ქართული
ხვალ და ხვალ და ხვალ
16,95 ₾“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”
მითები და ლეგენდები
29,95 ₾ამ წიგნში ღმერთების, სულებისა თუ გმირების თავგადასავლები, მითური ამბები და ლეგენდური არსებები გელოდებათ. მსოფლიოს ხალხთა მითები, მოთხრობები, ზღაპრები და ლეგენდები თავშესაქცევი ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებიაა წარმოდგენილი… ინფორმაციულად დატვირთული ეს შთამბეჭდავი წიგნი ბავშვებს მარადიულ ფასეულობებს აზიარებს.
წითელი დედოფალი
16,95 ₾მერ ბაროუს სამყარო ორ ფერად არის გაყოფილი – წითლად და ვერცხლისფრად. წითელში სიდუხჭირე, იმედგაცრუება, შიმშილი და სასოწარკვეთაა, ვერცხლისფერში – კეთილდღეობა, ძალა და ძალაუფლება! წითელ სამყაროში გოგონა ოჯახის სარჩენად ქურდობს, სხვა არაფერი იცის! თუმცა ის იცის, რომ როგორც კი 18 წლისა შესრულდება, ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ მოულოდნელად აკიაფდება იმედის ნაპერწკალი… მგონი, შორს არ არის ალისფერი განთიადი! მანამდე კი მერ ბაროუს საკუთარ სახელსა და წარსულზე უარის თქმა, საძულველი და სასტიკი ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, არაერთი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა ელის! ამ ბრძოლაში კი სასწორზე არა მარტო მისი სიცოცხლეა შეგდებული
გიორგი ბრწყინვალე, ფრაგმენტები
20,00 ₾„მაშინ იქნები ძლიერი და მსგრადი, თუ შენი სამშობლო იქნება ასეთი. იცოდე, დაბადებული ხარ არა მოწმედ, არამედ მონაწილედ, შენი სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შემტანად.“ – ჭაბუა ამირეჯიბი
ფილმებზე უკეთესი
16,95 ₾რომანტიკული კომედიური ფილმების მოყვარულ, თავადაც გამოუსწორებელ რომანტიკოსსა და მეოცნებე ლიზს ბავშვობის მეგობარი უყვარს…ასე ჰგონია… და როცა ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, გადაწყვეტს, როგორმე თავი მოაწონოს, მისი გული მოინადიროს კიდევ ერთი, მაგრამ აუტანელი ბავშვობის მეგობრისა და მეზობლის (თანაც, ძალიან სიმპათიურის) დახმარებით. ეს წიგნი რომანტიკული კომედიაა რომანტიკულ კომედიებზე!
როგორ მუშაობს ტარო
19,95 ₾ადამიანს ოდითგანვე იზიდავს შეუცნობელი და იდუმალი, მითუმეტეს, თუ ის მის ბედსა და მომავალს უკავშირდება. მისნობა, მკითხაობა, წინასწარმეტყველება სწორედ ის საშუალებებია, რომელთა დახმარებითაც ვახერხებთ ამ იდუმალი სამყაროს კარის შეღებას. ტარო მისნობის განუყოფელი ნაწილია. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც მომავლის წინასწარმეტყველება, ისე სასარგებლო რჩევების მიღება. ის გასწავლის, თუ როგორ წაიკითხო ტაროს კარტის მნიშვნელობები და როგორ გამოიყენო ის. თუ მომავლის შეცნობის სურვილი გაქვს ან, უბრალოდ, ჯადოსნური მეთოდების გაძლიერება გინდა, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა – ის უამრავ საიდუმლოს ამოგახსნევინებს!
პურმარილი
16,60 ₾კონსტანტინე კაპანაძის მოთხრობათა კრებული “პურმარილი” წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული პროზის განსხვავებულ ხედვას. ავტორი, ერთის მხრივ, ჰქმნის მრავალშრიან ტექსტს, სადაც სამბრანოსეული “ცხოვრების მეტაფიზიკა” ხორცშესხმულია პერსონაჟთა ყოველდღიურობაში, მეორეს მხრივ კი – უილიამ ოკამის “მარტივი გადაწყვეტის” პრინციპით – არ ტვირთავს თხრობას ზედმეტი დეტალებით.
შენი თავის პლაცებო
50,00 ₾წიგნი გთავაზობთ ბევრ პრაქტიკულ მეთოდს გონების გაუმჯობესებისთვის და წარმატების მისაღწევად.
ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიის, ჰიპნოზისა და კვანტური ფიზიკის სფეროებში აღმოჩენებზე დაფუძნებულმა ფენომენალურმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ტვინისთვის არ არსებობს განსხვავება წარმოსახვით გამოცდილებასა და რეალობას შორის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც გვსურს. მხოლოდ აზროვნების ძალით – განვიკურნოთ ყოველგვარი მედიკამენტისა და ოპერაციის გარეშე. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩაშენებული საკუთარი თავის განკურნების უნარი. დოქტორი ჯო დისპენზა არღვევს მითს იმაზე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს კონტროლს მიღმაა, და გვიბრუნებს ჩვენს ძალასა და უფლებას, ველოდოთ მშვენიერ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გვიჩვენებს მისი შექმნის გზას.
თბილისი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, დაათვალიერო თბილისის შთამბეჭდავი ნაგებობები, ქანდაკებები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
კოსმოსი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ფერები, ფორმები, რიცხვები და კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
დინოზავრები წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, გაიცნო დინოზავრები და ისწავლო მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
ულვაშები
17,90 ₾„ულვაშების“ მთავარი პერსონაჟი გამზრდელ ბებიასა და სოფლის სახლს სკოლაში შესაყვანად მოწყვიტეს. მშობლებთან სიახლოვეს მიუჩვეველი ბავშვი დედისა და სკოლის მოლოდინებს, მცდელობის მიუხედავად, ვერ ამართლებს. ამიტომ ქალაქში გადასვლისთანავე წყვეტს, რომ გაიქცეს.
მთხრობელი შინ დაბრუნებას საკუთარი თავისა და სხეულის ძიებით იწყებს 90-იანი წლების აჭარაში და თანამედროვე ევროპულ ქალაქებში აგრძელებს. რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დასაღწევად სახლიდან წასვლა, როგორც ემანსიპაციის ერთადერთი გზა; ისევე როგორც საკუთარ თავთან, დედასთან და დედობასთან კონფლიქტი.
განსხვავებულის გარიყვის ისტორია რომანში მუსლიმური რწმენის მალვით იწყება და თაობათა შორის მეორდება. დასამახსოვრებელი და ცოცხალი პერსონაჟები ტრადიციული ოჯახის თანადგომასა და სისასტიკეს ერთდროულად განიცდიან.
თავის სადებიუტო რომანში თინათინ ნოღაიდელს დრამატული სიუჟეტით, მაგრამ მსუბუქი იუმორით შემოჰყავს აჭარა, კუთხე, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. მნიშვნელოვანია ტექსტში აღწერილი კონკრეტული დრო და სივრცე, ასევე აჭარული დიალექტი, რომელიც მხატვრულ სინამდვილეს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.
თებერვლის ტანკები
14,95 ₾1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ბრძოლის ველზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.
წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.
დევნილი
19,95 ₾ალეხო კარპენტიერის „დევნილი“ მათთვისაა, ვინც ძლიერმოქმედ, გამორჩეული სტილით დაწერილ ლიტერატურას ეტანება, ვისაც ლათინოამერიკელი მწერლები უყვარს და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვის ოსტატობა აღაფრთოვანებს. ნაწარმოებში 1930-1933 წლების, კუბაზე ხერარდო მაჩადოს დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდგომი მოვლენებია აღწერილი. რომანის მთავარი გმირი კი პროვინციელი სტუდენტია, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი, თავისდაუნებურად, ტერორისტი რომ გამხდარა…
ფაცერი
25,00 ₾გია დანელიას დღემდე გამოქვეყნებული წიგნებია: „ასკინკილა“; „ფიქრი,
მქროლავი წამისა“; „100 ლექსი და… დრო!“; „ძახილი სიყრმის“;
„შემოდგომისპირის მოთხრობები“ და „სარკმელს მიღმა“.
რომანი „ფაცერი“ გურიის ერთი ჩვეულებრივი, შეძლებული გლეხის
ოჯახში დაბადებული ორი ძმის ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს.
კოლია გასაბჭოებისა და რევოლუციის მოწი ნააღმდეგეა, გრიშა –
კომუნისტური იდეო ლოგიის აპოლოგეტი, ცხოვრების ქარტეხილებმა
კი მათი მსო ფლმხედველობა დიამეტრულად შეცვალა.
