია “ჯოვანის ოთახი”, რომელშიც ყველაზე ინტიმური გრძნობების სიღრმეებში მიგვიძღვის და ქმნის ემოციურ, თუმცა დიდად საკამათო ამბავს სიკვდილსა და ვნებაზე, რომელიც არასდროს ძველდება.

მშვიდობით იარაღო

22,90 

„მშვიდობით, იარაღო!“ არა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, არამედ ასევე ნაზი და სულის შემძვრელი სიყვარულის ისტორიაც. ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი ომისდროინდელი გამოცდილება გამოიყენა იტალიის ფრონტზე მომსახურე ამერიკელი სანიტარული ნაწილის ოფიცრისა და ლამაზი ინგლისელი ექთნისადმი მისი სიყვარულის ამ შესანიშნავი ამბის შესაქმნელად. რომანი ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. მას გამოარჩევს ბრძოლის ველის საშინელებების შეულამაზებლად აღწერა, ასევე მთავარი გმირების, ფრედერიკისა და ქეთრინის, ვნებიანი, გულწრფელი სიყვარული გულისამაჩუყებელი ისტორია, რაც ტრაგიკულად სრულდება, თუმცა მწერლის თავშეკავებული სტილი უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას.

გზა ხსნისა

13,30 

რამაზ გახოკიძე კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა

ბიოორგანული მწვანე რევოლუცია

16,60 

რამაზ გახოკიძე კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება

23,00 

რა გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს საზოგადოებაზე, სრულად ჯერ არ არის ნათელი. თუმცა, ერთი რამ ცხადია: წინ დიდი ცვლილებები გველოდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ მომზადებულები შევხვდეთ. ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული შიშები ცნობისმოყვარეობით შევცვალოთ, გაურკვევლობა კი შემოქმედებითი თავდაჯერებულობით.
წიგნის ავტორები არიან, სანდრო ასათიანი საქართველოდან, ილიას უნივერსიტეტის ასოფირებული პროფესორი, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი და სასწავლო ცენტრ ჯეოლაბის დამფუძნებელი, მის მიერ შექმნილი პრაქტიკული სახელმძღვანელო, კონკრეტულად გაგაცნობთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
კარლ შტოკერი ავსტიელი პროფესორი, ისტორიკოსი და კულტურის მკვლევარი. იდეის თანაავტორი, გიზიარებთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პესიმისტურ პერსპექტივებს ლაკონურ და ადვილად გასაგებ წინადადებებად.

ყველაზე დიდი ვახშამი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ

35,00 

განთქმულმა შეფ-მზარეულმა, მისიე ფურმიმ, ყველა ცხოველი დაპატიჟა ვახშამზე, მაგრამ მაგიდასთან ადგილების განაწილება შეუძლებლად ეჩვენება – ძაღლი და კატა ერთად ვერ დასხდებიან, ცხვარი მგლის სადილად გადაქცევის რისკის ქვეშაა, ბუ კი დაჟინებით მოითხოვსსიბნელეში ჭამას.

რა რთული თავსატეხია!

როგორ მოახერხებს ჩვენი შეფ-მზარეული ყველა სტუმრის განთავსებას?

დარიო პომოდორო გენუაში, საბავშვო ბაღში ყვება ისტორიებს და უვლის ბავშვებს. ის მუდმივად წერს, თუმცა მისი დიდი დებიუტი 2022 წელს, მას შემდეგ შედგა, რაც მან დაწერა „ლოლა იცვლის სახლს“. ის შთაგონებას ირგვლივ ყველაფერში პოულობს და თავისი შვილების, ჯოვანისა და ვიტორიას, თვალებით უყურებს სამყაროს.

ბავშვთა წიგნების ბოლონიის ბაზრობამ ლორენცო სანჯიო საბავშვო ილუსტრატორთა ახალი თაობის „იტალიელ წარჩინებულ ილუსტრატორებს“ შორის შეარჩია. ის მთელი მსოფლიოს გამომცემლებთან თანამშრომლობს. უყვარს ბუნების, კატებისა და ქალაქების ხატვა

კონი ბრაზობს

20,00 

ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საყურადღებო თემაა ემოციების სამყარო, რომლისთვისაც არაერთი პროექტი მიგვიძღვნია. არც კონის ეს წიგნია გამონაკლისი, რადგან ამ პერსონაჟთან ერთად ბევრად ადვილია ბრაზის, როგორც ემოციის, გააზრება და მისი ჯანსაღი გზებით მართვა.

კონის მთელი დღეა, არ უმართლებს – ბაღში გააბრაზეს, დედას ზოოპარკში არ მიჰყავს, მამამ მის საყვარელ სათამაშოს ფეხი დააბიჯა, ოთახში დიდი არეულობაა. კონის ჰგონია, საცაა, ბრაზისგან გასკდება. რა კარგია, რომ დედამ და მამამ იციან, როგორ დაეხმარონ მას.

ახლა უკვე კონიმაც იცის, როგორ დაეხმაროს თქვენს შვილებს, როცა ისინი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

კონი ვერ იძინებს

20,00 

ყველა მშობლის ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ბავშვის ძილი. რამდენ რამეს ვფიქრობთ და ვიგონებთ იმისთვის, რომ შვილებს, ჩვენთან ერთად თუ დამოუკიდებლად, ვასწავლოთ ძილი.

ამ წიგნში კონი სწავლობს დამოუკიდებლად ძილს. ცდილობს, არ ეშინოდეს სიბნელის, არ გადაიტანოს ყურადღება თამაშისკენ და არ ირბინოს ხან ­ – რაზე და ხან – რაზე, თუმცა ყოველთვის არ გამოსდის, ამიტომ მიზნის მიღწევაში ეხმარება მშობლების ხელშეწყობა, სასიამოვნო რიტუალები და წესები.

ამ წიგნის წაკითხვისას, ბავშვები კონისთან ერთად მოიფიქრებენ ახალ საინტერესო ძილისწინა რიტუალებს და უფრო მარტივად დაიძინებენ.

კონი მაღაზიაში დაიკარგა

20,00 

მხიარული სიტუაციების გარდა, კონი ბავშვებს რთულ ვითარებებთან გამკლავებასაც ასწავლის. ყველას გვქონია მომენტი ცხოვრებაში, როცა დავკარგულვართ. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? შეხვედრის ადგილი დავთქვათ თუ იმ ადგილზე გავშეშდეთ, სადაც მივხვდით, რომ გზა აგვერია?

ამ წიგნის დახმარებით, ჩვენ, მშობლებს, გვეძლევა საშუალება, მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაციები ბავშვთან ერთად მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გავარჩიოთ და თუ მსგავსი სიტუაცია დადგება, ჩვენს შვილებს ექნებათ გამოცდილება, როგორ გაუმკლავდნენ სირთულეს მშვიდად, პანიკის გარეშე.

კონი საბავშვო ბაღში მიდის

20,00 

საბავშვო ბაღში წასვლა დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა არამხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლისთვისაც. ამ საქმეში თქვენი დამხმარე იქნება კონი, რომელიც ახლა მიდის ბაღში. ღელავს, რადგან არ იცის, მოეწონება თუ არა იქაურობა. არ იცის, ვინ დახვდება, რას შეჭამს და გაძლებს თუ არა მთელი დღე დედის გარეშე.

ამ წიგნში კონისთან ერთად მოხვდებით თბილსა და მეგობრულ გარემოში, ნახავთ, როგორ არის აწყობილი დღე საბავშვო ბაღში და მომზადებულად შეხვდებით თქვენი შვილის პირველ დღეს ახალ გარემოში.

კონი ავად გახდა

20,00 

მართალია, ჩვენ, მშობლებს, ალბათ ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენი შვილების ავად ყოფნის პერიოდის გადატანა, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვიც კი ოდესმე ავად ხდება. ეს წიგნი დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დადგებით.

მაღალი სიცხეც დაიწევს, გაუსაძლისი ყელის ტკივილიც გაივლის და სურდოც დასრულდება, მთავარია, კარგი განწყობით მივუდგეთ გაციების და გრიპის დღეებს. კონის გამოცდილება ასწავლის ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, რატომ არ უნდა ეშინოდეთ მათ ექიმების და რომ თურმე წამლებსაც შეიძლება კარგი გემო ჰქონდეს.

