Showing 526–560 of 2958 resultsSorted by latest

დათა თუთაშხია (II)

20,00 

თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.

დათა თუთაშხია (I)

20,00 

თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.

ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის

14,95 

ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი… კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.

ბასრი საგნები

14,95 

კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა – ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის… ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?

საუბრები ლეოსთან

14,95 

“საუბრები ლეოსთან”” განსაკუთრებული წიგნია – მასში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სადაცაა და რთულიც, იდეალისტურიც და მტკივნეულად რეალურიც. ეს არის ერთი კაცისა და მისი ცოლის ისტორია, რომლებიც სრულიად მოულოდნელი მძიმე განაჩენის წინაშე აღმოჩნდნენ: ქალს უკურნებელი სენი – კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნაცნობების ხელშეწყობითა და ბედის წყალობით, ჩვენი მიზანდასახული მთხრობელი თანამოაზრე მენტორთა და კონსულტანტთა გუნდს კრებს. მერე ლეოს ხვდება, რომელთან ერთადაც თავისი ცოლის – კლერის განკურნების რთულ საქმეს იწყებს

დაფლული გოლიათი

14,95 

ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ – ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ… ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები… ყველას თავისი მისია აქვს და – სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.

ცხოვრება შიშს მიღმა

16,95 

ჩვენ მუდმივ შიშსა და ღელვას განვიცდით: ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა…

ფაქტოლოგიურობა

16,95 

“როდესაც გლობალური ტენდენციების შესახებ მარტივ შეკითხვებს ვსვამთ, მუდმივად არასწორ პასუხებს ვიღებთ. იმდენად არასწორს, რომ ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით, შიმპანზეებიც კი ჟურნალისტებზე, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ბანკირებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ფაქტოლოგიურობაში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი და TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებელი, ჰანს როსლინგი, თავის ორ ნაცად პარტნიორთან – ანასთან და ულასთან – ერთად აღნიშნული მოვლენის რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს.

კაცი, სახელად უვე

14,95 

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.

ქალბატონი თაგვის სახლი

19,95 

მოდი, ვნახოთ და ვითამაშოთ პატარა ხალისიანად გაატარებს დროს ქალბატონი თაგვის სახლში დამალული უამრავი ნივთის მოძებნისას. შეიხედე 50-ზე მეტი სამალავის მიღმა და დაეხმარე ქალბატონ თაგვს მეჯლისისთვის სამზადისში.

Тбилиси

25,00 

Восхитительное путешествие по изумительному городу Начни путешествие с этим албомом, знакомься с особенным городом, расположенным на перекрестке различных культур,и собственными глазами убедись в том,сколь чудесным образом переплетаются в Тбилиси европейские и азиатские обычяи.Этот албом послужит наилучшим путеводителем по столице грузии.

თამაში რიოში მარგალიტებით

25,90 

ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.

ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.

ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.

გადაარჩინე დედამიწა. 100 რამ, რაც უნდა იცოდე

22,90 

ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები დედამიწის შესახებ
სასარგებლო რჩევები

Maid in Tiflis

17,90 

აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.

აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.

დინო-დინოზავრები

14,95 

მოემზადე გიგანტურ დინოზავრებთან ერთად! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.

ტყის საიდუმლოებები

14,95 

ვიმოგზაუროთ ჯადოსნური ტყის იდუმალ სამყაროში! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.

ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა

27,95 

ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!

ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა

27,95 

ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.

რა მოხდება პოლარულ დათვს რომ მოვეფერო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

უფლის ტვირთი – ლენი ბელარდოს სახარება

28,00 

“უფლის ტვირთი, ანუ ლენი ბელარდოს სახარება” ტელესერიალ “ახალგაზრდა პაპის” გმირების და, უპირველეს ყოვლისა კი, თავად ახირებული ლენი ბელარდოს ბრწყინვალე, დახვეწილი, ირონიული, მეამბოხური, მოულოდნელობებით აღსავსე მოსაზრებების, სენტენციების და დიალოგების ნაკრებია, პაოლო სორრენტინოს გულწრფელი და ორიგინალური შესავლით.

სპეციალური შეთავაზება – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” სრულად

Original price was: 225,00 ₾.Current price is: 150,00 ₾.

ჯორჯ რ. რ. მარტინის ეპიკური სერია. (სატახტოთა თამაში, მეფეთა ჯახი, ხმლების გრიგალი, ყვავების ნადიმი, დრაკონებთან ცეკვა) ზამთრის ქარები ჯერ არ გვაქვს 🙂

როინ მეტრეველი – საისტორიო ნარკვევები III

49,95 

წინამდებარე გამოცემაში შესულია აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევები.

ორი მთაწმინდელი – ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა

16,95 

შარავანდედით მოსილ მთაწმინდის პანთეონში სასიქადულო მამულიშვილთა შორის განისვენებს ორი დიდი ქართველი მათემატიკოსი – მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები – ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. ეს პატარა წიგნიც მათ შესახებაა.

იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ

14,95 

წიგნში განხილულია ავსტრიელი მეცნიერისა და მოგზაურის – იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.

