Showing 1436–1470 of 7598 resultsSorted by latest

ერობა, თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918 (ტომი 1)

30,00 

წიგნში თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებიც 1917 წლის რევოლუციიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდში ტარდებოდა. ნაშრომის ბოლოს მიმოხილულია რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება, დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობითი ინსტიტუტების მუშაობა და მათი ჩართულობა წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა ოკუპაციის პირველ წელს. ნაშრომი ეხება 1918-1920 წლების საერობო რეფორმას.

ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი

20,00 

წიგნი “ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი” 1921 წლიდან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს აერთიანებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულიკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.

აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. “გაქცევის დღური”. ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.

პირისპირ, ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე 1 ტომი

25,00 

კრებული აერთიანებს ზეპირ ისტორიებს სოვლაბის საზოგადოებრივი არქივიდან. ინტერვიუები ჩაწერილია საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერორის თითქმის ყველა ტალღის მსხვერპლთა შთამომავლებთან. პირველი ტომი აერთიანებს 26 ზეპირ ისტორიას სხვადასხვა სოციალური ფენის, პოლიტიკური მრწამსის თუ პროფესიის მქონე ადამიანებისგან. ასევე დაგეგმილია ამ სერიის მეორე და მესამე ტომების გამოცემა, რომლებიც 1980-იან წლების ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

ქალაქი – საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921

25,00 

ნაშრომში გამოკვლეულია საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მისი მუშაობის ისტორია — მათ შორის, რუსეთის იმპერიის პერიოდში ჩატარებული არჩევნები. აქვე გაანალიზებულია შეზღუდული თვითმმართველობები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს რუსეთის იმპერიის არსებობისა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიენიჭა.

ასევე მიმოხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ურბანულ სივრცეებზე და დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობის ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ნაშრომში საქართველოს ქალაქებში ჩატარებული თვითმმართველობათა არჩევნების რამდენიმე ციკლიცაა გაანალიზებული.

ჩემი თავგადასავალი

15,00 

სიღნაღელი გლეხი, მიხეილ ნატროშვილი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან ვერმახტის ლეგიონში დაიწყო სამსახური, რის გამოც ის 1945 წელს, სახლში დაბრუნების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. შრომა-გასწორების კოლონიაში მან შვიდი წელი გაატარა, რის მერეც სახლში დაბრუნების უფლება მიეცა.

მემუარები დაწერილია ქიზიყურ დიალექტზე და გარდა ომის ამბებისა, დეტალურად აღწერს საზღვარგარეთ ყოფნის შთაბეჭდილებებსა და საბჭოთა გულაგს.

ჩემი მოგონებები

20,00 

არაქელა ოქუაშვილი მუშა-ხალხოსანი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი წევრი გახლდათ. მუშათა მოძრაობაში დიდი ავტორიტეტის მქონეს, შემდგომში „სტალინის მასწავლებლის“ სახელითაც იცნობდნენ. მრავალჯერ დაპატიმრებული და გადასახლებული არაქელა 1905 წლიდან ურყევი ბოლშევიკი იყო, თუმცა 1921 წელს მისი და „მოსწავლის“ გზები გაიყო.

1930-იანი წლების შუა პერიოდში დაწერილი ეს მემუარები 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს ავტორის დახვრეტის შემდეგ საიდუმლოდ ინახებოდა და ის პირველად ამ გამოცემის სახით დაიბეჭდა.

ძენი და წერის ხელოვნება

16,95 

„ძენი და წერის ხელოვნება“ შთამბეჭდავი წიგნია, რომელშიც განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ – როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან – როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. „ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. „როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ.“

უცნობი ქალის წერილი

11,95 

უცნობი ქალის წერილი” მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია – ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია..

მეზღაპრის გზა

14,95 

„მეზღაპრის გზა”” ზაალ სამადაშვილის უკანასკნელი წიგნია, რო მელიც თავად შეადგინა, როგორც ერთ გრძელ ისტორიად წა საკითხი ამბების კრებული. ასეც გამოვიდა — „მეზღაპრის გზა~ ამბების წიგნია, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადახდენილი, განცდილი და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ამბების წიგნი. მის გვერდებზე შემო ნახულია ადამიანები და მათი ხასიათები, შენობები, უბნები და ქუჩები და მათი — დღეს უკვე მხოლოდ ძველი თაობის თბილი სელებისთვის ნაცნობი — სახელები, ქალაქი, რომელშიც მიედინებოდა მწერლის ბავშვობა, სიჭაბუკე და სიჭარმაგე, ადგილები, რომელთა სახება ხან სიზმრებად მოფარფატდება მას თან, ხან სევდიან ფიქრებად, ხან მონატრებად და ხანაც დაუძლეველ სურვილად, სამუდამოდ აღბეჭდოს ისინი ტექსტებში, შეინახოს თავისთვის და შთამომავლობისთვის, ახალთაობელებისთვის. მერე კი გვამოგზაუროს ამ ამბებში „მალაკნის ბაზრიდან”” „ჩაის სახლამდე~, „ხაზის რადიოდან”” აუდიოკასეტაზე ჩაწერილ ტომ უეიტსის მუსიკამდე და თავად იყოს მეგზური გრძელ გზაზე, რომელიც გაიარა სასურველი მიზნის მიღწევამ

ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს

27,95 

“„ოქტობრის ერთ ეულ ღამეს“ ფანტასტიკური და იდუმალი სამყაროს კარიბჭე გაიხსნება და მკითხველი ალუზიების, ჯადოსნობის, მისტიკის, იუმორისა და ლიტერატურული მითების ნაირფერ სამყაროში აღმოჩნდება. ეს წიგნი ჰელოუინისთვის არის დაწერილი – სავსე მისტიკური ატმოსფეროთი, კაშკაშა ირონიითა და მაგიური ისტორიებით; ამ ამბის ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს, ხოლო ყოველი ღამე ახალი გამოცდის დასაწყისია… დიდი შერკინება ახლოვდება ბნელი კარიბჭის გამხსნელებსა და დამხურავებს შორის, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს, ვინ გამღებია და ვინ დამხურავი. ამის გასარკვევად მთხრობელს – ერთგულ, გონებამახვილ, ზოგჯერ ბრაზიან ძაღლს უნდა დაემგზავროთ ლონდონის მრავალსუნიან და ნისლიან გარეუბნებში, დღისით თუ ღამით… თუმცა, უფრო ღამით. უნდა შეხვდეთ იდუმალ, თუმცა ნაცნობ პერსონაჟებს (თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ მათ), რომლებიც ამ ამბავში თავ-თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მონაწილეობენ. ჰელოიუნის ღამე ახლოვდება და… მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის მისტიკურ და ჯადოსნურ სამყაროში!

კუპატას თავგადასავალი

19,95 

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი – ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა – ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა – მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ… დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას – ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან – ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

მარცხი და ამბოხი

18,95 

“დედაქალაქი დაეცა. ბნელკაცი ჩრდილის ტახტზე ზის და რავკას მართავს. ახლა ქვეყნის ბედი მზის გამომწვევლის, დევნილი მეკვლისა და ოდესღაც დიადი და მაგიური, ახლა კი დანაწევრებული არმიის ნარჩენებზეა დამოკიდებული. ალინას მოუწევს ახალი კავშირების დამყარება, სანამ მალთან ერთად მოროზოვას უკანასკნელ გამაძლიერებელს იპოვის. ამასობაში ბნელკაცის საიდუმლოების ამოხსნისას აღმოაჩენს წარსულს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იმ კავშირებსა და ძალას, რომელსაც ფლობს. მხოლოდ ფასკუნჯი დგას რავკასა და ნგრევას შორის და რომ იპოვოს კიდეც, შეიძლება იმ მომავლად დაუჯდეს, რომლისთვისაც იბრძვის. “

ჩამოყალიბდით

29,95 

თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი! დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ ან, უბრალოდ, ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე. სუნ ძი „ომის ხელოვნებაში“ ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც – რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდებით ბრძოლას, მით მეტია თქვენი ბიზნესიდეის დიდ ბრენდად ქცევის შანსი. ბრენდის სტრატეგიის ეს პრაქტიკული გზამკვლევიც სწორედ ამ ბრძოლისთვის თქვენს მზადებას ემსახურება.

კაცმანობის გარეშე

19,95 

” „რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება…მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ერთი: უნდა შეწუხდე, რომ გამოიღვიძო. მექანიზმი, რომელიც გაღვიძებისას თითს მაშინვე snooze ღილაკზე გვაჭერინებს, მუდმივად ასეა მომართული – ურჩევნია დარჩეს კოშმარში თუ ტკბილ სიზმარში და ნებისმიერი წამიერი გამოფხიზლებაც კი უგულებელყოს, გვერდი იცვალოს და ძილის გაგრძელება სცადოს~. საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც თვითგამორკვევის გზაზე 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ამავდროულად, ის არის ადამიანი, რომელიც, კლასიკური გაგებით წარმატების ზენიტში მყოფი, „თვითშემეცნების ორმოში~ ჩავარდა, „გმირის მოგზაურობის გზას~ დაადგა და საკუთარი ხელით დაანგრია ქოხი, სარდაფში განძის მოსაძებნად. გზა გამთლიანებისკენ რთული და მტკივნეულია – საკუთარი ეგოს მხილებას, სისუსტეების გამოაშკარავებასა და ტყუილების გაშიშვლებას მოითხოვს. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის საშა კაცმანი კაცმანობის – რეგალიების, ფულის, გავლენის, რეპუტაციისა და ძალაუფლების – გარეშე? ვინ ხარ შენ იმის გარეშე, რაც გასწავლეს საკუთარ თავზე? რამდენად იცნობ შენს ეგოს? ის ხარ, ვინც აკვირდება, თუ ის, ვისაც აკვირდებიან?”

აღთქმები

23,95 

„აღთქმები“ გაგრძელებაა 1985 წელს გამოქვეყნებული და მთელ მსოფლიოში აღიარებული დისტოპიისა „მხევლის წიგნი“, მისი დაწერა მწერალს გადააწყვეტინა, მისივე სიტყვებით, მკითხველთა აურაცხელმა გამოხმაურებამ და იმ სამყარომ, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ამ უმნიშვნელოვანეს რომანს 2019 წელს ბუკერის პრემია მიენიჭება. „მხევლის წიგნმა“ გალაადის პირქუშ კედლებში მოქცეული სულის შემხუთველი და ძალ- მომრეობით სავსე სამყაროს ხმები დაუტოვა მკითხველს. ოცდაათი წლის შემდეგ და- წერილ „აღთქმებში“ ამ კედლების შიგნით უცნაურად გადაიკვეთება ისტორია სამი ქა- ლის, რომლებიც, თითქოს სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ დიდ საიდუმლოში ერ- თიანდებიან. ეს საიდუმლო ძალაუფლების მრუდე სახის გამოაშკარავებაა, რაც წარმო- უდგენელ გაბედულებას და თავგანწირვასაც კი მოითხოვს. მარგარეტ ეტვუდი გალაადში გვაბრუნებს და გვიჩვენებს, რომ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, თუმცა ძალადობრივ სისტემაში ეს განსაკუთრებით ძვირად ფასობს. „აღთქმები“ სამი დაუმორჩილებელი ქალის მიერ მოყოლილი ერთი ამბავია სიმამაცეზე, ძალაუფლებასა და იმედზე.

მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ

23,00 

ნაშრომი აანალიზებს ძველი რომის პოლიტიკურ გამოცდილებას. ავტორი განიხილავს სახელმწიფოს მმართველობის პრინციპებს, თავისუფლებას და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. წიგნი ასწავლის აზროვნების სიღრმეს და პოლიტიკური პროცესების გააზრებას.

