წიგნების კატალოგი
Тифлис и тифлисцы
50,00 ₾„წიგნი «Тифлис и тифлисцы» წარმოადგენს ტრილოგიას. ეს გახლავთ ერთგვარი სამთა ერთიანობა – ისტორია, ადგილები, ადამიანები. მასში მოთხრობილია ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება და მისი ტრანსფორმაცია. შინაარსი მოიცავთ რამდენიმე ეპოქას. ეს არის პერიოდი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის მესამე დაკადამდე.
წიგნშნი მოთხრობილი არაერთ გამოჩენილ პიროვნებაზე, რომელთაც პართო აღიარება მოიპოვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასში აღწერილია მათი თბილისური ცხოვრება, ყოფა, კავშირი ქალაქთან; ასევე არა ერთი ადამიანის ბედის ერთმანეთთან დაგაკვშირებასა იღბალის ხლართებზე. ამასთანავე, წიგნის ფურცლებზე აღწერილი მრავალი ფაქტი პირველად გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.
პატარა წიგნი
23,00 ₾ეძღვნება ძვენს შვილებს, ყველა მეოცნებეს, მოგზაურს, რომელსაც სჯერა ამ სამყაროს ჯადოსნურობის
პატარა პრინცი დიდი ფორმატი
35,00 ₾ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
ჯენტლმენი მოსკოვში
39,00 ₾ისე მოხდა, რომ ემორ ტოულსის “ჯენტლმენი მოსკოვში” რუსთავის მე-12 საპყრობილეში წავიკითხე.
თავისუფლებაზე მყოფი კაცისთვის წიგნს ბევრი რამის მიცემა შეუძლია, თუმცა ციხეში წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ოთხი კედლის ერთფეროვნებისგან სხვა სამყაროში გაქცევის საშუალებაა. ამ რომანმა ეს მისია საუკეთესოდ შეასრულა.
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვასაც დაიწყებ და როცა უბრუნდები, ხვდები, რომ წიგნში გადმოცემული ამბავია ის, რაც გაინტერესებს, გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს, გაარკვიო, ბოლოს სად მიგიყვანს.
არსებობს წიგნები, რომლებშიც პერსონაჟები, მათი შინაგანი სამყარო და ხასიათის სიღრმე არის ის, რაც მიმზიდველი და საინტერესოა.
ამ რომანს არ აკლია არც ერთი, არც მეორე. თუმცა ის, რაზეც მოვა სიამოვნების უდიდესი წილი მისი კითხვისას, იქნება თხრობის სინატიფე, რომელიც პირველივე გვერდებიდან მოგნუსხავს.
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგახსენებთ “ექიმ ჟივაგოს”, “უკანასკნელ იმპერატორს” და “გაქცევას შოუშენკიდან”.
საბოლოო ჯამში კი, “ჯენტლმენი მოსკოვში” არის კიდევ ერთი ძალიან კარგი რომანი მეგობრობასა და სიყვარულზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე