Showing 386–420 of 2886 resultsSorted by latest

დაბრმავება

35,00 ₾

ელიას კანეტი (1905-1994) ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალია, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატი. „დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 1936 წელს გამოცემულ ამ რომანში წიგნებისადმი სიყვარული კაცს სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიიყვანს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის სინათლე არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული.

ვანო და ნიკო – ილუსტრირებული

19,00 ₾

მწერალმა და კინოდრამატურგმა ერლომ ახვლედიანმა (1933-2012) გასული საუკუნის 50-იან წლებში შექმნა ქართული ლიტერატურის შედევრი „ვანო და ნიკო“ – სადა ენით დაწერილი ღრმა ფილოსოფიური იგავების კრებული. ეს გახლავთ ფიქრები სიყვარულსა და მეგობრობაზე, ერთგულებასა და ღალატზე, სინდისსა და სათნოებაზე, ადამიანის დამოკიდებულებაზე საკუთარი თავისა და გარე სამყაროს მიმართ.

არასერიოზული კაცი

19,00 ₾

კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლისა და კინოდრამატურგის ერლომ ახვლედიანის (1933-2012) ორი კინოსცენარი („ყველი და პური“, „არასერიოზული კაცი“) და პიესა „ბაბუა და შვილიშვილი“. წინასიტყვაობაში ზაირა არსენიშვილი აღნიშნავს: „[ერლომ ახვლედიანის] პიროვნულმა თვისებებმა და მსოფლმხედველობამ განსაზღვრა მისი შემოქმედება და სტილი: უაღრესად ლაკონიური, აღწერებისა და წიაღსვლებისგან თავისუფალი, იგავურად სიტყვაძუნწი, დიდაქტიკური და ‘კვიმატი’, სიკეთისა და სიავის, თეთრისა და შავის, ნათელისა და ბნელის მუდმივი დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ეს სცენარები და პიესაა.“

ლეიტენანტი გუსტლი

10,00 ₾

ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა¬მა¬ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურუ¬ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ნოველა „ლეიტენანტი გუსტლი“ შინაგანი მონოლოგის ტექნიკის ერთ-ერთი პირველი ძეგლია მსოფლიო ლიტერატურაში. იგი 1900 წელს დაიწერა – ჯეიმზ ჯოისის „ულისეზე“ 22 წლით ადრე.

ძალა უძალოთა

10,00 ₾

1978 წელს ჩეხმა დრამატურგმა და დისიდენტმა (მოგვიანებით კი ჩეხეთის პრეზიდენტმა) ვაცლავ ჰაველმა დაწერა პოლიტიკური ესე „ძალა უძალოთა“, რომელსაც დღეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ევროპული ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად მიიჩნევენ. ამ ნაშრომში ავტორი მსჯელობს ძალაუფლებაზე, მის სტრუქტურებზე, გავლენასა და დინამიკაზე, იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელისუფალთ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ძალაუფლება, შიშში აცხოვრონ მოსახლეობა, „იცხოვრონ სიცრუეში“. რეპრესიული რეჟიმის ღრმა ანალიზის წყალობით ჰაველი ააშკარავებს ოფიციალური ინსტიტუტების სუსტ მხარეებს, მსჯელობს ერთი შეხედვით უძლური, თავისუფლებაწართმეული ხალხის გაძლიერების შესაძლებლობებზე, რომელთა თავი და თავი „სიმართლეში ცხოვრებაა“. „ძალა უძალოთა“ „ცივი ომის“ პერიოდის დისიდენტური ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და მას შედევრსაც კი უწოდებენ ხოლმე.

ბატონი ზომერის ამბავი

19,00 ₾

ბატონი ზომერი ცარიელი ზუგჩანთითა და უცნაური ჯოხით ხელში, ჩქარი ნაბიჯით, სიტყვის უთქმელად დაიარება სოფლიდან სოფელში, აჩრდილივით დაეხეტება ტყეში თუ ველზე, პატარა ბიჭის ოცნებებსა თუ სიზმრებში. როცა პატარა ბიჭი უკვე აღარ დაძვრება ხეებზე, იდუმალებით მოცული ბატონი ზომერი გაუჩინარდება. პატრიკ ზიუსკინდი 1949 წელს დაიბადა ამბახში, ბავარიაში. სწავლობდა ისტორიას მიუნხენსა და ექს-ან-პროვასში და თავიდან სცენარებს წერდა. 1984 წელს გამოქვეყნდა მისი მონოდრამა „კონტრაბასი“, 1985 წელს რომანი „სუნამო“, 1987 წელს „მტრედი“ და 1991 წელს „ბატონი ზომერის ამბავი“ (სამპეს ილუსტრაციებით). მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ფრანგი კარიკატურისტის, ჟან-ჟაკ სამპეს (1932–2022) პირველი ნამუშევრები იბეჭდებოდა L’Express-ში, 1978 წლიდან მოყოლებული მას ასეულობით კარიკატურა აქვს გამოქვეყნებული New Yorker-ში. მისი შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული რენე გოსინისთან, მოდიანოსთან და პატრიკ ზიუსკინდთან. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან პატარა ნიკოლა, კატრინი, პატარა მოცეკვავე და ბატონი ზომერი.

საუკუნო უკუნი

29,90 ₾

მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა
თავის ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“, ამ კრებულში კი ეს ლექსები
ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის
რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა
გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით,
ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე
როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი,
ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
„მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და
იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად – სრულიად ახალ
სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ
მქონდეს – მთლიანად გადავცხოვრდებოდი.“
ბექა ყორშია
ჟურნალისტი, მთარგმნელი

ქინდერლენდ

39,90 ₾

1989 წელია, აღმოსავლეთ ბერლინის ერთი რიგითი სკოლის მეშვიდე კლასში მირკო ვაცკე სწავლობს – ბეჯითი მოსწავლე, რომლის ჟურნალშიც დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და შუა ქალაქში მარტოდ დარჩენილი მირკო სკოლის გზაზე პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თანატოლ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით და არც ყოფაქცევით გამოირჩევა, მაგრამ ეს გარემოება მათ ახლად გაჩენილ მეგობრობას ხელსაც არ უშლის.
მათი მეგობრობის პარალელურად ქალაქი ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს სკოლასა და სამეზობლოში.

გამოგონილი საყვარელი

13,95 ₾

,,გამოგონილი საყვარელი” წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის ონორე დე ბალზაკის (1799-1850) ფსიქოლოგიურ მოთხრობას კრებულიდან ,,ადამიანური კომედია”.

შიში

6,00 ₾

“ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით! “

უსიხარულო მეფე

14,95 ₾

ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს. საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა. და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!

თეთრი ღამეები

14,95 ₾

ფიოდორ დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ სენტიმენტალური რომანია ახალგაზრდა მეოცნებე კაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნარი, ოთხ ღამეში შეიგრძნოს ცხოვრების მთავარი საზრისი — სიყვარული, ამ დროის განმავლობაში განცდილი ბედნიერება კი დარჩენილი ცხოვრების საგზლად აქციოს. “განა ცოტაა ნეტარების თუნდაც ერთი წუთი ადამიანის სიცოცხლისთვის?” — სვამს კითხვას მთხრობელი, პასუხს კი თავად ნაწარმოები სცემს.

მალინა

16,95 ₾

“მალინა“ სულის შემძვრელი და დაუვიწყარი პორტრეტია ქალისა სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ერთდროულად უჩვეულო სასიყვარულო ისტორია და ფსიქოანალიტიკური ძიება ­ ასე შეიძლება დახასიათდეს დიდი ავსტრიელი პოეტის ერთადერთი რომანი, რომელიც მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში დაწერა. ომისშემდგომ ვენაში ცხოვრობს ქალი, რომელიც მტკივნეულ გაორებას განიცდის და კონფლიქტი აქვს ყველაფერთან, მათ შორის, საკუთარ თავთან. ორი მამაკაცის, ორი პოლარულად განსხვავებული ხასიათის ადამიანის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა თანდათან სრულიად ფიტავს და ძალას აცლის მას და აშიშვლებს მის ვნებებითა და იარებით დასერილ სულს. ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა. თომას ბერნჰარდი როგორც მარადიულ, ასევე ახალ ჰარმონიზაციის ტრფიალ მწერლებსა და სიმშვიდის შენარჩუნების ინსტრუქტორებს ვუპირისპირებ მწერალ-ჭრილობას, ინგებორგ ბახმანს. ელფრიდე იელინეკი”

ქართული მოდა

100,00 ₾

თქვენ წინაშეა ქართული მოდის შესახებ ყველაზე სრული გამოცემა, რომელშიც შეჯერებულია ქართული სამოსის შესწავლის ვრცელი და საინტერესო ისტორია – ძველი სწავლულების თხზულებებიდან დაწყებული, თანამედროვე მეცნიერ – მკვლევართა ფუნდამენტური ნამუშევრებით დასრულებული. ძველ და ახალ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა ‘’ქართული მოდის“ წინამდებარე გამოცემა, რომელიც ამ სფეროს შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ წარმოდგენას შეგიქმნით.

