ქართული
მსხვრევა
12,95 ₾ყველა თავისას ეძებს თანამედროვე ლიტერატურაში, ზოგს ის ახარებს და ზოგს ეს, ერთს ერთი მოსწონს, მეორეს – მეორე. მე ჩემად, ერთადერთ რამეს ვითხოვ, რომ დღეს დაწერილმა ტექსტმა, დღევანდელობას ზურგი არ აქციოს, არ გაექცეს, არ დაემალოს და თუ სათქმელია თქვას, თუ დასაყვირია – დაიყვიროს და თუ საგანგაშოა, განგაშის ზარიც შემოკრას.
„მსხვრევა“ აქაა. მიწაზეა. საქართველოზეა. უახლოეს წარსულზე და აწმყოზეც და იმ ამბავზე რომ ვიცი და იცი და ვიცი რომ ბევრი გიფიქრია და იცი რომ მეც მიფიქრია, ბოროტების ამ ბანალურობაზე რომ უსამართლობამ – სამართალი, ძლიერმა – სუსტი და სისტემამ ადამიანი დაჩაგრა და ჩაგვრა რომ ჩაგვრად არ დარჩეს და ბოროტება ბოროტებად და უსამართლობას არ ეგონოს რომ დაგვავიწყდა და ანდაც შევეგუეთ ამიტომ უნდა ვწეროთ და ბოროტება ვამხილოთ და გავასამართლოთ.
ივა ფეზუაშვილი
როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა
22,95 ₾როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა? – ამ კითხვაზე პასუხს ნესტან ნენე კვინიკაძე თავის მეოთხე რომანში ეძებს.
პროტაგონისტ ახალგაზრდა ქალს, ლანა აბრავას არჩევანის გაკეთება მუდამ საკუთარ თავსა და სხვებს შორის უწევს. ეს „სხვა“ მუდმივად იცვლება – ის ხან მუდამ დაკავებული დედაა, ხან მოძალადე ქმარი, ხან ხასიათშეცვლილი თინეიჯერი შვილი, ხან პრობლემური შეყვარებული, ხანაც ტოქსიკური საუკეთესო მეგობარი, თუმცა არსებობს ერთი უცვლელი „სხვა“ – სამშობლო.
სამშობლო, მისი სიყვარული, მასთან განშორების და ვერდაშორების მცდელობა ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს. ქვეყნის კოლექტიური ცნობიერება რომანის პერსონაჟებში მთელი სიმძაფრით განსხეულდება და იმ ადამიანის ბედისწერად იქცევა, რომელსაც უბრალოდ ბედნიერად ცხოვრება უნდა.
იდეათა სარკე
25,00 ₾მიშელ ტურნიეს „იდეათა სარკე“ არის ერთგვარი ფილოსოფიური ესეების კრებული, სადაც ავტორი ორიგინალური ფორმით განიხილავს ადამიანის აზროვნების ფუნდამენტურ ცნებებს, რომლებიც დაჯგუფებულია წყვილებად (ბინარულად). ტურნიესთვის სამყარო დუალურია. ის მიიჩნევს, რომ ცალკე აღებული იდეა „გლუვია“ და მასზე გონება ვერ „ეჭიდება“, ხოლო როცა იდეას მის საპირისპიროდთან განვიხილავთ, მისი ნამდვილი ბუნება ვლინდება. წიგნის სათაურიც ამაზე მიანიშნებს: ერთი იდეა მეორის სარკეა.
ტურნიე იწყებს ყველაზე „მიწიერი“ და კონკრეტული საგნებით (მაგ. ცხოველები: კატა და ძაღლი. ნივთები: კოვზი და ჩანგალი.) და ნელ-ნელა ადის ყველაზე ზოგად, მეტაფიზიკურ ცნებამდე (სივრცე: სხვენი და სარდაფი. იდეოლოგია: მემარცხენეობა და მემარჯვენეობა. მეტაფიზიკა: ღმერთი და ეშმაკი. ყოფიერება და არარა). ეს არის მოგზაურობა საგნების ზედაპირული აღქმიდან მათი სიმბოლური სიღრმეებისკენ.
დღიურები, საუბრები (ოთხ წიგნად, ყუთში)
300,00 ₾1993 წლის 31 მარტს ვესტუმრე. გამოიტანა ლურჯყდიანი რვეული, რომლიდანაც 1946 წლის 25 მაისს წაიკითხა ლექსები. ნელ-ნელა გადაფურცლა და დამათვალიერებინა. თვალი მოვკარი: რამდენიმე ლექსი ვერტიკალურად იყო გადახაზული. დავინტერესდი, ეს ლექსები შემდეგ გამოაქვეყნა თუ არა, მაგრამ რვეული არ მომაწოდა და მეც ვერ გამოვართვი. სხვა, ნებისმიერ ავტორთან, რა თქმა უნდა, თავს არ შევიკავებდი, მაგრამ ეს ხომ ანა იყო! შეთავაზებით კი შევთავაზე – ეს რვეული ცალკე წიგნად გამოვცეთ-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმა. ანას გარდაცვალების შემდეგ, დღიურებს რომ ვკითხულობდი, ეს ლურჯი რვეული იქვე იდო. წავიკითხე სამოცდაათამდე რვეული, მაგრამ არ ვისარგებლე შემთხვევით და 1946 წლის იღბლიან რვეულში არ ჩავიხედე. ეს ხომ ანაა!
დღიურები, საუბრები (წიგნი 4)
75,00 ₾1993 წლის 31 მარტს ვესტუმრე. გამოიტანა ლურჯყდიანი რვეული, რომლიდანაც 1946 წლის 25 მაისს წაიკითხა ლექსები. ნელ-ნელა გადაფურცლა და დამათვალიერებინა. თვალი მოვკარი: რამდენიმე ლექსი ვერტიკალურად იყო გადახაზული. დავინტერესდი, ეს ლექსები შემდეგ გამოაქვეყნა თუ არა, მაგრამ რვეული არ მომაწოდა და მეც ვერ გამოვართვი. სხვა, ნებისმიერ ავტორთან, რა თქმა უნდა, თავს არ შევიკავებდი, მაგრამ ეს ხომ ანა იყო! შეთავაზებით კი შევთავაზე – ეს რვეული ცალკე წიგნად გამოვცეთ-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმა. ანას გარდაცვალების შემდეგ, დღიურებს რომ ვკითხულობდი, ეს ლურჯი რვეული იქვე იდო. წავიკითხე სამოცდაათამდე რვეული, მაგრამ არ ვისარგებლე შემთხვევით და 1946 წლის იღბლიან რვეულში არ ჩავიხედე. ეს ხომ ანაა!
დღიურები, საუბრები (წიგნი 3)
75,00 ₾ანას ლექსები ერთი წაკითხვით ძნელი გასაგებია. რამდენიმეჯერ უნდა წავიკითხო ხოლმე, რომ რაღაცას მივხვდე. თუმცა ამ ლექსის წაკითხვისთანავე ვიგრძენი რაღაც განუზომელი დარდი თუ ტვირთი, რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა. ყოველთვის ვცდილობდი შემემსუბუქებინა და გამეიოლებინა მისთვის მისი სულიერი მდგომარეობა და ჩემს შეძახილზე, – განა რა მოგდის, რა გაწუხებს ამისთანა-მეთქი, ასე მიპასუხა: „შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა ვის ეცოდინება?“ – ბევრი რამ ვიცოდი, რაც აწუხებდა, მაგრამ ბევრიც, რა თქმა უნდა, არა!
დღიურები, საუბრები (წიგნი 2)
75,00 ₾ანას ლექსები ერთი წაკითხვით ძნელი გასაგებია. რამდენიმეჯერ უნდა წავიკითხო ხოლმე, რომ რაღაცას მივხვდე. თუმცა ამ ლექსის წაკითხვისთანავე ვიგრძენი რაღაც განუზომელი დარდი თუ ტვირთი, რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა. ყოველთვის ვცდილობდი შემემსუბუქებინა და გამეიოლებინა მისთვის მისი სულიერი მდგომარეობა და ჩემს შეძახილზე, – განა რა მოგდის, რა გაწუხებს ამისთანა-მეთქი, ასე მიპასუხა: „შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა ვის ეცოდინება?“ – ბევრი რამ ვიცოდი, რაც აწუხებდა, მაგრამ ბევრიც, რა თქმა უნდა, არა!
