Showing 1–35 of 3703 resultsSorted by latest

მკვდარი სულების მყიდველი

19,95 

ჩირილო დოკორე – ოცდაათი წლის და დაბადებისთანავე მიტოვებული, ამჟამად კი ერთი უბრალო გადამწერი, ცხოვრებაშიც და ქველმოქმედების სამეფო საზოგადოებაშიც უჩინარი ჭანჭიკი – ჯერ კიდევ ამაოდ მოელის, რომ მას ვინმე იშვილებს. ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ქალაქში ხმა გავარდება, თითქოს ჩირილო ძილში ლოტოს მოგებიან ციფრებს ხედავს. გაკოტრებული დონ ეტორინო მას იშვილებს, ჩირილო კი გენიალურ გეგმას შეიმუშავებს ახალი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ჩირილო გადაწყვეტს, სახელმწიფოს მიცვალებულთა სულები მიჰყიდოს.

გარიბალდის შემოსვლის მოლოდინსა და აბსურდულ ბიუროკრატიას შორის, ჩირილო მკვდარი სულებით ვაჭრობისას მოულოდნელ სიყვარულსაც გადაეყრება.

აქამდე ფლორენციის არქივებში დამალული სტეფანო დ’არიგოს „მკვდარი სულების მყიდველი“ იტალიაშიც ახლახან გამოქვეყნდა. ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულებით“ შთაგონებული სტეფანო დ’არიგო, შეუდარებელი ოსტატობით, გოგოლის უკვე კლასიკურ სიუჟეტს ახლებურ ელფერსა და იტალიურ სულს სძენს.

დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში

17,95 

მორისაკის წიგნის მაღაზია მართლაც ძვირფასი და დაუვიწყარი ადგილია.

მას შემდეგ, რაც ტაკაკოს შეყვარებული გამოუცხადებს, რომ სხვა მოჰყავს ცოლად, ტაკაკოს ცხოვრება თავდაყირა დადგება.

ყველაფერი იცვლება, როცა ტაკაკოს ძია სატორუ დაურეკავს და თავის წიგნის მაღაზიაში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებს. გულგატეხილი ტაკაკო გადაწყვეტს, დათანხმდეს უცნაური ბიძის კიდევ უფრო უცნაურ შემოთავაზებას. ძველი ფურცლების სურნელი და წიგნებით სავსე თაროები კი ტაკაკოს გატეხილ გულს მალევე გაამთელებს და სრულიად შეცვლის მის სამყაროს.

„დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში” მსოფლიო ბესტსელერია. ეს არის ამბავი სიყვარულზე, გულგატეხილ ადამიანებსა და წიგნების ჯადოსნურ ძალაზე

აბსურდონავტები – უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე

16,00 

ამბობენ, ყველა დღე სადღაც ცხოვრობს. პარასკევი ყოველთვის ხმაურიან ადგილებს ეტანება, კვირა ძილსა და მოგონებებს შორის დაბორიალობს, სამშაბათი საქმიან კაცს ჰგავს, რომელსაც მუდამ სადღაც ეჩქარება, ხოლო ორშაბათი…

ნისლშობილი

45,00 

ათასი წლის განმავლობაში ზეციდან ფერფლი ცვიოდა და არცერთ ყვავილს არ უყვავილია. ათასი წლის განმავლობაში სკაა მონურ სიღატაკესა და გამუდმებულ ძრწოლაში ცხოვრობდა. ათასი წლის განმავლობაში მბრძანებელი, „უსასრულობის ნამსხვრევი“, აბსოლუტური ძალაუფლებითა და თავზარდამცემი ტერორით მართავდა სამყაროს, ღვთიურად უძლეველი. მაგრამ ერთ დღეს, მბრძანებლის ყველაზე ჯოჯოხეთური საპყრობილის წიაღში, საზარელი ნაიარევებით დასერილმა, გულმოკლულმა შერეულსისხლიანმა სკაამ უეცრად კვლავ იპოვა დიდი ხნის წინ ჩამქრალი, ადამიანების მეხსიერებიდან თითქოსდა სამუდამოდ ამოშანთული იმედი. იპოვა და გააცოცხლა. კელსიერი „გატყდა“ და საკუთარ თავში ნისლშობილის ძალები აღმოაჩინა. სწორუპოვარმა ქურდმა და პირველობისთვის დაბადებულმა, თავისი ელვარე ნიჭი უდიდესი საქმისკენ მიმართა, რომლის მთავარი სამიზნე თავად მბრძანებელია.

კელსიერმა იატაკქვეშეთის ელიტა – ყველაზე ჭკვიანი და სანდო ალომანტები შეკრიბა; თითოეული მათგანი მისი – ნისლშობილის – მრავალი უნარიდან ერთს ფლობს და ყველას უყვარს სახიფათო გამოწვევები. მერეღა გაამხელს კელსიერი თავის სანუკვარ ოცნებას – არა მხოლოდ ისტორიაში უდიდეს ქურდობაზე, არამედ ღვთიური ტირანიის დამხობაზე ოცნებას.

მაგრამ ყველა დროის საუკეთესო კრიმინალური გუნდითაც კი, კელის გეგმა თითქმის შეუძლებელ ავანტიურას ჰგავს, სანამ ბედისწერა მის ცხოვრებაში ვინს, გულჩათხრობილ, ჩამოძენძილ გოგონას არ შემოიყვანს. კელსიერის მსგავსად, ისიც შერეულსისხლიანი ობოლია, თუმცა ბევრად უფრო სასტიკ და უმოწყალო პირობებში გაზრდილი. ვინმა ისწავლა, რომ არასოდეს არავის ენდოს, რომ ღალატს ყველასგან ელოდოს, და ასეც ხდებოდა. ხოლო ახლა მან ნდობა უნდა ისწავლოს, რათა კელსიერი დაეხმაროს იმ ძალების დაუფლებაში, რომლებზეც ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.

ეს საგა სვამს მარტივ კითხვას: რა მოხდება, თუ წინასწარმეტყველების გმირი დამარცხდება?

ვეფხისტყაოსანი მეგრულად

99,00 

„1921 წელს თებერვალში, აფხაზეთში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის დივიზია შემოიჭრა. კაკა ჟვანია თავისი 80-კაციანი რაზმით უკან იხევდა, თან მტრის მოქმედებას სწავლობდა. ენგურთან თავისი რაზმით სოფელ ჯვარისკენ გაემართნენ, ტყეებში მორები დაჭრეს, ტივები შეკრეს და მორების განასხვლევი ტოტები ზედ ტივების ერთ ბოლოში დაალაგეს!

რუსებმა მდინარის გადმოლახვა კილომეტრნახევრიან ფონზე შუაღამეს დაიწყეს. როცა დივიზიის პირველი ჯგუფები გადავიდნენ ნაპირზე რუხის ციხესთან, სწორედ მაშინ დაეშვნენ კაკა ჟვანიას ქართველი ჯარისკაცები ცეცხლმოკიდებული ტივებით, ხუთვაზნიანი შაშხანების გრიალით და ყიჟინათი! გაყინულ წყალში, სწრაფი დინების პირობებში, ხელჩაკიდებული ოკუპანტები დაიბნენ, მწყობრი რიგები აერიათ, ხელები გაუშვეს ერთმანეთს და… ორი კვირის მანძილზე გამოჰქონდა მდინარეს და ზღვას დამხრჩვალი ბოლშევიკი ჯარისკაცები. დივიზიამ 3 ათასამდე მებრძოლი დაკარგა! სამეგრელოში კი ხმა გავარდა: კაკა ჟვანიამ კაციჭამია ბოლშევიკები ამოხოცაო!

კაკა ჟვანია გადაურჩა 1924, 1937-1938 წლების რეპრესიებს, 1952 წლის მეგრელთა საქმეს. იცოცხლა 1973 წლამდე. ბოლშევიკების წინააღმდეგ ჩატარებული მისი ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციაზე საუბარიც კი აიკრძალა. მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა მისი გმირობის ამბავი!

კაკამ 80 წლის ასაკში დაიწყო ვეფხისტყაოსნის მეგრულად თარგმნა. 1966 წლის რუსთაველის საიუბილეო თარიღისთვის დაასრულა, თუმცა სიკვდილამდე მის სრულყოფაზე ზრუნავდა. მისი ნაშრომით აღფრთოვანებული კონსტანტინე გამსახურდია თარგმანის წიგნად გამოცემას შეჰპირდა. არ გამოვიდა! და აჰა, იბეჭდება კაკა ჟვანიას თარგმნილი ყილოშტყებამი!“ – ვახში ჟვანია.

სამი მოთხრობა

14,00 

წიგნი წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის, ონორე დე ბალზაკის (1799-1850) მოთხრობების კრებულს, რომელშიც შესულია სამი მოთხრობა „იესო ქრისტე ფლანდრიაში“, „დრამა ზღვის პირას“ და „ვნება უდაბნოში“.

потеют розы

30,00 

– череда жестоких и безумных событий, следующая за непростительной банальностью романтики.

Герои произведения раздражают и отталкивают, сюжет непрерывно давит и мучает, а объяснение хаоса прячется за стеной гротеска. Человеческая природа вновь смердит с завидным успехом.

И меньше слов, больше платков. Розы начинают потеть.

оковы вишневые

41,70 

«Оковы вишнёвые» — вторая крупная работа В. Уварашвили, современного грузинского автора. Она плавит и лихорадит, представляя собой скорее акт саботажа, чем привычный литературный текст. В ней нет опор и компромиссов, тбилисская беззаботность уступает место оголённому нерву постсоветского кошмара.

პარალელური წრფეები

18,00 

თათამ, რომლის ცხოვრებაც მოჩვენებითი, ფასადური ბედნიერებაა, წარმატებით მოირგო ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის როლი. ახლობელი ადამიანის უეცარი გარდაცვალება მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და წარსულიდან აბრუნებს ნიკოს — კაცს, რომელიც ცდილობს გააღვიძოს ის გოგო, რომელსაც წლების წინ იცნობდა. გარემოებების გამო, თათასა და ნიკოს ერთად უწევთ მუშაობა საერთო პროექტზე — სვანური სოფლის, ხალდეს, აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. სოფლის აღმოჩენა და მისი აღდგენა თანდათან უფრო ემსგავსება გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურულ პროექტს. წლების წინ, ბრძოლაში გმირულად დაცემულმა ძველმა ხალდელებმა დაიბარეს მხოლოდ ერთი — ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა კი დროა, თათამ თავად გადაწყვიტოს — გაბედავს თუ არა, ტოქსიკურ ურთიერთობას შეჩვეულმა, მიიღოს ბედნიერება და სიმშვიდე მისი ყველაზე ჯანსაღი ფორმით. პარალელური წრფეები ერთმანეთს არასდროს კვეთენ, თუმცა ზოგჯერ შეუძლებელი გეომეტრიაც კი შესაძლებელი ხდება მაშინ, როცა იბრძვი და იცი — ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ოდისეა

29,95 

დასრულდა ილიონის ომი – დაეცა ტროის წმინდა ციხესიმაგრე და გამარჯვებული ბერძნები სამშობლოსაკენ მიემართებიან. მხოლოდ ოდისევსი რჩება გზაში – გმირი, რომელსაც უკიდეგანო ზღვის ტალღები შორს, თავისი მშობლიური ითაკისგან უსასრულოდ შორს მიაქანებენ. ბედისწერისა და ღმერთების ნებით იგი კაცთათვის უცნობ, ზღაპრულ ქვეყნებში აღმოჩნდება, სადაც არაერთ განსაცდელს, ცდუნებასა და საფრთხეს გადაეყრება. სწორედ მის ხანგრძლივ და ფათერაკებით სავსე მოგზაურობას, მის თავგადასავლებსა და შინ დაბრუნების შეუპოვარ სურვილს ეძღვნება მთელი „ოდისეა”.

