Showing 316–350 of 3035 resultsSorted by latest

ედელვაისებს

19,95 

ივა ფეზუაშვილის ახალი რომანი „ედელვაისებს“ სასიყვარულო წერილია.

წერილი,რომლის მთავარი ადრესატები ლიტერატურა, სამშობლო და შეყვარებული არიან.

ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება.
უსახელო პროტაგონისტი ევროპაში მოგზაურობს, მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა – ერთი შეხედვით, კარიერულად ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად ცხოვრებაში ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს. გამოსავალის ძიებაში მყოფი, დაუსრულებლად ერთი ქალაქიდან მეორეში გარბის და პასუხების პოვნის ნაცვლად, სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ წასვლაა თუ გაქცევა? და თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე?

და მთავარი:
შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?

გონის ფილოსოფია

58,00 

წიგნში წარმოდგენილია ჰეგელის კაპიტალური ნაშრომის “ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის” მესამე ნაწილი “გონის ფილოსოფია”

თილისმა

15,00 

წიგნი აერთანებს 1188 გამონათქვამს, რომელიც 12 თავად არის დაყოფილი

ღვთაებრივი კომედია (ლიმიტირებული გამოცემა)

40,00 

პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა. ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე.

გათავისუფლებული სული

16,95 

“ვინ ხარ სინამდვილეში? რა მოხდება, ყოველგვარი შეზღუდვისგან რომ გათავისუფლდე და საკუთარი შესაძლებლობების მიღმა გააღწიო? რა შეგიძლია აკეთო ყოველდღე საიმისოდ, რომ მსგავსი შინაგანი სიმშვიდე და თავისუფლება მოიპოვო? „გათავისუფლებული სული“ ამ კითხვებზე სადა და ინტუიციით ნაკარნახევ საოცრად ღრმა პასუხებს იძლევა. ეს შენთვის საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევის პირველი ნაბიჯია თუ, პირიქით, მთელი ცხოვრება ამ სამყაროში გარკვევას ცდილობ – ნებისმიერ შემთხვევაში სინგერის წიგნი შეცვლის შენს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. აღმოაჩენ, როგორ შეგიძლია გათავისუფლდე ჩვეული ფიქრების, ემოციებისა და ენერგიის შაბლონებისგან, რომლებიც შენს ცნობიერებას ზღუდავს. ეს წიგნი თვითრეალიზაციისა და ბედნიერებისკენ მიმავალი ცხოვრების გზაზე გაგიყვანს. “

რწმენითი ცოდნა

24,95 

„რწმენითი ცოდნა“ – ქადაგებების, ლექციებისა და ჩანაწერების ერთგვარი კრებული. ეს არის ღვთისმსახურის მიერ წმინდა წერილზე ფიქრის, წმინდა წერილში გონებით წვდომის გადმოცემა.

კნოსოსის სასახლეში

24,95 

რა არის თავისუფლება, თუ არა უმაღლესი სიკეთე?
ნიკოს კაზანძაკისის საბავშვო რომანი „კნოსოსის სასახლეში“ 1940 წელს დაიწერა, ის ცნობილი მითების რეფლექსიაა.
ეს რომანი უპირველესად შინაგან თავისუფლებაზეა, რომელიც ერთნაირად სჭირდება უფლისწულსაც, მეფის ასულსაც და მათ ქვეშევრდომებსაც. მთავარი გმირი ათენის უფლისწული თეზევსია, რომელიც საკუთარი თავისა და დანიშნულების ძიების გზაზე დგას. კაზანძაკისი ქმნის მინოსური კრეტისა და კნოსოსის სასახლის შთამბეჭდავ სურათებს, თუმცა გვაჩვენებს, რომ არაფერია ამ ქვეყნად სამუდამო, მათ შორის, არც საუკუნეების განმავლობაში ძლევამოსილი კრეტის დიდებულება.
მინოსურ სამყაროში განვითარებული ურთიერთობები სამეფოებსა თუ ადამიანებს შორის, პერსონაჟების ამაღელვებელი მოგზაურობა, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა და ავტორიტეტების მსხვრევა რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია. და მაინც, რა ფასი აქვს თავისუფლების მოპოვებას? რა ფასი აქვს მეგობრობასა და სიყვარულს? ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს ნიკოს კაზანძაკისი, რომელიც ირონიითა და ამავე დროს, დაძაბულობით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს.
„კნოსოსის სასახლეში“ რეალიზმსაც აერთიანებს და პოეზიასაც, მწერალი ახერხებს ერთდროულად დაგვანახოს უძველესი ცივილიზაციის სიბრძნე და დიდებულებაც, მაგრამ ისე, რომ არც ერთი წუთით არუგულებელყოს ის იდეალები, რომლებზეც მთელი
კაცობრიობა დგას.