ჭეშმარიტების სამყაროში

12,00 

დიდი მოაზროვნის, გიორგი გურჯიევის წიგნი „ჭეშმარიტების სამყაროში“ სრული სახით პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე. იგი წარმოადგენს გამომცემლობა „სფინქსის” მიერ 1982 წელს შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის სრულ ქართულ თარგმანს.

ამ თხზულებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიორგი გურჯიევის შემოქმედებაში – მასში მკითხველი გაეცნობა ავტორის მსოფლმხედველობას, მის შეხედულებებს, სამუშაო პრინციპებსა და მეთოდებს.

ეს წიგნი მკითხველს დიდ სარგებლობასა და სიკეთეს მოუტანს; ავტორისეული გამოცდილების, რჩევა-დარიგებებისა და მითითებების გათვალისწინება მას დაეხმარება ყოველდღიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში, ცხოვრებისეული პრობლემებისა თუ მისთვის საინტერესო მრავალი საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.

განწყობის ფსიქოლოგია

19,20 

წიგნი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის ძირითადი ნაშრომია, რომელშიც ჩამოყალიბებულია განწყობის ფსიქოლოგიის მთავარი დებულებები. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიურმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ და ხელი შეუწყო ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას მრავალ ქვეყანაში. ეს გამოცემა ძვირფასი შენაძენია ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

ზილხა

19,95 

ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს. პატარა ზილხა უდარდელად ცხოვრობს და არ სჯერა ბებიის, დიდი ზილხას, უძველესი ამბების. მისთვის ეს
მხოლოდ ზღაპრებია.მაგრამ, ერთხელაც, სიმშვიდე ირღვევა – მიწისქვეშეთში იღვიძებს ის ძალა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. იმ დღიდან ზილხას ცხოვრება იცვლება. სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილი გოგონა აღმოაჩენს, რომ ბებიის მონათხრობი ამბები უბრალო ზღაპრები კი არა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ცოდნა ყოფილა.
ზილხა მოგზაურობს სამყაროში, სადაც ცადაწვდენილი ტოტები და მიწისგულამდე ჩასული ფესვები ერთმანეთს ერწყმის, სადაც ვეებერთელა ხეები ტყეს რიგ-რიგობით იავნანათი აძინებენ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ, სადაც ლეგენდა რეალობად იქცევა და ბავშვური სიზმრები –
საგმირო საქმეებად. ზილხამ უნდა დაიჯეროს, რომ ერთი უსუსური პატარა გოგონა არ არის – საკუთარ თავში სამყაროს გადასარჩენად საჭირო ძალა უნდა მოიძიოს. „პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“ – ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და დაფუძნებულია აფხაზურ მითოლოგიასა და იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაზე დიდი ძალა საკუთარი თავის რწმენაა

ოთხი კვარტეტი

24,95 

1943 წლის ოქტომბერში, როცა გამომცემლობამ Faber & Faber ტომას სტერნზ ელიოტის „ოთხი კვარტეტი“ გამოსცა, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო მიმდინარე მსოფლიო ომის ბედი, ჯერაც რეალური იყო ლონდონის განადგურების საფრთხე, რომელსაც თითქმის ყოველღამ ბომბავდნენ გერმანული მოიერიშე თვითმფრინავები. ამ დროისთვის ტომას ელიოტი უკვე მოიაზრებოდა ანგლოამერიკული ლიტერატურული მოდერნიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა დასავლური პოეზიის ტენდენციებსა და იერსახეს. ავტორის ასეთი რეპუტაციის წყალობით „ოთხი კვარტეტი“ გამოცემისთანავე იქცა განსაკუთრებული ყურადღებისა და განხილვის საგნად, პირველივე წლებში ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა დომინანტ ენაზე, ისწავლებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო 55 წლის ავტორის უკანასკნელი პოეტური ნაწარმოები.