მე, ვისაც კაცი არასდროს მიცნია

16,95 

„ჩემი მეხსიერება ჩემივე ბრაზით იწყება””, — აცხადებს ტექსტში მთხრობელი, რომელმაც გვიან გაიაზრა, რომ მასაც შესძლებია ჰყვარებოდა, შესძლებია დატანჯულიყო და, ბოლოს და ბოლოს, მასაც ადამიანი ერქვა. გალიაში ოცდაცხრამეტ უცხო ქალთან ერთად გაურკვეველი მიზეზითა და განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდეულს, პატიმართაგან ყველაზე უმცროსს, გისოსებს მიღმა ცხოვრება არასდროს უნახავს. „ძალიან დიდხანს დღეები ერთმანეთის მსგავსად გადიოდა, შემდეგ ფიქრი დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა””, — წერს იგი. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც აბსურდულ არსებობაში რაღაც მოულოდნელი გამოიგონა, ქალზე, რომელიც სიცოცხლის შეგნებული გზით გაგრძელების ან, გნებავთ, სიცოცხლის დამორჩილების სურვილმა აანთო და მოძრაობა აიძულა.

რა იცის მდინარემ

19,00 

შეუძლია თუ არა ერთადერთ წერილს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება? ინეს ოლივერამ ზუსტად იცის – შეუძლია. ეგვიპტის უკიდეგანო უდაბნოში მშობლების დაღუპვის ამბავმა გოგონას სახიფათო მოგზაურობა გადააწყვეტინა – ალექსანდრიაში, ბიძასთან… თუმცა იქ არავინ ელის, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩაებმება უძველესი არტეფაქტების საძებნელ რბოლაში, რათა იპოვოს პასუხები კითხვებზე, და ამ რბოლაში უახლოესი ადამიანის ღალატსაც გამოცდის და დიდ სიყვარულსაც იპოვის

ნამდვილი ადამიანის ამბავი

17,00 

ბორის პოლევოის „ნამდვილი ადამიანის ამბავი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, შთამაგონებელი და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ნაწარმოებია. წიგნში აღწერილია საბჭოთა სამხედრო მფრინავის, ალექსეი მერესიევის (პროტოტიპი ალექსეი მარესევი) წარმოუდგენელი ისტორია, რომლის თვითმფრინავიც მტერმა ჩამოაგდო.
ორივე ფეხმოკვეთილი მფრინავი, რომელსაც ექიმები სიცოცხლის იმედსაც ძლივს აძლევდნენ, მხოლოდ საკუთარი უდრეკი ნებისყოფის, ადამიანური სულისა და მიზანსწრაფვის წყალობით, არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ახერხებს პროტეზებით კვლავ დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს — ფრენას. ეს არის წიგნი ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმზე, თავგანწირვაზე, სიცოცხლის სიყვარულსა და ბრძოლაზე, რომელიც ნებისმიერ მკითხველს დაანახებს, რომ ბარიერები მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს.

ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს საათები, დღეები, წლებიც კი, როდესაც იგი მარტო აღმოჩნდება განსაცდელის, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე, საიდანაც ხსნა არ არის და მასაც აღარაფერი დარჩენია, დანებების გარდა… თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სინამდვილეში ადამიანს, რომელსაც შესწევს ძალა, გაიმარჯვოს საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც ვერავინ უწვდის დახმარების ხელს და აღარც არავის სჯერა მისი, ყველაფრის მიღწევა ძალუძს… ასეთი „ნამდვილი ადამიანის“ ამბავია მოთხრობილი ამ წიგნში, რომელშიც არაფერია გამოგონილი – ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, ჯერ თავი გადაირჩინა იქ, სადაც შეუძლებელი იყო გადარჩენა, შემდეგ კი საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა და კვლავ ღრუბლებში გაინავარდა…

დაღთა მემკვიდრე

27,00 

თანამედროვე ქართული პროზაული ნაწარმოები „დაღთა მემკვიდრე“ ჟანრობრივად სცილდება ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებს და გვევლინება, როგორც კრიმინალური დრამის, ფსიქოლოგიური რეალიზმისა და მითოსურ-ალეგორიული რომანის სინთეზი. ტექსტი გამოირჩევა რთული სტრუქტურული არქიტექტონიკით, მრავალშრიანი პერსონაჟთა სისტემითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. წინამდებარე რეცენზია მიზნად ისახავს ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და მეტრული მახასიათებლების ანალიზს, რათა წარმოაჩინოს ტექსტის ღრმა შინაარსობრივი პლასტები.