P/F

10,90 

არამ პაჩიანი თანამედროვე სომეხი ავტორია, არაერთი ეროვნული და უცხოური პრემიის მფლობელი (მათ შორისაა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურისთვის). მისი პირველი რომანი – „ნახვამდის, ჩიტო“ – 2012 წელს თავის სამშობლოში ბესტსელერი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.

2020 წელს გამოქვეყნებული P/F არამ პაჩიანის ერთ-ერთი უახლესი ნაწარმოებია – ფრაგმენტული, ექსპერიმენტული რომანი, რომელიც ჩანახატების კრებულს მოგვაგონებს. პოეტური სახეებითა და ახალი სიტყვებით გაჯერებულ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ძველი და ახალი ერევნის, მთხრობელის მოგონებებისა თუ აწმყოს შთაბეჭდილებების უჩვეულო სინთეზს. პროტაგონისტი, მეტსახელად P/F ქალაქის ქუჩებში მიუძღვის მკითხველს, ყურადღებას უმახვილებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე, პარალელურად კი ადამიანური გრძნობების ქაოსში ხვევს. მთხრობელის ცნობიერების ნაკადი საბოლოოდ ქალაქის წიაღში ჩაკარგულ, ღვთისგან დავიწყებულ მდინარე გეტარს ერთვის, რომელიც, ავტორის შეხედულებით, სიცოცხლეს განასახიერებს.

პიტნის შნაფსი

11,90 

„პიტნის შნაფსი“ გადარჩენის ისტორიაა. ეს ავტობიოგრაფიული მონათხრობია პატარა გოგონაზე, რომელიც ცდილობდა, უსიყვარულო, უგულო გარემოში თავი გადაერჩინა და საბოლოოდ შეძლო, ადამიანად დარჩენილიყო.

ნიტა ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სანამ ერთ დღეს დედა ახალ პარტნიორთან ერთად მიაკითხავს და თავისთან წაიყვანს. „ოჯახურ“ გარემოში გოგონა უფრო გულგრილ და სასტიკ მოპყრობას აწყდება, ვიდრე უწინ…

წიგნში აღწერილი ამბებიდან ბევრი წელი გავიდა. და ახლა, როცა ყველა ტკივილი, შიში და სევდა წარსულში დარჩა, ავტორი ეცადა, სხვა თვალით გაეაზრებინა დედის, ბებიისა და პერსონაჟებად ქცეული მისი ცხოვრების სხვა ადამიანების ქცევა და თავისი ისტორია სხვებისთვისაც მოეთხრო. მან ანონიმურობა არჩია, რათა ამ ამბავმა დამოუკიდელად გააგრძელოს არსებობა და ყველას, ვინც მას წაიკითხავს, რაღაც კარგი გაუღვიძოს.

კაპიტანი ტრიკო და ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის ბინძური ბრძოლა (6)

12,90 

ოინებისა და ხრიკების ჭეშმარიტი ოსტატების, ჰაროლდისა და ჯორჯის მორიგი მსხვერპლი სკოლის ჭკუისკოლოფა, მელვინ სნიდლი ხდება. მელვინი სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, თუმცა თვალის ერთ დახამხამებასა და ცხვირის ერთ დაცემინებაში ცინგლის მონსტრად იქცევა. შეძლებს კაპიტანი ტრიკო ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის შეჩერებას? ამას სერიის მეექვსე წიგნში შეიტყობ.

Of old hearts and sword

16,90 

The novel tells a story of chivalry, brotherhood, and a fractured homeland in the 19th century Georgia.