შარლ პეროს ზღაპრები (6+)

8,95 ₾

ერიაში “მოსწავლის არჩევანი” შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორდები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.

ბედნიერი ადგილი

16,95 ₾

“ჰარიეტმა და უინმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევენ, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება — შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან. უცნაური ამ ამბავში კი ის არის, რომ მათი დაშორების შესახებ მეგობრებმა არაფერი იციან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჰარიეტი და უინი ერთ ოთახში ბინავდებიან კოტეჯში, კურსელების შეკრებაზე, რომელმაც ერთ კვირას უნდა გასტანოს. ესაა მათი ბოლო ზაფხული „ბედნიერ ადგილას“, რადგან ზღვისპირა კოტეჯი, სადაც წლების განმავლობაში ისვენებდნენ, იყიდება. მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, საინტერესოა, შეძლებს თუ არა წყვილი, კვლავ წყვილად მოაჩვენოს თავი მეგობრებს.”

პორნოგრაფია

14,95 ₾

“ვიტოლდ გომბროვიჩის რომანი „პორნოგრაფია“ ფილოსოფიური რეალიზმის ნიმუშია, რომლის თხრობაც მეორე მსოფლიო ომის ფონზე, პოლონეთში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ორი შუახნის მამაკაცი დგას. ვიტოლდი და ფრედე რიკი ახალგაზრდა კაროლსა და ჰენიას შორის „ეროტიკული ინტრი გის“ ინსცენირებას ცდილობენ. ფრედერიკი, ნიჰილიზმით შეპყრო ბილი ათეისტი, პროცესის აქტიური მაკონტროლებელია, ვიტოლდი კი მთხრობელი, რომელიც რომანში მოქმედი პირიცაა და მოვლენე ბის მორალური შემფასებელიც. მათი ქმედებები, ერთი მხრივ, ავ ლენს ობსესიურ ლტოლვას ახალგაზრდობისა და ცხოვრების ვნებია ნობისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფს ძალაუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მანიპულაციის გზით ხორციელდება. რომანი არ გვთავაზობს მზა პასუხებსა და „მორალურ დასკვნებს“, ის ირონიითა და შიშით მიგვანიშნებს ჩვენში არსებულ იმ ბნელ წერტი ლებზე, რომლებიც ხშირად კულტურის, ეთიკისა და სიყვარულის სახელში ინიღბებიან.”

ის, რაც ჩვენ შორისაა

16,95 ₾

დედის უკიდეგანო სიყვარული, მარწუხივით სულისშემხუთავი; სიყვარული, რომელიც ყოველივე იმას გიკრძალავს და გაკარგვინებს, რაც გახარებს და გიყვარს; და მეამბოხე გოგონა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს დედის ყოვლისმომცველ კონტროლს, მაგრამ მარცხდება. მარცხდება ორივე, დედაც და შვილიც… და ერთხელაც დგება შურისძიების დღე _ სასტიკი და წარმოუდგენელი, მაგრამ არის რაღაც, რაც ქალიშვილმა არ იცის და არც არასოდეს გაუმხელს დედა, რადგან სიმართლე მათ სახლში სიცრუეზე სახიფათოა.

ოლივ კიტერიჯი

16,95 ₾

“ამერიკელმა მწერალმა ელიზაბეტ სტრაუტმა „ოლივ კიტერიჯისთვის“ პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის მოკლე მოთხრობების კრებული, რომელთაგანაც თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება მენში მცხოვრებ მკაცრ, მომთხოვნ და მტკიცე ნებისყოფის ქალს, ოლივს. ეს არის პორტრეტი უბრალო და, იმავდროულად, შთამბეჭდავი ყოველდღიურობის, ადამიანების, დანაკარგების და იმ აზრთა ნაკადის, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველდღიურად ირევა. ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სირთულეების მიმართ მედეგობა აერთიანებთ. თუმცა ოლივი ყველაზე ღრმად ჩადის პრობლემის არსში და გულწრფელი ძალისხმევით ცდილობს მათთან გამკლავებას. აქ არ გველოდება მოულოდნელობები — ოლივ კიტერიჯი არ გადაინაცვლებს ნათელ მხარეს, არ ხდება უკეთესი ადამიანი კლასიკური გაგებით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მის თანაგრძნობას და, რაც ყველაზე უცნაურია, ვხედავთ საკუთარ თავს მასში. მოთხრობების ზოგიერთი გმირი მხოლოდ ერთხელ ჩნდება, მაგრამ სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ოლივი, რომლის სახელიც, შესაძლოა, მხოლოდ ერთ წინადადებაში ისმოდეს, მუდმივად იქაა. შუახანს მიტანებული ქალი იმ სივრცის ნაწილი ხდება, რომელშიც მისი ენერგია, დრო და ცხოვრება ირევა. “

შუა ზაფხულის საიდუმლოები

15,95 ₾

შუა ზაფხული… პაპანაქება სიცხე და უცნაურად მომძლავრებული ბოროტმოქმედებები… ისინი ყველგან არიან: საფრანგეთის რივიერაზე, საბერძნეთში, დელფოს ტაძრების ნანგრევებში, ეგვიპტეში, ნილოსზე მოგზაურობისას, თუ რესპექტაბელურ ინგლისურ ოჯახში, მაგრამ რას გახდებიან ცნობილ მაძებრებთან?! ვინ რას გამოაპარებს გონიერ მოხუცს, მის მარპლს, პარკერ პაინს ან შეუდარებელ პატარა ბელგიელს, სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს! კიდევ ერთხელ გაჰყვეთ მათ სახიფათო თავგადასავლებში და დატკბით დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის უბადლო მწერლური ოსტატობით.

კვენტინ ტარანტინო – ინტერვიუები

25,00 ₾

ტარანტინო იმ გამორჩეულად შემოქმედებით ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ერთი და იმავე აზრის გადმოცემაც კი განსხვავებული, მსმენელისთვის დახვეწილი და დამატყვევებელი ფორმით შეუძლიათ. ამასთან, ეს ინტერვიუები მრავალთაგან სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ისინი ყველაზე ღრმა, ინფორმაციული და გამომხატველობითია. ტარანტინო ინარჩუნებს ნამდვილი კინომოყვარულის ღრმა მგრძნობელობას და ხელშესახებ, თითქმის ბავშვურ რწმენას კინოს მიმართ, რაც მას თავისუფლებას ანიჭებს.

სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი II

25,00 ₾

ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.

სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი I

25,00 ₾

ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.

დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი

12,00 ₾

“წიგნში გაერთიანებულია ლანა ღოღობერიძის ახალი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “”დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”” სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომელიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში – “”ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად.”

დავითი და გოლიათი

20,00 ₾

“მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“.
მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.

გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ – წერდნენ კრიტიკოსები.”

კანარის ჩიტი

15,00 ₾

ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია.

გზაზე

24,95 ₾

ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

დჰარმის მაწანწალები

22,95 ₾

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია – გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.

აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა

20,95 ₾

როგორია სინამდვილეში რეალობა? როგორც ქმნის ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობები რეალობის ცრუ აღქმას? სად მთავრდება საზოგადოება და სად იწყება პიროვნება?
ალან უოტსი ამ სკანდალურ ლექციათა კრებულში დასავლური ცივილიზაციის ყველაზე წმინდად მიჩნეულ ცნებებს თავდაყირა აყენებს და თხრობის, ერთდროულად, პროვოკაციული და მხიარული მანერით მკითხველს უბიძგებს, გათავისუფლდეს თავიანთივე შექმნილი ილუზიებისგან, იცხოვროს უფრო ღრმა და, ამავე დროს, მშვიდი, მარტივი ცხოვრებით.

ალან უოტსი დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტატორია. უოტსი საოცარი სიცხადით გვიამბობს იმ აღმოსავლური ფილოსოფიების შესახებ, რომლებმაც თანამედროვე ადამიანის სულიერების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უოტსის თქმით, ადამიანი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც, მისი აზრით, ღმერთებმა გასართობად შექმნეს.
თუ მზად ხართ, ამოყოთ თავი ისეთი კითხვების მორევში, რომლებსაც მზა პასუხები არ აქვს, ჩაეფლოთ დროის მიღმა არსებულ ცნებებში და თქვენს ცნობიერებას ოდნავ გაფართოების შანსი მაინც მისცეთ (რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს), “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” სწორედ თქვენთვისაა.

საქმიანობა, სახელად ცხოვრება – ჩეზარე პავეზე

24,95 ₾

„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.

პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა – წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე…
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.

ქართული ლექსი 20 საუკუნე

19,95 ₾

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.