2026
კოსმოსი მეცნიერება და მითი
27,95 ₾ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…
რატომ გვძინავს?
24,95 ₾New York Times-ის ბესტსელერი და საერთაშორისო სენსაცია, ეს მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი წიგნი ძილის სამყაროში მომხიბვლელ მოგზაურობას გვთავაზობს. ძილი ტვინში უამრავ პროცესს უწყობს ხელს — მათ შორის სწავლას, დამახსოვრებასა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ის არეგულირებს ჩვენს ემოციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აყალიბებს მეტაბოლიზმის ბალანსს და აკონტროლებს მადას. სიზმრები კი ქმნის ვირტუალურ სივრცეს, რომელშიც ტვინი აერთიანებს წარსულისა და აწმყოს ცოდნას და ამ პროცესით შემოქმედებითობას ახალ იმპულსს აძლევს. ამ დამაჯერებელ და შთამბეჭდავ წიგნში ცნობილი ნეირომეცნიერი და ძილის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, მეთიუ უოკერი, გვთავაზობს ძილის რევოლუციურ კვლევას და გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის თითქმის ყველა ასპექტზე.
ვიდრე ლიმონის ხეები იზრდება
19,95 ₾ეს წიგნი მათზეა, ვინც აიძულეს სამშობლოდან გადახვეწილიყო. ტირანული რეჟიმი დაუნდობლად არბევდა და ხოცავდა მშვიდობიან სირიელებს. მათ ახლა ათასობით თავისუფლებისთვის წამებული ჰყავთ. ბევრმა დაკარგა დედ-მამა, და-ძმები, შვილები, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან და მზით განათებულ მინდორში ზიზილებს დაკრეფენ, ცაში აღარ იგუგუნებენ ბომბდამშენები და ცა იქნება ცისფერი, კრიალა. ასეც იქნება, ვიდრე ლიმონის ხეები იზრდებიან.
მეამბოხე მთვარე
24,95 ₾მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა ღანდომ Hოუსე-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
სანამ ყავა გაცივდება
16,95 ₾მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.
გახდი ცვლილების მომტანი
19,95 ₾“ეს მოტივაციური გზამკვლევი გაძლევთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გჭირდებათ, რომ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, გახდეთ უფრო გამბედავი და გაზარდოთ თქვენი, როგორც ლიდერის გავლენა— ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. „გახდი ცვლილების მომტანი“ მოქმედებისკენ მოწოდებაა. წიგნი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცვლილების ლიდერობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი კარიერა, საზოგადოება და, საბოლოოდ, მთელი სამყაროც. UC Berkeley-ის გამორჩეული პროფესორი ალექს ბუდაკი ამ ხელმისაწვდომ და შთამაგონებელ გზამკვლევში აერთიანებს წარმატებული ცვლილების მომტანების გამოცდილებას და გვიზიარებს იმ მთავარ აზროვნებით ჩარჩოებსა და ლიდერულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ცვლილების დასაწყებად და რეალური გავლენის მოსახდენად — როლის, სფეროსა თუ იერარქიის მიუხედავად. მონაცემებზე დაფუძნებული იდეებისა და მრავალფეროვანი, შთამაგონებელი ისტორიების შერწყმით, ბუდაკი დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს: ცვლილების მომტანობა არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანთა პრივილეგია — ეს არის იდენტობა, რომლის არჩევაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. “
ყვითელსახა
18,95 ₾რ. ფ. კუანგის რომანი „ყვითელსახა“ არის სატირული რომანი ლიტერატურის ინდუსტრიის, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებისა და იდენტობის კრიზისის შესახებ. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა მწერალი ქალი, ჯუნი ჰეიუარდი, რომელსაც საგამომცემლო სივრცეში ფეხის მოკიდება უჭირს, განსხვავებით მისი ყოფილი კურსელის, კრიტიკოსებისა და გამომცემლების ფავორიტად ქცეული ავტორის, აზიური წარმოშობის ათენა ლიუსაგან, რაც ჯუნიში შურსა და უკმაყოფილებას აღვივებს. მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯუნი ათენას დაუმთავრებელ ხელნაწერს იგდებს ხელში, ტექსტში მცირე ცვლილებები შეაქვს და საკუთარი სახელით — ჯუნიპერ სონგის ფსევდონიმით — გამოსცემს. წიგნი დიდ წარმატებას მოიპოვებს, თუმცა ავტორობის შესახებ ეჭვები და ჯუნიზე სოციალური მედიის ზეწოლა თანდათან უფრო იზრდება. რომანი დაძაბულობითა და ირონიით აჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატების სურვილმა ადამიანს მორალური საზღვრებისთვის გადააბიჯებინოს და როგორ იქცევა სიმართლე, ავტორობა და იდენტობა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში მწვავე დაპირისპირების საგნად.
მე – მერსო
12,95 ₾ორი ქვეყანა — საქართველო და საფრანგეთი. ორი გმირი — მარია და კრისტო. ორი „უცხო“ და ორი ამბავი იქ, სადაც ცხოვრება წინააღმდეგობაა, სიყვარული კვდება, ძალადობა ნორმად იქცევა და თავისუფლებას გაქცევით მოიპოვებ. რომანი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე ებრძვიან ყოფის სიმძიმეს და, სიზიფესავით, კვლავ და კვლავ მიაგორებენ ცხოვრების ლოდს მთის წვერისკენ. ალბერ კამიუს პერსონაჟების მსგავსად, აბსურდულ სამყაროში მათთვის მხოლოდ ერთი არჩევანი არსებობს — არ დანებდნენ და მაინც აიტანონ ძირს დაგორებული ლოდი არსებობის მთაზე.
ათასი გემი
18,95 ₾ბერძნებმა ტროა უნდა დააქციონ — უფლისწულ პარისის მოტაცებული მშვენიერი ჰელენე კანონიერ ქმარს, მენელაოსს უნდა დაუბრუნონ… მაგრამ ჰელენეს გარდა იქ დიდძალი სიმდიდრეა. იქნებ სწორედ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რომ ბერძენთა ათასგემიანი ფლოტილია მიემართება ხანგრძლივი, სისხლიანი ომისთვის, რომელშიც გამარჯვებას არავინ გაუბედნიერებია — მხოლოდ უამრავი მეომრის ბრძოლის ველზე დაცემა, მკვლელობები, ზიზღი და შურისძიება მოიტანა. ყველაზე მძიმე ხვედრი ქალებს ერგოთ — საყვარელი ადამიანების დაკარგვა, დამცირება, მონობა, შიმშილი და სასტიკი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირვა.
სიზმრები და სიმბოლოები
27,95 ₾“სიზმრები და სიმბოლოები” თქვენი გზამკვლევია სიზმრების სიღრმეებისა და მისი ინტერპრეტაციების მდიდარ სამყაროში. დატვირთული დღეებისა და რთული პერიოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სიზმრებს და გავიაზროთ ისინი. სწორედ სიზმრები გვეხმარება სხვადასხვა თემის გაანალიზებაში, ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებების გაგებაში და, თუ ამისთვის მზად ვართ, ახალი ნაბიჯების გადადგმაშიც. წიგნში 300 სხვადასხვა სიმბოლო და მათი ანალიზი დაგხვდებათ. სიმბოლოები კი 10 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. გაეცანით წიგნს, წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩაუღრმავდით თქვენს მდიდარ წარმოსახვის უნარს.
35 კილო იმედი
12,95 ₾რა ხდება მაშინ, როცა სკოლა შენი დაუძინებელი მტერია, გარესამყარო კი მხოლოდ ნიშნებითა და ფორმულებით გაფასებს? 13 წლის გრეგუარისთვის ერთადერთი თავშესაფარი ბაბუა ლეონის სახელოსნოა – ადგილი, სადაც მისი „ოქროს ხელები“ და ფანტაზია უფრო ფასობს, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო ნიშანი. ეს არის გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ამბავი ბიჭზე, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. „35 კილო იმედი“ პატარა წიგნია დიდ პრობლემებზე. ის შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და რომ მთავარი ძალა არა კუნთებში, არამედ იმ 35 კილო იმედშია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გვტოვებს. ეს არის საკითხავი ყველასთვის – მოზარდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ, და დიდებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ, რას ნიშნავს იყო ბავშვი.
უძლური
24,95 ₾ილიის სამეფოს ელიტა გამორჩეული შავი ჭირის წყალობითაა, სხვებს ამგვარი ბედნიერება არ ხვდათ წილად, ამიტომ სხვები ჩვეულებრივები არიან, რომელთა განდევნა ბრძანა მეფემ _ მათ არც ერთი უნარი არა აქვთ, ესე იგი, დამნაშავეები არიან და ვერასოდეს იქნებიან ელიტის წევრები. აი, ასე გახდა ჩვეულებრივი გოგონა ბედის უკუღმართობით დამნაშავე, ხოლო თავის გადასარჩენად _ ქურდი. მეტიც, მას ახალი გამოცდა ელის _ სამეფოს გაწმენდით შეჯიბრებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეცადოს არაფერი გაიგოს პრინცმა, რომელიც შეუყვარდა და რომელიც აუცილებლად მოკლავს, თუკი გაიგებს, რომ გოგონა ჩვეულებრივია.
მტერი
16,95 ₾ჯუნიორი და ჰენი ბედნიერად და განმარტოებით ცხოვრობენ ამერიკაში ჯერ კიდევ შემორჩენილ ერთ-ერთ ფერმაში, მაგრამ ერთ დღესაც მათ მყუდროებას ერთი უცნაური კაცი დაურღვევს ძალიან უცნაური წინადადებით – ჯუნიორს კოსმოსში გამგზავრება მოუწევს, ჰენთან კი მისი ჩამნაცვლებელი, მეორე… ჯუნიორი დარჩება. ნამდვილის დაბრუნებამდე ის იქნება ოჯახის უფროსი, ჰენის ქმარი. შემაძრწუნებელი და უჩვეული წინადადებაა, მაგრამ უარი გამორიცხულია.
ლიონელ მესის ამბავი
15,95 ₾„თუ გსურს, რომ საუკეთესო იყო, სხვებზე მეტი უნდა იშრომო“, — ასეთია ლიონელ მესის საფეხბურთო ფილოსოფია.
თუ ბუნებამ ნიჭიც დაგამადლა, გაგიმართლა და დაიბადე არგენტინაში, მოხვდი „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადე მიაში,შეგიძლია მესიდ იქცე.
დიახ, დღეს სიტყვა „მესი“ მხოლოდ გვარი არ არის — საუკეთესოობის ეპითეტია, რომელსაც როსარიოელმა მორცხვმა ბიჭმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლო ბაში მიაღწია.
როგორ მიაღწია? — ამ კითხვაზე პასუხს წიგნის გაცნობისას მიიღებთ, რომელიც ეკუთვნის ლუსიანო ვერნიკეს, არგენტინელ მწერალს, ლიონელ მესის ბიოგრაფიას ბევრ სხვა ავტორზე უკეთ რომ იცნობს, არგენტინისა და ლეოს გულშემატკივრებისთვისაც კი უამრავ უცნობ და საინტერესო ამბავს გვიამბობს.
არგენტინა. ნაკრების ისტორიები
16,95 ₾დედამიწის ვერც ერთმა ადგილმა ვერ შეითვისა ფეხბურთი ისე სწრაფად და მტკიცედ, როგორც არგენტინამ. „არგენტინის ნაკრების უჩვეულო ისტორიები“ არ გთავაზობთ წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ზუსტ ქრონოლოგიას და არც რიცხვებით დაგახვევთ თავბრუს. ეს წიგნი ბევრ, ასზე მეტ ისტორიას მოგითხრობთ „ალბისელესტეს“ შესახებ; სააშკარაოზე გამოიტანს როგორც უცნაურ, ისე სახალისო ამბებს.
გაგახსენებთ დღეს, როცა არგენტინელ მოთამაშეებს ეცვათ უცნაური ყვითელი მაისურები. აქ ნაამბობი ბევრი ისტორიის მთავარი მოქმედი პირები იქნებიან დიეგო მარადონა, ლიონელ მესი, მარიო კემპესი, კარლოს ბილარდო და სესარ მენოტი, მაგრამ გამოჩნდებიან უცნობი გმირებიც. წიგნი დაგეხმარებათ 2022 წელს ყატარში გამარჯვებული ნაკრების სიღრმისეულად გასაცნობად. იმედია, ისიამოვნებთ!
მშენებლობა ძველ საქართველოში
39,95 ₾ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“. ავტორმა მასზე მუშაობა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, შეაგროვა დიდძალი მასალა, თუმცა, ნაშრომის სრულად დამთავრება და გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა.
ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული საერო და საკულტო არქიტექტურული ნაგებობების სახეობანი: საცხოვრებელი სახლები, სასახლეები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, გზები, ხიდები, საეკლესიო არქიტექტურა და სამონასტრო კომპლექსები. შესწავლილი და აღწერილია თითოეული მათგანის სტრუქტურა და ხასიათი, აგრეთვე მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები.
წიგნს ერთვის სამშენებლო ტერმინთა განმარტებები და საძიებელი, ასევე ნაშრომში განხილული სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშის ფოტომასალა.
ნაპოლეონის მამლუქი (მეორე გამოცემა)
15,95 ₾1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაბადებული რუსტამ რაზას მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა.
დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს.
Georgia’s Road to Freedom. A Contemporary’s Notebook
24,95 ₾ნიკა რურუა, განათლებით კინორეჟისორი, ფილმის გადაღებს ფიქრობდა, ნატოს წევრი რომ გავხდებოდა საქართველო. ვინც მას იცნობდა, იმის მიხვედრაც არ გაუჭირდებოდა, რაზე იქნებოდა ეს ფილმი. რა თქმა უნდა, ასი წლის წინანდელ რუსულ ოკუპაციაზე და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველების თავგანწირვაზე.
ორი მოწვევის პარლამენტის წევრობისას და კულტურის მინისტრად მოღვაწეობის დროს უამრავი პროექტი განახორციელა, მათზე საუბარს, თხრობას და ახსნა განმარტებას ალბათ ცალკე კრებული დასჭირდება, თუმცა განსაკუთრებულიც არსებობს. თბილისის ცენტრში ოლუპაციის მუზეუმის დაარსება, დავითისა და გოლიათის ბრძოლისა და მარადიული გამარჯვების სიმბოლო.
ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამართალმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა და ასევე განსაკუთრებული ხარისხის დიპლომი, რომლითაც მოსამართლედ ან პროკურორად შეეძლო წარმატებული კარიერის გაგრძელება. სამშობლოში დაბრუნებულს ვარდების რევოლუციის ავანგარდში მოუწია ჯერ ბრძოლა, შემდეგ კი გამარჯვება. როდესაც საპარლამენტო სიაში ჩაწერაზე თანხმობა განაცხადა მწვანე ბარათი დათმო, მალე მოქალაქეც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ბრძოლა და პასუხისმგებლობა არჩია.
ეს კრებულიც ამ ბრძოლის თვალაჩინო მაგალითია.
Georgia: 50 Albums that snuck freedom in
24,95 ₾დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.
Soviet Georgia
24,95 ₾This book is a reflective journey by Irakli Laitadze into the recent past. The author is a witness of the events that laid the foundation of the Soviet Union’s essential qualities—absurdity, deceit, and cruelty. He explores and ponders the policies of the totalitarian regime, its oppressive reforms, and methods of human destruction. Drawing on his personal experiences, Irakli Laitadze depicts the monstrous force that removed individuals further from civilization.
Yet, a few episodes highlight moments of light—instances where glimpses of humanity briefly shone amidst the darkness. For those who lived through these times, the memories will resurface vividly and some of them might re-evaluate the present, which is inevitably formed by the past. For younger generations fortunate enough to be born later, this will serve as a history – perhaps some parts of which they have yet to hear.
ქართველი – მოგზაურობა დროსა და კოსმოსში
29,95 ₾ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) მსოფლიო ავიაციის ისტორია შეცვალა. მისი შექმნილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო, ასევე კორეისა და ვიეტნამის ომებში. ქართველი მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიონერად ითვლება და მას ხშირად ყველაზე დიდი და ცნობილი ავიატორების ათეულში მოიხსენიებენ.
მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ ერთ ინჟინერზე არ არის, ეს ორი პარალელური მოგზაურობის ისტორიაა.
პირველი იწყება XX საუკუნის 20-იან წლებში – ახალგაზრდა ქართველი ოფიცრის ამბით, რომელიც საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდა და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში. ეს არის ალექსანდრე ქართველის გზა – თბილისიდან ამერიკის ცამდე.
მეორე მოგზაურობა ბევრად გვიან იწყება: გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პატარა ბიჭი, რამაზ ბლუაშვილი, თბილისის აეროპორტის ცივ რკინის ღობესთან იდგა და პირველად ხედავდა აფრენილ თვითმფრინავს. იმ წამმა ძლიერი გავლენა იქონია მასზე და განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება. 2005 წელს, რამაზმა დაიწყო ოცწლიანი ძიება – მუზეუმებში, დავიწყებულ დოკუმენტებსა და სხვადასხვა არქივში – იმის გასარკვევად, ვინ იყო ადამიანი, რომელსაც მსოფლიო ავიატორების ათეულში მოიხსენიებდნენ.
ამ ძიებისას ისტორია ავიაციის ფარგლებს სცდება და კოსმოსს სწვდება. მკითხველი აღმოაჩენს, როგორ აღმოჩნდა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ NASA-ს Voyager-ის „ოქროს ფირფიტაზე“, როგორც დედამიწის გზავნილი უსასრულო სამყაროსთვის.
წიგნი არის ავიაციასა და კოსმოსზე, მეხსიერებასა და დავიწყებული სახელების დაბრუნებაზე. ორი მოგზაურობა და ამბავი, რომელიც ვრცელდება ომის დროინდელი ძრავების გუგუნიდან კოსმოსის უსასრულო სიჩუმემდე.
ქეთევან წამებული
24,95 ₾ქეთევან წამებული – ასე დამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში სახელი XVII საუკუნეში მოღვაწე კახეთის დედოფლისა, რომელიც ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა.
იმდენად დიდი და შთამბეჭდავია მისი მოწამებრივი ღვაწლი, რომ საქრისტიანოში არსებული უამრავი წმინდა მოწამისგან განსხვავებით, მხოლოდ ქეთევანი იხსენიება „წამებულის“ ეპითეტით.
ნაშრომში თავმოყრილია არა მხოლოდ ქეთევან დედოფლის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი – ტყვეობისა და 1624 წლის 26 სექტემბერს შირაზში მოწამებრივი აღსასრულის პერიპეტიები, – არამედ მისი ბიოგრაფიიდან ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები და დოკუმენტები, რომლებიც ასახავს კახეთის სამეფოს მმართველობაში დედოფლის აქტიურ მონაწილეობას, დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობას, სპარსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას და ა. შ.
წიგნი-ალბომი უხვადაა ილუსტრირებული ქეთევან წამებულის ფრესკული და მინიატიურული გამოსახულებებით, მის სახელთან დაკავშირებული ადგილების ფოტოებითა და უცხოური გრავიურებით.
გამოცემა ეძღვნება დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის 400 წლისთავს.
გამოიცემა გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „შატო მუხრანის“ თანამშრომლობით.
ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში
15,95 ₾XX საუკუნის ქართულ თხრობაში საბჭოთა ოკუპაცია, დაკარგული და შემდეგ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა – ცენტრალური მოვლენებია. ამ გარდამტეხ მომენტებს აერთიანებს ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და დემონსტრაციების ისტორია. თითოეული საპროტესტო მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავდება მიზნით, მასშტაბით, მონაწილეთა წრით, ფორმებითა და შედეგებით, მაგრამ მათ შორის საერთო ნიშნებიც იკვეთება. სწორედ ამ მსგავსებათა და განსხვავებათა გააზრება აყალიბებს წიგნის მთავარ კვლევით საკითხს: არის თუ არა ეს საპროტესტო დემონსტრაციები ხანგრძლივი ისტორიის მქონე წარსულის გაგრძელება, თუ ისინი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობებია?
წიგნი 1921-1989 წლების ქრონოლოგიურ ჩარჩოში ოთხ ძირითად აჯანყებას განიხილავს. ქრონოლოგია აქ მხოლოდ მეთოდური ჩარჩოა. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, მოვლენების ურთიერთშედარებით გამოიკვეთოს საერთო ნიშნები და განსხვავებები. ამგვარად, XX საუკუნის ქუჩის ანტოსაბჭოთა წინააღმდეგობა აერთიანებს ოთხ უმთავრეს ეპიზოდს, რათა მკითხველს შესთავაზოს ანალიზი იმისა, როგორ ყალიბდებოდა და იცვლებოდა უწყვეტ წარსულთან დამოკიდებულება – მასთან კავშირის გაწყვეტა თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობები.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები ინტერვიუები, II
34,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ინტერვიუები, I
39,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
КАВКАЗ. Политическое и этнографическое описание (II половина XVIII века)
24,95 ₾Полковник Степан Бурнашев был специальным представителем Екатерины II при дворе Эрекле II и Соломона I и одновременно в 1783-1787 годах командующим русскими войсками, прибывшими в Грузию по Георгиевскому трактату. Во время службы в Грузии, он создал три аналитико-описательных труда о Картли-Кахетинском царстве, странах Адребижана и горских народах.
«Картина Грузии…» является важным историческим источником по социально-экономической и политической истории Грузии 80-х годов XVIII века и истории российско-грузинских политических отношений. По этому описанию становится очевидным, насколько ухудшилось политическое положение Картли-Кахетинского царства после 1783 года.
В «Описании Адребиджанских стран» автор обращается к положению в исламских ханствах Южного Кавказа и южнее: границам и политическому положению ханств, политической ориентации и связям ханов.
შედევრები
19,95 ₾ნუ გაგიკვირდებათ და, ამ წიგნში ასი შედევრი, ასიც – თითქმის შედევრი და 37 შედევრობის კანდიდატია დაბეჭდილი.
რომელი რომელია – თვითონ დაახარისხეთ.
შეიძლება, ამ წიგნში თქვენი რომელიმე შედევრი ვერ აღმოაჩინოთ და ესეც ნუ გაგიკვირდებათ: მავანს მღვდელი მოსწონს და მავანს –„ეფემერა“.
ქვეტექსტის იდუმალებით შენიღბული ლირიკული ერთეულები და- მალობანას გვეთამაშებიან და ათი წლის შემდეგ რომ შევადგინო ამავე ავტორის რჩეული, ალბათ განსხვავებულს წარმოგიდგენთ.
ზოგიერთ შედევრს გამომწვევი ისტორია აღმოაჩნდა და ამით მოიპოვა უპირატესობა, უმეტეს უმრავლესობას კი უხილავი კარნა- ხობდა 1915-1926 ბედნიერ წელიწადებში.
ამ შედევრების ავტორის ფერადი ნიღბოსანი პორტრეტი რეზო გაბრიაძემ დამიხატა ორი ათასწლეულის მიჯნაზე – 1999 წელს – და
„სასწაულის მნახველი“ მიწოდა.
ამ სასწაულს გალაკტიონი ერქვა და
ამ გალაკტიონმა 1944 წელს წიგნს მხოლოდ ავტორის სახელი დააწერა და
ეს გალაკტიონი ბავშვივით დატუქსეს: შენ ხომ აკაკი არა ხარო და
ამ გალაკტიონმა გააპროტესტა და აკაკისავე შაირი გაიმეორა: აკაკი არა ვარ, მაგრამ გალაკტიონი ვარ და თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო და
ამ გალაკტიონს ერთხელ უცნობმა ყმაწვილმა ერთი შედევრის ახსნა სთხოვა და გაოცებულმა ამ გალაკტიონმა ნაცნობ ქალბატონს შესჩივლა: რომ ვერ ავუხსენი, ისე გამიბრაზდა, თითქოს ვიცოდი და არ გავუმხილეო.
ჩვენც ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ „ოცნება, ნახაზი საგანთა უარით“ და მადლობა ვუთხრათ „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ“ ამ უცნობს.
ვახტანგ ჯავახაძე
სად არის სახლი?
11,95 ₾კრებულში „სად არის სახლი?“ ავტორი სახლის, როგორც ფუნდამენტური საყრდენის, პოეზიის მთავარი მეტაფორის მნიშვნელობას იკვლევს. წიგნის სათაური რომ შევცვალოთ და ერთგვარი ენობრივი თამაშის ობიექტად ვაქციოთ, კითხვის მრავალი ვარიაცია გამოგვივა, რომელზე პასუხებსაც ლექსებში ვიპოვით: „რა არის სახლი?“, „ვინ არის სახლი?“, „რატომ არ არის სახლი“? „როგორია სახლი?“ – ამ კითხვებზე პასუხები წიგნის კონცეფციას გაგვიხსნის – ავტორი „სახლს“ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ სივრცეს, არამედ როგორც პიროვნულ იდენტობასა და საყვარელ ადამიანს, რომლის დაკარგვაც უსახლკარობისა და გაუცხოების განცდას აჩენს.
კრებულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ემიგრაციული ყოფის სიმძიმეს, რაც დედასთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნებასა და გაუცხოებაში იკვეთება. „სახლი“ არა მხოლოდ ცენტრალური მეტაფორა, არამედ მთავარი ლექსიკური ერთეულიცაა – სიცარიელის სასახლეები, ნასახლარები, სიყვარულისა და სამკვიდრო სახლი, სიზმრის სახლები და სხვისი სახლების იმედად ყოფნა… და ბოლოს, ენა, როგორც სახლი და პოეზია, როგორც ამ სახლის მთავარი ფიზიკური სხეული.
დიანა ანფიმიადი
სტრამერი
24,95 ₾პირადი დრამები, სიყვარული და განშორება, ბედნიერებასა და სამართლიან სამყაროზე ოცნება, რომელსაც მძიმე რეალობა უპირისპირდება.
ნათან სტრამერი ნიუ-იორკში წარუმატებელი ემიგრაციიდან 1900 წელს პოლონეთში ბრუნდება და სიყმაწვილის სიყვარულთან, რივკასთან ერთად მრავალშვილიან ოჯახს ქმნის. სანამ რივკა ზღვის პირას გასეირნებაზე ოცნებობს, ფიქრებით ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მყოფი ნათანი კი იმ ერთ სარფიან გარიგებას დაეძებს, რომელიც ერთოთახიან ბინაში შეყუჟულ მის პატარა, ებრაულ ოჯახს კეთილდღეობამდე მიიყვანს, მათი ექვსი შვილი თვალსა და ხელს შუა იზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს: რენას ცოლიანი მამაკაცი უყვარდება, რუდეკი კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტია, ჰესიო და სალეკი კომუნიზმით არიან გატაცებული, ხოლო ნაბოლარები, ველა და ნუსეკი მოუთმენლად ელიან, როდის გახდებიან სრულწლოვნები. სტრამერების ღარიბულ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით აღსავსე ოჯახში თანდათან იპარება რაღაც, რასაც თითოეული მათგანი გრძნობს, მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა უჭირს.
რომანი ორ მსოფლიო ომს შორის ტარნოვში მცხოვრებ ებრაულ ოჯახზე თითქოს წინასწარ არის განწირული სევდიანობისა და ტრაგიკული ფინალისთვის, მაგრამ მიკოლაი ლოზინსკი ახერხებს, რომ თავისი გმირებისადმი დღევანდელობისთვის უჩვეულო სითბოთი და თანაგრძნობით, თან კი მსუბუქი იუმორით გაფანტოს ის შავი ფერი, სიმძიმე და ტრაგიზმი, რომელიც იმდროინდელ მოგონებებს ახლავს თან
დასაბამი
29,95 ₾ამ წიგნით გვინდა თვალი გადავავლოთ აბორიგენი მოსახლეობის ყოფასა და ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ და, რომელიც, თავის მხრივ, მათში ცოცხლობს. ქედს ვიხრით ამ ხალხის ბრძოლისა და გამძლეობის წინაშე. ნაწარმოები ეძღვნება კულტურათა იმ სიბრძნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძლება შეგვძინოს ჩვენი პლანეტის მოვლა-პატრონობის საქმეში.
შუაღამის შვილები
29,95 ₾1947 წლის 15 აგვისტო, საათის ისრები შუაღამეს უახლოვდება – ინდოეთი ბრიტანული იმპერიისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ათას ერთი ბავშვი იბადება. „შუაღამის შვილები” უჩვეულო ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ერთ-ერთი მათგანია სალიმ სინაი – ბიჭი, რომლის ბედიც ახალშობილი სახელმწიფოს ბედისწერას გადაეჯაჭვა. რომანის შუაგულში მდგომი, დიდი ისტორიის მძევლად ქცეული სალიმ სინაი ცდილობს
საკუთარი ხმა ეპოქალურ ქაოსში იპოვოს.
„ᲛᲔ ᲕᲐᲠ ᲘᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲑᲔᲓᲘᲡᲬᲔᲠᲐᲛ ᲬᲘᲜᲓᲐᲬᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲯᲐᲭᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲡᲗᲐᲜ“.
სალმან რუშდი
„შუაღამის შვილები” ერთგვარი მოგზაურობაა, სადაც კულინარიული რეცეპტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ომის სტრატეგიები, ხოლო ოჯახური საიდუმლოებები – როგორც სახელმწიფო გადატრიალებები. ეს არის რომანი მათთვის, ვისაც ლიტერატურაში მასშტაბი, ფანტაზია და დაუნდობელი გულწრფელობა უყვარს.
სალმან რუშდი ოსტატურად აერთიანებს მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას, ერთმანეთში აქსოვს მითებს, ზღაპრებსა და სასტიკ ისტორიულ სინამდვილეს. რომანის პერსონაჟები ყნოსვით, სურნელის ნაცვლად, მომავალს გრძნობენ, ხოლო პირადი ტრაგედიები ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვევა. ინდური ბაზრების ხმაური და სანელებლების სურნელი მრავალხმიან ექსპერიმენტულ ენას ქმნის, რომელიც ფიზიკურ შეგრძნებებს იწვევს.
„შუაღამის შვილებმა” ბუკერის პრემია 1981 წელს მოიპოვა, მოგვიანებით 1993 წელს მიენიჭა „ბუკერებს შორის ბუკერის” (Booker of Bookers), ხოლო 2008 წელს – „ბუკერის საუკეთესო ნაწარმოების” (The Best of the Booker) ტიტული.
მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე
24,95 ₾შრი-ლანკის სამოქალაქო ომი, რომელიც 1983 წელს დაიწყო და 26 წლის განმავლობაში, 2009 წლამდე, გრძელდებოდა, შეჰან კარუნატილაკას ამ რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია.
ავტორი გვაცნობს მაალი ალმეიდას, გარდაცვლილ ფოტოჟურნალისტს, რომელიც „შუალედურ“ სივრცეში, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ მეტაფიზიკურ ზონაში იღვიძებს. მას ეძლევა შვიდი „მთვარე“, დროის სიმბოლური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საკუთარი მკვლელობის გარემოებები უნდა გამოიძიოს და მის მიერ გადაღებული ფოტომასალები – სახელმწიფო ძალადობის, სამხედრო დანაშაულებისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ გაავრცელოს, რაც რომანს გარკვეულწილად დეტექტივის ჟანრის კანონშიც აქცევს. აღსანიშნავია, რომ ავტორი მეორე პირის თხრობას მიმართავს, რაც მკითხველს მაალის გამოცდილებასთან კიდევ უფრო აახლოებს და მოვლენათა უშუალო თანამონაწილედ აქცევს. ამგვარი თხრობითი არჩევანი ამძაფრებს იმ იდეასაც, რომ გარდაცვლილები არსად ქრებიან: ისინი ცოცხლებს ჩურჩულით ესაუბრებიან, სიზმრებში ბრუნდებიან და ჩვენს შინაგან ხმებს ერევიან.
კარუნატილაკა ქმნის მრავალშრიან ნარატივს, სადაც რეალისტური პოლიტიკური კონტექსტი ერწყმის შრი-ლანკურ მითოლოგიასა და ფოლკლორულ წარმოდგენებს სიკვდილისა და საიქიოს შესახებ. ამ წიგნში დემონური და ზებუნებრივი ფიგურები ისტორიული ტრავმის მეტაფორები ხდებიან.
და მაინც, რა ღირებულება აქვს დოკუმენტირებულ სიმართლეს იმ საზოგადოებაში, სადაც ძალაუფლება სისტემატურად ახშობს მას? რა ხდება, როდესაც ისტორიის წერას არა გამარჯვებულები, არამედ მოჩვენებები აგრძელებენ? „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა.
გულში მოციმციმე ლამპარი
19,95 ₾ბანუ მუშთაქი სამხრეთინდოელი მწერალი, იურისტი და აქტივისტია. იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უყურებდა თანამემამულე მუსლიმი ქალების მძიმე ცხოვრებას, რაც მოგვიანებით აისახა მოთხრობების კრებულში „გულში მოციმციმე ლამპარი“.
ესაა ამბები მდიდარ, მოხუც, დაქვრივებულ თუ ცხოვრების მდინარებას დანებებულ ქალებზე. მათ საერთო კულტურული და რელიგიური გარემო აქვთ. გარემო, რომელიც კვლავაც ავიწროებს ქალებს და კლასობრივად დაყოფილ საზოგადოებაში დაკანონებული ნორმების მიყოლას აიძულებს.
ერთი მოთხრობა გადმოგვცემს ახალგაზრდა დედის ამბავს, რომელსაც სამი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ქმარი უცერემონიოდ ტოვებს. მუსლიმური კანონით, კაცს უფლება აქვს, ხელახლა დაქორწინდეს, სანამ მისი ქალიშვილები და ყოფილი ცოლი შიმშილობენ. მეორე მოგვითხრობს დაზე, ძმამ მემკვიდრეობის წილის გარეშე რომ დატოვა და ამ თემის გადასაფარად სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხსაც კი შეეჭიდა. სხვა გვიყვება ქვრივ მოახლეზე, რომელსაც თავისთვის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყალში დასველებული სუდარა
ემეტება, მაგრამ მექაში მოსალოცად ჩასულ ქალბატონს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება ექცევა პრიორიტეტად და მოახლის თხოვნას ივიწყებს. ბოლო მოთხრობა ქალის წერილია ღმერთისთვის, სთხოვს, ქალების თვალითაც შეხედოს მათ მძიმე ცხოვრებას.
მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მხოლოდ ტკივილი არ არის და ბანუ მუშთაქიც ცდილობს, მკითხველს გულში მბჟუტავი სინათლე მოაძიებინოს და ის მოციმციმე ლამპრად აქციოს.
დღეების დასასრულს
19,95 ₾როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ…
ჯენი ერპენბეკის რომანი „დღეების დასასრულს“ ლიტერატურული ექსპერიმენტია – ის აღწერს, თუ როგორ კვეთს ადამიანის ტრაგედია ისტორიას, შემთხვევითობა – არჩევანს. ცხოვრება შემთხვევითობათა უწყვეტი ჯაჭვია, სადაც დასასრული შესაძლოა ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს. რომანი იკვლევს, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება წვრილმან, შემთხვევით გადაწყვეტილებებსა და გარემოებებზე. ერთი ჩასუნთქვა, მუჭა თოვლი ან დროულად გაღებული კარი – ზოგჯერ საკმარისია სრულიად შეცვალოს ბედისწერა.
რომანი ხუთ წიგნს, ხუთ თავგადასავალს აერთიანებს და განსხვავებული პერსპექტივიდან აღწერს ერთი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიას. მთავარი პერსონაჟის ბედისწერას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები განსაზღვრავს: პირველი მსოფლიო ომი, ჰაბსბურგთა იმპერიის დასასრული, სტალინური ტერორი, გერმანიის დაყოფა, ავტორიტარიზმი მის აღმოსავლეთ ნაწილში. რომანის მთავარი გმირი რამდენჯერმე კვდება – ბავშვი, ან იქნებ შეყვარებული, ანდა, ღვაწლმოსილი, ყველასგან მივიწყებული, ან იქნებ არც? – ცხოვრება ხომ არა სწორი ხაზი, არამედ შემთხვევითობებისა და არჩევანის რთული ლაბირინთია.
ჯენი ერპენბეკის „დღეების დასასრულს“ თანამედროვე გერმანელი ავტორის მეორე რომანია, რომელსაც „ინტელექტი“ გამოსცემს. ბუკერის პრემიით დაჯილდოებული და მრავალ ენაზე ნათარგმნი „კაიროსი“ 2025 წელს გამოიცა ქართულ ენაზე.