Baduna Pavneli, a young nobleman, is imprisoned for killing a Russian officer. While in jail, he misses a routine visit to the asylum to see his mentally disabled brother, Tedia.

Upon his release, Baduna discovers that Tedia has gone missing –

he has wandered off and could be anywhere. Determined to find him, Baduna sets off westward from Tiflis on a desperate search. All the while, Russian authorities pursue him across a divided Georgia: the eastern regions under Russian control. The western part of Georgia in the meantime leaning toward the Ottomans.

As we follow Baduna’s journey, the backstory gradually unfolds, revealing how their mother was kidnapped when they were only children, and taken from the east – westward.

Aka Morchiladze (the pen name of Giorgi Akhvlediani) is arguably the most renowned contemporary Georgian writer. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University, and also wrote for sports newspapers. Over the years, he has authored more than 30 books. Some of his works have been adapted into films and plays.

Morchiladze is the recipient of numerous literary awards in Georgia.

In 2018, he served as the honorary spokesperson at the Georgia Guest of Honour opening ceremony at the Frankfurt Book Fair. His books have been translated into multiple languages and are published in 13 countries.

სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო

26,60 

ნაწარმოებში აღწერილია ფინანსების გონივრულად მართვის წესები და ფუნდამენტური პრინციპები. მათზე დაყრდნობით და პრაქტიკაში დანერგვით უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიები შექმნეს ჯონ როკფელერმა, ენდრიუ კარნეგიმ, კორნელიუს ვანდელბირტმა, ლელანდ სტენფორდმა, პიერ პონტ მორგანმა, ჰენრი ფორდმა და ამერიკული ბიზნესის კიდევ სხვა წარმატებულმა გიგანტებმა. ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, …

ის, რაც გაგვაძლიერებს (150+ მოსაზრება წინსვლისთვის)

14,95 

„ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე“.

წიგნმა პირველად 2016 წელს იხილა დღის სინათლე. ეს ხელახალი გამოცემაა. განხილული საკითხების, მოსაზრებებისა და შეხედულებების მიზანი მკითხველის მეტი ფიქრისა და მსჯელობისკენ მიმართვაა, რადგან, ავტორის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „მასში გამოთქმული ყველა პოზიცია ცხადად ოპონირებას საჭიროებს“. ცხოვრების მთავარ ხუთ წესს შორის, რომელიც ნიკა რურუამ თავად შეიმუშავა, უპირველესად კრიტიკულ აზროვნებას მიიჩნევდა ყველაფრის მიმართ – საკუთარი თავის, მოვლენების, ცხოვრებისადმი: „უამისოდ წარმოუდგენელია განვითარება, რომელიც თუ აღმასვლით ტენდენციას არ ინარჩუნებს, დაღმასვლას იწყებს“.

სად მივდივართ? ევროპაში

14,95 

წიგნი საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონტების ისტორიას ეძღვნება. გაეცნობით სტატიებს ილია ნანობაშვილის საფეხბურთო გვერდიდან „22 მოთამაშე“ – მამარდაშვილის, კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილის და ევროს მონაწილე სხვა ქართველი ფეხბურთელების შესახებ. ავტორი, დიდი ხანია, აკვირდება მათ კარიერას, იმ დროიდან, როცა მომავალი ევრობიჭები ცხრა-ათი წლისანი იყვნენ.

აქვეა მოყვანილი რამდენიმე ჩანახატი საქართველოს საფეხბურთო წარსულიდან, ევროპის წინა ჩემპიონატებიდან და საინტერესო საცნობარო მასალა.

ნაცნობი უცხოები

20,00 

ერიკ სკოტი არის კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და რუსული,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი.ის ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალს The Russian Review. ის იკვლევს მრავალეთნიკურობას საბჭოთა კავშირში, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებს.
მისი წიგნი „ნაცნობი უცხოები:ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ მოგვითხრობს ქართველებზე როგორც საბჭოთა კავშირის შიდა დიასპორაზე, რომელმაც მოსკოვში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
წიგნი გვიყვება, თუ როგორ მიაღწიეს ქართველებმა, სსრკ-ს მოსახლეობის ორიოდე პროცენტმა, ჯერ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებას.
რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში „კარგად ცხოვრების“ ნარატივი, როგორ გახდა ქართული სამზარეულო საყოველთაოდ ცნობილი და საიდან მოდის ქართველების თვით-ეგზოტიზაციის ვნება?
პასუხების ძიებაში ერიკ სკოტი მიმოიხილავს საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც „შიდა დიასპორის“, ურთიერთობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც ცენტრსა და სამხრეთულ რესპუბლიკას შორის რთულ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობას განაპირობებდა

უაინსბურგი, ოჰაიო

19,90 

XX საუკუნის ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შერვუდ ანდერსონი (1876-1941 წწ), კლივლენდის მახლობლად, ოჰაიოს პატარა ქალაქ კემდენში დაიბადა და ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ამერიკული პროვინციის ცხოვრებას, რაც შემდგომში მისი ლიტერატურული შემოქმედების საფუძველი გახდა.

ანდერსონს ეკუთვნის რვა რომანი, ნოველების ოთხი ციკლი, პოეზიის ორი კრებული და თორმეტ წიგნში გაბნეული უამრავ ესე, თუმცა, ლიტერატორების აზრით, ვერცერთი ვერ შეედრება `უაინსბურგი, ოჰაიოს~ მნიშვნელობითა თუ მხატვრული ღირებულებით; ვერც – გავლენით, რაც ამ წიგნმა ამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა; გავლენა კი იქონია ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, თომას ვულფი და სხვები.

„უაინსბურგი, ოჰაიოს” დაკვირვებულ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მასში მოთხრობილი მრავალი ამბისა, ანდერსონი მაინც დეტალების, ნიუანსების მწერლად რჩება. ის ქმნის დახვეწილ, ფილიგრანულ ქსოვილს, სადაც ყველა ელემენტი თავის ადგილზეა და ერთ მთლიანობად აღიქმება. მწერლის ოსტატობა ვლინდება მის უნარში, გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები – თანაგრძნობა და კრიტიკული დისტანცია, სიმპათია და ირონია, პოეტური ლირიზმი და მკაცრი რეალიზმი. რიტმულობა, ყურადღება დეტალებისადმი, უნარი, შეაღწიოს არსებული რეალობის სიღრმეებში, ქმნის ფერების, სუნების, ხმებისა და ტექსტურების უნიკალურ ნაზავს.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, „უაინსბურგი, ოჰაიო” აღმოჩენად იქცევა თანამედროვე მკითხველისთვისაც, რომელიც ყოველ ეპოქაში ეძებს ცხოვრების რეალისტურ და გულწრფელ ასახვას.

რომაული ცივილიზაცია

27,90 

„შენ, რომაელო, გახსოვდეს, გმართებს ხალხთა მართვა, ეს არის შენი ხელოვნება.“

ვერგილიუსი, „ენეიდა“

რომი დღემდე იპყრობს ადამიანების ყურადღებას როგორც კაცობრიობის ყველაზე შთამბეჭდავი იმპერია და ევროპული ცივილიზაციის დასაბამი. ის არ კარგავს აქტუალობას და ყველა ეპოქისთვის თანამედროვედ და საინტერესოდ გამოიყურება.

რისმაგ გორდეზიანის და გიორგი უგულავას წიგნი რომაულ ცივილიზაციას აღწერს მთელი მისი მრავალფეროვნებით და სიდიადით. წიგნში განხილულია როგორც რომის ისტორია, კულტურა და კავშირები კავკასიასთან, ასევე წარმოდგენილია რომის ყოველდღიურობა და სოციალური ყოფა – გზებით და არქიტექტურით დაწყებული რომაული კულინარიით და ღამის ცხოვრებით დასრულებული.

სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი „რომაული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და საინტერესოა როგორც რომის მკვლევრებისათვის, ასევე უბრალოდ ამ სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ეს არის პირველი ქართულენოვანი წიგნი რომაული ცივილიზაციის შესახებ.