წიგნში ასახულია შესაბამისი ეპოქა ბოლშევიკური რევოლუციებითა და
გადასახლებებით, მსოფლიო ომებითა და საბჭოთა ტერორით…
ავტორს გამოყენებული აქვს ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და დღი –
ურები, რაც უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის ნაწარმოებს
აქ მიპოვი
12,00 ₾„ერთი შეხედვით, ახალგაზრდა პოეტისგან არც სილაღეა გასაკვირი და არც, მით უმეტეს, სევდა. მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა პოეტი ძალიან ნიჭიერია და სევდა-სილაღის ერთ სალექსო ჭურჭელში მოქცევას ახერხებს, ეს უკვე იშვიათობაა. ასეთია ნიქო გორგილაძის ლექსები: ენობრივი ქსოვილი მსუბუქია და თითქმის მღერადი, ხოლო შინაარსი, ღრმა და მტკივნეული, არსად იდღაბნება. ზღვის კაცია, ზღვის პირას გაზრდილი, და ლექსებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, დაწმენდილი და მოლივლივე წყალივით გამოსდის, სადაც ფსკერი და კენჭები მკაფიოდ მოჩანს.”
მე რომ ფეხბურთელი ვიყო
19,95 ₾დათო ტურაშვილმა წიგნი დაწერა ფეხბურთის შესახებ და მინდოდა ორიოდ სიტყვით მეთქვა, როგორ თამაშობდა, ფეხბურთს თვითონ ტურიკა. ფეხბურთზე არასდროს უვლია ბავშვობაში ცოტა ხანს დადიოდა ჭადრაკზე, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდა ძალიან მაგრად. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურიკას დაემართებოდა. ჭადრაკზე დადიოდე და თამაშობდე ფეხბურთს მაგრად. თამაშობდა ზედმეტების გარეშე, ძალიან რაციონალურად და სუფთად, სწრაფად და სწორად და იყო ძალიან ტექნიკური. ურტყამდა იმგვარად, ძველი გულშემატკივრები რომ ზუსტს ეძახდნენ ძევიატკები, რამე, თითქმის მოქნევის გარეშე. ბურთს არ ათრევდა, რადგან მსუბუქიც იყო და მოქნილიც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდიოდა. ჭადრაკი თუ იყო რამე კავშირში ამასთან, ძნელი სათქმელია. დიდ მოედანზე რომ ეთამაშა, ოდესმე ან ფეხბურთელი გამოსულიყო, ალბათ. გარემარბი იქნებოდა. მუხლები სულ ტკიოდა, ეგეც მახსოვს საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ფეხბურთზე დაწერა. არ წერენ ჩვენთან ფეხბურთზე, მაგაზე ვინ დაიხარჯებაო თუ რა არის არ ვიცი. მწერლებსაც ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, ტურიკას კი ფეხბურთი დღესაც ისე უყვარს როგორც 30 წლის წინ, თორემ ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, უამრავი რამე უფერულდება და ქრება. ჰოდა, ეს სიყვარული კი მაინც არ გამქრალა… (აკა მორჩილაძე)
ხანგრძლივი სიცოცხლე
40,00 ₾30 წლის ასაკისთვის დღეგრძელობის წამყვანი ექსპერტი, დოქტორი პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობი ს გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით დოქტორი პიტერ ატია ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის გადააზრებამდე.
რობაიები
10,00 ₾ომარ ხაიამის, იგივე ღიას ედ-დინ აბულ-ფათჰ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელის, სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთი რეგიონის – ხორასანის ქალაქი ნიშაპური, რომელიც იმ დროისათვის მნიშვნელოვანი კულტურულ – საგანმანათლებლო კერა იყო და აზიის ერთ-ერთ მდიდარ ქალაქად ითვლებიოდა. სიტყვა „ხაიამი“ არაბულად „კარვის მკერავს“ (მეკარვეს) ნიშნავს; ეს ფსევდონიმი მან მამის პატივსაცემად აირჩია, რადგანაც მამა კარვების მკერავი იყო. მსოფლიოს კულტურისთვის ომარ ხაიამი მეოცე საუკუნის შუა ხანებში გახდა ცნობილი.