ეზოთერიკის ფსიქოლოგია

21,60 

“წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია. “

შინაგანი მოგზაურობა

21,60 

“წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია. “

ცხოვრების კონსულტანტი

30,00 

თეონა მეგრელიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. ოსტატურად არის შეზავებული ფანტასტიკის ელემენტები

ცოდვის საზღაური

25,00 

რომანი ავტორისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და თხრობის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. წიგნში ფეხდაფეხ მიჰყვები მთავარ გმირს, აკვირდები მის მოქმედებებს, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არცთუ მთლად დადებითი იმიჯითაა გამორჩეული და რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა, რამაც მისი არსებობა დიამეტრულად შეცვალა, ალბათ მისი ცხოვრება ძველებურად დუნე, ერთფეროვანი, მოსაწყენი, უემოციო დარჩებოდა. სუიციდამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება და სწორედ მაშინ ხდება მის ცნობიერებაში გარდატეხა, გააზრება და მონანიება, რის გარეშეც სულიერი ამაღლების განცდა წარმოუდგენელი იქნებოდა…

ლავანდის სურნელი

20,00 

„…და მაინც, ღმერთო, რანაირია ჩვენი სიცოცხლე! ნატვრა ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილე. ამიტომაცაა ალბათ, ოცნებებს რომ გულმოდგინედ ქსოვენ. მტკიცედ და მჭიდროდ, რათა მათმა მიუწვდომლობამ ვერ დაარღვიოს მათივე მარადიულობა. ჯანდაბას, თუ ისინი აუხდენელ ოცნებათა ვრცელი ნუსხაა და მათთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ სილამაზის გამოვლინებები თვალთა სანუგეშოდ – თუნდაც ისინი არ იყვნენ მათნი. სჭირდებათ ცნებებიც, მაცდუნებელი იდეები, ადეპტებად რომ აქცევენ მათ. ოცნებები კი ზოგჯერ ადამიანთა სახეს იღებენ, ისინი ვინმეში განსხეულდებიან და ქმნიან ხატს, დადგამენ კერპს, ხორცს შეასხამენ ქანდაკებას და ვაი, იმ გამოუსწორებელ მეოცნებეთა ბრალი, საკუთარი ქმნილებების ტყვეობაში უნუგეშოდ რომ კვდებიან“.
ასე იწყებს თავის ახალ რომანს მორის როსტიაშვილი – „ლავანდის სურნელი“, სადაც ის მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და თხრობის უჩვეულო მანერით უცნაურ ამბავს გვიამბობს სიყვარულზე. შეიძლება ითქვას, წიგნი ურიერთობებზეა და ამავე დროს ყველაფერზე.
ერთი არაფრით გამორჩეული, თებერვლის ნესტიანი დღე თენდება, როცა მგზავრობის შემდეგ მყუდრო, პროვინციული საპორტო ქალაქის რკინიგზის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსული მთავარი გმირი, ანაზდად იაზრებს, რომ სამხატვრო ნივთები ვაგონში დარჩენია. იმის ნაცვლად, რომ რამე მოიფიქროს, საკუთარ თავზე მწარდება და მატარებელიც დაიძვრება.
დგას გაქვავებული იმაზე ფიქრით, რომ როგორი მხატვარიცაა, საქმესაც შესაბამისი დაუდევრობით ეპყრობა.
,,ამდენი საათი იმისთვის ვიმგზავრე, ავიღე შვებულება და მეძინა შმორის სუნით გაჟღენთილ ვაგონში, რომ დიდი ხელოვანივით ზამთრის ზღვა დამეხატა. ისევ მეგრძნო ადრინდელი აღტკინება. თუმცა, ამოდენა გეგმები სადგურამდეც ვერ ჩამოვიტანე.“ – ფიქრობს იგი.
მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ მისთვის ბოლო დროს ეს მხატვრობაც რაღაც ღირებულის შექმნის სურვილით შეპყრობა უფროა, ვიდრე თვითონ მხატვრობით აღტკინება; ერთ-ერთი მორიგი გეგმა, ისეთი აბსურდული ცხოვრებისათვის აზრის მისანიჭებლად, ნელ-ნელა რომ სჭამს.
თავისი ისედაც სასაცილო და ლამის დამამცირებელი ხელფასი ამ ,,დიდი“ მოგზაურობის სამზადის შეალია და მატარებელი კი მეტისმეტად მოულოდნელად წავიდა… და ასე უბარგოდ დარჩენილი ,,მოგზაური“, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს, ქუჩაში ელინას სახეს მოჰკრავს თვალს. სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ ძალიან ნაცნობი იყო. ჯერ რაღაც სიმძიმე დააწვება მკერდთან, მერე მტკივნეულად ჩაივლის მთელ სხეულს, მაგრამ, ეს შეგრძნება ორიოდე წამში გაქრება და გადაწყვეტს რომ ქალის სახე უბრალოდ მოეჩვენებოდა.
მაგრამ, ყველაფერი იმაზე მეტად უცნაურად გრძელდება, ვიდრე ამას უფულოდ და უბარგოდ დარჩენილი უნიჭო მხატვარი იფიქრებდა…

იყო ასეთი ქვეყანა – СССР

17,95 

„იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ ირაკლი ლაითაძის ერთგვარი გასეირნებაა უახლოეს წარსულში. ავტორი მომსწრე და მონაწილეა იმ მოვლენებისა, რომლებიც ძერწავდა საბჭოთა სისტემის საყრდენ თვისებებს: აბსურდს, სიყალბესა და სისასტიკეს. იგი აღწერს და აკავშირებს ტოტალიტარული სისტემის მმართველების პოლიტიკას, გატარებულ რეფორმებსა თუ ადამიანის განადგურების ერთმანეთზე შემზარავ ხერხებს. ირაკლი ლაითაძე პირადი გამოცდილებითაც ჰყვება ურჩხულზე, რომელიც ადამიანებს სულ უფრო და უფრო აშორებდა ცივილიზებულ სამყაროს. ცოტა რამ ნათელ ცხოვრებაზეცაა, ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ავტორისთვის იმ სიბნელიდან რომ გამოკრთებოდა.

ვინც მოესწრო, გაიხსენებს. ვისაც გაუმართლა და მისთვის მხოლოდ ისტორიაა, გაიცნობს. ვინ იცის, იქნებ, ისე აქამდე რომ არ სმენია.