კონის ჯიბის ფული

20,00 

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ფულის სწორად განკარგვა. კარგია, თუ ამ ცოდნას ბავშვობიდან მივიღებთ.
კონიმ გადაწყვიტა, რომ უკვე საკმაოდ დიდია და სურს ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ფული. მას ხომ ამ ფულით ბევრი სათამაშოს ყიდვა შეეძლება. თუმცა იმისათვის, რომ სასურველი პონი იყიდოს, ფულის შეგროვება სჭირდება.
კონი მზადაა, ჩვენს პატარებს გააგებინოს, აუხსნას და მათთან ერთად ისწავლოს ფულის გარჩევა, დაზოგვა და ხარჯვა.

კონის პირველი ფრენა

20,00 

კონი მშობლებთან ერთად არდადეგებისთვის ემზადება. ეს იქნება მისთვის განსაკუთრებული მოგზაურობა, რადგან პირველად ჩაჯდება თვითმფრინავში. კონი ღრუბლებს ზემოთ სადილობს და იგებს, რა არის საჰაერო ხვრელი… რაკი ფრენა ძალიან საინტერესოა, მოუთმენლად ელოდება შემდეგს!

კონი და უცნობი

20,00 

პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.

კონი ქოთანზე ჯდება

20,00 

პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.

კონი კბილის ექიმთან მიდის

20,00 

პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.

ემოციების დიდი წიგნი

45,00 

ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ემოციები ახდენს გავლენას ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე და ზოგადად ჩვენს კეთილდღეობაზე. ემოციების ცოდნა გვეხმარება თვითცნობიერებაში, აუმჯობესებს ურთიერთობებს და დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ამ წიგნის საშუალებით :

ბავშვები გაეცნობიან ემოციებს სახალისო გზით, იდეალური ყველა ასაკის ბავშვისთვის
შეძლებენ ამოიცნონ, გამოხატონ და მართონ საკუთარი ემოციები ჯანსაღი გზით და შესაბამისად, შეეძლებათ უკეთესად გაუმკლავდნენ გამოწვევებს და ჰქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები.
მოცემული სავარჯიშოები და გამკლავების მექანიზმები დაეხმარებათ უკეთესად მართონ და გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს. რაც მომავალში, დაეხმარებათ სხვადასხვა რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში.
ემოციების ცოდნა აუმჯობესებს სოციალურ უნარებს – უკეთ გაიგონ სხვების გრძნობები, ემოციები, რაც დაეხმარებათ ჰქონდეთ უფრო ჰარმონიული ურთიერთობები.
შეძლებენ გაიუმჯობესონ ემოციური ლექსიკა, სწორად დაარქვან სახელები საკუთარ ემოციებს და უკეთესად გამოხატონ გრძნობები, რაც ასევე მნიშვნელოვანი უნარია როგორც ურთიერთობებში, ასევე თვითცნობიერებისთვის.
ასაკი: 6-14 წელი

რას გვიამბობს სახლი

55,00 

ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.

ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.

ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.

ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის

ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ

30,00 

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს და პრობლემები ააცილოს თავიდან, მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ამ შთამაგონებელ, ჭკვიანურ და სახალისო წიგნში ცნობილი ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი გვიზიარებს, რას აქვს რეალურად მნიშვნელობა და რას არა, მშობლობისას რა გავაკეთოთ და რა არა. “სრულყოფილი” გეგმის შემუშავების ნაცვლად, პერი გვთავაზობს, შორიდან მთლიანობაში შევხედოთ იმ დეტალებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში მშობლისა და შვილის კარგი ურთიერთობისჯენ მივყავართ. ეს წიგნი განკითხვის გარეშე გვახსენებს და გვეხმარება: • გავიგოთ, როგორი გავლენა აქვს ჩვენსავე აღზრდას ჩვენი მშობლობის სტილზე. • გავითვალისწინოთ, რომ შეცდომებს ჩვენც დავუშვებთ და ვისწავლოთ, როგორ გამოვასწოროთ ისინი. • დავძლიოთ მანკიერი წრე და ჩვევები. • გავუმკლავდეთ ჩვენსა და ჩვენი შვილების გრძნობებს. • გავიგოთ, რას მიგვანიშნებს სხვადასხვა ქცევა. ბრძნული და გონივრული რჩევებით სავსე ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვას ყველა მშობელი ისურვებდა და ყველა შვილი ისურვებდა, რომ მის მშობლებს წაეკითხათ. “ეს არის სიკეთითა და მიმტევებლობით სავსე წიგნი, რომელიც მოგვიწოდებს, სიკეთითა და მიმტევებლობით მივუდგეთ საკუთარ თავსა და ჩვენს მეუღლეებსაც”. კატი ტენზენბრიკი (The Times)

დედმამიშვილები მეტოქეობის გარეშე

30,00 

დედმამიშვილები მეტოქეობის გარეშე, არის მსოფლიო ბესტსელერი, რომელსაც აგრძელებს ‘როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს’-ის ხაზს.

გთავაზობთ წიგნის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე.

წიგნი გამოიცა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

საერთაშორისოდ აღიარებულმა ავტორებმა ადელ ფაბერმა და ელეინ მაზლიშმა უარი განაცხადეს მუდმივ გაღიზიანებაზე, კამათსა და ჩხუბზე, როგორც ერთზე მეტი შვილის ყოლის საფასურზე. საკუთარ გამოცდილებასა და ჩატარებულ ასობით სემინარზე დაყრდნობით, ავტორებმა შეიმუშავეს მარტივი, თუმცა საოცრად ეფექტიანი გზები დედმამიშვილებში კონფლიქტის შესამცირებლად და კეთილ განწყობის ხელშესაწყობად.

როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს

30,00 

თქვენ წინაშეა ბესტსელერი, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ ეფექტურები თქვენს შვილებთან ურთიერთობისას და მეტად ლოიალურები საკუთარი თავისადმი. მსოფლიო მასშტაბით ნაქები, ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის პოპულარული, პატივისცემაზე დამყარებული მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთიერთობას ხდის ნაკლებად სტრესულს და მეტად ღირებულს. მათი კომუნიკაციის მეთოდები, დასურათებული საყვარელი ნახატებით, გვიჩვენებენ თითოეულ ხერხს მოქმედებაში – გვთავაზოვებ ინოვაციურ გზებს ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

არიადნე

18,95 

“არიადნემ თეზევს მიწისქვეშა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა ასწავლა და ნახევრადადამიანი და ნახევრადხარი, მინოტავროსი, დაამარცხებინა. კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა — ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი — უკვდავი. რამდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?!”

პირანეზი

16,95 

სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…

მედეა. ხმები

18,95 

კრისტა ვოლფი თავის რომანში „მედეა. ხმები“ არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს (სწორედ ამიტომ ჰქვია რომანს „მედეა. ხმები“). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი. ვხედავთ, რა აღელვებთ მათ, რისკენ ისწრაფვიან, როგორ იბრძვიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის… და ამ ფონზე ვხედავთ მედეას, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც სურს ჩასწვდეს სამყაროს და ადამიანების მოწყობის საიდუმლოს, ქალს, რომელიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებს და აზროვნების ახალ სტანდარტს უწესებს მაშინდელ ავტორიტარულ სასახლის კარს, პატრიარქალურ საზოგადოებას…

კლიტემნესტრა

18,95 

სიყვარული და მძულვარება, წინასწარმეტყველება და ძალაუფლება სპარტის მეფე ტინდარევსის ასულს ბედისწერამ განუმზადა ხვედრად. პირველი სიყვარული წაართვეს, ქმარი და შვილი მოუკლეს და მას შემდეგ შურისძიების წყურვილი ახრჩობს. არჩევანი მწარეა – ბედთან შეგუება თუ მოძალადე, საძულველი ქმრის მოკვლა? მან ხომ კიდევ ერთი საყვარელი შვილი მოუკლა -იფიგენია შესწირა მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ტროაში საბრძოლველად მიმავალს ღმერთებს ზურგის ქარი ეწყალობებინათ. კლიტემნესტრა მარტოა, ღმერთების იმედი არა აქვს და ბრძოლას იწყებს, უნდა გაუსწორდეს ყველას, ვისაც ოდესმე ტკივილი მიუყენებია

მკვლელობა შუა ზამთარში

15,95 

ზამთარი – შესანიშნავი დრო შეუდარებელი აგათა კრისტის დეტექტივების წასაკითხად აგუზგუზებული ბუხრის წინ, ცხელი სურნელოვანი ჩაის ფინჯნით ხელში. თქვენთან ერთად იქნებიან შესანიშნავი მეგზურები: პატარა ბელგიელი, მაძებარი ერკიულ პუარო, გონიერი მოხუცი მის მარპლი, ჯენტლმენი მისტერ სატერთუეიტი, გულუბრყვილო და თავდაჯერებული ინსპექტორი ჯეპი, ენერგიული ცოლ-ქმარი ტომი და ტაპენსი ასევე დანაშაულების მონაწილე არაერთი საინტერესო გმირი. მაშ, წაიკითხეთ დეტექტივების დედოფლის განუმეორებელი მოთხრობების კიდევ ერთი კრებული – „მკვლელობა შუა ზამთარში””.

მოახლის საიდუმლო

16,95 

მოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას _ არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს. მაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს… სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.

მწერლობა, როგორც ხელოვნება

16,95 

თუ რომანის შეთხზვა თვითგამოხატვის საშუალებაა, წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას. ამდენად, ჰარუკი მურაკამის „მწერლობა, როგორც ხელობა“ ერთგვარი ავტობიოგრაფიული ესეების კრებულია. რატომ გახდა მწერალი? ყოველდღიურად სასტიკ რეალობას ვაწყდებოდი, ამიტომ მინდოდა ჩემით გამოჩორკნილი კონტა სამყარო, თავშესაფარი მქონოდაო. რატომ დაწერა ეს წიგნი? იმიტომ, რომ მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მომავალ მწერლებს კი მკაფიოდ და პრაქტიკულად უჩვენოს გზა, – გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი, – რომელიც თავად გაიარა. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს შემოქმედებითი აზროვნების ბუნება – როგორ ყალიბდება შინაგანი ხმა სიტყვებად და როგორ იქცევა ყოველდღიური გამოცდილება ხელოვნებად. „მჯერა, ადამიანი იმიტომ არ წერს რომანებს, რომ ეს ვინმემ სთხოვა. ის წერს, რადგან მოთხოვნილება აქვს: ძლიერი შინაგანი მოტივაცია უბიძგებს, წეროს და გაუძლოს ყველა გასაჭირს, რომელიც მწერლობას ახლავს“.

მარჯნად აკინძული აზრები

13,30 

წიგნში შესულია რამაზ გახოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები და ამონარიდები.

მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და თანამედროვე გლობალური პრობლემები

20,00 

წიგნი გვაცნობს თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებს, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო სივრცის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ადამიანის სულიერ გადაგვარებას, აგრესიულ დამოკიდებულებას ცოცხალი ბუნების მიმართ.

ებრაელი დედები არასდროს კვდებიან

25,95 

“ებრაელი დედები არასდროს კვდებიან” თამამი და იუმორით სავსე რომანია. მრავალფეროვანი და ცოცხალი სახეების მეშვეობით ავტორი აღწერს ოჯახურ ურთიერთობებს, დედობას და “ებრაელი დედის” მითს. იგი ეყრდნობა სახელგანთქმული ადამიანების ნაწარმოებებს, სადაც ისინი თავიანთ დედებზე საუბრობენ და ქმნის შვილებზე მოამაგე ქალების პორტრეტებს, რომლებმაც გენიოსები გაზარდეს. ამგვარად ავტორი მკითხველს აცნობს ალბერტ აინშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, ვუდი ალენის, მარსელ პრუსტის, რომენ გარის, ალბერ კოენის და ძმები მარქსების დედებს. რომანი თარგმნილია რამდენიმე ენაზე.