დღიურები, საუბრები (წიგნი 1)
75,00 ₾ანას ლექსები ერთი წაკითხვით ძნელი გასაგებია. რამდენიმეჯერ უნდა წავიკითხო ხოლმე, რომ რაღაცას მივხვდე. თუმცა ამ ლექსის წაკითხვისთანავე ვიგრძენი რაღაც განუზომელი დარდი თუ ტვირთი, რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა. ყოველთვის ვცდილობდი შემემსუბუქებინა და გამეიოლებინა მისთვის მისი სულიერი მდგომარეობა და ჩემს შეძახილზე, – განა რა მოგდის, რა გაწუხებს ამისთანა-მეთქი, ასე მიპასუხა: „შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა ვის ეცოდინება?“ – ბევრი რამ ვიცოდი, რაც აწუხებდა, მაგრამ ბევრიც, რა თქმა უნდა, არა!
7 კაპიტანი ტრიკო და ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის ბინძური ბრძოლა 2
12,90 ₾ჭკუისკოლოფა მელვინ სნიდლი ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭისგან გათავისუფლდა და ჯორჯმა და ჰაროლდმა იფიქრეს, რომ ცინგლიანი განსაცდელი უკან დარჩა. თუმცა, ხომ არ დაგავიწყდათ გულისამრევი რობო-ჟღვინტები? ისინი ყველას განადგურებით ემუქრებიან. სამყაროს გადარჩენა და ლორწოვანი ურჩხულების დამარცხება კი, რასაკვირველია, მხოლოდ უძლეველ კაპიტან ტრიკოს შეუძლია!
პუბლიცისტური წერილები 1989-1999
33,40 ₾წიგნში შესულია აკაკი ბაქრაძის 1989-1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილები, რომლებიც ასახავს ეროვნული მოძრაობის აღმავლობასა და დაცემას, სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომს, აფხაზეთის დაკარგვას, შიდა პოლიტიკურ და ზნეობრივ კრიზისს და რუსული პოლიტიკის მიზნებს…
მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის
25,00 ₾ოკულტური ნოველა ეწოდება ისეთ ლიტერატურულ მიმართულებას, სადაც ეზოთერული საკითხები მხატვრულ სტილშია წარმოდგენილი და კითხვის პროცესში ორმაგად სასიამოვნო გამოცდილებას გვპირდება.
ფრანც ჰარტმანის „მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის“, არის ოკულური ნოველა, რომელიც ავტორმა პირველად 1887 წელს გამოსცა. ნაწარმოების გმირი ცხოვრებისეული მღელვარებისგან თავის დაღწევის მიზნით ალპების მთებში მიემგზავრება. ტყეში ჩვენი გმირი ხვდება იდუმალებით მოსილ ქონდრისკაცს, რომელსაც იგი ადეპტთან მიჰყავს.
ადეპტი ნაწარმოების გმირთან საუბარს იწყებს როზენკროიცერული გზის შესახებ, რომელიც ალქიმიის, ელემენტალებისა და ფსიქიკური ძალების დაუფლებას მოიცავს. ნაწარმოების გმირი ხვდება ორდენის სხვა წევრებსაც, მათ შორის ორ იდუმალ ქალბატონს, რომელთაც თავიანთი წარსული ინკარნაციები ახსოვთ.
ჰარტმანი პოეტურად აღწერს ალპების სილამაზეს და თხრობისას ოსტატურად აზავებს ძველი როზენკროიცერების პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც ალქიმიურ ლაბორატორიას, აზრების წამკითხველ ადეპტებს და მოულოდნელ აღმოჩენებს მოიცავს.
მკვდარი სულების მყიდველი
19,95 ₾ჩირილო დოკორე – ოცდაათი წლის და დაბადებისთანავე მიტოვებული, ამჟამად კი ერთი უბრალო გადამწერი, ცხოვრებაშიც და ქველმოქმედების სამეფო საზოგადოებაშიც უჩინარი ჭანჭიკი – ჯერ კიდევ ამაოდ მოელის, რომ მას ვინმე იშვილებს. ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ქალაქში ხმა გავარდება, თითქოს ჩირილო ძილში ლოტოს მოგებიან ციფრებს ხედავს. გაკოტრებული დონ ეტორინო მას იშვილებს, ჩირილო კი გენიალურ გეგმას შეიმუშავებს ახალი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ჩირილო გადაწყვეტს, სახელმწიფოს მიცვალებულთა სულები მიჰყიდოს.
გარიბალდის შემოსვლის მოლოდინსა და აბსურდულ ბიუროკრატიას შორის, ჩირილო მკვდარი სულებით ვაჭრობისას მოულოდნელ სიყვარულსაც გადაეყრება.
აქამდე ფლორენციის არქივებში დამალული სტეფანო დ’არიგოს „მკვდარი სულების მყიდველი“ იტალიაშიც ახლახან გამოქვეყნდა. ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულებით“ შთაგონებული სტეფანო დ’არიგო, შეუდარებელი ოსტატობით, გოგოლის უკვე კლასიკურ სიუჟეტს ახლებურ ელფერსა და იტალიურ სულს სძენს.
დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში
17,95 ₾მორისაკის წიგნის მაღაზია მართლაც ძვირფასი და დაუვიწყარი ადგილია.
მას შემდეგ, რაც ტაკაკოს შეყვარებული გამოუცხადებს, რომ სხვა მოჰყავს ცოლად, ტაკაკოს ცხოვრება თავდაყირა დადგება.
ყველაფერი იცვლება, როცა ტაკაკოს ძია სატორუ დაურეკავს და თავის წიგნის მაღაზიაში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებს. გულგატეხილი ტაკაკო გადაწყვეტს, დათანხმდეს უცნაური ბიძის კიდევ უფრო უცნაურ შემოთავაზებას. ძველი ფურცლების სურნელი და წიგნებით სავსე თაროები კი ტაკაკოს გატეხილ გულს მალევე გაამთელებს და სრულიად შეცვლის მის სამყაროს.
„დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში” მსოფლიო ბესტსელერია. ეს არის ამბავი სიყვარულზე, გულგატეხილ ადამიანებსა და წიგნების ჯადოსნურ ძალაზე
შუნიასარი
12,00 ₾XIX საუკუნის დასაწყისის ინდოელი პოეტ-ფილოსოფოსის, ბახტავარის მიერ დაწერილი ფილოსოფიურ-ეზოთერული პოემა ცნობილია სახელწოდებით “შუნიასარი”, სადაც ავტორი ინდური სანტების (პოეტ-მისტიკოსების) ტრადიციაზე დაყრდნობით წარმოადგენს და ინტერპრეტირებას უკეთებს ძველი ინდური დიალექტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ კატეგორიას — შუნიას (śūnya – მოძღვრებასი სიცარიელის შესახებ). ნაწარმოებში სიცარიელე გააზრებულია არა როგორც უბრალო არარსებობა, არამედ როგორც ყოვლისმომცველი პირველსაწყისი (რომელიც ეხმიანება “რიგვედას” კოსმოგონიურ ჰიმნებს), ხოლო ეს კონცეფცია სიღრმისეულად არის გაშლილი ნატურფილოსოფიურ, ეზოთერიკულ და ეთიკურ დონეებზე — მატერიალური სამყაროს წარმოშობისა და ილუზორულობის გააზრებით, დაფარული მისტიკური ცოდნისა და სულიერი პრაქტიკების წვდომით, ასევე ეგოსა და ვნებებისგან გათავისუფლებით შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად.
ნისლშობილი
45,00 ₾ათასი წლის განმავლობაში ზეციდან ფერფლი ცვიოდა და არცერთ ყვავილს არ უყვავილია. ათასი წლის განმავლობაში სკაა მონურ სიღატაკესა და გამუდმებულ ძრწოლაში ცხოვრობდა. ათასი წლის განმავლობაში მბრძანებელი, „უსასრულობის ნამსხვრევი“, აბსოლუტური ძალაუფლებითა და თავზარდამცემი ტერორით მართავდა სამყაროს, ღვთიურად უძლეველი. მაგრამ ერთ დღეს, მბრძანებლის ყველაზე ჯოჯოხეთური საპყრობილის წიაღში, საზარელი ნაიარევებით დასერილმა, გულმოკლულმა შერეულსისხლიანმა სკაამ უეცრად კვლავ იპოვა დიდი ხნის წინ ჩამქრალი, ადამიანების მეხსიერებიდან თითქოსდა სამუდამოდ ამოშანთული იმედი. იპოვა და გააცოცხლა. კელსიერი „გატყდა“ და საკუთარ თავში ნისლშობილის ძალები აღმოაჩინა. სწორუპოვარმა ქურდმა და პირველობისთვის დაბადებულმა, თავისი ელვარე ნიჭი უდიდესი საქმისკენ მიმართა, რომლის მთავარი სამიზნე თავად მბრძანებელია.
კელსიერმა იატაკქვეშეთის ელიტა – ყველაზე ჭკვიანი და სანდო ალომანტები შეკრიბა; თითოეული მათგანი მისი – ნისლშობილის – მრავალი უნარიდან ერთს ფლობს და ყველას უყვარს სახიფათო გამოწვევები. მერეღა გაამხელს კელსიერი თავის სანუკვარ ოცნებას – არა მხოლოდ ისტორიაში უდიდეს ქურდობაზე, არამედ ღვთიური ტირანიის დამხობაზე ოცნებას.