შავი ჭირის ღამეები

29,90 

გამოგონილი კუნძული – მინგერი – დაშლის პირას მყოფი ოსმალეთის იმპერიის ნაწილია და სადღაც, კრეტასა და კვიპროსს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა თითქმის თანაბრად იყოფა მუსლიმ თურქებად და მართლმადიდებელ ბერძნებად. გემი „აზიზიე“ კუნძულის პორტში შესასვლელად ემზადება იმისათვის, რომ კუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მთავარი სანიტარიული ინსპექტორი – ბონკოვსკი ფაშა გადასვას, რომელსაც მინგერში მოსალოდნელი შავი ჭირის ეპიდემიის თავიდან აცილება ევალება. გემით სულთან აბდულჰამიდის ძმისშვილი, ახლად დაქორწინებული ფაქიზე სულთანი და მისი მეუღლე – ექიმი ნურიც მოგზაურობენ. როდესაც სულ ცოტა ხანში მინგერის კუნძულზე ბონკოვსკი ფაშას კლავენ, ექიმი ნური იძულებული ხდება, მისი მისიის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.

ნობელის პრემიის ლაურეატის, თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ნაწილობრივ დეტექტივის, ნაწილობრივ რომანის ფორმით დაწერილი ისტორიული ამბის, „შავი ჭირის ღამეების“ თემები – ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტი, იმპერიის ნგრევა, პანდემიის პოლიტიკური შედეგები – საოცრად ეხმიანება თანამედროვე სამყაროს პრობლემებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს მათზე.

ლუბლინელი მაგი

19,90 

რომანის მოქმედება ხდება XIX საუკუნის ბოლოს პოლონეთში – ლუბლინსა და ვარშავაში. მთავარი გმირი, იაშა მაზური მაგია – პოლონეთში სახელგანთქმული მეფოკუსე, აკრობატი, ცხოველების მწვრთნელი, ჰიპნოტიზიორი. მას შეუძლია სხვისი აზრების კითხვა, ნებისმიერი საკეტის გაღება, კედელში გავლა… პოლონელ ებრაელთა თემში გაზრდილი იაშა, რომელიც მისი თანამედროვე დასავლური მეცნიერებისა და ცოდნის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს, მუდმივად ორჭოფობს და ორ სამყაროს შორის იხლიჩება.

ერთ დღესაც ქალების გულთამპყრობელი მაგი გადაწყვეტს, რომ უფლის მცნება დაარღვიოს და თავისი ტალანტი ბოროტებას – ქურდობას მოახმაროს. მაგრამ მისცემს კი ბედისწერა ამის საშუალებას?

ისააკ ბაშევის ზინგერი (1904-1991) პოლონურ-ებრაული წარმოშობის დიდი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატია (1978). „ლუბლინელი მაგი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანია და იდიშენოვანი ლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებადაა მიჩნეული.

კიშოტი

30,90 

წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.

შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.

შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.

პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.

ალასკა

12,90 

ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ცამეტი წლის თანაკლასელები: სვენი და პარკერი. ამბავსაც ორივე ჰყვება, რიგრიგობით. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ერთი რამ აკავშირებთ – ალასკა, თეთრბეწვიანი რეტრივერი. პარკერი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთი წლის წინ ოჯახმა გააჩუქა, ახლა სვენთან ცხოვრობს და ძალიან გაბრაზდება. არადა სვენი ერთი უცნაური ბიჭია. მან მხოლოდ იმით გაითქვა სახელი, რომ ეპილეფსიის შეტევები ემართება. უფრო მეტიც, სვენს ალასკა სულაც არ უყვარს, მისთვის ის უბრალოდ მეთვალყურე ცხოველია.

ამიტომ პარკერი გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი ძაღლი დაიბრუნოს, რაც არც ისე იოლია.

ვის დარჩება ძაღლი? – ვისაც უფრო უყვარს თუ ვისაც უფრო სჭირდება? ალასკა თვითონ ირჩევს…

ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, ისევე, როგორც „საოცრების“ ყველა წიგნი, მოზარდებს უანგარო მეგობრობასა და თანაგრძნობაზე აფიქრებს.

ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია

19,90 

რუსეთის სახელმწიფო – ჯალათი, რომელიც კლავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, თვით ადამიანებს, საღ აზრს, სიმართლეს, სიყვარულსა და ყოველივე საკაცობრიო სიკეთეს; კრემლის მზაკვრულმა, ბოროტმა სისტემამ ჩამოაყალიბა სამყარო, სადაც „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია“. ეს ნაწარმოები გამაოგნებელი პორტრეტია თანამედროვე რუსეთისა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა პიტერ პომერანცევმა ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. წიგნში დიდი ოსტატობით, დახვეწილი, გონებამახვილური სტილით მოთხრობილი ამბები მათთვისაც კი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვისაც საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, რადგან დღევანდელი რუსეთი საყოველთაო კორუფციაში, ძალადობაში, სიცრუეში, გამომათაყვანებელ პროპაგანდაში ჩაფლული უნუგეშო ადგილია. აქ ადამიანის პიროვნულ მთლიანობას სისტემა ხლეჩს: სიურრეალისტურ გარემოში არსებობენ მოძალადე „ჯოჯოხეთის ანგელოზები“, რომლებსაც თავი მესიად წარმოუდგენიათ, პროფესიონალი მკვლელები რომანებს წერენ, ხელოვანები კრემლის მეთოჯინეებად ქცეულან, ნებადართულ ტოტალურ სექტებს თავიანთი მიმდევრები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ოლიგარქების ქონება კი თვით პრეზიდენტის საკუთრებაა. რუსეთი მსოფლიო წესრიგს ახალ, სრულიად არაორაზროვან გამოწვევას უგზავნის და განუწყვეტლივ ემუქრება. მთელი ამ თვალთმაქცური, დამღუპველი პროცესის წარმმართველი ძალა კი ტელევიზიაა, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის ცნობიერებას კრემლის ნებით მართავს და პოლიტიკურ-­ეთნიკურ ვაკუუმს ქმნის.

ვეგეტარიანელი

14,90 

ჰან კანგი 1970 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ლიტერატურულ ასპარეზზე კი 1993 წელს გამოვიდა პოეტური ნაწარმოებებით. რომანი „ვეგეტარიანელი“ 2007 წელს გამოქვეყნდა კორეაში, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და 2016 წელს ბუკერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რამაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2024 წელს კანგმა ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში „მძაფრი, პოეტური პროზისთვის, რომელიც თამამად უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და დაუნდობელი გულახ­დილობით საუბრობს ადამიანურ სიმყიფეზე“. ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.

„ვეგეტარიანელი“ მოგვითხრობს ქალზე, სახელად იონგჰეზე, რომელიც ქმართან ერთად მიჰყვება არაფრით გამორჩეული ცხოვრების მდორე დინებას, სანამ ერთ ღამეს კოშმარული ზმანება ეწვევა. საზარელი ხილვებისგან გასათავისუფლებლად ქალი ერთბაშად გადაწყვეტს, ხორცის ყოველგვარი პროდუქტი თავიდან (და სახლიდან) მოიშოროს. იონგჰეს ეს გადაწყვეტილება მისი გარშემომყოფების მიერ გაუგებარ ამბოხად ფასდება, თუმცა ამბავი სცდება ერთი ქალის მიერ ხორცის აკრძალვის გამო შექმნილ დისკომფორტს – რომანი, რომელსაც ბევრი კაფკას „გარდასახვას“ ადარებს, სამი ნაწილისგან შედგება და სამი განსხვავებული თვალთახედვით მიჰყვება იონგჰეს გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მოვლენების უცნაურ ჯაჭვს. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებას, სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს; ეძიებს საკუთარ სხეულთან დაპირისპირების, ეროტიზმის, რეალობის უარყოფის ღრმად მიმალულ საწყისებს.

პერუს დღიური

13,90 

„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.

ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.

წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.

ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.

მეორე სქესი- ცხოვრებისეული გამოცდილება (წიგნი მეორე)

29,90 

„მეორე სქესმა“, სიმონ დე ბოვუარის რევოლუციურმა ნაშრომმა, ბეჯითად გაკვალა მეცნიერების გაუვალი ბილიკი, სქესთა შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული მოდელები შეისწავლა და სტერეოტიპები დაანგრია. ამ ბილიკზე თანამედროვე ჰუმანისტური აზროვნება ახლაც წინ მიიწევს. მართალია, ბოვუარის ბევრი დასკვნა თუ შეხედულება გადაისინჯა, მაგრამ „მეორე სქესი“ კვლავ რჩება ერთ-ერთ ადრეულ მცდელობად, კაცობრიობის ისტორია ე.წ. „სუსტი სქესის“ თვალსაწიერიდან შევიმეცნოთ და განვიხილოთ.

თქვენ წინაშეა ამ „პროვოკაციული და თავზარდამცემი“ ნაშრომის მეორე წიგნი, რომელშიც ბოვუარი ქალის მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდილებას იკვლევს: როგორ აისახა მამაკაცების მიერ შექმნილი, „მარადიული ქალურობის“ მითი ქალის ხვედრზე? რას გვიყვება ფსიქიატრიული კვლევები ქალის ცხოვრებისულ გამოცდილებასა და მის მენტალობაზე? რა წვლილი მიუძღვის ლიტერატურას ქალის არსის თაობაზე უსაფუძვლო მითოსის შექმნაში? როგორ და რატომ თრგუნავს სხვადასხვა წრის ქალს წეს-ჩვეულებებით დაკანონებული აღზრდა? – ამ კითხვებზე პასუხს აღმოაჩენთ სწორედ ამ წიგნში, რომელსაც ერუდიცია, ღრმა აზროვნება და თხრობის მეტაფორული სტილი დიდი ლიტერატურის საფეხურამდე ამაღლებს.

სიმონ დე ბოვუარი (1908-1986), მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და

მსოფლიო კლასიკად იქცა.

ჩიტინა (7-9 წელი)

12,90 

ერთ დღეს ვარენი ბუჩქის ქვეშ უცნაურ არსებას იპოვის – ის ან ჩიტია გოგონას გარეგნობით, ან გოგონაა ჩიტის გარეგნობით. ვარენი პატარა არსებას სახლში წაიყვანს და ცოლს – თინეს უჩვენებს. რადგან ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ ჰყავთ, დაუფიქრებლად გადაწყვეტენ, პატარა არსება იშვილონ. ასე იწყებს ჩიტინა ნამდვილი ბავშვივით ცხოვრებას.

მაგრამ ჩიტინას ხომ ფრთები აქვს…

ეს უჩვეულო ზღაპარი თანამედროვე ნიდერლანდურ ლიტერატურაში კლასიკადაა აღიარებული. ის აუცილებლად მოგნუსხავთ და დაგაფიქრებთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა თავისუფლების სიყვარული და ოჯახის მნიშვნელობა.

„ჩიტინას“ ავტორი, ნიდერლანდელი იოკე ვან ლეეუვენი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. ის თავადვეა თავისი წიგნების ილუსტრატორი.

დემიანი

11,90 

უდიდესი გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს (1877-1962) მიერ 1919 წელს დაწერილი „დემიანი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც „აღზრდის რომანის“ ჟანრს მიაკუთვნებენ. წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. რომანში აღწერილია მთავარი გმირის – ახალგაზრდა კაცის, ემილ სინკლერის, ზნეობრივი და სოციალური ჩამოყალიბების ისტორია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება პირმოთნე საზოგადოების მორალის ნორმებს და საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს სიღრმისეულ „მე“-ს. ამაში მას ეხმარება დემიანი, უცნაური ჭაბუკი თუ, უბრალოდ, გმირის წარმოსახვაში არსებული იდუმალი მეგობარი…

ბილი და ბო (9-11 წელი)

10,90 

არსებობენ ადამიანები, რომელთან მეგობრობითაც ჩვენი გულები ერთიორად იზრდება, მათ გვერდით სამყაროც ჩვეულებრივზე ლამაზი ჩანს. მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრის ყოლა სარისკოა – ერთ დღეს შეიძლება ის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს და შენი გული ისე შეიკუმშოს, ახალი მეგობრისთვის ადგილი აღარ დარჩეს.…

თუმცა, ცხოვრება ხომ უცნაურობებითაა სავსე! და თუ ვინმე რჩეულს გიწოდებს, გულიც ისევ გახსნის კარს. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს ვინმე სულ სხვანაირი, გიჟმაჟი, ონავარი, მხიარული, გამბედავი და თავქარიანი გოგონაა, სახელად ბილი. ჰოდა, ბოც – გულითადი ბიჭუნა და ერთგული მეგობარი, დაუფიქრებლად ირგებს რჩეულის როლს და თავდავიწყებით გადაეშვება ბილისთან ერთად მოულოდნელ და საინტერესო თამაშებში.

„ბილი და ბო“ ნორვეგიელი ავტორის საბავშვო ნაწარმოებია, რომელში მოთხრობილი მხიარული ამბების მიღმა ისეთი საკითხებიც დაგვაფიქრებს, ზრდასრულთა ცხოვრებასაც რომ სდევს თან: რას ნიშნავს ადამიანებისთვის ერთმანეთის რჩეულობა, ნდობა, გულითადი მეგობრობა, თანასწორობა, გულწრფელობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება…

მემკვიდრეობა

25,00 

ცნობილი ამერიკელი მწერლის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, ფილიპ როთის (1933-2018) „მემკვიდრეობა“, მის ნაწარმოებთა უმრავლესობისგან განსხვავებით, დოკუმენტური პროზაა, და არა მხატვრული. მასში ავტორი უაღრესად შთამბეჭდავად აღწერს თავის არცთუ უპრობლემო ურთიერთობას უკურნებელი სენით დაავადებულ მამასთან, 86 წლის ჰერმან როთთან. ეს არის ამბავი მამა-შვილის სიყვარულისა, მშობლის წინაშე შვილის ვალდებულებისა, მზრუნველობისა, სიმტკიცისა, სისუსტისა, დაბერების დაუნდობელი სისასტიკისა… „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველმა ამ ნაწარმოებს „შემაძრწუნებელი გულახდილობით დაწერილი ტექსტი“ უწოდა.

სახლი დომინიკისათვის

19,00 

„სახლი დომინიკისთვის“ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი მწერლის, ვიქტორია ამელინას მეორე რომანია. მასში მოთხრობილია ლვოვში მცხოვრები გარუსებული უკრაინული ოჯახის დრამატული მოვლენებით აღსავსე ამბავი, რომელიც, თავად ავტორის აღიარებით, ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. რომანში იდენტობის ძიების პროცესი უკავშირდება ავტორის მშობლიური ქალაქის წარსულს, მის დაკარგულ ებრაულსა და პოლონურ მემკვიდრეობას. მთხრობელად კი გვევლინება, არც მეტი, არც ნაკლები… პუდელი, სახელად დომინიკი. ეს ხერხი საშუალებას აძლევს ავტორს, მოვლენები სრულიად მოულოდნელი, ხშირად კომიკური კუთხით დაგვანახვოს. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბინიდან უყურა კიევის დაბომბვას, ვიქტორიამ „ტვიტერზე“ დაწერა: „ომია, როცა ვეღარ ადევნებ თვალს ახალ ამბებს და გლოვობ მეზობლებს, რომლებიც შენ მაგივრად დაიღუპნენ სულ რამდენიმე კილომეტრში.“

ქართული ანდაზები

15,00 

მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე უდიდეს ყურადღებას უთმობდა ქართულ ზეპირსიტყვიერებას, განსაკუთრებით კი – ხატოვან თქმებსა და ანდაზებს. ამ წიგნში სწორედ ავტორის მიერ ერთად თავმოყრილი ქართული ანდაზებია შესული.

დაბრმავება

35,00 

ელიას კანეტი (1905-1994) ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალია, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატი. „დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 1936 წელს გამოცემულ ამ რომანში წიგნებისადმი სიყვარული კაცს სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიიყვანს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის სინათლე არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული.

ვანო და ნიკო – ილუსტრირებული

19,00 

მწერალმა და კინოდრამატურგმა ერლომ ახვლედიანმა (1933-2012) გასული საუკუნის 50-იან წლებში შექმნა ქართული ლიტერატურის შედევრი „ვანო და ნიკო“ – სადა ენით დაწერილი ღრმა ფილოსოფიური იგავების კრებული. ეს გახლავთ ფიქრები სიყვარულსა და მეგობრობაზე, ერთგულებასა და ღალატზე, სინდისსა და სათნოებაზე, ადამიანის დამოკიდებულებაზე საკუთარი თავისა და გარე სამყაროს მიმართ.