რაც იყო, იყო

19,95 

„ყველა ქუჩა, შესახვევი, ადამიანი, რომელიც მეხსიერებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ბელამ საკუთარი ამბის ნაწილად აქცია. თანაც წერა ისე ეხერხება, რომ იმთავითვე გრძნობ, რამე ზერელე დოკუმენტურ საარქივო იძულებას კი არა, მაღალმხატვრულ ლიტერატურას კითხულობ. აგერ მაგალითად: „ნატო ბებომ შელოცვა იცოდა, ტკბილად მახსენდება მისი ჩიფჩიფი. სიცხიანი ვწევარ
და გაურკვეველი სიტყვები ნანასავით ჩამესმის… ნეტავ რას ამბობს? ნახშირიანი დანა უჭირავს… მერე მეძინება“. ეს მაგიური სცენა საკუთარი გამოტოვებით გიბიძგებთ გაიხსენოთ ყველა ლოცვა და შელოცვა, რაც გსმენიათ და წაგიკითხავთ. ეს იძულებაა ლიტერატურის ძალა“.

გიორგი კეკელიძე

MEMENTO MEMORIAS

19,95 

ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.
ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.

ქალი სამრეკლოზე

19,95 

ქალი სამრეკლოზე“ ალეკო შუღლაძის ხუთ მოთხრობას აერთიანებს. წიგნის პერსონაჟები, რთული და მოწყვლადი ადამიანები, ხშირად თავადაც ვერ აცნობიერებენ, შემდეგ გვერდზე რას მოიმოქმედებენ. ჩიხში მოქცეულებს რთული არჩევანი უდგათ და ასე ზღვარზე მყოფნი დიდხანს ვერ გაძლებენ. სასპენსის სტილი სათქმელს ამძაფრებს, თუმცა თრილერის ფორმა ავტორის თვითმიზანი არ არის.
სიუჟეტური ჩარჩოების ნგრევა და დრამატურგიული ცდები მოთხრობებს განსაკუთრებულ სახეს სძენს. ადამიანების ერთმანეთთან და სამყაროსთან ურთიერთობა რთულ რეალობას ადგენს და ახლა პირიქითი რამ ხდება, უცნობი და გაუსაძლისი ჭკუისმიერი ტანჯვები გმირების ყოფაში იჭრება და ფესვებს იდგამს. პირადი განცდები იმდენად მძაფრია, რომ ზოგადსაკაცობრიობო საკითხებისთვის ადგილი აღარ რჩება, ის პარანოიკული თვითგვემით ნაცვლდება. ირაციონალური წიაღსვლები ალეკო შუღლაძის საყვარელი ხერხია. თითქოს მწერალი ქართულ ლიტერატურაში არსებული ამ სიცარიელის შევსებასაც ცდილობს.

მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ

19,95 

მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, ზორა ნილ ჰერსტონის 1937 წელს გამოცემული `მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ~, სამხრეთული მარადიული სიყვარულის ამბავია, გაჯერებული სილამაზით, მახვილგონიერებითა და სიბრძნით. ამბავი მოთხრობილია ქალის მომაჯადოებელი ხმით, რომელიც უარს ამბობს მწუხარებაში, ბრაზში, შიშსა და რომანტიკულ ოცნებებში ცხოვრებაზე. ეს ჯენი ქროფორდის სიცოცხლის ხაზია, დაუოკებელი ლტოლვით დამოუკიდებლობისკენ, რაც სამ ქორწინებასა და სიღარიბით, გამოცდებითა და მიზნებით სავსე ცხოვრებაში, პიროვნების სწრაფი ევოლუციის შემსწრეს გვხდის. ნამდვილი ლიტერატურული სასწაული, ჰერსტონის შედევრი დღესაც ისეთივე აქტუალური და შთამბეჭდავია, როგორც მისი პირველად გამოცემისას – და შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხული და ყველასგან აღიარებული აფროამერიკული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებს შორის. 1997 წელს რომანი აიკრძალა ვირჯინიაში, მშობლების საჩივრის საფუძველზე, რომელთაც წიგნის ენა და ის დაუფარავი სექსუალურობა გააპროტესტეს, რაც ჯენისა და მასზე ბევრად უმცროსი თი ქეიქის სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. რომანი არაერთგზის მოხვდა ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე ხშირად გასაჩივრებული წიგნების სიაში. მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ამერიკელმა ქალმა მწერალმა, ანთროპოლოგმა, ფოლკლორისტმა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ზორა ნილ ჰერსტონმა (1891-1960 წწ.) მთელი ცხოვრება აფრიკული კულტურის შესწავლასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა და საუკუნის დასაწყისის ამერიკულ სამხრეთში რასობრივი ბრძოლები აღწერა. იგი ოთხი რომანის, 50-ზე მეტი მოთხრობის, პიესისა და ესეის ავტორია. ათწლეულების განმავლობაში მისი რომანები ლიტერატურულ სამყაროში ნაკლებად იყო აღიარებული. ჰერსტონის მიმართ ინტერესი 1975 წლის შემდეგ გაღვივდა, როცა `იისფერის~ ავტორმა ელის უოკერმა გამოაქვეყნა წერილი `ზორა ნილ ჰერსტონის ძიებაში~, 1997 წელს კი მისი უსახელო საფლავიც იპოვა და წარწერა გაუკეთა: `ზორა ნილ ჰერსტონი /სამხრეთის გენიოსი/ რომანისტი /ფოლკლორისტი/ ანთროპოლოგი~.

მშვიდობით, მისტერ სოულ

19,95 

„მშვიდობით, მისტერ სოულ“ ირაკლი ჯაფარიძის პირველი პროზაული კრებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ავტორს უკვე კარგად გამოკვეთილი ხელწერა აქვს, რაც მის მოთხრობებს ადვილად გამოარჩევს. წიგნში გადმოცემული ამბები ყოველდღიურობის ისეთი მცირე დეტალებითაა სავსე, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს, თუმცა, ეს დეტალები ხშირად მეტაფორებია და სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ. მოთხრობების გმირები ხშირად განზე მდგომი ადამიანები არიან, რომლებსაც ღრმა ემოციები და სამართლიანობის განცდა ახასიათებთ. მათ გზაზე ბევრი იმედგაცრუება ხვდებათ, თუმცა, ისინი ყოველთვის საკუთარი თავისა და თავიანთი შინაგანი სამყაროს ერთგულები რჩებიან. „მშვიდობით, მისტერ სოულ“ არის კრებული მათთვის, ვინც უბრალო საგნებში მეტაფორებს ეძებს, ვისაც სჯერა, რომ რეალობის მიღმაც არსებობს რაღაც, რის შეცნობასაც, უპირველესად, სულიერი გაზრდა სჭირდება.

მზესუმზირა

15,95 

უკვე ქართველი კაცებიც კი აღიარებენ, რომ ქართველი ქალები ძალიან ყოჩაღები არიან, მაგრამ ქართველი ქალები თუ ნიუ-იორკსაც ასე მოკლე დროში დაიპყრობდნენ, ჩვენც არ გვეგონა. არადა, მანჰეტენზე პირველი “Chama Mama” – ს გახსნიდან ძალიან მალე, ყველაფერ ქართულზე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ თამარ ჩუბინიძემ მეორე ქართული რესტორანიც გახსნა და მერე მესამეც და ახლა ამერიკაში უკვე ამ სახელწოდების მთელი ქსელი არსებობს.

თუმცა “ჩამა მამა” სინამდვილეში არა რესტორანი, არამედ ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის ცოცხალი მუზეუმია და განსაკუთრებით მყუდრო, წერისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ჩემი სუბიექტური აზრით) მაინც ბრუკლინის “ჩამა მამაა” მონტეგის ქუჩაზე.

შექსპირის მიხედვით, რომეოც მონტეგების გვარს ეკუთვნოდა (ზოგ თარგმანში მონტეკებსაც უწოდებენ ქართველები) და ჩემი ნება რომ იყოს, ვიჯდებოდი იმ კედელთან, რომელსაც გალაკტიონის მზის სადარი სი­ტყვები ამშვენებს (ან ვიჯდებოდი ფანჯარასთან) და როცა წერისგან დავიღლებოდი, სანაპიროსკენ გავისეირნებდი.

იმ სანაპიროდან (იქამდე დაახლოებით სამასი ნაბიჯია) მარჯვნივ ჩანს ბრუკლინის ლეგენდარული ხიდი, პირდაპირ ქვემო მანჰეტენის სასწაული და მარცხნივ კი ის კუნძული, სადაც სხვა ემიგრანტებთან ერთად, ზურაბ აბდუშელმაც გაიარა სავალდებულო კარანტინი 1945 წელს, როცა ამერიკას მიადგა.

სწორედ იქ ვნახე ძალიან ასაკოვანი წყვილი, ქალი და კაცი, რომლებიც ისხდნენ ბაღის სკამზე, მზესუმზირას მიირთმევდნენ და იმავე ელისის კუნძულს გაჰყურებდნენ (რომელსაც მე) და უცებ ვიფიქრე, რომ მათ ერთმანეთი, სწორედ იქ, კარანტინის დროს გაიცნეს ოდესღაც და უცებ მომინდა მზესუმზირასავით წიგნი დამეწერა.

რა უნდა იყოს წიგნი-მზესუმზირა – არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აკნატუნებ და არ მთავრდება, უფრო სწორად კი, არ გინდა რომ დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ გზაში დაწერილია და ავტორიც მწერალს კი არა, მგზავრს უფრო ჰგავს…

მანდარინის კასტეტი

16,95 

ლადო კილასონია საქართველოს ოც წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ქართულ ლიტერატურაში 2008 წელს გამოჩნდა, არის პრემია „საბას“ ხუთგზის ფინალისტი; პრემია „ლიტერას“ ფინალისტი; „ერთი მოთხრობის“, „ლიტბუნიობის“, „გურამ რჩეულიშვილის“ სახელობის კონკურსების პრიზიორი და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული. ეს მისი მეათე წიგნია.

მთავარი პერსონაჟის შვილს კლასელი ჩაგრავს. მჩაგვრელის მამა მმართველი პარტიის მაღალჩინოსანია. ამ თითქოსდა არაფრით გამორჩეული ამბის ფონი კი ჩვენი დედაქალაქია – თავისი ბოლო დროს შეცვლილი და მაინც უცვლელი სახითა და დაუწერელი წესებით, რომლებიც არ მოგვწონს, მაგრამ გათვალისწინება მაინც გვიწევს… მოკლედ, ეს თბილისური ამბავია: დასაწყისით, შუა ნაწილით, თითქოს ბოლოთიც და მაინც, დასასრულის გარეშე.

კიბე

29,95 

ტოლიკმა ახლახან აიხდინა ცხოვრების მთავარი ოცნება: იყიდა სახლი, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა მოეწყო, როგორც სურდა, თანაც თავისი მომაბეზრებელი ოჯახისგან ოთხი ათასი კილომეტრით შორს. თუმცა, ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მას თავს დაესხა მთელი სანათესავო – დედა, ცალფეხა ბიძა, შორეული ნათესავი თავისი ცუგით, რომელსაც მუდამ დორბლი სდიოდა, ტოლიკის და, თავისი დეპრესიული მეგობრით, ფისოებიც კი.
მაშინ, როდესაც უკრაინაში დაბომბვის ტალღები ფანჯრებს ლეწავს და ასობით, ათასობით ადამიანს იწირავს, ტოლიკისთვის ომი სანგრებში კი არა, ადამიანების ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დეტალებშია. ისინი ცდილობენ უცხო ქვეყანაში მოიწყონ დროებითი სამყოფელი, სადაც გამუდმებით პომიდვრის სურნელი იტრიალებს. აქ იმ ადამიანების ყოველდღიურობის აუტანელი სიმარტივეა, რომელთა გულებიც სახლში, უკრაინაში დარჩა, მაგრამ ომი მუდამ თან სდევთ. მათი ცხოვრება კიბესავითაა, რომელსაც მრავალი საფეხური, განზომილება და სიმაღლე აქვს.

წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.

თბილისი – XVII საუკუნის გზამკვლევი ჟან შარდენის მიხედვით

15,95 

1672 წლის 17 დეკემბერს, როცა მთელი დღის განმავლობაში ბარდნიდა და თოვლი მძიმედ ეფინებოდა ქართლის სამეფოს დედაქალაქს, ალბათ, ცოტა თუ შენიშნავდა კაპუცინელ ბერებთან ერთად თბილისში შემოსულ უცხოელ მოგზაურს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას ვიწრო ქუჩებში. ეს იყო ჟან შარდენი, ოცდაცხრა წლის ფრანგი იუველირი და ვაჭარი, რომლის მახვილი თვალი და დაკვირვებული გონება დაგვიტოვებს თბილისის შესანიშნავ აღწერას, თავისი მოსახლეობით, ბაზრებით, ეკლესიებით, სასახლეებითა და რაც მთავარია, თბილისის ხედის საუცხოო ჩანახატით.

ამ უნიკალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ვეცადეთ ხელახლა წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა თბილისი XVII საუკუნის მიწურულს. ეს, ერთდროულად, ისტორიული რეკონსტრუქციაცაა და გზამკვლევიც, რომლის მიზანია, თანამედროვე მკითხველს დროში მოგზაურობისკენ უბიძგოს, რათა ერთად მოვინახულოთ ძველი თბილისი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდგარი ქალაქი – ხალხმრავალი, მრავალფეროვანი და ისტორიით მდიდარი.

საბჭოთა საქართველოს ქრონიკები. 1921-1922

15,95 

გერმანელი ვიცე-კონსულის, თეოდორ მუთის ჩანაწერები გადმოსცემს იმ გარემოს, რომელიც დამყარდა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ. ჩანაწერები შედგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ნაწილისგან. პირველში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდი; მეორე ჩანაწერი აღწერს ჩეკას მიერ დაწყებულ ტერორს გასაბჭოებულ საქართველოში; მესამე კი ასახავს ბოლშევიკების უშიშროების ორგანოების მუშაობას გერმანული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ თბილისში.

თეოდორ მუთის ჩანაწერებს ერთვის ისტორიკოს გიორგი ასტამაძის სამეცნიერო სტატია, რომელიც ჩანაწერებში გადმოცემულ მოვლენებს საარქივო მასალაზე დაყრდნობით განიხილავს, ამტკიცებს შინაარსის ავთენტურობას, ათავსებს იმ დროის პოლიტიკურ კონტექსტში და ხსნის ბოლშევიკების ქმედებების მოტივებს.

გალაკტიონო – უჩვეულო და ჩვეულებრივი

24,95 

გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.

ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.

დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს…

„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.

ნათელი გზა (ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი)

29,95 

საპყრობილე, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკი, წამების შემზარავი მეთოდებით, თანამედროვე უკრაინაშია. მისი რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია.

უკრაინელმა ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა წიგნი საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთში თავის გადასარჩენად დაწერა. გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.

წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.

ქალბატონი იგნორა (პირველი ოთხი ამბავი)

29,95 

ქალბატონი იგნორა შუქურაში სრულიად მარტო ცხოვრობს.

ამ წიგნში შეგიძლია წაიკითხო იგნორას შესახებ დაწერილი ოთხი ამბავი:

ქალბატონი იგნორა ფეთქდება;
ქალბატონი იგნორა სკოლის ეზოში;
ქალბატონი იგნორა და ვარსკვლავებიანი ცა;
ქალბატონი იგნორა შეყვარებულია.

დიუნის მესია

29,00 

„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა. მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.

„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის

„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.

დიუნი (II ნაწილი)

27,00 

ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.

ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.