ეკლის სახარება

15,00 

ავტორი ფსევდონიმის ქვეშ – მარტოხელა, მკითხველმა უკვე კარგად გაიცნო წინა ორი რომანის – „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ და „დანიელის“ მეშვეობით, რომლებიც განსხვავებული შინაარსისა და ლიტერატურული ხერხების შემცველი ნაწარმოებებია, ხოლო ამ წიგნით იგი კიდევ სხვა განზომილებაში გადავიდა. დღევანდელ მწერლობაში რელიგია, ჯერ კიდევ, ტაბუდადებული თემაა და იშვიათად თუ შევხვდებით რომელიმე ავტორის შემოქმედებაში, რასაც მარტოხელამ ერთხელ უკვე შებედა და საკმაოდ თამამი რომანიც შემოგვთავაზა „დანიელის“ სახით, თუმცა ახლა მან ქრისტიანული რელიგიის პირველწყაროზე გადაინაცვლა და ქრისტეს ჯვარცმის შესახებ გვთავაზობს ნაწარმოებს, მაგრამ არათუ ადამიანის, არამედ ისეთ შემსწრეთა თვალით, რომლებისთვისაც ისტორიას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ამ ამბის აქტიური თუ პასიური მონაწილენი იყვნენ და მოვლენებს თავიანთი ვიწრო აღქმით აკვირდებოდნენ.

ძმები ჰოთორნები

18,95 

მსოფლიო ბესტსელერი! 4 მლნ-ზე გაყიდული ეგზემპლარი! The New York Times-ისა და USA Today -ს ბესტსელერების ტოპ-ათეულის წიგნი. Amazon-ის ეკრანიზაცია. Good Choice Awards-ის გამარჯვებული. Kirkus Review-ისა დაPublishers Weekly-ს ვერსიით წლის წიგნი. იატაკქვეშა სათამაშო სახლი; ფული, ძალაუფლება და ფსონები. ოთხი ძმა, მემკვიდრე ეივერი და ორი სახიფათო მისია-თამაში. საოცარი თავგადასავლები და ახალი საიდუმლოები, რომლებიც გრეისონ და ჯეიმსონ ჰოთორნებმა უნდა ამოხსნან. თამაშები გრძელდება!

უკანასკნელი გამბიტი

16,95 

„უკანასკნელი გამბიტი“ „მემკვიდრეობის თამაშების“ გაგრძელებაა. ეს არის უჩვეულო დეტექტივი-გამოცანა, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევებითა და თავსატეხებით, რომანტიკით, ინტრიგებით, ვერაგობითა და ერთგულებით, სიყვარულის სამკუთხედითა და დაძაბული თამაშით. მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გრძელდება! ეივერის ბოლო თამაში დარჩა, რომ ჰოთორნების მემკვიდრეობა მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მამაც გოგონას ბედი გაუღიმებს თუ ამჯერადაც მისი გონიერება გაიმარჯვებს?! ახლა მას ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ მის გვერდით ძმები ჰოთორნები არიან.

ურჩი

24,95 

პეიდინი დევნილია. მას შემდეგ, რაც ილიის სიმშვიდე დაარღვია, მისი ერთადერთი გზა სასტიკ მიწაზე გაქცევაზე გადის. აქ, უცხო და სახიფათო უდაბნოში, გადარჩენა მხოლოდ უდრეკი ნებისყოფითაა შესაძლებელი. თუმცა, პეიდინს კვალდაკვალ მიჰყვება ადამიანი, რომლისგან თავის დაღწევაც ყველაზე მეტად სურს და, ამავდროულად, ყველაზე მეტად უჭირს. როდესაც მონადირე და მსხვერპლი პირისპირ ხვდებიან, ზღვარი მოვალეობასა და ვნებას შორის იშლება. აქ მათ მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ იმ აკრძალული გრძნობების წინააღმდეგ, რომლებიც ორივეს განადგურებით ემუქრება. სასტიკი არჩევანი სამეფოსადმი ერთგულებასა და გულისხმას შორის – ამ სახიფათო თამაშში მხოლოდ ერთი გადარჩება. თუმცა, როდესაც სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთში ირევა, გამარჯვება შესაძლოა ყველაზე დიდ დამარცხებად იქცეს.

კანიბალები

27,00 

ეს წიგნი მართლაც კანიბალებზეა, მაგრამ ბევრი ალეგორიაც შეგიძლიათ მოძებნოთ.
,, სინამდვილესა და წარმოსახვას შორის ზღვარი არ არსებობს. რაც შენს თავში ხდება, იმას არ ნიშნავს, რომ რეალური არაა. ყველაფერი, რაც დღეს იხილე, შენივე წარმოსახვის ნაყოფია და ის გაცილებით ნამდვილია, ვიდრე ეს რეალობა, რომელშიც იმყოფები. მაგრამ საბოლოო ჯამში, შენ უნდა გადაწყვიტო. სიმართლის გარკვევა მხოლოდ და მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა.“

„ქალაქი მტვრის ბუდეშია გახვეული. სადაც სიმშვიდეა, ხმაურს ნატრობენ, სადაც ხმაურია – სიწყნარეს ეტროფიან. გზა საბურავებს თოვლის, კედლები – ჭორებს, ბანკომატები – ფულს, ხალხი კი – წუთებს. ცას მიწის მეთვალყურეობა ებარება, მიწას – თავის მოვლა, ჩვილს – ტირილი, ქუჩებში ავი ძაღლები ყეფენ. მაღაზიებში კვერცხები გამოილა, გულებში – ლოცვა, ერთი ბიბლია ყველა ოჯახში დევს.“

დაბნელება (ბინდის საგა წიგნი 3)

22,90 

სტეფანი მეიერის „ბინდი“ ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერია, რომელმაც გამოცემისთანავე დაიპყრო ახალგაზრდების გულები. საგა XIX საუკუნიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელ სიყვარულზე მოგვითხრობს.

„სამარისებურ სიჩუმეში უეცრად გონება გამინათდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ჩემთვის ცხადი გახდა: ის, რაც ედვარდს არ უნდოდა, რომ მე მცოდნოდა; რასაც ჯეიკობი არ დამიმალავდა… ალბათ ეს ყველაფერი არასდროს დასრულდებოდა, არა?“

კიდობანი საკურა

20,90 

კობო აბეს რომანი „კიდობანი საკურა“ – ეს არის სიურრეალისტური, გროტესკული ანტიუტოპია პარანოიაზე, მარტოობასა და მოსალოდნელი აპოკალიფსისგან თავის დაღწევის მცდელობაზე. მკითხველები ხშირად ახასიათებენ მას, როგორც „ატმოსფერულ“, კოშმარულ სიზმარს, სავსეს სიმბოლოებით, მდორე სიუჟეტით და პერსონაჟის შინაგან სამყაროში ღრმად წვდომით.
მწერალი გვაოცებს თავისი ბედოვლათი გმირით, რომლის ბავშვობა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. ის მუდმივად არის სიტუაციაში, როცა აუცილებელია არჩევანის გაკეთება და ყოველი ასეთი სიტუაცია მკითხველს ღრმად დააფიქრებს. წმინდა წყლის ფილოსოფიური მსჯელობა არც ისე ბევრია, რაც მკითხველს წიგნზე არ ჩააძინებს. რომანის კითხვის პროცესშიც და მისი დამთავრების შემდეგაც გრჩება ერთგვარი სევდა – პირველ რიგში, ეს არის სიბრალული მთავარი გმირის მიმართ და გამოუვალი მდგომარეობის განცდა.