მაგრამ ყველა დროის საუკეთესო კრიმინალური გუნდითაც კი, კელის გეგმა თითქმის შეუძლებელ ავანტიურას ჰგავს, სანამ ბედისწერა მის ცხოვრებაში ვინს, გულჩათხრობილ, ჩამოძენძილ გოგონას არ შემოიყვანს. კელსიერის მსგავსად, ისიც შერეულსისხლიანი ობოლია, თუმცა ბევრად უფრო სასტიკ და უმოწყალო პირობებში გაზრდილი. ვინმა ისწავლა, რომ არასოდეს არავის ენდოს, რომ ღალატს ყველასგან ელოდოს, და ასეც ხდებოდა. ხოლო ახლა მან ნდობა უნდა ისწავლოს, რათა კელსიერი დაეხმაროს იმ ძალების დაუფლებაში, რომლებზეც ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.
ეს საგა სვამს მარტივ კითხვას: რა მოხდება, თუ წინასწარმეტყველების გმირი დამარცხდება?
ჩვენი კავკასია
39,95 ₾ეს წიგნი პირველი მხატვრულ-შემეცნებითი ნაწარმოებია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთლიანად კავკასიას, მის ხალხებს, კულტურასა და ბუნებას რომ ეძღვნება. წიგნის მთავარი გმირები, და-ძმა პაულა და ალექსი, ბერლინიდან კავკასიაში მიემგზავრებიან, რათა ბრძენი იორგ იორანდოს უცნაური სურვილი შეასრულონ და იპოვონ იდუმალი „ოქროს შემცველი მდინარე“. მათთან ერთად მოგზაურობენ ყველგანმავალი მანქანა იოჰენი და წიგნი-ნავიგატორი აჰმა, რომლებიც ბავშვებს კავკასიის საოცარ სამყაროს აცნობენ. მოგზაურობისას ისინი სტუმრობენ კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასა და კუთხეს, იძენენ ახალ მეგობრებს, ეცნობიან ხალხურ ტრადიციებს, ლეგენდებს, მუსიკას, ხელოვნებასა და ბუნების უნიკალურ სილამაზეს.
ეს არის წიგნი მეგობრობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და კავკასიის ხალხების უკეთ გაცნობაზე. საინტერესო თავგადასავლების ფონზე მკითხველი აღმოაჩენს, რომ ამ რეგიონის ყველაზე დიდი სიმდიდრე ოქრო კი არა, მისი ხალხები, მათი კულტურა, ენები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებია. წიგნი ბავშვებსა და მოზარდებს ჩაუნერგავს კავკასიის სიყვარულს და აჩვენებს, რომ განსხვავებული ხალხები მშვიდობით, მეგობრობითა და საერთო მომავლის რწმენით შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
სამი მოთხრობა
14,00 ₾წიგნი წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის, ონორე დე ბალზაკის (1799-1850) მოთხრობების კრებულს, რომელშიც შესულია სამი მოთხრობა „იესო ქრისტე ფლანდრიაში“, „დრამა ზღვის პირას“ და „ვნება უდაბნოში“.
სამი ნაშრომი
18,00 ₾წიგნი წარმოადგენს ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) ნაშრომების კრებულს, რომელშიც შესულია ფილოსოფოსის სამი ნაშრომი „ძილისა და ღვიძილის შესახებ“, „სიზმართა შესახებ“ და „ძილში წინასწარმეტყველების შესახებ“.
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი
37,00 ₾წინამდებარე წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“.
იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოპენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ. მათ შორის ერთი („ქალებისთვის“) დამატებულია იმ მოტივით, რომ იგი მთარგმნელს განსაკუთრებით აქტუალურად მოეჩვენა ჩვენი დროისთვის. ამ წიგნში ერთმანეთს ერწყმის სამი სიკეთე.
პირველი: თარგმნილია მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძურის ნამდვილი მარგალიტი – გენიალური ფილოსოფოსის და კალმოსანის წიგნი-შედევრი, რომელშიც აზრის სიღრმე და სინათლე თანაბრად ანცვიფრებს ადამიანს. მეორეა თარგმნის უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, რასაც გვთავაზობს ზურაბ ხასაია – ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი.
მკითხველი ამ წიგნის ნებისმიერი ადგილის კითხვისას დარწმუნდება, რომ კითხულობს დედანს და არა თარგმანს. ეს არის შოპენჰაუერის ამეტყველება ქართულად. და ბოლოს: მთარგმნელისეული კომენტარები აზროვნების სიღრმითა და სინათლით სრულიად შეეფერება გერმანელი ფილოსოფოსის დიდებულ ტექსტს და ამშვენებს მას. ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს გვწამდეს: წიგნი „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“ ძვირფასი საჩუქარია ჭეშმარიტი ქართველი მკითხველისთვის.
потеют розы
30,00 ₾– череда жестоких и безумных событий, следующая за непростительной банальностью романтики.
Герои произведения раздражают и отталкивают, сюжет непрерывно давит и мучает, а объяснение хаоса прячется за стеной гротеска. Человеческая природа вновь смердит с завидным успехом.
И меньше слов, больше платков. Розы начинают потеть.
ოდისეა
29,95 ₾დასრულდა ილიონის ომი – დაეცა ტროის წმინდა ციხესიმაგრე და გამარჯვებული ბერძნები სამშობლოსაკენ მიემართებიან. მხოლოდ ოდისევსი რჩება გზაში – გმირი, რომელსაც უკიდეგანო ზღვის ტალღები შორს, თავისი მშობლიური ითაკისგან უსასრულოდ შორს მიაქანებენ. ბედისწერისა და ღმერთების ნებით იგი კაცთათვის უცნობ, ზღაპრულ ქვეყნებში აღმოჩნდება, სადაც არაერთ განსაცდელს, ცდუნებასა და საფრთხეს გადაეყრება. სწორედ მის ხანგრძლივ და ფათერაკებით სავსე მოგზაურობას, მის თავგადასავლებსა და შინ დაბრუნების შეუპოვარ სურვილს ეძღვნება მთელი „ოდისეა”.
მე, ვისაც კაცი არასდროს მიცნია
16,95 ₾„ჩემი მეხსიერება ჩემივე ბრაზით იწყება””, — აცხადებს ტექსტში მთხრობელი, რომელმაც გვიან გაიაზრა, რომ მასაც შესძლებია ჰყვარებოდა, შესძლებია დატანჯულიყო და, ბოლოს და ბოლოს, მასაც ადამიანი ერქვა. გალიაში ოცდაცხრამეტ უცხო ქალთან ერთად გაურკვეველი მიზეზითა და განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდეულს, პატიმართაგან ყველაზე უმცროსს, გისოსებს მიღმა ცხოვრება არასდროს უნახავს. „ძალიან დიდხანს დღეები ერთმანეთის მსგავსად გადიოდა, შემდეგ ფიქრი დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა””, — წერს იგი. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც აბსურდულ არსებობაში რაღაც მოულოდნელი გამოიგონა, ქალზე, რომელიც სიცოცხლის შეგნებული გზით გაგრძელების ან, გნებავთ, სიცოცხლის დამორჩილების სურვილმა აანთო და მოძრაობა აიძულა.
რა იცის მდინარემ
19,00 ₾შეუძლია თუ არა ერთადერთ წერილს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება? ინეს ოლივერამ ზუსტად იცის – შეუძლია. ეგვიპტის უკიდეგანო უდაბნოში მშობლების დაღუპვის ამბავმა გოგონას სახიფათო მოგზაურობა გადააწყვეტინა – ალექსანდრიაში, ბიძასთან… თუმცა იქ არავინ ელის, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩაებმება უძველესი არტეფაქტების საძებნელ რბოლაში, რათა იპოვოს პასუხები კითხვებზე, და ამ რბოლაში უახლოესი ადამიანის ღალატსაც გამოცდის და დიდ სიყვარულსაც იპოვის
დაუსრულებელი
30,00 ₾დევიდ გოგინსის მემუარულმა ბესტსელერმა „ვერ გამტეხ”” მსოფლიოს დაანახვა, რამდენად ულევია ადამიანის პოტენციალი – არადა, ეს მხოლოდ შესავალი იყო გონების ნამდვილი ძლევამოსილების აღმოჩენის გზაზე. „დაუსრულებელში” გოგინსი მკითხველს ეპატიჟება საკუთარ „გონების ლაბორატორიაში”” — იქ, სადაც ჩამოაყალიბა ფილოსოფია, ფსიქოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებმაც დაანახვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დასასრულად მიჩნეული ზღვარი სინამდვილეში, მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან სიდიადისკენ სწრაფვა არასოდეს სრულდება. ეს გულწრფელი, მოურიდებელი და შთამბეჭდავი მოგონებების წიგნი მხოლოდ ისტორიების კრებული არ გეგონოთ — ეს არის პრაქტიკული გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურთ ცხოვრების ყველაზე დაბალი წერტილიდან იმ სიმაღლეებზე აიჭრან, რომლებიც ოდესღაც მიუღწეველი ეგონათ. თუ გრძნობ, რომ ცხოვრების გზას აცდი, თუ გსურს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ან მზად ხარ გაარღვიო ის უხილავი „შუშის ჭერი””, რომელიც შენ წინ აღმართულა, „დაუსრულებელი”” სწორედ ის წიგნია, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მეტად გამოგადგება.
ნამდვილი ადამიანის ამბავი
17,00 ₾ბორის პოლევოის „ნამდვილი ადამიანის ამბავი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, შთამაგონებელი და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ნაწარმოებია. წიგნში აღწერილია საბჭოთა სამხედრო მფრინავის, ალექსეი მერესიევის (პროტოტიპი ალექსეი მარესევი) წარმოუდგენელი ისტორია, რომლის თვითმფრინავიც მტერმა ჩამოაგდო.
ორივე ფეხმოკვეთილი მფრინავი, რომელსაც ექიმები სიცოცხლის იმედსაც ძლივს აძლევდნენ, მხოლოდ საკუთარი უდრეკი ნებისყოფის, ადამიანური სულისა და მიზანსწრაფვის წყალობით, არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ახერხებს პროტეზებით კვლავ დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს — ფრენას. ეს არის წიგნი ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმზე, თავგანწირვაზე, სიცოცხლის სიყვარულსა და ბრძოლაზე, რომელიც ნებისმიერ მკითხველს დაანახებს, რომ ბარიერები მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს.
ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს საათები, დღეები, წლებიც კი, როდესაც იგი მარტო აღმოჩნდება განსაცდელის, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე, საიდანაც ხსნა არ არის და მასაც აღარაფერი დარჩენია, დანებების გარდა… თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სინამდვილეში ადამიანს, რომელსაც შესწევს ძალა, გაიმარჯვოს საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც ვერავინ უწვდის დახმარების ხელს და აღარც არავის სჯერა მისი, ყველაფრის მიღწევა ძალუძს… ასეთი „ნამდვილი ადამიანის“ ამბავია მოთხრობილი ამ წიგნში, რომელშიც არაფერია გამოგონილი – ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, ჯერ თავი გადაირჩინა იქ, სადაც შეუძლებელი იყო გადარჩენა, შემდეგ კი საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა და კვლავ ღრუბლებში გაინავარდა…
თორმეტი გასაღები
15,00 ₾ბასილ ვალენტინის „თორმეტი გასაღები“ თავდაპირველად მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა. იგი თორმეტ ნაწილად (გასაღებად) იყოფა, რომელთაგან თითოეული მათგანი ალქიმიური პროცესის კონკრეტულ ეტაპს განასახიერებს.
ტექსტში მოცემულია სიმბოლური აღწერილობები და ინსტრუქციები, რომელიც სხვადასხვა ნივთიერების განწმენდას და ფილოსოფიური ქვის ძიებას ეხება. ნაშრომს გამოარჩევს მისტიკურ-ალეგორიული ენა, რომელიც ერთგვარ საბურველს წარმოადგენს მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად. ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმე საფეხურზე შეიძლება, რაც მკვლევართათვის ნაშრომს ერთნაირად მიმზიდველ და გამომწვევ ელფერს ანიჭებს.
„თორმეტი გასაღების“ შესწავლას სხვადასხვა ეპოქაში დიდ დროს უთმობდნენ ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ ისააკ ნიუტონი, ელიფას ლევი და კარლ გუსტავ იუნგი. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაშრომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ალქიმიის ისტორია, ფილოსოფია და მისი სიმბოლური ენა აინტერესებს.
გაცნობიერებული ცხოვრების საფუძვლები – ცხოვრება ტანჯვის გარეშე
40,00 ₾რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა? მე მიყვარს ადამიანები და პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვამჩნევ იმას, რომ ისინი იტანჯებიან, როცა ტანჯვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ცხოვრება არ არის ტანჯვა, თუმცა ის სწორედ ასეთ სახეს იღებს, თუ ადამიანი გაუცნობიერებლად ცხოვრობს. ზოგჯერ რაკურსის მცირე ცვლილებაც კი საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანმა ტანჯვა წარსულს მიაბაროს და აღმოაჩინოს, რომ თურმე მის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელი და მეტსაც გეტყვით, ბუნებრივი ყოფილა. თავისი არსით, ემოციები ბუნებრივია, ტანჯვა – არაბუნებრივი, თუმცა ტანჯვა გაუცნობიერებლად ცხოვრების ბუნებრივი შედეგია.
რეალობა მრავალკომპონენტიანია. რაც უფრო ნაკლებ კომპონენტს ხედავს ადამიანი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის დაიტანჯება ან მინიმუმ, უკმაყოფილო იქნება საკუთარი ცხოვრებით.
წიგნის მიზანია, მკითხველში განავითაროს ის შტრიხები, აქცენტები და ხედვა, რომლებსაც ის შემდგომში, ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებს და გააფართოებს იმისთვის, რომ მეტი გაცნობიერებულობა შეიტანოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დაღთა მემკვიდრე
27,00 ₾თანამედროვე ქართული პროზაული ნაწარმოები „დაღთა მემკვიდრე“ ჟანრობრივად სცილდება ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებს და გვევლინება, როგორც კრიმინალური დრამის, ფსიქოლოგიური რეალიზმისა და მითოსურ-ალეგორიული რომანის სინთეზი. ტექსტი გამოირჩევა რთული სტრუქტურული არქიტექტონიკით, მრავალშრიანი პერსონაჟთა სისტემითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. წინამდებარე რეცენზია მიზნად ისახავს ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და მეტრული მახასიათებლების ანალიზს, რათა წარმოაჩინოს ტექსტის ღრმა შინაარსობრივი პლასტები.
ეკლის სახარება
15,00 ₾ავტორი ფსევდონიმის ქვეშ – მარტოხელა, მკითხველმა უკვე კარგად გაიცნო წინა ორი რომანის – „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ და „დანიელის“ მეშვეობით, რომლებიც განსხვავებული შინაარსისა და ლიტერატურული ხერხების შემცველი ნაწარმოებებია, ხოლო ამ წიგნით იგი კიდევ სხვა განზომილებაში გადავიდა. დღევანდელ მწერლობაში რელიგია, ჯერ კიდევ, ტაბუდადებული თემაა და იშვიათად თუ შევხვდებით რომელიმე ავტორის შემოქმედებაში, რასაც მარტოხელამ ერთხელ უკვე შებედა და საკმაოდ თამამი რომანიც შემოგვთავაზა „დანიელის“ სახით, თუმცა ახლა მან ქრისტიანული რელიგიის პირველწყაროზე გადაინაცვლა და ქრისტეს ჯვარცმის შესახებ გვთავაზობს ნაწარმოებს, მაგრამ არათუ ადამიანის, არამედ ისეთ შემსწრეთა თვალით, რომლებისთვისაც ისტორიას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ამ ამბის აქტიური თუ პასიური მონაწილენი იყვნენ და მოვლენებს თავიანთი ვიწრო აღქმით აკვირდებოდნენ.
ფსიქოლოგიის მოკლე კურსი
25,00 ₾სახელმძღვანელოში განხილულია ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. მის დამოუკიდებელ მეცნიერებამდე განვლილი ორი ეტაპი: მეტაფიზიკური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. კვლევის
მეთოდები, ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. მაგ. სიღრმის ფსიქოლოგია, კლასიკური ბიჰევიორიზმი, პოსტფროიდიზმი, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.
წიგნში განხილულია პიროვნების ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიკური პროცესები და ფსიქიკური თვისებები, ქცევის ფსიქოლოგია.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფსიქოლოგიის მეცნიერება.
მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე & წერილი შემწყნარებლობის შესახებ
28,50 ₾წიგნში შევიდა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632-1704) ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაშრომი.
პირველი (მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე), აყალიბებს ძირითად პრინციპებს, რასაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება.
მეორე უფრო მცირე ზომის (წერილი შემწყნარებლობის შესახებ), ასაბუთებს სეკულარიზმს, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობას როგორც გამართული სახელმწიფო წყობის, ისე ქრისტიანული (ან სხვა) რელიგიისთვის.
სულხან – საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე
19,95 ₾„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.
პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.
შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.