ოცნებიდან რეალობაში
25,00 ₾ამ წიგნში აღწერილია ის, თუ როგორ შეესხა ფრთები მწერლისათვის ერთ დროს არსებულ ბავშვობის სანუკვარ ოცნებებს, ვინ შეძლო წარმოუდგენელი სიგიჟეების ჩადენა, მომნუსხველი სიყვარულით მისთვის თავბრუს დახვევა და საიდან სად აღმოჩნდა წიგნის მთავარი პერსონაჟი ეკატერინე, რომელსაც წარმატების მწვერვალების დაპყრობისა და ნამდვილი სიყვარულის არსებობის სჯერა
აღარმე
30,00 ₾ნინო მოდრეკილაძის პოეტური კრებული „აღარმე“. მისი რედაქტორი დავით ხარატიშვილი ასე აფასებს ამ კრებულს: „ეს პოეზია სხვა აღარმეთა, აღარსხვათა თავშესაფრად იქცევა, როგორც თავად პოეტი უწოდებს და ეძებს თანამგრძნობთა სულებს, ადამიანის შინაგანი სამყარო ხომ უნიკალურია, განუმეორებელია და ძნელია, მირიადში ის ერთი თანამგრძნობი იპოვო… და მაინც ამ კრებულში მკითხველი, თუ ზუსტად ავტორის მსგავსად არა, თავისებურად მაინც ჩაუღრმავდება სულის შინაგან შრეებს, რაღაცას თავის პიროვნებასთან გააიგივებს და შეიყვარებს ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებას, რამეთუ ჩვენ, ყველას, ის ქმნილება გვიყვარდება, რომელშიც საკუთარ თავს მცირედ მაინც აღმოვაჩენთ“.
სირიუსი – წყვდიადში დაკარგულები
30,00 ₾მარიამ შვანგირაძემ ფსევდონიმად „სირიუსი“ აირჩია, “წყვდიადში დაკარგულები” ავტორისთვის სადებიუტო ნამუშევარია, რომელშიც მოვლენები კოსმოსში, პლანეტათაშორისი მოგზაურობისას ვითარდება და მკითხველს წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება. წიგნის რედაქტორი დავით ხარატიშვილია.
გონების პარაზიტები
19,95 ₾გიორგი ხარაიშვილის მოთხრობები მძაფრად ატმოსფერულია – თითქოს თვალები დახუჭეთ და ერთიანად გადაეშვით სივრცეში, რომელიც თან საშიშია, მაგრამ თან საოცრად მომნუსხველი. შეიძლება ეს ცივი ჰაერი ოთახში ნელ-ნელა იგრძნოთ და ავეჯსაც თითქოს შეუმჩნევლად დაედოს მკვდრისფერი.
კედელს მიღმა
19,95 ₾“კედელს მიღმა” ავტორის მესამე წიგნია – მოთხრობებისა და ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, რომელშიც დოკუმენტური სურათები და მხატვრული სახეები ერთმანეთს ოსტატურად ცვლის და ერწყმის, მკითხველის წინაშე კი მთელი ეპოქის დამტევი უზარმაზარი პანო ცოცხლდება.
თიბათვის ნისლი
17,95 ₾კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.
უპირატესობათა სია
12,95 ₾„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.
ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.
კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი
სტალინის გამბიტი
19,95 ₾ლაშა ტუღუში ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, გახლდათ ფულბრაიტის სტიპენდიატი, ასევე მოწვეული მეცნიერი ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. იყო ყოველდღიური ქართული გაზეთის „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალის Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორი. ამჟამად არის ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, თანათავმჯდომარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს“, ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორისაა სამეცნიერო კვლევები და ანალიტიკური ნაშრომები. „სტალინის გამბიტი“ მისი დებიუტია ლიტერატურაში.
„ეს არის პოლიტიკური რომანი. მასში ვითარდება ამბავი, რომელიც ან უკვე მოხდა, ან უნდა მოხდეს. მერე ფიქრობ, თუ უკვე მოხდა, აწი რაღა უნდა მოხდეს; მერე ხვდები, რომ ის, რაც აქ ხდება, სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა და მსჯელობას იწყებ, რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს.
ეს არის კინომოთხრობა. კადრები სწრაფად იცვლება. მოქმედება დინამიკურია. გახსოვს პერსონაჟების სახელები, გვარები, თანამდებობები, გავლენები. მერე ფიქრობ, ნამდვილად გახსოვს თუ არა; მერე იხსენებ, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები; მერე კითხულობ, რა უნდათ ცოცხლებს გარდაცვლილებისგან; მერე აღმოაჩენ, რომ ისინი არც არსებობდნენ და ჩვენ ვქმნიდით – მათივე სახელებით, გვარებით, თანამდებობებით.
ეს არის საგაზეთო რომანი. არა იმიტომ, რომ საგაზეთო ქრონიკისთვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი, არამედ იმის გამო, რომ გაზეთისთვის ჩვეული დინამიკურობით ვითარდება; კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება პოლიტიკური მოვლენები; ხვდები, რომ მანიპულაცია მარტივი კომბინაციაა – ამბავი არც არსებობს, მას ჩვენ ვქმნით ან ჩვენთვის ქმნიან. ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, „სტალინის გამბიტი“ პოლიტიკური რომანია თუ ანტირომანი?“
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი